შინაარსზე გადასვლა

ზემო ზონკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ზენკარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ბელოთი
კოორდინატები 42°17′32″ ჩ. გ. 44°10′35″ ა. გ. / 42.29222° ჩ. გ. 44.17639° ა. გ. / 42.29222; 44.17639
ცენტრის სიმაღლე 1250
მოსახლეობა 41 კაცი (2002)
ზემო ზონკარი — საქართველო
ზემო ზონკარი
ზემო ზონკარი — ერედვის მუნიციპალიტეტი
ზემო ზონკარი

ზემო ზონკარისოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბელოთის თემში.

მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის ნაპირზე. ზღვის დონიდან 1250 მეტრი, ცხინვალიდან 32 კილომეტრი.

1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2002 წლის აღწერით სოფელში იყო 41 მცხოვრები. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,[1] ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Уæллаг Зонкъар).

სოფლის დასავლეთით, დაახლ. 300 მ-ზე, დგას ერთნავიანი ეკლესია, რომელიც სტილისტიკური ნიშნებით VIII–X სს. ძეგლების მსგავსია. ეკლესიის აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე, ადრინდელი ფეოდალური ხანის ზურგიანი კოშკია.