შამაია
იერსახე
შამაია | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Chalcalburnus chalcoides | ||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 135499 | ||||||||
|
შამაია, თრისა (ლათ. Chalcalburnus chalcoides) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. სახელწოდება მომდინარეობს სპარსულიდან: „შაჰ-მაჰი“ — სამეფო თევზი (ცხიმიანი და გემრიელი ხორცის გამო). აქვს წაგრძელებული სხეული, რომლის სიგრძე 40 სმ, მასა 800 გ-მდე აღწევს. გავრცელებულია შავი, აზოვის, კასპიისა და არალის ზღვების აუზებში. საქართველოში გვხვდება მტკვარში, ხრამში, ალაზანში, აგრეთვე თბილისის ზღვაში. შამაია სარეწაო თევზია, ხელოვნურადაც ამრავლებენ. იყენებენ ნედლს, შემჭკნარს და შებოლილს. გავრცელების არეალია: ირანი, ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია[1], თურქმენეთი და უზბეკეთი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 679.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Povž, Meta. Invasive Freshwater Species in Slovenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-06. ციტირების თარიღი: 2009-10-10.