შინაარსზე გადასვლა

ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Національний авіаційний університет, Київський інститут цивільного повітряного флоту ім К. Є. Ворошилова., Київський інститут інженерів цивільної авіації, Киевский авиационный институт им. К. Е. Ворошилова, Киевский институт ГВФ им К. Е. Ворошилова, Киевский институт ГВФ, Киевский институт инженеров гражданской авиации და Киевский международный университет гражданской авиации
დაფუძნდა 1933
ტიპი უნივერსიტეტი[1]
რექტორი ვოლოდიმირ ისაენკო
სტუდენტი 35 000
მდებარეობა კიევი
ქვეყანა უკრაინა[2]
კავშირები ORCID[3]
ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი — უკრაინა
ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი
http://www.nau.edu.ua და http://nau.edu.ua/en/

ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი (უკრ. Національний авіаційний університет) ― უნივერსიტეტი კიევში, უკრაინაში. დაარსდა 1933 წელს, როდესაც კიევის მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის მექანიკის განყოფილების ბაზაზე კიევის საავიაციო ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტი ხუთ ინსტიტუტს, ათ ცალკეულ დაწესებულებას, ერთ საავიაციო აკადემიას, ორ ლიცეუმს, ექვს კოლეჯსა და სამხედრო საწვრთნელ განყოფილებას მოიცავს. აქვს საკუთარი კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, საავიაციო სამედიცინო ცენტრი, საფრენი საწვრთნელი ცენტრი, საწვრთნელი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სამეცნიერო და ტექნიკური ბიბლიოთეკა, ჟურნალი „ავიატორი“ და იახტ-კლუბი.

  • 1898 ― კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის განყოფილება
  • 1933 ― კიევის საავიაციო ინსტიტუტი
  • 1947 ― კიევის სამოქალაქო საჰაერო ფლოტის ინსტიტუტი
  • 1965 ― კიევის სამოქალაქო ავიაციის ინჟინერთა ინსტიტუტი
  • 1994 ― კიევის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • 2000 ― ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი

საერთაშორისო ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტი ბოლონიის კონვენციის მონაწილეა, რაც სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დიპლომის მიღებისა და მობილობაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები თანამშრომლობენ ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, სამხრეთ კორეისა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან. უნივერსიტეტი თანამშრომლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთანაც.[4]

უნივერსიტეტის სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტში 25 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათგან 1 500 უცხოელი სტუდენტი მსოფლიოს 55 ქვეყნიდანაა.

ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის დაწესებულებებია:[5]

  • საერთაშორისო თანამშრომლობისა და განათლების ინსტიტუტი
  • ინოვაციურ ტექნოლოგიათა და ლიდერობის ინსტიტუტი
  • უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტი
  • ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტი
  • ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საწვრთნელი ინსტიტუტი
  • აეროკოსმოსური ფაკულტეტი
  • საჰაერო ნავიგაციის, ელექტრონიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი
  • არქიტექტურის, მშენებლობისა და დიზაინის ფაკულტეტი
  • გარემოს უსაფრთხოების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
  • კიბერუსაფრთხოების, კომპიუტერული და პროგრამული ინჟინერიის ფაკულტეტი
  • ლინგვისტიკისა და სოციალური კომუნიკაციების ფაკულტეტი
  • საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
  • ტრანსპორტის, მენეჯმენტისა და ლოჯისტიკის ფაკულტეტი
  • სამართლის ფაკულტეტი
  • სამხედრო წვრთნის განყოფილება

საავიაციო აკადემია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის კროპივნიცკის ფრენის აკადემია
  • აეროკოსმოსური ლიცეუმი
  • უმაღლესი პროფესიული სკოლა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მიწის მენეჯმენტის კოლეჯი
  • ინჟინერიისა და მენეჯმენტის კოლეჯი
  • სლოვიანსკის კოლეჯი
  • კრივიი-რიჰის კოლეჯი
  • ვასილკივის კოლეჯი
  • კიევის კომპიუტერულ ტექნოლოგიათა და ეკონომიკის კოლეჯი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. National Aviation University // Internet Encyclopedia of Ukraine / O. Havrylyshyn, F. Sysyn, M. Moser et al. — CIUS, 2001.
  2. Directory of Open Access Journals — 2003.
  3. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  4. Foreign Students Faculty. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-20. ციტირების თარიღი: 2008-07-25
  5. University Structure. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-28. ციტირების თარიღი: 2008-07-25