გუმათი
| სოფელი | |
|---|---|
|
გუმათი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| თემი | ოფურჩხეთი |
| კოორდინატები | 42°19′42″ ჩ. გ. 42°40′45″ ა. გ. / 42.32833° ჩ. გ. 42.67917° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 360 მ |
| მოსახლეობა | 426[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
გუმათი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ოფურჩხეთი).
მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, გუმათის წყალსაცავის ნაპირზე. ზღვის დონიდან 360 მ-ზე, წყალტუბოდან 25 კმ-ში.
სოფელში არის ტეშენიტის კარიერი, მოქმედებს საჯარო სკოლა. სოფელთან არის გუმათის წყალსაცავი. სოფელი აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ რამდენიმე რუკაზე. მოხსენიებული აქვს იოჰან გიულდენშტედტს. გვიანდელ შუა საუკუნეებში გუმათი ოკრიბაში შედიოდა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 426 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 591 | 277 | 314 |
| 2014[1] | 222 | 204 |
პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დაიბადა საბჭოთა კავშირის გმირი ლავრენტი ავალიანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 306.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||