შინაარსზე გადასვლა

ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბარსელონა (სკ))
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარსელონა (მრავალმნიშვნელოვანი).
ბარსელონა
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“
მეტსახელი Barça (ბარსა)[1]
Blaugranas (ლურჯ-ბროწეულისფერები)[2]
Cataloness (კატალონიელები)[3]
Cule
დაარსდა 29 ნოემბერი, 1899
სტადიონი კამპ ნოუ
ბარსელონა, კატალონია
(ტევადობა: 99 354 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ჟოან ლაპორტა
მწვრთნელი გერმანიის დროშა ჰანს-დიტერ ფლიკი
კაპიტანი ესპანეთის დროშა სერხი რობერტო
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2023–24 მეორე ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“, აგრეთვე ცნობილი როგორც „ბარსა“ (ესპ. და კატ. Barça) — ესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც კატალონიის ავტონომიურ ოლქში — ბარსელონაში მდებარეობს. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჟოან გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. კლუბი კატალონიის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი დევიზი — „Més que un club“ — „უფრო მეტი, ვიდრე კლუბი“.

„ბარსელონა“ ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალთან“ ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც „პრიმერა დივიზიონი“ არასოდეს დაუტოვებიათ. „ბარსა“ გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც. დღეისათვის იგი ესპანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ოფიციალური ჯილდოების მიხედვით. მის ანგარიშზეა 77 ტიტულია, მათ შორის: 27-გზის ესპანეთის ჩემპიონობა, 31 ესპანეთის თასი, 14 ესპანეთის სუპერთასი, 5 ევროპის ჩემპიონთა თასი, 4 თასების მფლობელთა თასი, 3 საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, 3 უეფას თასი და 5 უეფა-ს სუპერთასი.

კლუბის მთავარი არენაა „კამპ ნოუ“, ევროპაში ყველაზე ტევადი სტადიონი. 2009 წლის 19 იანვრიდან „ბარსელონას“ პირველი საფეხბურთო გუნდი სპორტულ კომპლექს „სიუდად დეპორტივა ჟოან გამპერზე“ ვარჯიშობს. ის მდებარეობს სან-ჟოან-დესპიში, სტადიონიდან დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში.

2006-07 წლების სეზონზე „ბარსამ“ დაიკავა მესამე ადგილი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ კლუბებს შორის. მისმა შემოსავალმა შეადგინა 291,1 მლნ ევრო.

2007 წლის ივნისის მონაცემებით, „ბარსას“ ფანების — „სოსიოსების“ რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. „ბარსელონას“ გულშემატკივრები ცნობილნი არიან მეტსახელით „culés“ (კულე).

„ბარსა“ დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი იმ მცირე კლუბებიდან, რომლებმაც უარი თქვეს სპონსორის ლოგოების საფეხბურთო მაისურებზე გამოსახვაზე. თუმცა 2005 წელს „ბარსას“ მაისურებზე გამოჩნდა „TV3-ის“ ლოგო (კატალონიის ტელემაუწყებლობა) — მარცხენა მხარზე, ხოლო შორტებსა და საყელოზე გაჩნდა კატალონიის პატარა დროშა. 2006 წელის 14 ივლისს კლუბმა გამოაცხადა UNICEF-თან ხუთწლიანი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც UNICEF-ის ლოგო გუნდის ფორმაზე 2011 წლამდე იყო გამოსახული. 2012 წელს ხელი მოეწერა 5-წლიან შეთანხმებას არაკომერციულ კომპანია Qatar Foundation-თან, რომლის თანახმადაც კლუბი 30 მლნ ევროს იღებდა ყოველწლიურად[4].

2009 წელს „ბარსელონამ“ დაამყარა უნიკალური შედეგი, როცა გახდა ერთადერთი ევროპული კლუბი, რომელმაც სეზონის განმავლობაში მოიგო ყველა შესაძლო მსხვილი ტურნირი (სამი ეროვნული — ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი და სამი საერთაშორისო — ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი).

2021 წლის 8 ნოემბრიდან გუნდის მთავარი მწვრთნელია ჩავი ერნანდესი. იგი კლუბს სათავეში ჩაუდგა მას შემდეგ, რაც რონალდ კუმანი დაითხოვეს. კლუბის მოქმედი კაპიტანი სერხიო ბუსკეტსია, რომელმაც ჩაანაცვლა ლიონელ მესი.

კლუბს ჰყავს სარეზერვო გუნდი „ბარსელონა B“, ასევე გუნდები სპორტის ოთხ სხვა სახეობაში: კალათბურთში, ხელბურთში, ფუტსალში და გორგოლაჭებიან ჰოკეიში. არსებობს სხვა სამოყვარულო გუნდებიც, მათ შორის რაგბიში, ქალთა ფეხბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში.

ისტორია

დაარსება (1899—1908)

1899 წლის 22 ოქტომბერს ჟოან გამპერმა სპორტულ გაზეთში განცხადება განათავსა. მას საფეხბურთო კლუბის დაარსება სურდა. განცხადებით რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა და იმავე წლის 29 ნოემბერს „ხიმნასიო სოლეში“ პირველი შეკრება გაიმართა. შეხვედრას 11 მოთამაშე ესწრებოდა: გუალტერ უაილდი, ლუის დ'ოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და უილიამ პარსონსი. შედეგად ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“.[5]

„ბარსა“ მალე გახდა კატალონიისა და ესპანეთის წამყვანი კლუბი. თავდაპირველად „ბარსელონა“ კატალონიის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე გამოდიოდა. 1901 წელს „ბარსელონამ“ პირველი ტიტული „კოპა მაკაი“ მოიგო, 1902-ში კი სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც „ვისკაისთან“ დამარცხდა (1:2).[6]

ჟოან გამპერის თავმჯდომარეობის პერიოდი (1908—1926)

ჟოან გამპერი

1908 წელს კლუბის ერთ-ერთი თანადამაარსებელი და მისი ყოფილი ფორვარდი ჟოან (ჰანს) გამპერი გახდა კლუბის პირველი პრეზიდენტი. ეს მოხდა მაშინ, როცა კლუბი დაცემის პირას იყო: 1905 წელს კატალონიის ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ კლუბს 3 წლის განმავლობაში არც ერთი ტიტული არ მოეგო, მისი ფინანსური მდგომარეობა კი სწრაფად უარესდებოდა. საბოლოოდ გამპერი 1908-1925 წლებში 5-ჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და მთლიანობაში 25 წლის მანძილზე უხელმძღვანელა კლუბს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა „ბარსელონასთვის“ სტადიონის შეძენა იყო. 1909 წელს გუნდი სტადიონ „კარერ ინდუსტრიაზე“ (Carrer Indústria) გადაბარგდა, რომელიც 8 000 მაყურებელს იტევდა.

გამპერმა ასევე კლუბის გაფართოება დაიწყო და 1922 წლისთვის მისი წევრების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.

იმავე წელს „ბარსამ“ კვლავ შეიცვალა საშინაო არენა და „Les Corts-ზე“ გადაბარგდა; ამ სტადიონის თავდაპირველი ტევადობა იყო 22 000 მაყურებელი, მაგრამ შემდეგ ეს რიცხვი 60 000-მდე გაიზარდა.[7]

„საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ არ შეიძლება მოკვდეს. და არც მოკვდება. თუ ახლა არავინ მოისურვებს კლუბის საქმეებით დაკავებას, ამას პირადად მე ვიზამ. დარწმუნებული ვარ, რომ მხარს დამიჭერენ ისინი, ვისაც ჩემში ეჭვი არ ეპარებოდა მაშინაც კი, როცა ფეხბურთი საერთოდ არანორმალურ საქმედ ითვლებოდა. დღეიდან მე მინდა დავივიწყო ის უსამართლობა და ტყუილი, რომლებმაც მაიძულა, ჩამოვშორებოდი კლუბის საქმეებს. მე მინდა ვიბრძოლო იმისთვის, რომ ერთხელაც ჩვენ კიდევ ერთხელ ყველანი ერთად დავდგეთ ფეხზე...“.
(ამონარიდი ჟოან გამპერის გამოსვლიდან, 1908 წლის 2 დეკემბერს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს კრებაზე)

1912 წელს გამპერმა კლუბში მოიყვანა ფილიპინელ-ესპანელი ფორვარდი პაულინო ალკანტარა, რომელმაც მოგვიანებით ამ გუნდს თავისი კარიერის 13 წელი (1912—1916, 1918—1927) მისცა და რომელმაც ამ დროის განმავლობაში 357 გოლი გაიტანა, რითიც კლუბის ისტორიაში დღემდე საუკეთესო ბომბარდირად რჩება.

1917 წელს გამპერის მოწვევით „ბარსას“ მთავარი მწვრთნელი გუნდის ყოფილი მოთამაშე, ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რომელიც გუნდს 1924 წლამდე წვრთნიდა. ამ ზომებმა კლუბში სიტუაცია გააუმჯობესა. საბოლოოდ ჟოან გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში „ბარსელონამ“ 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ „პირენეის თასი“.[6] ეს იყო კლუბის პირველი „ოქროს საუკუნე“. იმ დროისთვის „ბარსას“ შემადგენლობაში ალკანტარას გარდა ირიცხებოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ემილიო საგი ლინიანი (იგივე საგი-ბარბა), ხოსეპ სემიტიერი, ფელიქს სესუმაგა, ფრანც პლიატკო და უდიდესი მეკარე რიკარდო სამორა. თუმცა სამორა „ბარსაში“ რამდენიმეწლიანი თამაშის შემდეგ გადავიდა მის მეტოქე „ესპანიოლში“.

რივერა, რესპუბლიკა, სამოქალაქო ომი კლუბის ცხოვრებაში (1923—1938)

კლუბის წარმატებულ 1920-იან წლებში „ბარსელონას“ ბევრი არასპორტული, პოლიტიკური პრობლემა შეექმნა.

1925 წლის 14 ივნისს, პრიმო დე რივერას დიქტატორობის პერიოდში, კლუბის სტადიონზე გამართულ ერთ-ერთ მატჩზე მაყურებლები ესპანეთის სამეფო მარშს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ, რის გამოც სტადიონი 6 თვით დაიხურა. შემდეგ ეს სასჯელი 3 თვემდე შემცირდა, მაგრამ საბოლოოდ ამის გამო გამპერმა პრეზიდენტის პოსტი დათმო.[8] კლუბის დამაარსებელი სხვადასხვა ფინანსური და პირადი პრობლემების გამო დეპრესიაში ჩავარდა და 1930 წლის 30 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თუმცა კლუბში მაინც იყო ბევრი კარგი ფეხბურთელი, ისეთები, როგორიცაა ხოსეპ ესკოლა. კლუბმა წარუმატებლობის პერიოდში შეაბიჯა, რადგან ქვეყანაში პოლიტიკურმა კონფლიქტებმა საზოგადოების თვალში სპორტი მეორე პლანზე გადაიტანა. „ბარსაში“ კრიზისი დადგა ერთდორულად სამ ფრონტზე: ფინანსურ, სოციალურ (კლუბის წევრების რაოდენობა გამუდმებით მცირდებოდა) და სპორტულ (თუმცა გუნდი სტაბილურად იგებდა კატალონიის პირველობას (1930, 1931, 1932, 1934, 1936, 1938).[6][9]

1 თვის შემდეგ დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი, რამაც კლუბს ბევრი პრობლემა შეუქმნა. 1936 წლის 6 აგვისტოს ფრანსისკო ფრანკოს არმიის ჯარისკაცებმა დააპატიმრეს და მოკლეს კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ სუნიოლი, სიერა-დე-გვადამარასთან ახლოს.[10] 1937 წლის ზაფხულში კლუბი მექსიკასა და ამერიკაში იყო ტურნეზე, სადაც მათ ესპანეთის მეორე რესპუბლიკის წარმომადგენლებად თვლიდნენ. ამ დროს ესპანეთში გაცხარებულად მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი. ეს მოგზაურობა დაიგეგმა კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მაგრამ ამის სანაცვლოდ მას შედეგად მოჰყვა ის, რომ გუნდის ნახევარი აღარ დაბრუნდა ომით მოცულ ესპანეთში და გადაწყვიტა ახალ სამყაროში ემიგრაციაში დარჩენა.

1938 წლის 16 მარტს ფაშისტების საჰაერო ძალებმა „ბარსას“ სოციალური კლუბი დაბომბეს, რასაც სერიოზული ზარალი მოჰყვა.[11] რამდენიმე თვის შემდეგ ქალაქი ბარსელონა ფაშისტების სრულ ოკუპაციაში მოექცა და კლუბი, როგორც „არადისციპლინირებული“ კატალონიელი ნაციონალისტების სიმბოლო, ბევრ სერიოზულ პრობლემას შეეჯახა. იმ დროისთვის კლუბის წევრების რაოდენობა შემცირდა 3486 ადამიანამდე.[12]

სახელწოდების შეცვლა. „ბარსელონა“ ფრანკოს მმართველობის წლებში (1939—1974)

ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ ფრანკოს მიერ დამყარებულ დიქტატორული პირობებში კატალანური ენა და დროშა აიკრძალა (რაც სეპარატიზმთან ბრძოლასთან იყო დაკავშირებული). ასევე საფეხბურთო კლუბებს აეკრძალად არაესპანური სახელწოდებების გამოყენება. საბოლოოდ, 1941 წელს გუნდი იძულებული იყო, სახელწოდება შეეცვალა ძველი „Football Club Barcelona-დან“ (რომელიც ინგლისურენოვანი სახელწოდება იყო) ახალ, „სწორ“ ესპანურ „Club de Fútbol Barcelona-ზე“; ამ სახელწოდების ქვეშ კლუბი 33 წლის განმავლობაში არსებობდა. გარდა ამისა, კლუბის გერბიდან კატალონიური დროშაც ამოიღეს. ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ სტადიონზე შეეძლო კატალონიურ ენაზე საუბარი.[7]

1943 წელს საშინაო სტადიონ „ლეს კორტსზე“ გენერალისიმუსის თასის („Copa del Generalísimo“ — ასე ეწოდება ახალი ხელისუფლების მიერ მაშინ ესპანეთის თასს, რომელსაც მანამდე მეფის თასი ერქვა) პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებით მატჩში „რეალმა“ „ბარსელონა“ ანგარიშით 11:1 დაამარცხა.

მატჩი „კამპ ნოუზე“, რომელზეც გამოდის „ბარსა“, კლუბის მონაწილეობით

რთული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად „ბარსელონა“ მაინც ახერხებდა დიდი წარმატებების მიღწევას 1940-იან და 1950-იან წლებში. 1945 წელს კლუბმა 1929 წლის შემდეგ პირველად მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. გამარჯვებული შემადგენლობის მწვრთნელი მაშინ იყო ხოსეპ სამიტიერი. გუნდში იმ დროისთვის თამაშობდნენ ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან: სესარ როდრიგესი, ანტონიო რამალეტსო და ხუან ველასკო.

1948-49 წლებში გუნდმა კიდევ 2 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1949 წელს „ბარსელონამ“ პირველად მოიგო „Copa Latina“.

50-იან წლებში კლუბის ყველაზე წარმატებული ხანა დადგა. მწვრთნელის — ფერნანდო დაუჩიკისა და „ბარსას“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის — ლადისლაო კუბალას დახმარებით გუნდმა 1952 წელს 5 სხვადასხვა ტიტული მოიგო, მათ შორის: ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი (რომელსაც იმ დროს ოფიციალურად ეწოდებოდა „Copa del Generalísimo“, გენერალისიმუსის, ანუ ფრანკოს თასი), „Copa Latina“ (ლათინური თასი), ესპანეთის სუპერთასი (მაშინ ეწოდებოდა ევა დუარტეს თასი ევა დუარტე დე პერონის პატივსაცემად) და მარტინი როსის თასი. 1953-ში გუნდმა გააკეთა დუბლი და გაიმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატსა და „Copa del Generalisimo-ზე“.[7] ეს ტიტული კუბალას გუნდმა 1957-შიც მოიგო, ხოლო 1958-ში „ბაზრობათა თასს“ (ახლანდელ უეფას თასს) დაეუფლა.

გამარჯვებების სერია გაგრძელდა ახალი მწვრთნელის, ელენიო ერერას პერიოდშიც.

იმ დროისთვის შემადგენლობა გააძლიერეს ახალგაზრდა ლუის სუარესის, რომელიც 1960 წელს ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, და კუბალას მიერ ლეგენდარული „ოქროს გუნდიდან“ მიწვეული 2 უნგრელის, შანდორ კოჩიშისა და ზოლტან ჩჟიბორის მეშვეობით, რომლებმაც სამშობლო დატოვეს მას შემდეგ, რაც სსრკ-მ და ე. წ. „სახალხო დემოკრატიის“ ქვეყნებმა უნგრეთის აჯანყება ჩაახშო. ამ შემადგენლობით „ბარსამ“ კიდევ ერთხელ შეასრულა ეროვნული დუბლი 1959 წელს (ესპანეთის ჩემპიონატი და თასი), ხოლო 1960-ში თავის ისტორიაში მეორედ დაეუფლა ბაზრობათა თასს და კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ეროვნულ პირველობაში. 1961 წელს „ბარსელონა“ გახდა ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებიდან მადრიდის „რეალი“ გამოაძევა, რითიც ბოლო მოუღო მადრიდელების ექვსწლიან მონოპოლიას ამ ტიტულზე. ჩემპიონთა თასის ფინალი ბერნში გაიმართა, სადაც ესპანელებმა პორტუგალიურ „ბენფიკასთან“ დათმეს ანგარიშით 2:3.

1957 წელს „კამპ ნოუს“ მშენებლობა დასრულდა, ამიტომ კლუბს აღარ გააჩნდა საკმარისი სახსრები იმისათვის, რომ შემადგენლობა გაეძლიერებინა.[13]

1960-იანი წლები არც ისე წარმატებული იყო ამ დონის კლუბისთვის. ხოსეპ ფუსტესა და კარლეს რექსაჩის გუნდმა 1966 წელს „ბაზრობათა თასი“ მოიგო, 1968-ში კი სიამაყე დაიბრუნა „Copa del Generalisimo-ს“ ფინალში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალის“ 1:0 დამარცხებით. იმ წლებში ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშება ორი მადრიდული გრანდის — „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ „საშინაო საქმე“ გახდა, „ბარსამ“ მაშინ ვერ მოახერხა მათ წინააღმდეგობაში ჩარევა.

1974 წელს „ბარსელონამ“ დაიბრუნა თავისი თავდაპირველი სახელი — „Football Club Barcelona“.

კრუიფის პირველი მოსვლა კლუბში (1974—1978)

1973-74 წლების სეზონზე გუნდს შეემატა ადამიანი, რომელიც „ბარსას“ ახალი ლეგენდა გახდა — ნიდერლანდელი ფორვარდი იოჰან კრუიფი. „ბარსელონამ“ იმ პერიოდის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა (1 მილიონი) და შემდეგ არც უნანია. კრუიფი, რომელმაც უკვე ამსტერდამის „აიაქსში“ გაითქვა სახელი, მალევე შეერწყა გუნდს და მისი ლიდერიც გახდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რეალს“ იმის გამო არჩია „ბარსელონა“, რომ იგი არასოდეს ითამაშებდა ფრანკოს გუნდში. მოგვიანებით მან თავის ვაჟს კატალონიური სახელი ჟორდი დაარქვა. კრუიფის წყალობით 60-იანი წლების შემდეგ „ბარსელონამ“ პირველად მოიგო ესპანეთის პრიმერა, ამასთან ერთად ელ კლასიკოში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაანადგურა მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 5:0, სადაც ჰოლანდიელი მატჩის მთავარი გმირი გახდა. „ბარსელონაში“ თამაშის მანძილზე კრუიფი ორჯერ ზედიზედ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. 1978 წელს კრუიფმა დატოვა კლუბი და გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სტაბილურობის წლები. ნუნიესის პრეზიდენტობის ეპოქა (1978—1988)

ხოსე მარი ბაკერო

1978 წელს „ბარსას“ პრეზიდენტად ხოსეპ ლუის ნუნიესი აირჩიეს. ამ პოსტზე მისი მთავარი მიზანი „ბარსელონას“ მსოფლიო დონის კლუბად გადაქცევა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო.

ნუნიესის პრეზიდენტობის ეპოქაში „ბარსამ“ ორჯერ მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი1979 (ფინალში დამატებით დროში შეძლო დიუსელდორფის „ფორტუნას“ დამარცხება) და 1982 (ფინალში მშობლიურ „კამპ ნოუზე“ „ბარსამ“ დაამარცხა ლეჟის „სტანდარდი“ ანგარიშით 2:1) წლებში; გარდა ამისა გუნდმა ამ პერიოდში სამჯერ მოიგო მეფის თასი (1980/81, 1982/83, 1987/88).

1982 წლის ივნისში გუნდი გააძლიერა დიეგო მარადონამ, რომელიც აქ არგენტინულ გუნდ „ბოკა ხუნიორსიდან“ გადმოვიდა იმ დროისთვის სარეკორდო თანხად — 3 მლნ ფუნტ სტერლინგად. თუმცა ახალგაზრდა დიეგოს კარიერა „ბარსელონაში“ ვერ აეწყო, ამიტომ მალევე,ინ 1984 წელს, სუპერვარსკვლავი (რომელმაც 1983 წელს „კოპა დელ რეიზე“ გუნდის გამარჯვებას „შეუწყო ხელი“) იყიდა იტალიურმა კლუბმა „ნაპოლიმ“ და დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი (£ 5 მლნ.).

1984-85 წლების სეზონის დაწყებამდე კლუბის მწვრთნელად დაინიშნა ინგლისელი ტერი ვენეიბლსი. ასევე კლუბში მოვიდა გერმანელი ნახევარმცველი ბერნდ შუსტერი. ამავე წლების სეზონზე გუნდმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, შემდეგ სეზონზე კი მიაღწია ჩემპიონთა თასის ფინალს, სადაც სევილიაში სტადიონ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ დამარცხდა რუმინულ „სტიაუასთან“ (0:2 მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში).

1986 წლის ზაფხულზე კლუბში მოვიდა ყოფილი ბომბარდირი გარი ლინეკერი და პერსპექტიული ბასკი მეკარე ანდონი სუბისარეტა. ამავე პერიოდში გუნდი დატოვა ბერნდ შუსტერმა, რომელიც გადავიდა „ბარსას“ უპირველესი მეტოქის — მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში. 1987-1988 წლების სეზონის დაწყებამდე კლუბის მწვრთნელი ვენეიბლსის ნაცვლად გახდა ლუის არაგონესი. ის სეზონი დამთავრდა ესპანეთის თასის გამარჯვებითა (ფინალში „ბარსამ“ დაამარცხა „რეალ სოსიედადი“ ანგარიშით 1:0) და მოთამაშეების მიერ პრეზიდენტ ნუნიესის წინააღმდეგ აჯანყებით, რომელიც ცნობილია, როგორც „მოტივ-დელ-ესპერია“ და რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, ხელი არ შეუშლია ნუნიესის შემდგომ მოღვაწეობას ამ პოსტზე (ის კლუბის პრეზიდენტი 2000 წლამდე იყო). ამ მოვლენის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი იძულებული გახდა, კლუბი დაეტოვებინა.

კრუიფის მეორე მოსვლა. აღმასვლა და დაცემა (1988—1996)

რონალდ კუმანი

1988 წელს გუნდში იოჰან კრუიფი უკვე მწვრთნელის როლში დაბრუნდა. გუნდის შემადგენლობამ, რომელსაც იგი სათავეში ჩაუდგა, ოდნავ მოგვიანებით, 1990-იან წლებში, მიიღო ზედმეტსახელი „ოცნების გუნდი“ („Dream Team“) (იმ წლების აშშ-ის კალათბურთის ნაკრების ანალოგიურად, რომელმაც გაიმარჯვა 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც სწორედ ქალაქ ბარსელონაში გაიმართა).

იმ პერიოდის „ბარსელონაში“ მოვიდა შესანიშნავი მოთამაშეების პლეადა: ამორი, ჟოზეპ გვარდიოლა, ხოსე მარი ბაკერო, ჩიკი ბეგირისტაინი, ნადალი, ეუსებიო, ანდონი გოეკოეჩეა, გეორგე ჰაჯი, მიკაელ ლაუდრუპი, რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი და რომარიო.

1991—1994 წლებში „ბარსამ“ ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. ევროპის არენაზე გუნდმა მოიგო 1988-1989 წლების თასების მფლობელთა თასი (ფინალში დაამარცხა „სამპდორია“ ანგარიშით 1:0) და 1991-92 წლების ჩემპიონთა თასი (დრამატულ მატჩში უემბლიზე „ბარსამ“ იმავე „სამპდორიის“ დამარცხება მოახერხა, გადამწყვეტი გოლი საჯარიმო დარტყმიდან თამაშის 111-ე წუთზე გაიტანა რონალდ კუმანმა). გარდა ამისა, საკლუბო ჯილდოების კოლექცია შეივსო ესპანეთის თასით (1990), უეფა-ს სუპერთასით (1992) და სამი ესპანეთის სუპერთასით. 1992 წელს ტოკიოში გუნდი საკონტინენტთაშორისო თასზე ფინალში დამარცხდა „სან-პაულუსთან“ ანგარიშით 1:2.

თუმცა მალევე გამარჯვებების სერია დასასრულს მიუახლოვდა. 1993-94 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში ათენში „ბარსა“ გაანადგურა „მილანმა“ ანგარიშით 0:4. ეს გახდა პირველი სერიოზული მარცხი უკანასკნელი წლების განმავლობაში. 1996 წელს, ორი არცთუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ (1994-95, 1995-96), კრუიფმა დატოვა მწვრთნელის პოსტი. ამ პოსტზე კრუიფმა დაამყარა კლუბის ორი სამწვრთნელო რეკორდი: მან ყველაზე მეტ ხანს — 8 წლის მანძილზე უხელმძღვანელა „ბარსას“ და მოიგო 11 ტიტული. კრუიფის წასვლა ითვლება „ოცნების გუნდის“ დასასრულად, იმ ლეგენდარული შემადგენლობის ფეხბურთელების უმეტესობა 1997 წლის დასაწყისში გუნდიდან წავიდა.

კლუბის 100 წლის იუბილე. საუკუნეთა მიჯნაზე (1996—2003)

სერ ბობი რობსონი

კრუიფის წასვლის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა ინგლისელმა ბობი რობსონმა, რომელმაც ამ პოსტზე მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო (1996-97), თუმცა საკმაოდ წარმატებული: გუნდმა გააკეთა თასების ჰეთ-თრიკი (ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი და თასების მფლობელთა თასი). გარდა ამისა, „ბარსაში“ ყოფნის პერიოდში რობსონმა მოასწრო ჰოლანდიური „პსვ-ის“ მომავალი სუპერვარსკვლავის, რონალდოს შეძენა და მომავალში ფრთიან გამონათქვამად ქცეული ფრაზის წარმოთქმა: „კატალონია — ქვეყანაა, ხოლო საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ — მისი ჯარი“. თუმცა რონალდომ კლუბში მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშა და შემდეგ მილანის „ინტერში“ გადავიდა. რობსონი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა ნიდერლანდელმა ლუის ვან გაალმა. ამ დროისთვის გუნდი გააძლიერეს ლუიშ ფიგუმ, ჯოვანი დე ოლივეირამ, ლუის ენრიკე მარტინესმა, პატრიკ კლუივერტმა და რივალდომ.

1997-98 წლების სეზონზე გუნდმა გააკეთა დუბლი ესპანეთის ჩემპიონატისა და თასის მოგებით. მართალია, ჩემპიონთა თასზე გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა, გარდა ამისა, „ბარსელონა“ გულშემატკივრების წინაშე შერცხვა, როდესაც „კამპ ნოუზე“ კიევის „დინამოსთან“ ანგარიშით 0:4 დამარცხდა. 1999 წელს კლუბმა აღნიშნა თავისი არსებობის ასი წლის იუბილე. იუბილესთვის საუკეთესო საჩუქარი გახდა კიდევ ერთი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში.

„ბარსას“ ასი წლის იუბილე

იმავე წელს კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, რივალდო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რითიც იგი „ბარსას“ ამ ტიტულის მფლობელი მეოთხე ფეხბურთელი გახდა. თუმცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ვალენსიელი“ თანამემამულეების წინააღმდეგ მარცხი ჩავარდნად აღიქვეს, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ იმავე ტურნირში კატალონიელების მთავარმა მეტოქემ — მადრიდის „რეალმა“ გაიმარჯვა; საბოლოოდ ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ, მიუხედავად კლუბის დიდი წარმატებისა შიდაესპანურ დონეზე, პოსტიდან გადადგომა მოუწიათ, როგორც პრეზიდენტ ხოსეპ ნუნიესს, ასევე გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ვან გაალს. ნუნიესისა და ვან გაალის წასვლა არაფერი იყო იმასთან, რაც შემდეგ მოხდა. იმავე წელს კლუბი დატოვა ვიცე-კაპიტანმა და ფანების საყვარელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ, რომელმაც „ბარსას“ მთავარ მეტოქე — „რეალში“ გააგრძელა კარიერა, რაც მას გულშემატკივრებმა არ აპატიეს და „კამპ ნოუზე“ ყოველი ვიზიტი მისთვის ჯოჯოხეთში თამაშს უდრიდა. ჟოან გასპარის პრეზიდენტობის პერიოდში (2000—2003) კლუბმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები, შემადგენლობა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და საბოლოოდ 2003 წელს გასპარი პოსტიდან გადადგა.

რონალდინიო

რეიკარდის ეპოქა (2003—2008)

2003-2005

2003 წელს გასპარის წასვლის შემდეგ კლუბს სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, რომელმაც კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა. მასთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი ფრანკ რეიკარდი, „აიაქსისა“ და „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი.

მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდმა თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ძველი დიდების დაბრუნება. კლუბში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მსოფლიო ჩემპიონი რონალდინიო, დეკუ, ოლიმპიური ჩემპიონი სამუელ ეტო’ო, რაფაელ მარკესი. გარდა ამისა ამ დროისთვის თავისი ნიჭი სრულად გამოავლინეს კლუბის აღზრდილებმა: ლიონელ მესიმ, კარლეს პუიოლმა (რომელმაც კაპიტნის სამკლაური მიიღო), ნახევარმცველებმა ანდრეს ინიესტამ და ჩავიმ, ასევე მეკარე ვიქტორ ვალდესმა. გუნდში ასევე მოვიდნენ გამოცდილი ჰენრიკ ლარსონი და ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი. ამ შემადგენლობით „ბარსელონამ“ უკვე ბევრ წამატებას მიაღწია.

რეიკარდის პირველ სეზონზე (2003-04) გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, უკვე მეორე სეზონისთვის კი (2004-2005) დამაჯერებლად გაიმარჯვა პრიმერაში და ესპანეთის სუპერთასიც აიღო. „ბარსამ“ „კამპ ნოუზე“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა 3:0, შემდეგ ვალენსიაშიც გაიმარჯვა 0:2 და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი. იმავე სეზონზე რონალდინიო, „ბარსას“ შეტევის ლიდერი, გახდა მსოფლიოს წლის ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით და მიიღო ოქროს ბურთი.

„ბარსას“ ფეხბურთელები აღნიშნავენ ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვებას 2004-2005 წლების სეზონზე

ჩემპიონთა ლიგაზე 2004-05 წლებში გუნდმა მარცხი განიცადა: პლეი-ოფის პირველივე რაუნდზე ლონდონის „ჩელსისთან“ საშინაო მოგების შემდეგ (2:1) კატალონიელები „სტემფორდ ბრიჯზე“ დამარცხდნენ ანგარიშით 4:2 (საერთო ანგარიში 5:4 ლონდონელების სასარგებლოდ).

2005-2006

2005-2006 წლების სეზონზე „ბარსელონას“ ტრიუმფი ელოდა. ეს სეზონი ლაპორტას ხელძღვანელობის პერიოდში საუკეთესო იყო.

2005 წლის 19 ნოემბერს „ბარსამ“ „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაამარცხა ანგარიშით 3:0. ეს მატჩი ბენეფისი გახდა რონალდინიოსთვის, რომელსაც ტაშს მასპინძელთა გულშემატკივრებიც კი უკრავდნენ. ასევე ეს მატჩი რეიკარდისთვის „ბერნაბეუზე“ მეორე გამარჯვება იყო. რეიკარდი გახდა ლურჯ-ბროწეულისფერების ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც „რეალი“ მადრიდში ორჯერ დაამარცხა.

„ბარსელონა“ და „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

იმავე სეზონზე „ბარსამ“ ადვილად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, შემდეგ აიღო სუპერთასი, სადაც ორჯერ დაამარცხა კიდევ ერთი შეურიგებელი მეტოქე — „ესპანიოლი“. ამავე სეზონში „ბარსელონამ“ სტუმრად მოუგო „ჩელსის“ 1:2 და „მილანს“ 0:1. თუმცა წარმატების აპოგეა გახდა 2006 წლის 17 მაისი, როდესაც პარიზში, „სტად-დე-ფრანსზე“ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დრამატულ მატჩში ლონდონის „არსენალი“ დაამარცხა 2:1. ის მატჩი თავიდან კატალონიელებისთვის წარუმატებლად დაიწყო (37-ე წუთზე ანგარიში გახსნა მეთოფე სოლ კემპბელმა), თუმცა შემდეგ ლონდონელებს დაეტყოთ მათი რიგებიდან მატჩის დებიუტში მოედნიდან გაძევებული მეკარე იენს ლემანის არყოფნა. „არსენალი“ დაცვაზე გადაერთო და მატჩის დასასრულში „ბარსამ“ მაინც მოახერხა მოწინააღმდეგის კუთხეში მოქცევა. თავი გამოიჩინეს სამუელ ეტო'ომ და ჟულიანო ბელეტიმ. ორივეჯერ მათ საგოლე პასი ჰენრიკ ლარსონმა გადასცა. იმ ღამით ქალაქ ბარსელონას ქუჩებში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.

ბარსელონას ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებისთვის მედლებით აჯილდოვებენ. Stade de France, პარიზი, 17 მაისი 2006 წ.

2006 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ბარსამ“ ფინალი ბრაზილიურ „ინტერნასიონალთან“ დათმო 0:1 (გოლი ბოლო წუთებზე ბრაზილიელთა მხრიდან გაიტანა ადრიანო გაბირუმ) და დაიკავა მეორე ადგილი.

2006-2008

2006-07 წლების სეზონი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა „ბარსასთვის“. წინასასეზონო ტურში აშშ-ში მესიმ და ეტო'ომ მიიღეს ტრავმები და დიდი ხნით ამოვარდნენ ფორმიდან. კლუბი სეზონის მსვლელობისას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა თავისი თამაშის პოვნას, თუმცა საბოლოოდ მაინც მოიპოვა მეორე ადგილი ჩემპიონატში („ბარსამ“ იმავე რაოდენობის ქულები დააგროვა, რამდენიც ჩემპიონატის გამარჯვებულმა, მაგრამ დამატებით მაჩვენებლებში დამარცხდა), რაც წინა გამარჯვებების ფონზე ბევრმა წარუმატებლობად მიიჩნია. ამ სეზონზე გუნდმა მხოლოდ კატალონიის თასის მოგება მოახერხა, რამაც ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებისაკენ უბიძგა.

2007-08 წლების სეზონის წინ გუნდს შეუერთდა ლონდონის „არსენალისგან“ € 24 მლნ-ად ნაყიდი თავდამსხმელი ტიერი ანრი, რაც გუნდის შემადგენლობაში უკვე მყოფ ოსტატებთან ერთად დიდ იმედებს იძლეოდა წარმატებისაკენ. ტიერი ანრიმ, ერიკ აბიდალმა, იაია ტურემ და გაბრიელ მილიტომ გუნდში არსებული ყველა პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს და ამ სეზონს გულშემატკივარი დიდი იმედებით შეხვდა. თუმცა, სეზონი ჩავარდა. გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატში კონკურენცია ვერ გაუწია მადრიდის „რეალსა“ და „ვილიარეალს“ და მხოლოდ მესამე ადგილი მოიპოვა ლა ლიგაში. ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსა“ ნახევარფინალში დამარცხდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (0:1 ორი მატჩის ჯამში). ამ წარუმატებელი სეზონის შემდეგ ფრანკ რეიკარდი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნეს.

გვარდიოლას ეპოქა და ახალი გამარჯვებები (2008—2012)

ელ კლასიკო

2008-09 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ძლივს გადაურჩა გადაყენებას, მან და „ბარსელონას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სარისკო ნაბიჯი გადადგეს და მწვრთნელად „ბარსას“ წარსულში ლეგენდარული ნახევარმცველი — პეპ გვარდიოლა მოიწვიეს. გვარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილება მხოლოდ და მხოლოდ „ბარსელონა B-ს“ მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა, ამიტომ ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი გახდა. გვარდიოლას მოსვლასთან ერთად დაიწყო გუნდის შემადგენლობის განახლება. გუნდი დატოვეს ჯანლუკა ძამბროტამ, დეკუმ, ედმილსონმა, ლილიან ტურამმა, ესკერომ და რონალდინიომ. ამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელებით აპირებდა გუნდის გაძლიერებას. დაახლოებით €90 მილიონი დაიხარჯა სეიდუ კეიტაზე, ჟერარდ პიკეზე, მარტინ კასერესზე, დანი ალვეშსა და ალექსანდრ გლებზე.

სეზონი „ბარსასთვის“ წარუმატებლად დაიწყო. გუნდი პრიმერა დივიზიონის გახსნით მატჩში „ნუმანსიასთან“ დამარცხდა, შემდეგ კი „რასინგის“ დამარცხებაც ვერ შეძლო. ასეთი სტარტის შემდეგ გუნდს და მის ხელმძღვანელობას კრიტიკა დაატყდა თავზე. მაგრამ გუნდმა მოახერხა, ყველა კრიტიკოსი არა მხოლოდ გაეჩუმებინა, არამედ აღეფრთოვანებინა თავისი შედეგებითა და თამაშის ხარისხით. წლის სავარაუდო ჩავარდნის კანდიდატი გუნდიდან „ბარსა“ მალევე გახდა ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტი.

1998 წლის შემდეგ „ბარსელონამ“ პირველად მიაღწია კოპა დელ რეის ფინალამდე, რომელიც გაიმართა 2009 წლის 13 მაისს ვალენსიაში, სტადიონ „მესტალიაზე“ და „ბარსელონამ“ დაამარცხა ბილბაოს „ატლეტიკი“ ანგარიშით 4:1. გუნდმა 25-ედ მოიპოვა ეს ტიტული. მე-8 წუთზე გაისკი ტოკეროს მიერ გატანილი გოლის საპასუხოდ კატალონიელებმა ოთხი ბურთი შეაგდეს — იაია ტურეს, ლიონელ მესის, ბოიან კრკიჩისა და ჩავის შესრულებით. „მესტილიაზე“ გამარჯვება „ბარსასთვის“ მე-100 ტიტული გახდა კლუბის ასწლიანი ისტორიის განმავლობაში.

ჟოზეპ გვარდიოლა — საუკეთესო მწვრთნელი კლუბის ისტორიაში.

ესპანეთის ჩემპიონატში ცუდი სტარტის მიუხედავად, „ბარსამ“ მალევე დაიმკვიდრა თავი პირველ ადგილზე და ზამთრის შესვენებაზე 12 ქულიანი ფორით გავიდა (უშუალო კონკურენტის, „რეალის“ დამარცხების შემდეგ). მეორე წრის დასაწყისში „ბარსამ“ რამდენიმე თამაში არც თუ ისე შთამბეჭდავად ჩაატარა და მისცა „რეალის“ გულშემატკივრებს იმის საბაბი, რომ ეფიქრათ, თითქოს ინტრიგა აღსდგა. მაგრამ ისევ და ისევ „რეალთან“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ სახელობის მოედანზე ჩატარებულ მატჩში „ბარსელონამ“ დაამტკიცა, რომ იგი ესპანეთში საუკეთესო იყო და ათიათასობით მაყურებლის თვალწინ, ადგილობრივი გუნდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა. ეს შედეგი რეკორდული აღმოჩნდა („ბარსელონას“ მიერ „რეალის“ კარში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გატანილი გოლების რაოდენობა).

კოპა დელ რეის თასის აღების შემდეგ რამდენიმე დღეში მადრიდის „რეალი“ „ვილიარეალთან“ დამარცხდა. ამ შედეგმა „ბარსელონა“ კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახადა და 2008-2009 წლების სეზონში „ბარსამ“ მე-19-ედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. მაგრამ „ბარსას“ წინ მესამე და მთავარი გათამაშების ფინალი ელოდა. ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსამ“ მარტივად დაძლია ჯგუფური ეტაპი, შემდეგ არც თუ ისე შთამბეჭდავი პირველი მატჩის მიუხედავად, მეორე თამაშში „ლიონის“ ანგარიშით 5:2 დამარცხების ხარჯზე გავიდა მეოთხედფინალში, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ადვილად დაამარცხა მიუნხენის „ბაიერნი“. ნახევარფინალში „ბარსას“ მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ იყო. 21-ე საუკუნის ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირებისგან ბევრი სანახაობრივ ფეხბურთს ელოდა, მაგრამ ამის ნაცვლად გულშემატკივრებმა პირველ მატჩში „ჩელსის“ მიერ ჩაკეტილი ფეხბურთი იხილეს. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა და ფინალის საგზურის ბედი „სტემფორდ ბრიჯზე“ უნდა გადაწყვეტილიყო. „ჩელსი“ მალევე დაწინაურდა ესიენის გოლის წყალობით და შემდეგ არაერთხელ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება, მაგრამ ლონდონელებმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს. „ჩელსის“ დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და მთელი მატჩის განმავლობაში „ბარსელონამ“ აზრიანი შეტევის შექმნა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აღარც არავინ ელოდა „ბარსასგან“ რაიმე სასწაულს. მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ბურთი მიუგორდა ანდრეს ინიესტას, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა გადაწყვიტა. დარტყმის შედეგი „ჩელსის“ გულშემატკივრებისთვის ტირილის, ხოლო „ბარსას“ გულშემატკივრებისთვის უსაზღვრო სიხარულის საბაბი გახდა. დარჩენილ წამებში „ჩელსიმ“ ვერ მოახერხა ანგარიშის შეცვლა და ფინალში „ბარსელონა“ გავიდა.

27 მაისს „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა, სადაც „ბარსელონას“ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო. ისევე, როგორც წინა ორ ტურნირში, გადამწყვეტ მატჩში „ბარსელონამ“ თავისი თამაშით ისევ დაანახა ყველას, რომ ის ყველა ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო. ცუდი სტარტის მიუხედავად „ბარსამ“ თავისი პირველივე შეტევის გოლით დასრულება შეძლო, უფრო კონკრეტულად კი ეს სამუელ ეტო'ომ შეძლო ისევ ისე, როგორც სულ რამდენიმე წლის წინ პარიზის ფინალში. ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა გუნდმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს „ბარსას“ დაცვას. სამაგიეროდ დაბალმა ლეო მესიმ „მანჩესტერისთვის“ მეორე გოლის თავით გატანა მოახერხა და ამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა. შედეგად „ბარსელონა“ 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

ამგვარად კლუბმა გააკეთა ტრიპლეტი, რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს: მეფის თასი, ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. ეს შედეგი ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო.

ესპანეთის სუპერთასისთვის ორრაუნდიან წინააღმდეგობაში გუნდმა დაამარცხა ბილბაოს „ატლეტიკი“. 2009 წლის 16 აგვისტოს „სან-მამესზე“ ლურჯ-ბროწეულისფერებმა მოწინააღმდეგეს 2:1 სძლიეს, ერთი კვირის შემდეგ კი „კამპ ნოუზე“ „ბარსელონამ“ აღნიშნა გამარჯვება ანგარიშით 3:0.

უეფა-ს სუპერთასისთვის მატჩში, რომელიც 2009 წლის 28 აგვისტოს შედგა მონაკოში, „ლუი II-ის“ სტადიონზე, „ბარსელონამ“ დონეცკის „შახტარი“ დაამარცხა ანგარიშით 1:0. 115-ე წუთზე ლიონელ მესის პასი გამოიყენა პედრომ, რომელმაც ბურთი პრაქტიკულად თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაგზავნა მეკარისგან მარცხენა კუთხეში.

2009 წლის 19 დეკემბერს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ბარსელონამ“ არგენტინულ „ესტუდიანტესს“ მოუგო ანგარიშით 2:1 (გამარჯვების გოლი შეხვედრის 110-ე წუთზე გაიტანა ლიონელ მესიმ). ამგვარად, „ბარსელონამ“ გაიმარჯვა ექვსივე ტურნირში, რომლებშიც კი მიიღო მონაწილეობა და ფეხბურთის მთელი ისტორიის განმავლობაში გახდა ერთადერთი საფეხბურთო კლუბი მსოფლიოში, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.

„ბარსელონას“ მთავარი გოლეადორი — ლიონელ მესი

2009-10 წლების სეზონის წინ „ბარსელონა“ გამტკიცდა მარცხენა მცველით, მაქსველით, რომელიც „ინტერიდან“ გადმოვიდა. ბრაზილიელმა ჩაანაცვლა სილვინიო, რომელიც თავისუფალი აგენტი გახდა და „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. ამის შემდეგ კატალონიისა და მილანის წარმომადგენელმა კლუბებმა ხმამაღალი ტრანსფერის შესახებ განაცხადეს. „ბარსელონაში“ გადავიდა შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, „ინტერში“ კი სამუელ ეტო'ო გადაბარგდა. კამერუნელი ფორვარდის გარდა „ბარსელონამ“ იბრაჰიმოვიჩში 46 მილიონი ევრო გადაიხადა, რამაც შვედი ფეხბურთელი კლუბის ყველაზე და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახადა. ასევე ამ შეთანხმების ნაწილად ითვლებოდა ალექსანდრ გლების არენდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა და „ინტერის“ ნაცვლად გლები გერმანულ „შტუტგარტში“ გადასახლდა.

ამავე სეზონზე ლურჯ-ბროწეულისფერებმა კიდევ ერთხელ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი, გარდა ამისა, მათ არც თუ ისე ცუდი შედეგი აჩვენებს ევროპულ არენაზე. გუნდმა ჯგუფურ ეტაპში პირველი ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა და ნახევარფინალამდეც მიაღწია, მაგრამ „ბარსა“ შეაჩერა მილანის „ინტერნაციონალმა“, რომელმაც საბოლოოდ ტურნირი მოიგო. თუმცა „ბარსელონამ“ ამ სეზონზე ესპანეთის სუპერთასის დაცვა შესძლო.

2010-11 წლების სეზონის წინ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლურჯ-ბროწეულისფერების შემადგენლობაში პატარა ცვლილებები მოხდა. გუნდი დატოვეს ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან ტიერი ანრი, რაფაელ მარკესი (ორივე „ნიუ-იორკ რედ ბულზში“ გადავიდა), იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“), დიმიტრი ჩიგრინსკი (დონეცკის „შახტარი“). „მილანში“ არენდით, მოგვიანებით 24 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობით, გადავიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც დღემდე ვერ იპოვა საერთო ენა ჟოზეპ გვარდიოლასთან. თუმცა გუნდმა რამდენიმე შენაძენი გააკეთა. 2009-10 წლების ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებისთანავე გუნდში მოვიდა დავიდ ვილია, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. მასში „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ 40 მილიონი ევრო გადაუხადა. გარდა ამისა, „ბარსამ“ „სევილიისგან“ შეიძინა ადრიანო, რაფაელ მარკესის ჩასანაცვლებლად. ახალი სეზონის დასაწყისამდე რამდენიმე დღით ადრე „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ გადმობარგდა ხავიერ მასკერანო.

2010-11 წლების სეზონი „ბარსელონასთვის“ ესპანეთის სუპერთასის დაცვით დაიწყო. „სევილიასთან“ პირველ მატჩში დამარცხების შემდეგ (3:1), საპასუხო შეხვედრა კატალონიურმა კლუბმა ანგარიშით 4:0 მოიგო.

2010-11 წლების სეზონის ლა ლიგაში უკვე მეორე ტურშე მოხდა სენსაცია — „ბარსელონა“ თავის მოედანზე დამარცხდა მოკრძალებულ „ჰერკულესთან“ ანგარიშით 0:2. 29 ნოემბერს „კამპ ნოუზე“ შედგა ელ კლასიკო. 12 ტურის მერე პირველ ადგილზე მყოფი „რეალი“, რომელსაც ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა, განადგურდა ანგარიშით 5:0. მატჩში რამდენიმეჯერ მოხდა ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება, რის შედეგადაც ნაჩვენები იქნა 12 ყვითელი და 1 წითელი ბარათი. ჟოზემ თავისი გუნდის გამანადგურებელი შედეგით დამარცხება შემდეგნაირად ახსნა:

„ბარსელონა“ მოედანზე თავის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა, „რეალი“ კი — პირიქით. ეს მატჩი გუნდს არ გამოუვიდა. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ მე „რეალს“ მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც ვხელმძღვანელობ, გვარდიოლა კი უკვე რამდენიმე წელია წვრთნის „ბარსას“ და მათ ყველაფერი მკაფიოდ აქვთ დალაგებული.
ჟოზე მოურინიო. 2010 წლის 30 ნოემბერი

„ბარსელონას“ ფეხბურთელები აღნიშნავენ პრიმერაში გამარჯვებას

16 იანვარს „მალაგასთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც კატალონიელებმა მოწინააღმდეგეს 4:1 სძლიეს, „ბარსელონა“ პირველი წრის გამარჯვებული გახდა 52 ქულით, რაც პრიმერაში რეკორდული მაჩვენებელია. 5 თებერვალს მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში „ბარსელონამ“ ჩემპიონატში ზედიზედ მე-16 გამარჯვება მოიპოვა, რითიც მადრიდის „რეალის“ რეკორდი დაამხო, რომელიც ზედიზედ 15 გამარჯვებას მოიცავდა და რომელიც მადრიდელევმა 50 წლის წინ დაამყარეს. „ბარსას“ გამარჯვებების სერია შეწყვიტა ხიხონის „სპორტინგმა“ (1:1).

2011 წლის 28 მაისს „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ანგარიშით 3:1. გოლები გაიტანეს პედრომ, ვილიამ და მესიმ.[14]

2011 წლის აგვისტოში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ლონდონის „არსენალმა“ შეათანხმა თავისი კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის „ბარსელონაში“ გადასვლის პირობები. შეთანხმების თანხამ შეადგინა 40 მილიონი ევრო.[15]

2011 წლის 26 აგვისტოს უეფა-ს სუპერთასისთვის მატჩში „ბარსელონამ“ დაამარცხა „პორტუ“ ანგარიშით 2:0.[16] ამ ტიტულის მოგებით კატალონიურმა კლუბმა 1964 წლის მერე პირველად ჩამოიტოვა მადრიდის „რეალი“ მოგებული ტიტულების რაოდენობით: „ბარსასთვის“ ეს იყო 76-ე ოფიციალური ტიტული, რაც ერთით მეტია მადრიდელებისაზე.[17]

2012 წლის 27 აპრილს მთავარმა მწვრთნელმა ჟოზეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბის დატოვებას აპირებდა. მისი თქმით, წასვლის მიზეზი გახდა სამუშაოსგან გადაღლილობა და დასვენების სურვილი. მისი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის შედეგი — 13 ტიტული ოთხი სეზონის განმავლობაში — გახდა რეკორდული მაჩვენებელი, ხოლო გვარდიოლა გახდა ყველაზე წარმატებული მწვრთნელი კლუბის მთელი ისტორიის განმავლობაში (4 წლის მანძილზე „ბარსელონა“ 2-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ კი ნახევარფინალამდე მიაღწია. ამ ფორმაციის „ბარსელონას“ გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს). მან იოჰან კრუიფსაც კი აჯობა, რომლის ანგარიშზეც 11 ტიტულია.

გვარდიოლას შემდეგ (2012—დღემდე)

ტიტო ვილანოვას სეზონი (2012—2013)

2012 წლის ზაფხულში, გვარდიოლას წასვლას შემდეგ, გუნდს სათავეში ჩაუდგა მისი ასისტენტი — ტიტო ვილანოვა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობამ პატარა ცვლილებები განიცადა. „ვალენსიისგან“ 14 მილიონ €-დ იყიდეს მარცხენა მცველი ჟორდი ალბა, რომელმაც ჩაანაცვლა ერიკ აბიდალი, რომელმაც, თავის მხრიც, დროებით შეყვიტა საფეხბურთო კარიერა. ასევე ლონდონის „არსენალისგან“ იყიდეს ალექსანდრ სონგ ბილონგი ჩინურ „დალიან აერბინში“ წასული სეიდუ კეიტას სანაცვლოდ.

ახალი მწვრთნელისთვის სეზონის დასაწყისი არცთუ ისე კარგი გამოდგა. „ბარსელონა“ ესპანეთის სუპერთასისთვის ბრძოლაში თავისი მთავარი მეტოქის — მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ დამარცხდა სხვის მოედანზე გატანილი გოლის წესის მიხედვით (3:2, 1:2). თუმცა ჩემპიონატის სტარტი საუკეთესო გამოდგა ლა ლიგის ისტორიაში. გუნდმა ქულა მხოლოდ მე-7 ტურში დაკარგა, სადაც კატალონიელებმა „კამპ ნოუზე“ ქულები თანაბრად გაიყვეს „რეალთან“ (2:2), თუმცა ეს იყო ერთადერთი თამაში პირველ წრეზე, რომელშიც „ბარსელონას“ სამი ქულა არ მოუპოვებია.

პირველი წრის შემდეგ ტიტო ვილანოვას გუნდს 55 ქულა ჰქონდა. პირველი წაგება ჩემპიონატში გუნდმა იგემა სან-სებასტიანზე, სადაც ლურჯ-ბროწეულისფერები დამარცხდნენ „რეალ სოსიედადთან“ ანგარიშით 3:2, როცა თავდაპირველად კატალონიელები შეხვედრას 2:0-ით იგებდნენ. 26 თებერვალს „ბარსელონა“ გამოვარდა ესპანეთის თასიდან. „რეალის“ წინააღმდეგ პირველი მატჩის შემდეგ დაფიქსირდა ფრე ანგარიში 1:1, თუმცა გასვლაზე მადრიდელებმა კატალონიელები დაამარცხეს ანგარიშით 1:3.[18] 35-ე ტურში „ბარსელონა“ გახდა ლა ლიგის ჩემპიონი, რითიც თავის ისტორიაში 22-ედ გაიმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. კატალონიის თასის ფინალურ მატჩში „ბარსელონამ“ პენალტების სერიაში დაამარცხა „ესპანიოლი“ (1:1, 4:2 — პენალტებში) და 2006-07 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიპოვა ეს ტიტული. 2013 წლის 19 ივლისს კლუბის პრეზიდენტის, სანდრო როსელისა და კატალონიელების სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას მიერ ჩატარებული პრეს-კონფერენციაზე გამოცხადდა ვილანოვას „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის ამბავი, რაც დაკავშირებული იყო ჯანმრთელობის პრობლემებთან.

ხერარდო მარტინოს სეზონი (2013—2014)

2013 წლის 23 ივლისს კატალონიური კლუბის ოფიციალურ საიტზე ცნობილი გახდა ახალი მწვრთნელის სახელი: იგი გახდა ორმოცდაათი წლის არგენტინელი ხერარდო მარტინო, რომელიც მანამდე წარმატებით მუშაობდა პარაგვაის ეროვნულ ნაკრებთან და არგენტინულ კლუბ „ნიუელს ოლდ ბოიზთან“. კონტრაქტი გათვალისწინებულია 2 წელიწადზე. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „ბარსელონამ“ ხმამაღალი ტრანსფერი განახორციელა: კლუბი შეავსო ბრაზილიის ნაკრებისა და ბრაზილიური „სანტოსის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა. სხვადასხვა წყაროების თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელის ყიდვა „ბარსელონას“ 50-დან[19][20] 72 მილიონ ევრომდე დაუჯდა.[21] ამავდროულად „ბარსელონა“ დატოვა ესპანელმა ფორვარდმა დავიდ ვილიამ, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა, და ტიაგო ალკანტარამ, რომელიც მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებს შეუერთდა.

ხერარდო მარტინომ კატალონიელების მწვრთნელის როლში დებიუტი განახორციელა 2 აგვისტოს ჟოან გამპერის თასზე ამხანაგურ მატჩში „სანტოსის“ წინააღმდეგ. ამ მატჩში კატალონიელებმა ბრაზილიელები გაანადგურეს ანგარიშით 8:0. მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ფრედ თამაშის (0:0) შემდეგ საპასუხო მატჩში ესპანეთის სუპერთასზე „ბარსელონამ“ ეს ჯილდო სხვის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა (პირველი შეხვედრა დამთავრდა ფრედ 1:1); ერთადერთი ბურთი კატალონიელების მხრიდან გაიტანა ახალწვეულმა ნეიმარმა. ეს ესპანეთის სუპერთასი „ბარსელონასთვის“ მე-11 გახდა კლუბის ისტორიაში. ხერარდო მარტინო გახდა პირველი სპეციალისტი კლუბის ისტორიაში, რომელმაც პრიმერა დივიზიონის პირველ 7 შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება მოახერხა. გარდა ამისა, მარტინო გახდა მესამე მწვრთნელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია. პირველი მარცხი სეზონზე გუნდმა განიცადა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამის „აიაქსის“ წინააღმდეგ მატჩში, სადაც „ბარსამ“ დათმო ანგარიშით 2:1, თუმცა ლურჯ-ბროწეულისფერებს ამ მატჩამდეც განაღდებული ჰქონდათ ჯგუფიდან გასვლა. ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ „ბარსა“ ლა ლიგაში სტუმრად გასვლისას დამარცხდა ბილბაოს „ატლეტიკთან“. „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც 1/8 ფინალში „მანჩესტერ სიტის“ დაეჯახა. სტუმრად გასვლისას, პირველი მატჩი, ლურჯ-ბროწეულისფერებმა მანჩესტერელთა რიგებიდან დემიჩელისის მოედნიდან გაგდების შემდეგ მოიგეს ანგარიშით 2:0. განმეორებით მატჩში, კამპ ნოუზე, დაფიქსირდა გამარჯვება ანგარიშით 2:1. საბოლოოდ, „ბარსელონამ“ „მანჩესტერ სიტი“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა ანგარიშით 4:1 და მოიპოვა 1/4 ფინალის საგზური. 23 მარტს ლა ლიგაში მორიგ ელ კლასიკოში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბარსელონამ“ დაამარცხა მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 4:3. ამ მატჩში მესიმ ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ელ-კლასიკოში გატანილი გოლების რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ამ მატჩით „ბარსელონამ“ შეწყვიტა მადრიდელთა 35-მატჩიანი წაუგებელი სერია („რეალის“ უკანასკნელი მარცხი დაფიქსირდა „კამპ ნოუზე“, სადაც „ბარსამ“ მეტოქეს 2:1 სძლია). ხერარდო მარტინომ კლუბთან ერთად ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო. „ბარსელონა“ ესპანეთის თასზე ფინალში დაამარცხა „რეალ მადრიდმა“, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოთიშა „ატლეტიკომ“ და ეროვნული ჩემპიონობისთვის ბრძოლაშიც „ატლეტიკომ“ აჯობა. ამ მატჩის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტატა მარტინო, თანამდებობიდან გადადგა. ახალ ტრენერად დაინიშნა ლუის ენრიკე, რომელიც მანამდე „სელტას“ წვრთნიდა.

ლუის ენრიკეს დაბრუნება (2014—დღემდე)

2014 წლის 19 მაისს ცნობილი გახდა, რომ 2014-15 წლებში „ბარსელონას“ კლუბის ყოფილი ფეხბურთელი და კაპიტანი ლუის ენრიკე გაწვრთნის. სეზონის ბოლოს კლუბი დატოვა ძირითადმა მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა, რომელიც 12 წლის განმავლობაში იცავდა „ბარსელონას“ ღირსებას და 387 მატჩი ჩაატარა მის რიგებში. 32 წლის მეკარემ 2014 წლის 26 მარტს სერიოზული ტრავმა მიიღო და ამის შემდეგ კლუბში საკუთარი კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. გუნდი აგრეთვე დატოვეს ხოსე მანუელ პინტომ, ოიერ ოლასაბალმა, სესკ ფაბრეგასმა, ჯონათან დოს სანტოსმა, ალექსის სანჩესმა, ისააკ კუენკამ, ბოიან კრკიჩმა, არენდით წავიდნენ იბრაჰიმ აფელაი, ალექსანდრ სონგი, კრისტიან ტელიო, ჟერარ დეულოფეუ. საფეხბურთო კარიერა დაასრულა გუნდის კაპიტანმა კარლეს პუიოლმა. წასული ფეხბურთელების ჩასანაცვლებლად ბარსამ რამდენიმე მოთამაშე შეიძინა: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კლაუდიო ბრავო, ჟერემი მატიე, დუგლასი, ტომას ვერმაელენი, ივან რაკიტიჩი, ლუის სუარესი. აგრეთვე „ბარსელონა B-დან“ მთავარ გუნდში გადავიდნენ მუნირ ელ-ჰადადი და სანდრო რამირესი.

ენრიკეს თაოსნობით „ბარსელონას“ პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა 2014 წლის 25 აგვისტოს. ეს იყო ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტური, სადაც ბარსამ „კამპ ნოუზე“ ელჩეს უმასპინძლა. ლიონელ მესის დუბლისა და ახალწვეული მუნირის გოლის მეშვეობით, მატჩი დამთავრდა ანგარიშით 3:0.

2014 წლის 17 სექტემბერს შედგა ენრიკეს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში აპოელთან მატჩი ელოდა. კატალონიელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს (1:0). მატჩის ერთადერთი გოლი ჟერარ პიკემ გაიტანა.

2014 წლის 25 ოქტომბერს „ბარსელონა“ სტუმრად გასვლისას დამარცხდა მადრიდის რეალთან ანგარიშით 3:1. ამ მატჩში დამთავრდა „ბარსას“ ახალწვეულის მშრალი სერია — მეკარე კლაუდიო ბრავოს 776 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გაშვებული.

2015 წლის 11 იანვარს კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი — მადრიდის „ატლეტიკო“ (3:1). გოლებით თავი გამოიჩინეს ნეიმარმა, ლეო მესიმ და ლუის სუარესმა.

22 მარტს პრიმერას 28-ე ტურის მატჩში „ბარსამ“ უმასპინძლა „რეალს“. მთელი მატჩი ლურჯ-ბროწეულისფერების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათ იმარჯვეს კიდეც, ანგარიშით 2:1. გოლის ავტორები გახდნენ ჟერემი მატიე და ლუის სუარესი.

17 მაისს „ბარსელონამ“ „ვისენტე კალდერონზე“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მადრიდის ატლეტიკო (ერთადერთი ბურთი მესიმ გაიტანა) და 23-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონამ წარმატებით დაასრულა ჯგუფური ეტაპი, დაიკავა პირველი ადგილი ჯგუფში (ორჯერ დაამარცხა კვიპროსის „აპოელი“ (1:0 და 4:0) და ამსტერდამის „აიაქსი“ (3:1 და 2:0), გამარჯვება და მარცხი ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენთან“ (2:3 და 3:1)). 1/8 ფინალში ლურჯ-ბროწეულისფერები დაუპირისპირდნენ მანჩესტერ სიტის. პირველი მატჩი ეტიჰადზე გაიმართა და კატალონიელებმა ინგლისური კლუბი 2:1 დაამარცხეს (დუბლი გაიფორმა ლუის სუარესმა). საპასუხო შეხვედრაში ბარსელონამ მინიმალური გამარჯვება მოიპოვა — 1:0 (რაკიტიჩი) და შემდეგ ეტაპზე გადავიდა. მეოთხედფინალში კატალონიელები კვლავ შეხვდნენ საფრანგეთის ჩემპიონებს — „პარი სენ-ჟერმენს“. ორივე შეხვედრაში მათ დამაჯერებლად დაამარცხეს მოწინააღმდეგე, ჯამური ანგარიშით 5:1 (3:1 და 2:0). სამი გოლი გაიტანა ნეიმარმა, დარჩენილი ორი — ლუის სუარესმა. ნახევარფინალში „ბარსელონას“ მიუნხენის „ბაიერნთან“ თამაში ხვდა წილად, რომლის მწვრთნელიც არის კლუბის ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი ჟოსეპ გვარდიოლა. პირველ მატჩში კამპ ნოუზე ბარსამ მოწინააღმდეგე გაანადგურა, ანგარიშით 3:0. დუბლი მიიწერა ლიონელ მესიმ, კიდევ ერთი ბურთი კი — ნეიმარმა. საპასუხო მატჩში ლურჯ-ბროწეულისფერები მოწინააღმდეგესთან დამარცხდნენ 2:3 (ნეიმარის დუბლი), თუმცა ორი შეხვედრის ჯამში „ბარსელონამ“ სამი წლის შემდეგ პირველად მოახერხა ტურნირის ფინალში გასვლა.

30 მაისს კატალონიელებმა ფინალში ბასკური ატლეტიკის დამარცხებით (3:1; მესის დუბლი, ნეიმარის გოლი) 27-ედ მოიგეს ესპანეთის თასი. ტურნირის წინა სტადიებზე ბარსამ დაამარცხა „ელჩე“ (9:0 ჯამში), „ატლეტიკო მადრიდი“ (4:2 ჯამში) და „ვილიარეალი“ (5:2 ჯამში), რის შედეგადაც 1954 წლის შემდეგ „ბარსელონა“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ესპანეთის თასის ერთი სეზონის ყველა გათამაშება მოიგო. გარდა ამისა მესისა და ნეიმარის ფინალში გატანილმა გოლებმა კლუბის თავდამსხმელებს, მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიოს, 120 გოლი დაუგროვა, რითიც ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ტრიო გახადა.[22] შედეგიანობის წინა რეკორდი ეკუთვნოდათ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს: კრიშტიანუ რონალდუს, გონსალუ იგუაინსა და ქარიმ ბენზემას, რომლებმაც 2011-2012 წლებში 118 გოლი გაიტანეს.

6 ივნისს კატალონიურმა კლუბმა ბერლინში, ოლიმპიურ სტადიონზე, ტურინის „იუვენტუსი“ დაამარცხა, ანგარიშით 3:1 (რაკიტიჩის, სუარესისა და ნეიმარის გოლები), და თავის ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასი. ორივე გუნდისთვის ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მერვე ფინალი; ამ კლუბთა მეშვიდე შეხვედრა ევროთასებზე და პირველი — ევროთასის ფინალში. აგრეთვე ბარსელონა გახდა მეექვსე კლუბი, რომელმაც თასის სამუდამოდ დატოვების უფლება მოიპოვა. ეს ფინალი გახდა ესპანელთა ერთ-ერთი ვეტერანის, ჩავის, უკანასკნელი მატჩი „ბარსას“ მაისურით, რის შემდეგაც მან კარიერა კატარის „ას-სადში“ გააგრძელა. ამ გათამაშების შედეგების მიხედვით ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი. მიმდინარე სეზონის სამი ძირითადი ტიტულის მოგებით „ბარსელონა“ ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც „ტრებლი“ ორჯერ გაიფორმა.

გამოსვლების ისტორია

სეზონი დივიზიონი ადგილი თასი საერთ. ტურნირები
1929 ჩემპიონი 1/2
1929/30 მე-2 1/2
1930/31 მე-4 1/8
1931/32 მე-3 ფინალისტი
1932/33 მე-4 1/16
1933/34 მე-9 1/4
1934/35 მე-6 1/4
1935/36 მე-5 ფინალისტი
1939/40 მე-9 1/4
1940/41 მე-4 1/8
1941/42 მე-12 გამარჯვებული
1942/43 მე-3 1/2
1943/44 მე-6 1/8
1944/45 ჩემპიონი 1/8
1945/46 მე-2 1/8
1946/47 მე-4 1/4
1947/48 ჩემპიონი 1/8
1948/49 ჩემპიონი 1/2
სეზონი დივიზიონი ადგილი თასი საერთ. ტურნირები
1949/50 მე-5 1/8
1950/51 მე-4 გამარჯვებული
1951/52 ჩემპიონი გამარჯვებული
1952/53 ჩემპიონი გამარჯვებული
1953/54 მე-2 ფინალისტი
1954/55 მე-2 1/2
1955/56 მე-2 1/4
1956/57 მე-3 გამარჯვებული
1957/58 მე-3 1/2 ბთ გამარჯვებული
1958/59 ჩემპიონი გამარჯვებული
1959/60 ჩემპიონი 1/4 ბთ გამარჯვებული
1960/61 მე-4 1/8 ჩთ ფინალისტიბთ 1/4
1961/62 მე-2 1/4 ბთ ფინალისტი
1962/63 მე-6 გამარჯვებული ბთ 1/8
1963/64 მე-2 1/2 თმთ 1/32
1964/65 მე-6 1/4 ბთ 1/8
1965/66 მე-3 1/2 ბთ გამარჯვებული
1966/67 მე-2 1/8 ბთ 1/8
სეზონი დივიზიონი ადგილი თასი საერთ. ტურნირები
1967/68 მე-2 გამარჯვებული ბთ 1/32
1968/69 მე-3 1/8 თმთ ფინალისტი
1969/70 მე-4 1/4 ბთ 1/8
1970/71 მე-2 გამარჯვებული ბთ 1/8
1971/72 მე-3 1/4 თმთ 1/8
1972/73 მე-2 1/8 უთ 1/32
1973/74 ჩემპიონი ფინალისტი უთ 1/32
1974/75 მე-3 1/4 ჩთ 1/2
1975/76 მე-2 1/4 უთ 1/2
1976/77 მე-2 1/8 უთ 1/4
1977/78 მე-2 გამარჯვებული უთ 1/2
1978/79 მე-5 1/8 თმთ გამარჯვებული
1979/80 მე-4 1/8 თმთ 1/4
1980/81 მე-5 გამარჯვებული უთ 1/8
1981/82 მე-2 1/8 თმთ გამარჯვებული
1982/83 მე-4 გამარჯვებული თმთ 1/4
1983/84 მე-3 ფინალისტი თმთ 1/4
1984/85 ჩემპიონი 1/4 თმთ 1/16
1985/86 მე-2 ფინალისტი ჩთ ფინალისტი
1986/87 მე-2 1/8 უთ 1/4
1987/88 მე-6 გამარჯვებული უთ 1/4
1988/89 მე-2 1/4 თმთ გამარჯვებული
1989/90 მე-3 გამარჯვებული თმთ 1/8
სეზონი დივიზიონი ადგილი თასი საერთ. ტურნირები
1990/91 ჩემპიონი 1/2 თმთ ფინალისტი
1991/92 ჩემპიონი 1/8 ჩთ გამარჯვებული
1992/93 ჩემპიონი 1/2 ჩლ 1/8
1993/94 ჩემპიონი 1/4 ჩლ ფინალი
1994/95 მე-4 1/8 ჩლ 1/4
1995/96 მე-3 ფინალისტი უთ 1/2
1996/97 მე-2 გამარჯვებული თმთ გამარჯვებული
1997/98 ჩემპიონი გამარჯვებული ჩლ ჯგ. ეტაპი.
1998/99 ჩემპიონი 1/4 ჩლ ჯგ. ეტაპი.
1999/00 მე-2 1/2 ჩლ 1/2
2000/01 მე-4 1/2 ჩლ ჯგ. ეტაპი. უთ 1/2
2001/02 მე-4 1/32 ჩლ 1/2
2002/03 მე-6 1/32 ჩლ 1/4
2003/04 მე-2 1/4 უთ 1/8
2004/05 ჩემპიონი 1/8 ჩლ 1/8
2005/06 ჩემპიონი 1/4 ჩლ გამარჯვებული
2006/07 მე-2 1/2 ჩლ 1/8
2007/08 მე-3 1/2 ჩლ 1/2
2008/09 ჩემპიონი გამარჯვებული ჩლ გამარჯვებული
2009/10 ჩემპიონი 1/8 ჩლ 1/2
2010/11 ჩემპიონი ფინალისტი ჩლ გამარჯვებული
2011/12 მე-2 გამარჯვებული ჩლ 1/2
2012/13 ჩემპიონი 1/2 ჩლ 1/2
2013/14 მე-2 ფინალისტი ჩლ 1/4
2014/15 ჩემპიონი გამარჯვებული ჩლ გამარჯვებული
2015/16 ჩემპიონი გამარჯვებული ჩლ 1/4
2016/17 მე-2 გამარჯვებული ჩლ 1/4

სტადიონი

კამპ ნოუ
Camp Nou
[[ფაილი:კამპ ნოუ|300პქ]]
უეფა-ს მე-4 კატეგორიის სტადიონი
მდებარეობა ბარსელონა, კატალონია, ესპანეთი
აშენდა 1957
გაიხსნა 24 სექტემბერი 1957
საფარი 120 х 72 მეტრი
კონსტრუქციის ღირებულება 288 მლნ პესეტი (1,73 მლნ ევრო)
არქიტექტორი ფრანსესკ მიტჟანსი,
ხოსეპ სოტერასი,
ლორენსო გარსია-ბარბონი
ტევადობა 99 354[23]
გუნდები
ბარსელონა, კატალონიის დროშა კატალონია, ესპანეთის დროშა ესპანეთი

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონს ეწოდება „კამპ ნოუ“ (ესპ. Camp Nou). სტადიონის ოფიციალური გახსნა შედგა 1957 წლის 24 სექტემბერს.[24] 1957 წელს გახნის მომენტიდან სტადიონი ეკუთვნოდა კატალონიურ საფეხბურთო კლუბს და თავდაპირველად ეწოდებოდა „Estadi del FC Barcelona“ (საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონი), თუმცა მაშინაც კი მას უწოდებდნენ „კამპ ნოუს“. თავისი ამჟამინდელი სახელწოდება ოფიციალურად სტადიონმა მიიღო 2000 წელს.[25] „კამპ ნოუ“ ყველაზე ტევადი სტადიონია არა მარტო ესპანეთში, არამედ მთელ ევროპაშიც: ის იტევს 99 453 მაყურებელს.

„კამპ ნოუ“

„კამპ ნოუ“ ერთ-ერთია იმ მცირე ევროპული სტადიონებიდან, რომლებსაც უეფა ხუთი ვარსკვლავით აფასებს.

სტადიონის ტერიტორიაზე მდებარეობს „ბარსელონას“ თანამშრომლების ოფიციალური ცენტრი, ხელმძღვანელობის ოფისი და საფეხბურთო კლუბის მუზეუმი, რომელიც კატალონიაში ყველაზე ხშირად წვევადი მუზეუმია. გარდა ამისა „კამპ ნოუ“ წარმოადგენს მთავარ ნაწილს კომპლექსისა, რომელშიც ასევე შედის „მინი-ესტადი“ (ესპ. Mini estadi) — ოციათასიანი სტადიონი, რომელზეც ვარჯიშობენ კლუბის სპორტული სკოლის გუნდები; „ლა მასია“ (ესპ. La Masía) — შენობა, სადაც ცხოვრობენ კლუბის ყველაზე ახალგაზრდა აღზრდილები; და „პალაუ ბლაუგრანა“ (ესპ. Palau Blaugrana) — 8 000 მაყურებელზე გათვლილი კორპუსი, სადაც გამოდიან კლუბის კალათბურთის, ჰენდბოლის, ჰოკეისა და მინი-ფეხბურთის გუნდები.

2007 წლის სექტემბერში კლუბმა მიიღო პროექტი სტადიონის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რაც დაკავშირებული იყო მისი გახსნის დღიდან 50 წლის იუბილესთან. გაკეთდა საერთაშორისო კონკურსი, რომლის დროსაც არქიტექტორებმა მთელი მსოფლიოდან წარმოადგინეს საკუთარი პროექტები. ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ კლუბის წარმომადგენლები, სახელმწიფო ადმინისტრაციისა და კატალონიელი არქიტექტორების ასოციაციის წევრები. 2007 წლის 18 სექტემბერს გამოვლინდა გამარჯვებული — იგი გახდა ინგლისური ფირმა „ფოსტერსი და პარტნიორები“, რომელიც ცნობილი იყო ახალი სტადიონის, „უემბლის“ აგებით, ასევე მიიოს ვიადუკის, კოლსეროლის კოშკებისა და ნიო-იორკში ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობებით. პროექტის მოდელი პირველად საზოგადოებას წარუდგინეს „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის მატჩის დაწყების წინ, რომელიც გაიმართა 2007 წლის 22 სექტემბერს. თავდაპირველი ბიუჯეტი შეადგენდა 250 მილიონ ევროს.

სიმბოლიკა

ემბლემა

ემბლემას აქვს „კარდალის“ (პატარა ქვაბის) ფორმა, რომელიც დაყოფილია სამ ნაწილად. ზემოთა ორ ნაწილში გამოსახულია ქალაქ ბარსელონას დროშა (ანუ წმინდა გიორგის ჯვარი და კატალონიის დროშა). ქვედა ნაწილში მდებარეობს ტყავის ბურთი კლუბის ფერების — ლურჯ-ბროწეულისფერი ზოლების ფონზე. ფარის ცენტრში ოქროსფერ ზოლზე, რომელიც გერბის ზემოთა და ქვემოთა ნაწილებს გამოყოფს, გამოყვანილია კლუბის ინიციალები FCB (Football Club Barcelona).

კლუბის მთელი ისტორიის განმავლობაში არსებობდა კლუბის გერბის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ფაქტობრივად ყოველთვის ერთნაირი დიზაინით — ძირითადად საქმე ეხებოდა კოსმეტიკურ ცვლილებებს. ამგვარად, დღიდან შექმნისა კლუბი იყენებდა ქალაქ ბარსელონას გერბს, რითაც ხაზს უსვამდა მჭიდრო კავშირს მშობლიურ ქალაქთან და მხოლოდ 1910 წელს ხელმძღვანელობამ დააყენა საკუთარი გერბის შექმნის საკითხი. ჩატარდა კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა კარლეს კომამალამ. ფრანსისკო ფრანკოს მმართველობის პერიოდში აბრევიატურა „FCB“ შეიცვალა „CFB-ზე“ (Club de Futbol Barcelona), ოთხი წითელი ვერტიკალური ხაზი ემბლემის ზედა მარჯვენა ნაწილში სახელმწიფოს შეკვეთით შეიცვალა ორზე, რათა იგი არ დამსგავსებოდა კატალონიის დროშას.

1949 წელს დროშა ისევ გამოჩნდა კლუბის ემბლემაზე, რაც დაკავშირებული იყო მის 50 წლის იუბილესთან, ხოლო 1974 წელს დაბრუნდა კლუბის სახელწოდების ინგლისური ვარიანტი, შესაბამისად აბრევიატურაც ძველი გახდა.

კლუბის ემბლემამ თანამედროვე სახე მიიღო 2002 წელს დიზაინერ სერახიმ კლარის დამსახურებით. გერბის მოყვანილობამ უფრო გლუვი ფორმები მიიღო — დაბლა სამკაპის ნაცვლად დარჩა ერთი პირი, იგივე მოხდა გვერდებზეც. ასევე წაიშალა წერტილები, რომლებიც აცალკევებდა კლუბის ინიციალებს და შეიცვალა თვითონ აბრევიატურის დაწერის ტიპი.

ემბლემა წლების მიხედვით

ბრენდები და სპონსორობა

პერიოდი ფორმის მწარმოებელი ტიტულების სპონსორი
1982/92 აშშ-ის დროშა Meyba არ ჰყავდა
1992/98 იტალიის დროშა Kappa
1998/06 აშშ-ის დროშა Nike
2006-დან UNICEF
2011-დან კატარის დროშა Qatar Foundation
2013-დან კატარის დროშა Qatar Airways
2017-დან იაპონიის დროშა Rakuten
  • აქ წარმოდგენილია ტანსაცმლის ფირმებისა და კლუბის სპონსორების სია.

კლუბის ფორმის მწარმოებელია კომპანია „Nike“, რომელთანაც ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც კომპანია კლუბს ტანსაცმლით უზრუნველყოფდა 1998 წლიდან 2014 წლამდე. უფრო ადრე კლუბის სპონსორები იყო „Meyba“ (1982-1992 წლები) და „Kappa“ (1992-1998 წლები). კლუბის ტიტულების პირველი სპონსორი გახდა კომპანია „UNICEF“. 2011-2012 წლების სეზონიდან მაისურზე ასევე იწერება სპონსორი „Qatar Foundation“. 2012-2013 წლებიდან ტიტულების სპონსორი გახდა ავიაკომპანია „Qatar Airways“.

ბარსელონას ბაბუა

„ბარსელონას“ ბაბუა (ესპ. el Abuelo del Barça; კატ. Avi Barça) — პესრონაჟი, რომელიც შექმნა მხატვარმა ვალენტი კასტანსმა და რომელიც წარმოადგენს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სიმბოლოს.

ის ტრადიციულად ჩაცმულია 1960-70-იანი წლების სტილში, ხელში უჭირავს კატალინიური კლუბის დროშა, თავზე კი ბარეტინა ახურავს. ამ პერსონაჟის პატივსაცემად „ლა მასიას“ მახლობლად, „კამპ ნოუს“ გვერდით, დგას ქანდაკება.

პირველად ეს პერსონაჟი გაჩნდა 1924 წლის 29 ოქტომბერს ჟურნალ „El xut-ის“ გვერდებზე.

უნიფორმა წლების მიხედვით

1899
1910
1913
1935
1950
1955 (დებიუტი ევროპაში)
1984
1992
1995
1997
1998
2001
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010

გულშემატკივრები

ისტორია

დაჯგუფება „Boixos Nois“ შეიქმნა 1981 წელს და დღემდე იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ დაჯგუფებად მთელ ესპანეთში.

თავდაპირველად „ბარსელონას“ საშინაო მატჩების დროს „Boixos Nois“ გამოიკვეთებოდა მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ტრიბუნაზე „Gol Sud“ „კამპ ნოუზე“, შემდეგ კი ტრიბუნას სახელი შეეცვალა „Gol Nord-ზე“.

მას შემდეგ, რაც ჟოან ლაპორტა გახდა „ბარსელონას“ პრეზიდენტი (2003 წელს), „Boixos Nois-ს“, როგორც დაჯგუფებას, აეკრძალა „კამპ ნოუზე“ გამოჩენა.[26] ამიტომ ფანები იძულებულები არიან მატჩებზე პატარ-პატარა ჯგუფებად მოვიდნენ.

„მილანი“ — „ბარსელონა“ (2006 წ.)

დაჯგუფების ლოგო წარმოადგენს წრეს, რომელსაც ლურჯ ფონზე გაღიმებული ბულდოგის კბილების კრეჭა ამშვენებს. შიდა წრის მარცხენა მხარეს გამოსახულია კატალონიის დროშა, მარჯვენა მხარეს — კლუბის ფერები: ლურჯი და ბროწეულისფერი. ლოგოს ზედა ნაწილში გამოსახულია დაჯგუფების სახელწოდება „Boixos Nois“, ქვედა ნაწილში კი არის წარწერა „F.C. Barcelona“.

მეგობრები: Pen’a Mujika („რეალ სოსიედადი“), Indar Gorri („ოსასუნა“), „ვერდერის“ ფანები (გერმანია).

მტრები: Ultras Sur (მადრიდის „რეალი“), Brigadas Blanquiazules („ესპანიოლი“), Yomus („ვალენსია“), Ligallo Fondo Norte („სარაგოსა“), Biris Norte („სევილია“) და Herri Norte Taldea (ბილბაოს „ატლეტიკი“).

მოწინააღმდეგეები

ელ-კლასიკო (ესპ. El Clásico, კატ. El Clàssic), ან ესპანეთის დერბი (ესპ. El derbi Español, კატ. El derbi espanyol) ან სუპერკლასიკო (ესპ. El Superclasico, კატ. El Superclàssic) — საფეხბურთო მატჩები მადრიდის „რეალსა“ და კატალონიის „ბარსელონას“ შორის. კონკურენცია არსებობს ასევე მადრიდსა და ბარსელონასესპანეთის ორ ყველაზე დიდ ქალაქს შორის. ელ-კლასიკო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და პრინციპიალურ დაპირისპირებად მსოფლიოში. ეს მატჩი ყოველთვის დიდ მოვლენად ითვლება მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის. პირველი ელ კლასიკო 1902 წელს გაიმართა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც კატალონიელებმა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დაამარცხეს ანგარიშით 3:1. დღემდე, სულ ჩატარდა 250 მატჩი, საიდანაც 104 „ბარსელონამ“ მოიგო, 90 — „რეალმა“, ხოლო 56 შეხვედრა ფრედ დასრულდა.[27]

კატალონიური დერბი (კატ. El derbi Barceloní, ესპ. El derbi barcelonés) — მატჩები კატალონიის დედაქალაქის, ბარსელონას საფეხბურთო კლუბებს შორის: „ბარსელონასა“ და „ესპანიოლს“ შორის. ამ დერბის პრინციპიალურ ხასიათს სძენს ის ფაქტი, რომ კლუბის გულშემატკივრები ტრადიციულად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მატარებლები არიან: „ბარსელონას“ ფანები ემხრობიან უფრო მემარცხენე და სეპარატისტულ შეხედულებებს, ხოლო „ესპანიოლის“ გულშემატკივრები — მემარჯვენეები და ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლებისადმი უფრო ლოიალურები არიან.[28]

ფეხბურთელები

მიმდინარე შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე გერმანია გერმანია მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
4 მცველი ურუგვაი ურუგვაი რონალდ არაუხო
6 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი გავი
7 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ფერან ტორესი
9 თავდამსხმელი პოლონეთი პოლონეთი რობერტ ლევანდოვსკი
10 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ანსუ ფატი
11 თავდამსხმელი ბრაზილია ბრაზილია რაფინია
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
13 მეკარე ესპანეთი ესპანეთი პენია
15 მცველი დანია დანია ანდრეას კრისტენსენი
16 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი პედრი
20 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი სერხი რობერტო
21 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ფრენკი დე იონგი
22 ნახევარმცველი გერმანია გერმანია ილქაი გიუნდოგანი
23 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ჟიულ კუნდე

აკადემიიდან გამოძახებული ფეხბურთელები

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
27 მეკარე მონტენეგრო მონტენეგრო ლაზარ ცარევიჩი
28 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ნიკო გონსალესი
29 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ფერან იუტგლა
30 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი გავი
31 მცველი ესპანეთი ესპანეთი ალეხანდრო ბალდე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
33 თავდამსხმელი მაროკო მაროკო აბდე ეზალზული
34 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ალვარო სანსი
35 მცველი ესპანეთი ესპანეთი არნაუ კომასი
36 მეკარე ესპანეთი ესპანეთი არნაუ ტენასი
37 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ილიას ახომაში

ჰიმნი

„ბარსელონას“ ოფიციალურ ჰიმნად ითვლება „ბარსელონას სიმღერა“ (კატ. Cant del Barça, ესპ. Canto del Barça), რომელიც დაიწერა 1974 წელს. ტექსტის ავტორები არიან ხოსეპ მარია ესპინასი და ხუმე პიკასი, მუსიკის ავტორი — მანუელ ვალც-ი-გორინა. პირველად ოფიციალური პრემიერა გაიმართა სვ. ჟორდის შესრულებით 1974 წლის 27 ნოემბერს, როდესაც აღინიშნებოდა კლუბის არსებობის 75 წლის იუბილე.

ჰიმნის ტექსტი

Tot el camp
és un clam.
Som la gent blau-grana.
Tant se val d’on venim, si del sud o del nord.
Ara estem d’acord, estem d’acord —
Una bandera ens agermana:

Blaugrana al vent!
Un crit valent!
Tenim un nom el sap tothom!
Barça! Barça! Barça!

Jugadors.
Seguidors.
Tots units fem força!
Són molts anys plens d’afanys!
Són molts gols hem cridat!
I s’ha demostrat, s’ha demostrat
Que mai ningú no ens podrà tórcer!

Blau-grana al vent!
Un crit valent!
Tenim un nom el sap tothom!
Barça! Barça! Barça!

კლუბის ჰიმნის ყველაზე პირველი ვერსია პირველად შესრულდა 1923 წლის 18 თებერვალს ძველ სტადიონ „ლეს კორტსზე“ გუნდ „ორფეო გრასენცას“ მიერ პრეზიდენტ ჟოან გამპერის პატივსაცემად. სიტყვების ავტორი იყო რაფაელ ფოლჩ-ი-კაპდევილია, მუსიკის ავტორი — ენრიკო მორერა.

ბოლო წლებში გაჩნდა ჰიმნის სხვა ვერსიები ისეთი შემსრულებლების მხრიდან, როგორიც არის სერატ ჟოან მანუელი, რაც დაკავშირებული იყო ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებთან, როგორიც, მაგალითად, არის კლუბის ასი წლის იუბილეს აღნიშვნა. გარდა ამისა, საბჭომ ჟოან ლაპორტას თავმჯდომარეობით დაიწყო სხვადასხვა შემსრულებლებისა და ანსამბლების მოხმობა, რათა მოხდენილიყო ჰიმნის ადაპტაცია სხვადასხვა მუსიკალურ სტილში: პოპი, როკი, რეპი, სამბა, ჰიპ-ჰოპი, სკა, რუმბა.

ტრადიციულად კლუბის ჰიმნი სრულდება მოთამაშეების მოედანზე გამოსვლის დროს, თამაშის დასაწყისისა და დასასრულის წინ („კამპ ნოუზე“) და გუნდის მიერ გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში.

პერსონალი

კლუბის ხელმძღვანელობა

თანამდებობა სახელი
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ჟოან ლაპორტა
სპორტული დირექტორი ესპანეთის დროშა ანდონი სუბისარეტა
მთავარი მწვრთნელი ესპანეთის დროშა ჩავი ერნანდესი
მწვრთნელის ასისტენტი ესპანეთის დროშა ჟორდი როურა (ინგლ.)
ფიზმომზადების მწვრთნელი ესპანეთის დროშა ლორენსო ბუენავენტურა (ინგლ.)
მეკარეთა მწვრთნელი ესპანეთის დროშა კარლეს ბუსკეტსი (ინგლ.)
საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი ესპანეთის დროშა ხოსე რამონ ალაშანკო (ინგლ.)

კლუბის პრეზიდენტები

პერიოდი პრეზიდენტი
2021 — დღემდე ესპანეთის დროშა ჟოან ლაპორტა
2014 — 2020 ესპანეთის დროშა ხოსეპ ბართომეუ
2010 — 2014 ესპანეთის დროშა სანდრო როსელი
2003—2010 ესპანეთის დროშა ჟოან ლაპორტა
2003 ადმინისტრაციული კომიტეტი
2003 ესპანეთის დროშა ენრიკ რეინა-ი-მარტინესი
2000—2003 ესპანეთის დროშა ჟოან გასპარ-ი-სოლვესი
1978—2000 ესპანეთის დროშა ხოსეპ ლუის ნუნიესი
1977—1978 ესპანეთის დროშა რაიმონ კარასკო აზემარი
1969—1977 ესპანეთის დროშა აგუსტი მონტალ კოსტა
1968—1969 ესპანეთის დროშა ნარსის დე კარერას გიტერასი
1961—1968 ესპანეთის დროშა ენრიკ ლიაუდეტ პონსა

გამორჩეული პრეზიდენტები

ხოან ლაპორტა
  • ინგლისის დროშა უოლტერ უაილდი (1899-01)
  • ესპანეთის დროშა ბარტომეუ ტერადასი (1901-02)
  • გერმანიის დროშა პაულ ჰაასი (1902)
  • ინგლისის დროშა არტურ უიტი (1902-05)
  • შვეიცარიის დროშა ჟოან გამპერი (1908-09, 1910-13, 1917-19, 1921-23, 1924-25)
  • გერმანიის დროშა ოტო გმელინგი (1909)
  • ესპანეთის დროშა ხოსეპ სანიული (1935-36)
  • ესპანეთის დროშა ენრიკე პინეირო (1940-43)
  • ესპანეთის დროშა აგუსტი მონტალი (1969-77)
  • ესპანეთის დროშა ხოსეპ ლუის ნუნიესი (1978-2000)
  • ესპანეთის დროშა ხუან გასპარი (2000-2003)
  • ესპანეთის დროშა ჟოან ლაპორტა (2003-2010, 2021–)

მთავარი მწვრთნელები

  • ქვემოთ ჩამოთვლილმა მთავარმა მწვრთნელებმა მოიგეს ერთი ტურნირი მაინც „ბარსელონასთან“ ერთად.
მთავარი მწვრთნელები
პერიოდი მწვრთნელი მიღწევა
2021—დღემდე ესპანეთის დროშა ჩავი 1 ლა ლიგა, 1 სუპერთასი
2020—2021 ნიდერლანდების დროშა რონალდ კუმანი 1 მეფის თასი
2017—2020 ესპანეთის დროშა ერნესტო ვალვერდე 2 ლა ლიგა, 1 მეფის თასი, 1 სუპერთასი
2014—2017 ესპანეთის დროშა ლუის ენრიკე 2 ლა ლიგა, 3 მეფის თასი, 1 სუპერთასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 უეფა-ს სუპერთასი, 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
2013—2014 არგენტინის დროშა ხერარდო მარტინო 1 სუპერთასი
2012—2013 ესპანეთის დროშა ტიტო ვილანოვა 1 ლა ლიგა
2008—2012 ესპანეთის დროშა ჟოზეპ გვარდიოლა 3 ლა ლიგა, 2 მეფის თასი, 3 სუპერთასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 უეფა-ს სუპერთასი, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
2003—2008 ნიდერლანდების დროშა ფრანკ რეიკარდი 2 ლა ლიგა, 2 სუპერთასი, 1 ჩემპიონთა ლიგა
1997—2000, 2002—2003 ნიდერლანდების დროშა ლუი ვან გაალი 2 ლა ლიგა, 1 მეფის თასი
1996—1997 ინგლისის დროშა ბობი რობსონი 1 მეფის თასი, 2 სუპერთასი, 1 თასების მფლობელთა თასი
1988—1996 ნიდერლანდების დროშა იოჰან კრუიფი 4 ლა ლიგა, 1 მეფის თასი, 3 სუპერთასი,

1 ევროპის ჩემპიონთა თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 უეფა-ს სუპერთასი

1987—1988 ესპანეთის დროშა ლუის არაგონესი 1 მეფის თასი
1984—1987 ინგლისის დროშა ტერი ვენეიბლსი 1 ლა ლიგა, 1 ესპანეთის ლიგის თასი
1983—1984 არგენტინის დროშა სესარ ლუის მენოტი 1 სუპერთასი,
1981—1983 გერმანიის დროშა უდო ლატეკი 1 მეფის თასი, 1 ესპანეთის ლიგის თასი, 1 თასების მფლობელთა თასი
1980, 1980—1981 ესპანეთის დროშა ელენიო ერერა 1 მეფის თასი
1979—1980 ესპანეთის დროშა ხოაკიმ რიფე 1 თასების მფლობელთა თასი
1971—1975, 1976—1978 ნიდერლანდების დროშა მიხელს რინუსი 1 ლა ლიგა, 1 მეფის თასი

გამორჩეული მწვრთნელები

  • ინგლისის დროშა ჯეკ გრინველი, 1917-24, 1931-33
  • ინგლისის დროშა რალფ კირბი, 1925-26
  • ესპანეთის დროშა რომა ფორნსი, 1927-29
  • უნგრეთის დროშა ფრანც პლატკო, 1934-35, 1955-56
  • ირლანდიის დროშა პატრიკ ო'კონელი, 1935-37
  • ესპანეთის დროშა ხუან ხოსეპ ნოგუესი, 1941-44
  • ესპანეთის დროშა ხოსეპ სამიტერი, 1944-47
  • ურუგვაის დროშა ენრიკე ფერნანდესი, 1947-50
  • სლოვაკეთის დროშა ფერნანდო დაუსიკი, 1950-54
  • იტალიის დროშა სანდრო პუპო, 1954-55
  • ესპანეთის დროშა დომენიკ ბალმანუა, 1956-58
  • არგენტინის დროშა საფრანგეთის დროშა ელენიო ერერა, 1958-60, 1980, 1980-1981
  • უნგრეთის დროშა ესპანეთის დროშა ლადისლაო კუბალა, 1962, 1980
  • ესპანეთის დროშა ხოსეპ გონსალვო, 1963
  • ესპანეთის დროშა სეზარ როდრიგესი, 1963-64
  • ინგლისის დროშა ვიკ ბაკინჰემი, 1969-71

ტიტულები

ეროვნული

საერთაშორისო

რეკორდები

გუნდური რეკორდები

  • ყველაზე მსხვილი მოგება ყველა შეჯიბრის მასშტაბით: 18:0 — „ხიმნასტიკ ტარაგონას“ წინააღმდეგ, კატალონიის ჩემპიონატი, 1901.
  • ყველაზე მსხვილი წაგება ჩემპიონატში: 12:1 — ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ, 1930/1931 წლების სეზონი.
  • ერთ სეზონზე გატანილი გოლების ყველაზე დიდი რაოდენობა: 116 გოლი 38 მატჩში — პრიმერა, 2016/17.
  • ერთ სეზონზე გაშვებული გოლების ყველაზე მცირე რაოდენობა: 21 გოლი 38 მატჩში — პრიმერა, 2010/11.
  • სეზონის განმავლობაში დაგროვებული ქულების ყველაზე დიდი რაოდენობა: 100, პრიმერა, 2012/2013.
  • ყველაზე გრძელი გამარჯვებების სერია ჩემპიონატში: 16 მატჩი, 2010 წლის 16 ოქტომბრიდან 2011 წლის 4 თებერვლამდე.

ინდივიდუალური რეკორდები

  • ოფიციალურ და არაოფოციალურ ტურნიტებზე გატანილი გოლების რაოდენობა: 369პაულინო ალკანტარა (132 გოლი ჩემპიონატებში, 11 თასებზე და 227 გოლი ამხანაგურ მატჩებში)[29]
  • ოფიციალურ ტურნირებზე გატანილი გოლები: 306ლიონელ მესი, 2003 წლიდან დღემდე (209 გოლი ჩემპიონატებში, 24 თასებზე, 59 ევროთასებზე და 15 სხვა შეხვედრებში — 25.03.2012 წლის მიხედვით) — 13.03.2013 წლის შემდეგ.
  • ესპანეთის ჩემპიონატებზე გატანილი გოლები: 190სესარ როდრიგესი, 1942—1955[29]
  • ესპანეთის თასებზე გატანილი გოლები: 65ხოსეპ სამიტიერი, 1919—1932[29]
  • ესპანეთის სუპერთასებზე გატანილი გოლები: 10ლიონელ მესი, 2009—2012
  • სეზონის განმავლობაში ყველა ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობა: 73ლიონელ მესი, 2011—2012 (50 გოლი ჩემპიონატში, 3 თასზე, 3 სუპერთასზე, 14 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 უეფა-ს სუპერთასზე, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე).[29]
  • ესპანეთის ჩემპიონატზე ერთი სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობა: 50ლიონელ მესი, 2011-12.[29]
  • ესპანეთის თასზე ერთი სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობა: 12ლადისლავ კუბალა, 1951-52
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ერთი სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობა: 14ლიონელ მესი, 2011-12 (03.04.2012-ის მდგომარეობით).
  • მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ერთი სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობა: 2ლიონელ მესი, 2004-.
  • საერთაშორისო ტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობა: 63 — ლიონელ მესი, 2004- (58 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 უეფა-ს სუპერ თასზე, 4 მსოფლისო საკლუბო ჩემპიონატზე).[29](13.03.2013-ის მდგომარეობით)
  • უეფა-ს მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობა: 59 — ლიონელ მესი, 2004— (58 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 უეფა-ს სუპერ თასზე).[29](13.03.2013-ის მდგომარეობით)
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობა: 58 — ლიონელ მესი, 2004-.[29](13.03.2013-ის მდგომარეობით)
  • თასების მფლობელთა თასზე გატანილი გოლების რაოდენობა: 10 — ჰანს კრანკლი, 1978-81.
  • უეფა-ს თასსა და უეფა-ს ევროპის ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობა: ?
  • ფაირ-თასებზე გატანილი გოლების რაოდენობა: 19 — ხოსე ზალდუა, 1961-71.
  • ყველაზე გრძელი საგოლე სერია ესპანეთის ჩემპიონატში: 18 გოლი ზედიზედ ათ თამაშში — მარიანო მარტინი (1942—1943 წლების სეზონის მე-19 ტურიდან 1943—1944 წლების სეზონის მე-2 ტურამდე).[29]
  • ყველაზე გრძელი საგოლე სერია ოფიციალურ მატჩებში: 21 გოლი ზედიზედ თერთმეტ თამაშში — მარიანო მარტინი (1943 წლის 14 თებერვლიდან 9 მაისამდე ჩემპიონატის 8 თამაშსა და თასის 3 თამაშში).[29]
  • ერთ თამაშში გატანილი გოლების რაოდენობა: 9 — ჟოან გამპერმა სამჯერ: 1901 წელს ორ მატჩში მაკაის თასსა და 1903 წელს ბარსელონის თასზე; |ხოსეპ ესკოლა 1935 წელს სეგუნდა დივიზიონის გუნდ „რეალ უნიონის“ წინააღმდეგ მატჩში.[29]
  • ესპანეთის ჩემპიონატის ერთ მატში გატანილი გოლების ყველაზე დიდი რაოდენობა: 7 — ლადისლაო კუბალა, ხიხონის „სპორტინგის“ წინააღმდეგ მატჩში 1951-52 წლების სეზონზე.[29]
  • ესპანეთის საფეხბურთო თასის ერთ მატში გატანილი გოლების ყველაზე დიდი რაოდენობა: 7 — ეულოხიო მარტინესი, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მატჩში 1956-57 წლებში.[29]
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობა: 5 — ლიონელ მესი, „ბაიერ 04 ლევერკუზენთან“ წინააღმდეგ მატჩში 2011-12 წლებში
  • სწრაფი ჰეთ-თრიკი პრიმერაში: 23 წუთი — სამუელ ეტო'ო.[30]

ყველაზე მეტი გამოსვლა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1. თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ლიონელ მესი (778 თამაში)
2. ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ჩავი ერნანდესი (767 თამაში)
3. ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი სერხიო ბუსკეტსი (722 თამაში)
4. ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ანდრეს ინიესტა (674 თამაში)
5. მცველი ესპანეთი ესპანეთი ჟერარდ პიკე (616 თამაში)
6. მცველი ესპანეთი ესპანეთი კარლეს პუიოლი (593 თამაში)
7. მცველი ესპანეთი ესპანეთი მიგელი (549 თამაში)
8. მეკარე ესპანეთი ესპანეთი ვიქტორ ვალდესი (535 თამაში)
9. მცველი ესპანეთი ესპანეთი ჟორდი ალბა (459 თამაში)
10. თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი კარლეს რეშაკი (450 თამაში)

ცნობილი ფეხბურთელები

იოჰან კრუიფი
რონალდინიო
ჩავი

„ოქროს ბურთის“ მფლობელები

შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს „ოქროს ბურთი“ „ბარსელონაში“ თამაშისას:

„ოქროს ბუცის“ მფლობელები

შემდეგმა ფეხბურთელებლმა მიიღეს „ოქროს ბუცი“ „ბარსელონაში“ თამაშისას:

წლის ფეხბურთელები უეფა-ს ვერსიით

შემდეგი ფეხბურთელები დასახელდნენ წლის ფეხბურთელებად უეფა-ს ვერსიით „ბარსელონაში“ თამაშისას:

წლის ფეხბურთელები ფიფა-ს ვერსიით

შემდეგი ფეხბურთელები დასახელდნენ წლის ფეხბურთელებად ფიფა-ს ვერსიით „ბარსელონაში“ თამაშისას:

ფიფა-ს „ოქროს ბურთის“ მფლობელები

შემდეგი ფეხბურთელებმა მიიღეს ფიფა-ს „ოქროს ბურთი“ „ბარსელონაში“ თამაშისას:

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები

შემდეგი ფეხბურთელები დასახელდნენ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებად „ბარსელონაში“ თამაშისას:

მსოფლიო ჩემპიონატი

შემდეგი ფეხბურთელები გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები „ბარსელონაში“ თამაშისას: