შინაარსზე გადასვლა

უდო ლატეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უდო ლატეკი

უდო ლატეკი (გერმ. Udo Lattek; დ. 16 იანვარი, 1935, ზენსბერგი, აღმოსავლეთი პრუსია, პოლონეთი — გ. 1 თებერვალი, 2015, კელნი, გერმანია) — გერმანელი სპორტსმენი, სპორტული კომენტატორი.

ლატეკი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ტიტულოვანი საკლუბო მწვრთნელი. გერმანიის და მიუნხენის ბაიერნის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი. ლატეკი პირველი მწვრთნელი იყო, რომელმაც მოიგო უეფას ჩემპიონთა თასი, უეფას თასი და თასების მფლობელთა თასი. იტალიელ ჯოვანი ტრაპატონისთან ერთად იყო ის მწვრთნელი ვინც მოიპოვა ევროპის სამივე მთავარი თასი და ერთადერთი ვინც ეს სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად გააკეთა.

ლატეკმა 1974 წელს მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი. 1979 წელს მენხენგლადბახის „ბორუსიას“ მოაგებინა უეფას თასი, ხოლო 1982 წელს „ბარსელონასთან“ ერთად მოიგო თასების მფლობელთა თასი.

როგორც „ბაიერნისა“ და „მენხენგლადბახის“ მწვრთნელმა რვაჯერ მოიგო ბუნდესლიგა და სამჯერ გერმანიის თასი. სხვადასხვა დროს ასევე წვრთნიდა „კიოლნს“, „შალკე 04სა“ და „დორტმუნდს“, რომელიც ბუნდესლიგიდან გავარდნისგან გადაარჩინა.

უდო ლატეკი გარდაიცვალა 2015 წლის 1 თებერვალს, 80 წლის ასაკში[1].

მწვრთნელის კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პერიოდი კლუბი ტიტული
1965-70 გერმანიის საფეხბურთო კავშირი
1970-75 ბაიერნი (მიუნხენი) 1971 გერმანიის თასი
1972 გერმანიის ჩემპიონი
1973 გერმანიის ჩემპიონი
1974 გერმანიის ჩემპიონი
1974 ჩემპიონთა ლიგა
1975-79 ბორუსია (მიონხენგლადბახი) 1976 გერმანიის ჩემპიონი
1977 გერმანიის ჩემპიონი
1979 უეფას თასი
1979-81 ბორუსია (დორტმუნდი)
1981-83 ბარსელონა 1982 უეფას თასების თასი
1983-87 ბაიერნი (მიუნხენი) 1984 გერმანიის თასი
1985 გერმანიის ჩემპიონი
1986 გერმანიის ჩემპიონი
1986 გერმანიის თასი
1987 გერმანიის ჩემპიონი
1991 კიოლნი
1992 შალკე 04
2000 ბორუსია (დორტმუნდი)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. უდო ლატეკი გარდაიცვალა. „მსოფლიო სპორტი“. 4.02.2015