ანდრე გომეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანდრე გომეში
André Filipe Tavares Gomes.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანდრე ფილიპე ტავარეშ გომეში
დაბადების
თარიღი
30 ივლისი, 1993 (1993-07-30) (25 წლის)
დაბადების
ადგილი
გრიჟო, პორტუგალია
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე კლუბი
ევერტონი
(იჯარით)
ნომერი 8
ახალგაზრდული კარიერა
2005–2008 პორტუ
2008–2009 პასტელეირა
2009–2011 ბოავიშტა
2011–2012 ბენფიკა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2014 ბენფიკა B 17 (8)
2012–2015 ბენფიკა 14 (2)
2014–2015ვალენსია (იჯარით) 33 (4)
2015–2016 ვალენსია 30 (3)
2016– ბარსელონა 46 (3)
2018–ევერტონი (იჯარით) 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2010 პორტუგალია 17 წლ. 2 (0)
2010–2011 პორტუგალია 18 წლ. 6 (1)
2011–2012 პორტუგალია 19 წლ. 9 (3)
2012–2013 პორტუგალია 20 წლ. 14 (1)
2013– პორტუგალია 21 წლ. 6 (1)
2014– პორტუგალია 29 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 მაისი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 აპრილი, 2018

ანდრე ფილიპე ტავარეშ გომეში (პორტ. André Filipe Tavares Gomes; დ. 30 ივლისი, 1993, გრიჟო, პორტუგალია) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, პრემიერ ლიგის კლუბ „ევერტონისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. მისი უფლებები ეკუთვნის „ბარსელონას“.

ეროვნულ ნაკრებთან ერთად გახდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრე გომეში დაიბადა 1993 წლის 30 ივლისს, პორტუგალიის ქალაქ გრიჟოში. ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში დაიწყო. 2005-2008 წლებში ირიცხებოდა „პორტუს“ საბავშვო აკადემიაში, თუმცა ოჯახური პრობლემების გამო, 2008-2011 წლებში მოუწია „პასტელეირასა“ და „ბოავიშტას“ ბაზებზე ვარჯიში. 2011 წელს, 18 წლის ასაკში მოხვდა „ბენფიკა“ სარეზერვო გუნდში.

ბენფიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012-2014 წლებში ირიცხებოდა „ბენფიკას“ ძირითად შემადგენლობაში. მისი კარიერული წინსვლა იყო 2013-14 წლების სეზონი, რომლის დროსაც კლუბმა პირველად შეასრულა საშინაო ტრიპლეტი, მოიგო შიდა ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. გომეშმა ამ სეზონში 23 თამაში ითამაშა, მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა პორტუგალიის პრიმეირა ლიგასა და თასზე, ასევე მოხვდა ევროპა ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში.

ვალენსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის ივლისში მისით დაინტერესდა ესპანური კლუბი, „ვალენსია“. გუნდებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ანდრე იჯარის წესით გადავიდა ესპანურ გუნდში. პირველ სეზონში მან ლა ლიგაში ჩატარებულ 33 შეხვედრაში თავის გამოჩენა 4-ჯერ მოახერხა, იმ სეზონში ვალენსიამ შეძლო ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, რაშიც დიდი წვლილი სწორედ გომეშს მიუძღოდა. 2015 წლის ზაფხულში „ვალენსიამ“ ანდრე ოფიციალურად გამოისყიდა. 2015-16 წლების სეზონი „ვალენსიისაათვის“ წარუმატებელი გამოდგა. მიუხედავად ამისა, გომეშმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ლა ლიგაში ჩატარებულ მატჩებში და მალევე მიიპყრო ევროპული გრანდების ყურადღება.

ბარსელონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 21 ივლისს გომეში შეიძინა კატალონიურმა „ბარსელონამ“, 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ. კლუბში პორგუალიელს ადაპტაციის გასავლელად საკმაოდ ხანგრძლივი დრო დასჭირდა. კატალონიური გრანდის რიგებში მან თავისი პირველი გოლი 2017 წლის 19 მარტს, კამპ ნოუზე, სწორედ „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიტანა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გომეშმა მონაწილეობა მიიღო 2012 წლის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. პორგულაიის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2014 წლის 7 სექტემბერს, ალბანეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელშიც პორტუგალიამ სენსაციური მარცხი განიცადა. ანდრე გომეში გამოიძახეს ევრო 2016-ზე. ტურნირზე მან 7 თამაშიდან 6-ში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა. პორგუალიის ნაკრებმა თავისი არსებობის მანძილზე პირველი ტიტული მოიგო ფინალში ტურნირის მასპინძლის, საფრანგეთის დამარცხების შედეგად. გომეში კი ევროპის ჩემპიონად იქცა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიის დროშა ბენფიკა
ესპანეთის დროშა ბარსელონა

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიის დროშა პორტუგალია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]