შინაარსზე გადასვლა

ბობი რობსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბობი რობსონი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერ რობერტ უილიამ რობსონი
დაბადების
თარიღი
18 თებერვალი, 1933
დაბადების
ადგილი
დარემის საგრაფო, ინგლისი
გარდაცვალების
თარიღი
31 ივლისი, 2009
სიმაღლე დარემის საგრაფო, ინგლისი
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1950–1956 ფულემი 152 (68)
1956–1962 ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 239 (56)
1962–1967 ფულემი 192 (9)
სულ 583 (133)
ეროვნული ნაკრები
1957–1962 ინგლისი 20 (4)
სამწვრთნელო კარიერა
1968 ფულემი
1969–1982 იფსვიჩი
1982–1990 ინგლისი
1990–1992 პსვ ეინდჰოვენი
1992–1994 სპორტინგი
1994–1996 პორტუ
1996–1997 ბარსელონა
1998–1999 პსვ ეინდჰოვენი
1999–2004 ნიუკასლ იუნაიტედი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბობი რობსონი (ინგლ. Bobby Robson; დ. 18 თებერვალი, 1933 — გ. 31 ივლისი, 2009) — ინგლისელი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. ბრაინ კალფისა, ალფ რამზისა და ბობ პეისლისთან ერთად შედის უდიდეს ინგლისელ მწვრთნელებს შორის.

ფეხბურთელის კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობსონის საფეხბურთო კარიერა 1950 წელს ლონდონის „ფულემში“ დაიწყო, რობსონი მაშინდელმა ფულეჰმის მწვრთნელმა სერ ბილ დოდჯინმა მარჯვენა ფლანგზე განამწესა და 7 წელიწადში იგი უკვე ჩამოყალიბებული მაღალი დონის თავდამსხმელი იყო. რობსონმა რამდენიმე სეზონი „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” გაატარა, კლუბმა იგი 1956 წელს 25 ათას ფუნტად შეიძინა, შემდეგ რობსონი ისევ თავის ძველ კლუბს დაუბრუნდა და 1968 წლამდე „ფულემის” ღირსებას იცავდა.

მწვრთნელის კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს რობსონი „ფულემის” მთავარი მწვრთნელი გახდა. რობსონის პირველი წარამტებული კლუბი იყო „იფსვიჩ თაუნი“, სადაც 1969 წელს დაინიშნა. რობსონი ამ კლუბს 1982 წლამდე წვრთნიდა და მასთან ერთად მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი (1978) და უეფა-ს თასი (1981).

„იფსვიჩის“ შემდეგ რობსონმა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე „ვესტ-ჰემის“ ყოფილი მწვრთნელი რონ გრინვუდი ჩაანაცვლა. 1984 წელს რობსონმა ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა, დამარცხდა რა დანიის ნაკრებთან ანგარიშით 1-0. 1986 წლის მუნდიალზე მექსიკაში რობსონის გუნდი ერთ-ერთი ფავორიტი იყო. პარაგვაისთან 3-0 მოგებული შეხვედრის მერე ინგლისი არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდა და დიეგო მარადონას მიერ ხელით გატანილი ცნობილი გოლის გამო ასპარეზობიდან გამოვარდა. 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნკარებმა სრული კრახი განიცადა, ჯგუფში წააგო რა ყველა შეხვედრა ირლანდიასთან, საბჭოთა კავშირთან და ტურნირის ჩემპიონ ნიდერლანდის ნკარებთან. 1990 წლის მუნდიალზე, რომელიც იტალიაში გაიმართა, რობსონის ინგლისი ნახევარფინალამდე მივიდა. კამერუნისა და ბელგიის ნაკრებებთან მოგებული მატჩების შემდეგ ინგლისელები ბეკენბაუერის გერმანიას დაუპირისპირდნენ სადაც ძირითადი დროის ფრედ, 1-1 დასრულების შემდგომ ინგლისი დამარცხდა თერთმეტმეტრიანების სერიაში.

ინგლისის ნკარების შემდეგ ბობი რობსონი დაინიშნა „პსვ-ს“ ეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1990 წელს. რობსონმა ორჯერ მოიგო ერედივიზია, მის გუნდში მაშინ ბრწყინავდა ბრაზილიელი რომარიო. 1992 წელს კი რობსონი გადავიდა ლისაბონის „სპორტინგში“ სადაც მისი თარჯიმანი იყო შემდგომში ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო. 1994 წელს რობსონი გადავიდა „პორტუში“ სადაც მის მთავარ ასისტენტად დაინიშნა ჟოზე მაურინიო. „პორტუში“ რობსონმა ორჯერ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი (1995, 1996) და ერთჯერ პორტუგალიის თასი (1994). 1996 წელს რობოსნი დაინიშნა „„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად. მან „ბარსაში“ თავისი ასისტენტი მაურინიოც გაიყოლა. 1997 წელს „ბარსელონაში“ ბრწყინავდა ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდი რონალდო, რომელმაც რობსონის ხელში 49 თამაშში 47 გოლი გაიტანა. იმავე წელს რობსონის ხელმძღვანელობით ბარსელონამ მოიგო უეფას თასების მფლობელთა თასი, „ესპანეთის სამეფო თასი და ესპანეთის სუპერ თასი. 1998 წელს რობსონი „პსვ-ს“ დაუბრუნდა მაგრამ მისი იქ ყოფნა ხალნგრძლივი არ აღმოჩნდა და 66 წლის ასაკში 1999 წელს რობსონი სამშობლოში დაბრუნდა „ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელის რანგში. რობსონმა 2004 წელს დაასრულა თავისი სამწვრთნელო კარიერა.

2006-2007 სეზონში რობსონი მუშაობდა ირლანდიის ნაკრებში მთავარი კონსულტანტის თანამდებობაზე. ნაკრებს ამ დროს „ლივერპულისა“ და „ასტონ ვილას“ ყოფილი ფეხბურთელი ირალნდიელი სტივ სტონტონი წვრთნიდა. ირალნდიის ნკარების შემდეგ რობსონი „იფსვიჩ თაუნში“ მუშაობდა დაუბრუნდა მთავარი დირექტორად.

2009 წლის 31 ივლისს კი სერ ბობი რობსონი, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]