სიუდად დეპორტივა ჟოან გამპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიუდად დეპორტივა ჟოან გამპერი
მდებარეობა სან-ჟოან-დესპი, ესპანეთი
გაიხსნა 1 ივნისი 2006
საფარი 136.839 მ²
გუნდები
საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“

სიუდად დეპორტივა ჟოან გამპერი (კატ. Ciutat Esportiva Joan Gamper) — საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპორტული კომპლექსი, გაიხსნა 2006 წლის 1 ივნისს.

მდებარეობს ქალაქ სან-ჟოან-დესპიში, ბარსელონას მახლობლად. საერთო ფართობია 136.839 მ², ის განაგებს „ბარსელონას“ პირველი, მეორე და უფრო დაბალი შემადგენლობების მომზადების ინფრასტრუქტურას. კომპლექსი შედგება ცხრა საფეხბურთო მოედნისგან, მეკარეებისთვის ბუნებრივსაფარიანი სამწვრთნელო ბანაკისა და სპორტული პავილიონისგან.

ამ კომპლექსის სრული რეალიზაციისთვის გამოყოფილია € 8,8 მლნ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]