ანსუ ფატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანსუ ფატი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანსუმანე ფატი ვიეირა
დაბადების
თარიღი
31 ოქტომბერი, 2002 (2002-10-31) (17 წლის)
დაბადების
ადგილი
ბისაუ, გვინეა-ბისაუ
სიმაღლე 178 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა გარემარბი
ახალგაზრდული კარიერა
2009–2010 ერერა
2010–2012 სევილია
2012–2019 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2019– ბარსელონა 9 (2)
ეროვნული ნაკრები
2019– ესპანეთი (21 წლ.) 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 ნოემბერი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ნოემბერი, 2019

ანსუმანე ფატი ვიეირა (ესპ. Anssumane Fati Vieira; დ. 31 ოქტომბერი 2002, ბისაუ, გვინეა-ბისაუ) — ესპანელი და გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი, მარცხენა გარემარბი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ანსუ ფატი. იცავს „ბარსელონასა“ და ესპანეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში ბავშვთა საფეხბურთო გუნდის „ერერას“ (ესპ. Herrera) რიგებში დაიწყო. 2010–2012 წლებში „სევილიას“ საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა. 2012 წლიდან „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადემიაშია.[2]

2019 წლის 24 ივლისს თავის პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს აფორმებს „ბარსელონასთან“. გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად იმავე წლის 25 აგვისტოს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეორე ტურის კალენდარულ მატჩში, „რეალ ბეტისის“ წინააღმდეგ გამოდის მოედანზე.[3]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი შეხვედრა ესპანეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში 2019 წლის 15 ოქტომბერს მონტენეგროს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სანდრო მისირელი (19 სექტემბერი 2019). ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრებში — გვინეა-ბისაუ უდიდეს ტალანტს კარგავს // 16 წლის ანსუ ფატის ესპანეთის ნაკრებში ეპატიჟებიან // U17 ნაკრების მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ თინეიჯერი ესპანეთს აირჩევს // ციტატა: „ანსუ ფატი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონას“ მაისურით ითამაშა და ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვისაც „ბარსას“ ფორმით ლა ლიგაში გოლი გაუტანია. რაკი მან სამშაბათს დორტმუნდის „ბორუსიას“ წინააღმდეგაც ითამაშა, 16 წლისა და 351 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბარსელონელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზა.“ დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 5 ნოემბერი, 2019. წყარო: popsport. წაკითხვის თარიღი: 5 ნოემბერი, 2019.
  2. История Ансу Фати, футболиста, которого "благословил" Лионель Месси // Ансу Фати прибыл в Барселону в 2012 году, когда ему было 10 лет. Тогда "Барса" подписала его вместе с братом, которого зовут Браима, вырвав их из клубной структуры "Севильи". დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 5 ნოემბერი, 2019. წყარო: campeones.ua. წაკითხვის თარიღი: 5 ნოემბერი, 2019.
  3. Youngest Barça player in 78 years: Real Madrid offered Fati "better conditions" // Despite two goals by forward Antoine Griezmann, 16-year-old Ansu Fati (photo) made the headlines as well after Barcelona’s 5-2 victory against Real Betis on Sunday. The winger became the youngest Barça player in 78 years — a step he could have also taken at Real Madrid or Sevilla FC, as the father of the Guinea-Bissau-born youngster, Boris Fati, revealed. In Sevilla, the prospect once lived with his family. 27 აგვისტო, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 5 ნოემბერი, 2019. წყარო: Transfermarkt. წაკითხვის თარიღი: 5 ნოემბერი, 2019.
  4. Montenegro 0–2 Spain // Montenegro-Spain UEFA European Under-21 Championship 2020/21 Qualifying round // Gradski Stadion Podgorica - Podgorica 15/10/2019. Qualifying round - Group 6. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 5 ნოემბერი, 2019. წყარო: UEFA.com. წაკითხვის თარიღი: 5 ნოემბერი, 2019.