შინაარსზე გადასვლა

საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი
დაარსდა 1955
გაუქმდა 1971
რეგიონი ევროპა
გუნდების რაოდენობა 12 (პირველი რაუნდი)
64 (სულ)
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა „ბარსელონა“ (3-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული ინგლისის დროშა „ლიდზ იუნაიტედი“ (2-ჯერ)

საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი (ინგლ. Inter-Cities Fairs Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის 1955–1971 წლებში. 1971 წელს ტურნირი უეფას თასმა შეცვალა.

ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „ბარსელონა“, რომელმაც 3-ჯერ მოიგო ტიტული. სულ, საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 9 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებულია ინგლისური „ლიდზ იუნაიტედი“.

ტურნირის დაარსების იდეა სამ ადამიანს — შვეიცარიელ ერნსტ ტომენს, იტალიელ ოტორინო ბარაზის და ინგლისელ სერ სტენლი როუზს ეკუთვნის. 1955 წლის 18 აპრილს ეს სამი პატივცემული ჩინოსანი ბაზელის შორიახლოს მდებარე რაიფელდენში შეიკრიბა და ტურნირის დაარსება გადაწყვიტა. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის გაიმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა. ასეთი ქალაქები მალე შეირჩა. ეს პატივი 12 ქალაქს - ბარსელონას, ბაზელს, ბირმინგემს, ვენას, ზაგრებს, კიოლნს, კოპენჰაგენს, ლოზანას, ლაიფციგს, ლონდონს, მილანსა და ფრანკფურტს ხვდა წილად. ამ შეჯიბრის გამართვით, ტურნირის ორგანიზატორებს ორი კურდღლის დაჭერა სურდათ: ერთი მხრივ ისინი ფეხბურთს გაუწევდნენ პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი ბაზრობაზე ხალხს მიიზიდავდნენ, გააფართოვებდნენ ტურიზმის ინფრასტრუქტურას და დიდ ფინანსურ მოგებასაც ნახავდნენ.[1]

შეჯიბრი-კონკურსი თავდაპირველად მხოლოდ იმ გუნდებისთვის იყო გახსნილი, რომელთა ქალაქებში სავაჭრო ბაზრობები ტარდებოდა და რა ადგილი ეჭირათ ამ გუნდებს მათ ეროვნული ლიგებში მნიშვნელობა არ ჰქონდა. ადრეულ კონკურსებში ასევე მოქმედებდა წესი "ერთი ქალაქი - ერთი გუნდი". 1968 წლიდან მას ხშირად უწოდებდნენ "დამწევთა თასს" და მასში შედიოდნენ გუნდები, რომლებსაც ლიგაში მაღალი პოზიცია ეჭირათ.

ბაზრობათა თასის პირველი გათამაშება მთელი სამი წელი გაგრძელდა და ბარსელონას ნაკრების (ბარსელონას 10 და ესპანიოლის 1 ფეხბურთელი) გამარჯვებით დასრულდა. ასეთი გაწელილი სეზონი იმით იყო განპირობებული, რომ ორგანიზატორებს, იმ დღეებში როდესაც ბაზრობა არ იმართებოდა, მატჩების ორგანიზაცია უჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირში მონაწილეობის უფლება 12 ქალაქის გუნდს ჰქონდა, 1955–58 წლებში გათამაშებაში მხოლოდ 10 ნაკრები იღებდა მონაწილეობას და მათ ერთმანეთში სულ 23 მატჩი გამართეს. ფინალში კატალონიელებმა ლონდონის ნაკრები დაამარცხეს.

მომავალი სეზონი ერთი წლით ნაკლებ დროში ჩატარდა. 1958–60 წლების ბაზრობათა თასის გათამაშებაში უკვე 16 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირისადმი ინტერესი დღითი დღე იზრდებოდა. შეჯიბრის ორგანიზატორებმა სულ მალე ახალი წესი შემოიღეს, რომლის თანახმადაც, ბაზრობათა თასზე ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ოთხი გუნდის დაშვება შეიძლებოდა. კიდევ ერთ წელიწადში გუნდების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, ხუთი წლის შემდეგ ბაზრობათა თასისთვის უკვე 48 გუნდი იბრძოდა, ხოლო 1969–70 წლების სეზონში მათი რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. დღესდღეობით უეფას თასზე 100-ზე მეტი კლუბი გამოდის რაც რეკორდია ნებისმიერი საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ტურნირისათვის.

გათამაშების პირველ წლებში ტურნირზე ესპანური კლუბები დომინირებდნენ. უეფა-ს ჩემპიონთა თასზე განცდილი წარუმატებლობების შემდეგ, ბარსელონა სრული სერიოზულობით მოეკიდა აღნიშნულ შეჯიბრს და პირველობაც სამჯერ მოიპოვა. კატალონიელებს ოდნავ ჩამორჩნენ ვალენსიელები, რომლებმაც ტიტული ორჯერ მოიგეს. სამხრეთული კლუბების ჰეგემონიას ბოლო ლიდზ იუნაიტედმა მოუღო და პირველი ჩრდილოური გუნდი გახდა რომელმაც ოქროს მედლები მოიპოვა. ეს 1968 წელს მოხდა. სწორედ მაშინ დაიწყო ინგლისური კლუბების ჰეგემონია.

1971 წელს ეს შეჯიბრი უეფას თასმა შეცვალა. 1971 წლის 22 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა ტურნირის პირველ და უკანასკნელ გამარჯვებულებს შორის – ბარსელონა ლიდზ იუნაიტედის წინააღმდეგ. მატჩის გამარჯვებული სამუდამოდ დაისაკუთრებდა ტურნირის ორიგინალ თასს. შეხვედრა ესპანური კლუბის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2–1.[2]

სეზონი ქვეყანა გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1955–58 ესპანეთის დროშა ბარსელონა (1) 2–2; 6–0 ლონდონის ნაკრები ინგლისის დროშა
1958–60 ესპანეთის დროშა ბარსელონა (2) 0–0; 4–1 ბირმინგემ სიტი ინგლისის დროშა
1960–61 იტალიის დროშა რომა (1) 2–2; 2–0 ბირმინგემ სიტი ინგლისის დროშა
1961–62 ესპანეთის დროშა ვალენსია (1) 6–2; 1–1 ბარსელონა ესპანეთის დროშა
1962–63 ესპანეთის დროშა ვალენსია (2) 2–1; 2–0 დინამო ზაგრები იუგოსლავიის დროშა
1963–64 ესპანეთის დროშა რეალ სარაგოსა (1) 2–1 ვალენსია ესპანეთის დროშა
1964–65 უნგრეთის დროშა ფერენცვაროში (1) 1–0 იუვენტუსი იტალიის დროშა
1965–66 ესპანეთის დროშა ბარსელონა (3) 0–1; 4–2 დ.დ. რეალ სარაგოსა ესპანეთის დროშა
1966–67 იუგოსლავიის დროშა დინამო ზაგრები (1) 2–0; 0–0 ლიდზ იუნაიტედი ინგლისის დროშა
1967–68 ინგლისის დროშა ლიდზ იუნაიტედი (1) 1–0; 0–0 ფერენცვაროში უნგრეთის დროშა
1968–69 ინგლისის დროშა ნიუკასლ იუნაიტედი (1) 3–0; 3–2 უიპეშტი უნგრეთის დროშა
1969–70 ინგლისის დროშა არსენალი (1) 1–3; 3–0 ანდერლეხტი ბელგიის დროშა
1970–71 ინგლისის დროშა ლიდზ იუნაიტედი (2) 2–2; 1–1 იუვენტუსი იტალიის დროშა

სტატისტიკა და რეკორდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლუბი გამარჯვებული დამარცხებული გამარჯვებული დამარცხებული
ესპანეთის დროშა ბარსელონა311958, 1960, 19661962
ესპანეთის დროშა ვალენსია211962, 19631964
ინგლისის დროშა ლიდზ იუნაიტედი211968, 19711967
ესპანეთის დროშა რეალ სარაგოსა1119641966
უნგრეთის დროშა ფერენცვაროში1119651968
იუგოსლავიის დროშა დინამო ზაგრები1119671963
იტალიის დროშა რომა101961
ინგლისის დროშა ნიუკასლ იუნაიტედი101969
ინგლისის დროშა არსენალი101970
ინგლისის დროშა ბირმინგემ სიტი021960, 1961
იტალიის დროშა იუვენტუსი021965, 1971
ინგლისის დროშა ლონდონის ნაკრები011958
უნგრეთის დროშა უიპეშტი011969
ბელგიის დროშა ანდერლეხტი011970

ქვეყნების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 6-ჯერ მოახერხეს საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის აღება და 3-ჯერ ფინალში გასულები დამარცხდნენ. სულ 5 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული ფინალისტი
ესპანეთის დროშა ესპანეთი63
ინგლისის დროშა ინგლისი44
იტალიის დროშა იტალია12
უნგრეთის დროშა უნგრეთი12
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია11
ბელგიის დროშა ბელგია01

გამარჯვებული მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი გამარჯვებული[3] კლუბი
1955–58 ესპანეთის დროშა დომენეკ ბალმანია ესპანეთის დროშა ბარსელონა
1958–60 არგენტინის დროშა ელენიო ერერა ესპანეთის დროშა ბარსელონა
1960–61 არგენტინის დროშა ლუის კარნილია იტალიის დროშა რომა
1961–62 არგენტინის დროშა ალეხანდრო სკოპელი ესპანეთის დროშა ვალენსია
1962–63 არგენტინის დროშა ალეხანდრო სკოპელი (2) ესპანეთის დროშა ვალენსია
1963–64 ესპანეთის დროშა ანტონი რამალიეტსი ესპანეთის დროშა რეალ სარაგოსა
1964–65 უნგრეთის დროშა იოჟეფ მესაროში უნგრეთის დროშა ფერენცვაროში
1965–66 არგენტინის დროშა როკე ოლსენი ესპანეთის დროშა ბარსელონა
1966–67 იუგოსლავიის დროშა ივიცა ხორვატი იუგოსლავიის დროშა დინამო ზაგრები
1967–68 ინგლისის დროშა დონ რევი ინგლისის დროშა ლიდზ იუნაიტედი
1968–69 ინგლისის დროშა ჯო ჰარვი ინგლისის დროშა ნიუკასლ იუნაიტედი
1969–70 ინგლისის დროშა ბერტი მი ინგლისის დროშა არსენალი
1970–71 ინგლისის დროშა დონ რევი (2) ინგლისის დროშა ლიდზ იუნაიტედი

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მწვრთნელი ჩემპიონი სეზონები
არგენტინის დროშა ალეხანდრო სკოპელი21961–62, 1962–63
ინგლისის დროშა დონ რევი1967–68, 1970–71

ეროვნების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.

მწვრთნელის ეროვნება ტიტულები
არგენტინის დროშა არგენტინა5
ინგლისის დროშა ინგლისი4
ესპანეთის დროშა ესპანეთი2
უნგრეთის დროშა უნგრეთი1
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია1

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ჟურნალი ”ფეხბურთი”. #19(325), 2005 წელი. გვ.14;
  2. „Inter Cities Fairs Cup Trophy Play-off“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  3. „Inter-Cities Fairs Cup Winning Managers 1955-58 to 1970-71“. myfootballfacts.com. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2017.