შინაარსზე გადასვლა

ლუის სუარეს მირამონტესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ლუის ალბერტო სუარეს დიასი.
ლუის სუარესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუის სუარეს მირამონტესი
დაბადების
თარიღი
2 მაისი, 1935
დაბადების
ადგილი
ლა-კორუნია, გალისია,
ესპანეთი[1]
გარდაცვალების
თარიღი
9 ივლისი, 2023 (88 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მილანი, იტალია
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
პერსენვერანსია
1949–1953 ფაბრილი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1953–1954 დეპორტივო ლა-კორუნია 17 (3)
1954–1955 ესპანია ინდუსტრიალი 21 (6)
1955–1961 ბარსელონა 122 (61)
1961–1970 ინტერი მილანი 256 (42)
1970–1973 სამპდორია 63 (9)
სულ 458 (115)
ეროვნული ნაკრები
1957–1972 ესპანეთი 32 (14)
სამწვრთნელო კარიერა
1975 ინტერი მილანი
1975 სამპდორია
1975–1976 სპალი
1976–1977 კომო
1977–1978 კალიარი
1978–1979 დეპორტივო ლა-კორუნია
1980–1988 ესპანეთი 21 წლ.
1988–1991 ესპანეთი
1992 ინტერი მილანი
1994 ალბასეტე
1995 ინტერი მილანი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ლუის სუარეს მირამონტესი (ესპ. Luis Suárez Miramontes; დ. 2 მაისი, 1935, ლა-კორუნია, გალისია, ესპანეთი — გ. 9 ივლისი, 2023, მილანი, იტალია) — ესპანელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე ესპანურ და იტალიურ კლუბებში და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. 1960 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. 1964 წლის ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ესპანელ ფეხბურთელად.[2] 1960 წელს სუარესი გახდა პირველი და ერთადერთი ესპანელი ფეხბურთელი, რომელსაც ოქროს ბურთი გადაეცა.[3]

ფეხბურთელის კარიერის მსგავსად, სამწვრთნელო კარიერაც იტალიურ და ესპანურ კლუბებში გაატარა, წვრთნიდა ასევე ესპანეთის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს. 1960 წელს ლუის სუარესი France Football-ის ვერსიით გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი და გადაეცა ოქროს ბურთი, ამის გარდა კიდევ ორჯერ, 1961 და 1964 წლებში მეორე, ხოლო 1965 წელს მესამე პოზიცია დაიკავა. სუარესი ინდივიდუალური ტიტულების რაოდენობით საუკეთესოა ესპანეთის ნაკრების ფეხურთელთაგან ალფრედო დი სტეფანოს შემდეგ. IFFHS-ის მიხედვით, ლუის სუარესი მე-20 საუკუნის ევროპის საუკეთესო მოთამაშეებს შორის 50-ე ადგილზე და მე-20 საუკუნის ესპანეთის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მე-5 ადგილზე დასახელდა.


1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 74-ე ადგილზე დასახელდა.[4] Guerin Sportivo-ს მიხედვით მე-20 საუკუნის საუკეთესო მოთამაშეებს შორის 46-ე ადგილზე დასახელდა.[5]

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ესპანეთი
1957 6 4
1958 3 2
1959 5 5
1960 7 3
1961 1 0
1962 2 0
1963 1 0
1964 2 0
1965 2 0
1966 2 0
1967 0 0
1968 0 0
1969 0 0
1970 0 0
1971 0 0
1972 1 0
ჯამში 32 14
ბარსელონა
იტალიის დროშა ინტერი მილანი
ესპანეთი
  • ოქროს ბურთი: 1960
    • ვერცხლის ბურთი: 1961, 1964
    • ბრინჯაოს ბურთი: 1965
  • ერიკ ბატის მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეული: 1963, 1964, 1965[13]
  • FUWO-ს ევროპის წლის გუნდი: 1965[14]
  • ევროპის ერთა თასის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1964
  • Golden Foot: 2008, როგორც ფეხბურთის ლეგენდა[15]
  • Marca-ს ლეგენდა: 2016[16]
  • სპორტული დამსახურების სამეფო ორდენი: 2001[17][18]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AFS · AS.com · BDFA · BDFutbol · ESPNFC.com · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Football Italia · Kicker.de · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerway · Sports.ru · Sport-express.ru · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA