შავი ერნანდესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩავი ერნანდესი)
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ხავიერ ერნანდესი.
შავი ერნანდესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
შავიერ ერნანდეს ი კრეუსი
დაბადების
თარიღი
25 იანვარი, 1980 (1980-01-25) (44 წლის)
დაბადების
ადგილი
ტერასა, ესპანეთი
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
(მთავარი მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
1991–1997 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1997–2000 ბარსელონა B 61 (4)
1998–2015 ბარსელონა 505 (58)
2015–2019 ალ სადი 82 (21)
ეროვნული ნაკრები
2000–2014 ესპანეთი 133 (13)
1998–2013 კატალონია 12 (2)
სამწვრთნელო კარიერა
2019–2021 ალ სადი
2021– ბარსელონა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 იანვარი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 იანვარი, 2019

შავიერ „შავი“ ერნანდეს ი კრეუსი[1] (კატ. Xavier "Xavi" Hernández i Creus [ˈʃaβi]; დ. 25 იანვარი, 1980, ტერასა, კატალონია, ესპანეთი) — ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კატალონიის „ბარსელონის“ მთავარი მწვრთნელი.

შავი არის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, საკლუბო და სანაკრებო დონეზე ერთხელ მაინც მოგებული აქვს თითქმის ყველა ის ტურნირი სადაც უთამაშია, „ბარსელონას“ რიგებში: ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი. ესპანეთის ნაკრების რიგებში კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები. ასევე უამრავი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მფლობელია და თავისი თანამედროვეობის მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებლად ითვლებოდა.

საფეხბურთო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავიერ ერნანდესმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა “კამპ ნოუზე” გაატარა. იგი კატალონიურ კლუბში 11 წლის მივიდა და მას შემდეგ მისი პროგრესი ყოველთვის შესამჩნევი იყო. ამის წყალობით, 1997–1998 წლების სეზონში შავი ახალგაზრდული გუნდიდან “ბარსელონა ბ”-ში გადავიდა.

“ბარსა ბ”-ში შავი ჟორდი გონსალვოს გუნდის ტვინად იქცა და თანაგუნდელებთან ერთად მეორე დივიზიონამდე აღზევდა. შავის ოცნება, ეთამაშა „ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში, რეალობად გადაიქცა 1998 წლის 18 აგვისტოს, როდესაც მისი გუნდი ესპანეთის თასზე „მალიორკას“ დაუპირისპირდა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე თავიდანვე გამოვიდა და მწვრთნელს იმედები არ გაუცრუა, გაიტანა რა გოლი სადებიუტო შეხვედრაში. შავიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1998–1999 წლებში “ბარსელონას” მიერ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში.

შავი ასრულებს საჯარიმო დარტყმას ესპანეთი - ინგლისის ამხანაგური შეხვედრისას.

1999–2000 წლების სეზონში შავის ამჟამინდელმა მწვრთნელმა და მაშინდელმა თანაგუნდელმა, პეპ გვარდიოლამ, სერიოზული ტრავმა მიიღო და ერნანდესსაც თავის გამოჩენის მეტი შანსი მიეცა. ხოლო მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ იტალიას მიაშურა, შავი „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.

შავი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ლუი ვან გაალის, კარლოს რექსაჩის, ფრანკ რეიკარდის დროს და გვარდიოლას მწვრთნელობის ქვეშაც, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს. თავისი სტაბილური ასპარეზობის წყალობით, შავიმ კლუბში 300 შეხვედრის ჩატარება უკვე 25 წლის ასაკში მოახერხა. 2004–2005 წლების ტრიუმფალურ სეზონში შავი რეიკარდის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ითამაშა რა ესპანეთის ლა ლიგაში 38 ტურში 36 შეხვედრა.

შავი კატალონია - არგენტინის ამხანაგური შეხვედრისას.

თუმცა კატალონიელი ნახევარმცველის ცხოვრებაში რთული პერიოდებიც იყო. მას არასდროს დაავიწყდება 2005 წლის 2 დეკემბერი, როდესაც ლა მასიაზე გამართული მორიგი ვარჯიშის დროს მარცხენა ფეხის მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და იძულებული იყო ფეხბურთს ხუთი თვით ჩამოშორებოდა. მოედანზე კვლავ გამოსვლა შავიმ 2006 წლის 29 აპრილს მოახერხა, ხოლო სულ მალე მისმა გუნდმა როგორც ესპანეთში, ასევე ევროპაში პირველობა იზეიმა. 2006 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება მას სათადარიგო სკამიდან მოუხდა მუხლის ტრავმის გამო.

შავი ბარსელონა - რეალ მადრიდის შეხვედრისას.

რეიკარდის ერის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში შავი გუნდში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფეხბურთელი იყო. 2007-08 წლების სეზონში კი პირადი რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა ესპანეთის ჩემპიონატში 7 გოლი, რითიც წინა სარეკორდო მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა.

გუნდში გვარდიოლას მწვრთნელად მოსვლის პირველივე სეზონში კი შავიმ ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, გაიტანა რა 10 გოლი 54 შეხვედრაში. ანდრეს ინიესტასთან ერთად, 2008-09 წლების სეზონში მან მოედნის ცენტრში შექმნა ტანდემი, რომელმაც გუნდისთვის სამი ტიტულის მოტანაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება 2009 და 2011 წლებში კიდევ მოახერხა. ის ითვლება ტიკი-ტაკას სტილის ერთ-ერთ სულისჩამდგმელ ფეხბურთელად. შავიმ „ბარსელონაში“ 700 მატჩზე მეტი ჩაატარა, გაიტანა 82 გოლი და გააკეთა 180 საგოლე პასი. შავი „ბარსელონას“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 150 საერთაშორისო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

2015 წლის ჩემპიონთა ლიგის 2015 წლის სეზონის ფინალის შენდეგ შავიმ „ბარსელონა“ დატოვა და 2-წლიან კონტრაქტი გააფორმა ყატარულ „ალ-სადთან.“[2]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად შავიმ მსოფლიოს 2002 და 2006 წლების ჩემპიონატზე ითამაშა. წარუმატებელი ევრო 2004 შემდეგ 2008 წელს კი, ამავე ტურნირზე ტრიუმფალურად გამოვიდა. შავი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ესპანეთმა კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ზუსტად ორ წელიწადში კი შავი და ესპანეთის ნაკრები უკვე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამართულ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამჯერადაც შავი ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნიეს. ევრო 2012 შავისა და ესპანეთის ნაკრებისთვის ზედიზედ მესამე მოგებული ჩემპიონატი იყო.

სათამაშო სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავი არის ფეხბურთელი, რომელიც ძალზე კარგად ხედავს მოედანს და მოქმედებს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე. “ბარსელონას” ასაკობრივ გუნდებში შავი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ თავისი თვისებები პლეიმეიკერად თამაშის დროსაც შესანიშნავად წარმოაჩინა. შავის შეუძლია თავდამსხმელების ისეთი გადცემებით მომარაგება, როგორც არავის. იგი ასევე შესანიშნავად ფლობს ბურთს. “ბარსას” მეექვსე ნომერს არც დაცვითი ფუნქციების შესრულება და ბურთისთვის ბრძოლა გამოსდის ცუდად.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელობისას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა ბარსელონა:(25)

კატარის დროშა ალ სადი: (4)

  • ყატარის ვარსკვლავთა ლიგა (1): 2018–19
  • ყატარის თასი (1): 2017
  • ყატარის სუპერთასი (1): 2017
  • ყატარის ემირის თასი (1): 2017

ესპანეთის დროშა ესპანეთის ეროვნული ნაკრები:(3)

მწვრთნელობისას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატარის დროშა ალ სადი: (7)

  • ყატარის ვარსკვლავთა ლიგა (1): 2020–21
  • ყატარის თასი (2): 2020, 2021
  • ყატარის სუპერთასი (1): 2019
  • ყატარის ემირის თასი (2): 2020, 2021
  • ყატარის ვარსკვლავთა თასი (1): 2019–20

ესპანეთის დროშა ბარსელონა:(2)

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. IPA ტრანსკრიფცია კატალანური ენისთვის (ქართულ მასმედიაში ხშირად მოიხსენიებენ სახელის ესპანური ფორმით, როგორც ჩავი ან არასწორი ფორმით ხავი)
  2. Xavi to leave Barcelona for Qatar (ინგლისური)