უეფა-ს სუპერთასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უეფა-ს სუპერთასი
UEFA Super Cup 2013.png
დაარსდა 1972
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 2
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა „ბარსელონა“
იტალიის დროშა „მილანი“
(5-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული ესპანეთის დროშა „რეალ მადრიდი“ (3-ჯერ)
ვებ-საიტი ოფიციალური

უეფა-ს სუპერთასი (ინგლ. UEFA Super Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ატარებს უეფა. თამაშში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და უეფა-ს ევროპის ლიგის გამარჯვებულები მონაწილეობენ. როგორც წესი, მატჩი ტარდება აგვისტოში, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ.

1972–99 წლებში, სუპერთასს ჩემპიონთა თასისა/ლიგისა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულები ეცილებოდნენ ერთმანეთს. თასების მფლობელთა თასის გაუქმების შემდეგ ის უეფა-ს თასმა შეცვალა, რომელსაც 2009 წელს უეფა-ს ევროპის ლიგა ეწოდა. ამასთანავე, 1998 წლამდე სუპერთასი 2 მატჩად იმართებოდა, ორივე მონაწილე გუნდის მოედანზე; 1998 წლიდან შეხვედრა წინასწარ გამოცხადებულ არენაზე ტარდება.

გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბები არიან „ბარსელონა“ და „მილანი“. ორივე კლუბს სუპერთასი ხუთჯერ აქვს მოგებული. სულ უეფა-ს სუპერთასი 24 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული.[1] მოქმედი გამარჯვებულია „რეალ მადრიდი“.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუპერთასის ჩატარების იდეა ჰოლანდიელ სპორტულ ჟურნალისტ ანტონ ვიტკამპს დაებადა. ამ დროს ევროპაში „ტოტალური ფეხბურთი“ დომინირებდა, ევროტურნირების მთავარ ფავორიტებად კი ჰოლანდიური კლუბები მიიჩნეოდნენ. მისი მიზანი იყო გაერკვია, თუ რომელი იყო რეალურად ევროპის საუკეთესო კლუბი და კიდევ უფრო გამოეცადა ამსტერდამის აიაქსის შესაძლებლობები, რომელსაც იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი ლიდერობდა.

1972 წელს ვიტკამპმა თავისი იდეა აიაქსის ხელმძღვანელობას გააცნო. ხელმძღვანელობამ ეს იდეა მოიწონა და ერთად ციურიხს ეწვივნენ, სადაც უეფას-გან გათამაშებისათვის ოფიციალური სახის მიცემა მოითხოვეს. ამ ეტაპზე ორგანიზაციამ უარი თქვა და სწორედ ამიტომ, 1972 წლის შეხვედრა აიაქსსა და რეინჯერსს შორის, არაოფიციალურად მიიჩნევა.

მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქვეყანა გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1972 ნიდერლანდების დროშა აიაქსი 3–1; 3–2 რეინჯერსი შოტლანდიის დროშა
1973 ნიდერლანდების დროშა აიაქსი 0–1; 6–0 მილანი იტალიის დროშა
1974 არ გათამაშდა
1975 საბჭოთა კავშირის დროშა დინამო კიევი 1–0; 2–0 ბაიერნი გერმანიის დროშა
1976 ბელგიის დროშა ანდერლეხტი 1–2; 4–1 ბაიერნი გერმანიის დროშა
1977 ინგლისის დროშა ლივერპული 1–1; 6–0 ჰამბურგი გერმანიის დროშა
1978 ბელგიის დროშა ანდერლეხტი 3–1; 1–2 ლივერპული ინგლისის დროშა
1979 ინგლისის დროშა ნოტინგემ ფორესტი 1–0; 1–1 ბარსელონა ესპანეთის დროშა
1980 ესპანეთის დროშა ვალენსია 1–2; 1–0 ნოტინგემ ფორესტი ინგლისის დროშა
1981 არ გათამაშდა
1982 ინგლისის დროშა ასტონ ვილა 0–1; 3–0 დ.დ ბარსელონა ესპანეთის დროშა
1983 შოტლანდიის დროშა აბერდინი 0–0; 2–0 ჰამბურგი გერმანიის დროშა
1984 იტალიის დროშა იუვენტუსი 2–0 ლივერპული ინგლისის დროშა
1985 არ გათამაშდა
1986 რუმინეთის დროშა სტიაუა 1–0 დინამო კიევი საბჭოთა კავშირის დროშა
1987 პორტუგალიის დროშა პორტუ 1–0; 1–0 აიაქსი ნიდერლანდების დროშა
1988 ბელგიის დროშა მეჰელენი 3–0; 0–1 პსვ ნიდერლანდების დროშა
1989 იტალიის დროშა მილანი 1–1; 1–0 ბარსელონა ესპანეთის დროშა
1990 იტალიის დროშა მილანი 1–1; 2–0 სამპდორია იტალიის დროშა
1991 ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 1–0 ცრვენა ზვეზდა იუგოსლავიის დროშა
1992 ესპანეთის დროშა ბარსელონა 1–1; 2–1 ვერდერი გერმანიის დროშა
1993 იტალიის დროშა პარმა 0–1; 2–0 დ.დ მილანი იტალიის დროშა
1994 იტალიის დროშა მილანი 0–0; 2–0 არსენალი ინგლისის დროშა
1995 ნიდერლანდების დროშა აიაქსი 1–1; 4–0 რეალ სარაგოსა ესპანეთის დროშა
1996 იტალიის დროშა იუვენტუსი 6–1; 3–1 პსჟ საფრანგეთის დროშა
1997 ესპანეთის დროშა ბარსელონა 2–0; 1–1 ბორუსია დორტმუნდი გერმანიის დროშა
1998 ინგლისის დროშა ჩელსი 1–0 რეალ მადრიდი ესპანეთის დროშა
1999 იტალიის დროშა ლაციო 1–0 მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის დროშა
2000 თურქეთის დროშა გალათასარაი 2–1 დ.დ რეალ მადრიდი ესპანეთის დროშა
2001 ინგლისის დროშა ლივერპული 3–2 ბაიერნი გერმანიის დროშა
2002 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 3–1 ფეიენოორდი ნიდერლანდების დროშა
2003 იტალიის დროშა მილანი 1–0 პორტუ პორტუგალიის დროშა
2004 ესპანეთის დროშა ვალენსია 2–1 პორტუ პორტუგალიის დროშა
2005 ინგლისის დროშა ლივერპული 3–1 დ.დ ცსკა მოსკოვი რუსეთის დროშა
2006 ესპანეთის დროშა სევილია 3–0 ბარსელონა ესპანეთის დროშა
2007 იტალიის დროშა მილანი 3–1 სევილია ესპანეთის დროშა
2008 რუსეთის დროშა ზენიტი 2–1 მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის დროშა
2009 ესპანეთის დროშა ბარსელონა 1–0 დ.დ შახტარი უკრაინის დროშა
2010 ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი 2–0 ინტერი იტალიის დროშა
2011 ესპანეთის დროშა ბარსელონა 2–0 პორტუ პორტუგალიის დროშა
2012 ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი 4–1 ჩელსი ინგლისის დროშა
2013 გერმანიის დროშა ბაიერნი 2–2 დ.დ; პენ.5–4 ჩელსი ინგლისის დროშა
2014 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 2–0 სევილია ესპანეთის დროშა
2015 ესპანეთის დროშა ბარსელონა 5–4 დ.დ სევილია ესპანეთის დროშა
2016 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 3–2 დ.დ სევილია ესპანეთის დროშა

სტატისტიკა და რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი გამარჯვებული დამარცხებული გამარჯვებული დამარცხებული
ესპანეთის დროშა ბარსელონა 5 4 1992, 1997, 2009, 2011, 2015 1979, 1982, 1989, 2006
იტალიის დროშა მილანი 5 2 1989, 1990, 1994, 2003, 2007 1973, 1993
ინგლისის დროშა ლივერპული 3 2 1977, 2001, 2005 1978, 1984
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 3 2 2002, 2014, 2016 1998, 2000
ნიდერლანდების დროშა აიაქსი 2 1 1973, 1995 1987
ბელგიის დროშა ანდერლეხტი 2 0 1976, 1978
ესპანეთის დროშა ვალენსია 2 0 1980, 2004
იტალიის დროშა იუვენტუსი 2 0 1984, 1996
ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი 2 0 2010, 2012
ესპანეთის დროშა სევილია 1 4 2006 2007, 2014, 2015, 2016
პორტუგალიის დროშა პორტუ 1 3 1987 2003, 2004, 2011
გერმანიის დროშა ბაიერნი 1 3 2013 1975, 1976, 2001
ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 1 2 1991 1999, 2008
ინგლისის დროშა ჩელსი 1 2 1998 2012, 2013
საბჭოთა კავშირის დროშა დინამო კიევი 1 1 1975 1986
ინგლისის დროშა ნოტინგემ ფორესტი 1 1 1979 1980
ინგლისის დროშა ასტონ ვილა 1 0 1982
შოტლანდიის დროშა აბერდინი 1 0 1983
რუმინეთის დროშა სტიაუა 1 0 1986
ბელგიის დროშა მეჰელენი 1 0 1988
იტალიის დროშა პარმა 1 0 1993
იტალიის დროშა ლაციო 1 0 1999
თურქეთის დროშა გალათასარაი 1 0 2000
რუსეთის დროშა ზენიტი 1 0 2008
გერმანიის დროშა ჰამბურგი 0 2 1977, 1983
შოტლანდიის დროშა რეინჯერსი 0 1 1972
ნიდერლანდების დროშა პსვ 0 1 1988
იტალიის დროშა სამპდორია 0 1 1990
იუგოსლავიის დროშა ცრვენა ზვეზდა 0 1 1991
გერმანიის დროშა ვერდერი 0 1 1992
ინგლისის დროშა არსენალი 0 1 1994
ესპანეთის დროშა რეალ სარაგოსა 0 1 1995
საფრანგეთის დროშა პსჟ 0 1 1996
გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი 0 1 1997
ნიდერლანდების დროშა ფეიენორდი 0 1 2002
რუსეთის დროშა ცსკა მოსკოვი 0 1 2005
უკრაინის დროშა შახტარი 0 1 2009
იტალიის დროშა ინტერი 0 1 2010

ქვეყნების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 13-ჯერ მოახერხეს უეფა-ს სუპერთასის აღება და 11-ჯერ დამარცხდნენ. სულ 12 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს უეფა-ს სუპერთასის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული ფინალისტი
ესპანეთის დროშა ესპანეთი 13 11
იტალიის დროშა იტალია 9 4
ინგლისის დროშა ინგლისი 7 8
ბელგიის დროშა ბელგია 3 0
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 2 3
გერმანიის დროშა გერმანია 1 7
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 1 3
რუსეთის დროშა რუსეთი 1 1
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 1 1
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 1 1
რუმინეთის დროშა რუმინეთი 1 0
თურქეთის დროშა თურქეთი 1 0
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 0 1
უკრაინის დროშა უკრაინა 0 1
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 0 1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cup history. უეფა-ს ოფიციალური საიტი.
  2. Carvajal wonder goal wins Super Cup for Madrid. უეფა-ს ოფიციალური საიტი.