შინაარსზე გადასვლა

სესკ ფაბრეგასი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სესკ ფაბრეგასი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფრანსესკ ფაბრეგას სოლერი
დაბადების
თარიღი
4 მაისი, 1987 (1987-05-04) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
არენის დე მარი,
კატალონია, ესპანეთი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კომო
(მთავარი მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
1995–1997 მატარო
1997–2003 ბარსელონა
2003 არსენალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2011 არსენალი 212 (35)
2011–2014 ბარსელონა 96 (28)
2014–2019 ჩელსი 138 (15)
2019–2022 მონაკო 54 (3)
2022–2023 კომო 17 (0)
ეროვნული ნაკრები
2002–2003 ესპანეთი 16 8 (0)
2003–2004 ესპანეთი 17 14 (7)
2005 ესპანეთი 20 5 (0)
2004–2005 ესპანეთი 21 12 (8)
2006–2016 ესპანეთი 110 (15)
2004 კატალონია 3 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2024– კომო
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ფრანსესკ „სესკ“ ფაბრეგასი (კატ. Francesc Fàbregas i Soler; დ. 4 მაისი, 1987, არენის-დე-მარი, კატალონია, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2008–2012 წლების ევროპის ორგზის ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2024 წლიდან იტალიური „კომოს“ მთავარი მწვრთნელი.[1]

„არსენალში“ გადასვლამდე ფაბრეგასმა 17 წლამდე ნაკრებების ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც არაერთხელ გამოიჩინა თავი - „ადიდასისა“ და ტურნირის ოქროს ბუცები მოიგო, როგორც ბომბარდირმა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, მისმა ნაკრებმა კი მეორე ადგილი დაიკავა ბრაზილიელთა შემდეგ.

კლუბში სესკის დებიუტი ლიგის თასის თამაშში შედგა „როტერჰემ იუნაიტედთან“; ამ გამოსვლით იგი ასევე „არსენალის“ ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. იმ მატჩშიც სესკს მოედანი უშედეგოდ არ დაუტოვებია - ზუსტად შეასრულა თავისი დარტყმა პენალტების სერიაში. ამის შემდეგ, ლიგის თასის მოგვიანებით ეტაპზე მან თამაშიდანაც გაიტანა „ვულვერჰემპტონთან“. ფაბრეგასს 2004-2005 სეზონამდე არ დაუწყია ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად გამოსვლა - პირველი შემთხვევა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაფიქსირდა ინგლისის სუპერთასის მატჩში, ამას კი მიყოლებით ოთხი გამოსვლა მოჰყვა პრემიერლიგის შეხვედრებში „ევერტონთან“, „მიდლსბროსთან“, „ბლექბერნთან“ და „ნორიჯთან“. ფრანსესკმა ბევრი გააკვირვა ამ თამაშებში („ბლექბერნთან“ მან გოლიც გაიტანა), შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაშიც გამოიჩინა თავი „როსენბორგთან“ გატანილი გოლით.

ამას ლონდონელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მოჰყვა, რომლის თანახმადაც სესკი „არსენალის“ საკუთრება იყო 2011 წლამდე. გუნდიდან პატრიკ ვიეირას წასვლის შემდეგ ესპანელმა მყარი ადგილი მოიპოვა ნახევარდაცვაში და 2005-2006 სეზონის დასაწყისიდანვე ხშირად გამოდიოდა ძირითადში; სესკს არც გოლების შეგდება დავიწყებია - გაუტანა „ბლექბერნსა“ და „ფულემს“ პრემიერლიგაში, თუმცა ყველაზე მეტად შესამჩნევი მისი თამაში ჩემპიონთა ლიგაში იყო - ჯერ „რეალ მადრიდთან“, შემდეგ კი „იუვენტუსთან“ ნახევარფინალში, სადაც ფაბრეგასი საგოლე პასისა და გოლის ავტორი იყო - მან და ტიერი ანრიმ ორჯერ გაითამაშეს საგოლე კომბინაცია, როდესაც ჯერ ფრანგმა გაატანინა ფრანსესკს, შემდეგ კი როლები გაცვალეს და უკვე სესკი იყო ანრის ასისტენტი.

ნაკრებში ფაბრეგასმა პირველი თამაში 2006 წლის 1 მარტს ჩაატარა, როდესაც დავიდ ვილიამ სწორედ მისი პასით გაუტანა კოტ დ'ივუარს.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ესპანეთი
ესპანეთის დროშა
2006 14 0
2007 8 0
2008 15 1
2009 10 4
2010 11 1
2011 4 2
2012 13 3
2013 11 2
2014 8 0
2015 7 1
2016 9 1
ჯამში 110 15

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]