სანდრო როსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანდრო როსელი
სანდრო როსელი
„ბარსელონის“ 39-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ივლისი, 2010 – 23 იანვარი, 2014
წინამორბედიხოან ლაპორტა
მემკვიდრეხოსეპ ბართომეუ

დაბადებული6 მარტი, 1964 (1964-03-06) (54 წლის)
ბარსელონა, ესპანეთი
მოქალაქეობაესპანეთი ესპანეთის დროშა ესპანეთი
პროფესიამეწარმე, ბიზნესმენი

ალეხანდრე „სანდრო“ როსელ ფელიუ (ესპ. Alejandre Rosell Feliu; დ. 6 მარტი, 1964, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი მეწარმე, ბიზნესმენი, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ 39-ე პრეზიდენტი 2010-2014 წლებში.

2003-2004 წლებში იყო მისი წინამორბედის, ხოან ლაპორტას მთავარი მრჩეველი სატრანსფერო საკითხებში, სანდროს უდიდესი მიღწევა ამ პოსტზე რონალდინიოს გუნდში მოყვანა იყო. 2005 წელს როსელი გახდა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა მალევე მოუწია თანამდებობის დატოვება ლაპორტასთან კონფლიქტის გამო. 2010 წლის ივლისში „ბარსელონის“ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 60%-მა მხარი სწორედ სანდრო როსელს დაუჭირა. მისმა პრეზიდენტობამ თითქმის 4 წლამდე გასტანა. 2014 წლის იანვარში როსელი პოსტიდან გადადგა სამართალდამცავებთან არსებული პრობლემების გამო. კატალონიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ნეიმარის „ბარსელონაში“ ტრანსფერთან დაკავშირებით. ეს საქმე დღემდე აღძრულია მის წინააღმდეგ.

სანდრო როსელი 2017 წლის 23 მაისს ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს, სასჯელს დღემდე იხდის ქალაქ ბარსელონის მთავარ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„ბარსელონის“ ტიტულები მისი პრეზიდენტობის პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსელის შეძენილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რანგი მოთამაშე ყოფილი კლუბი სატრანსფერო ფასი წელი
1. ბრაზილიის დროშა ნეიმარი ბრაზილიის დროშა სანტოსი
57,000,000 ევრო
2013
2. ესპანეთის დროშა სესკ ფაბრეგასი ინგლისის დროშა არსენალი
34,000,000 ევრო
2011
3. ჩილეს დროშა ალექსის სანჩესი იტალიის დროშა უდინეზე
26,000,000 ევრო
2011
4. არგენტინის დროშა ხავიერ მასკერანო ინგლისის დროშა ლივერპული
26,000,000 ევრო
2010
5. კამერუნის დროშა ალექს სონგი ინგლისის დროშა არსენალი
19,000,000 ევრო
2012
6. ესპანეთის დროშა ხორდი ალბა ესპანეთის დროშა ვალენსია
14,000,000 ევრო
2012
7. ბრაზილიის დროშა ადრიანო კორეია ესპანეთის დროშა სევილია
13,500,000 ევრო
2010
8. ნიდერლანდების დროშა იბრაჰიმ აფელაი ნიდერლანდების დროშა პსვ ეინდჰოვენი
3,000,000 ევრო
2010

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]