სან-პაულუ (საფეხბურთო კლუბი)
![]() | |||
სრული სახელი | São Paulo Futebol Clube | ||
---|---|---|---|
მეტსახელი |
სამფეროვნები (პორტ. Tricolor) | ||
დაარსდა | 25 იანვარი, 1930 | ||
სტადიონი |
მორუმბი სან-პაულუ, ბრაზილია (ტევადობა: 72 039) | ||
პრეზიდენტი |
![]() | ||
ლიგა |
ბრაზილიის სერია A პაულისტას ჩემპიონატი | ||
2024 2024 |
ბრაზილიის სერია A, მე-6 პაულისტას ჩემპიონატი, მე-5 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|


სან-პაულუ (პორტ. São Paulo Futebol Clube) — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სან-პაულუდან. ჩამოყალიბდა 1930 წლის 25 იანვარს. ასპარეზობს პაულისტას ჩემპიონატსა და ბრაზილიის სერია A-ში. „ფლამენგოსა“ და „კორინთიანსის“ შემდეგ ითვლება მესამე ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო კლუბად ბრაზილიაში. „კორინთიანსთან“, „პალმეირასთან“ და „სანტოსთან“ ერთად შედის სან-პაულუს შტატის ტრადიციული საფეხბურთო გრანდების ოთხეულში. ბრაზილიის ექვსგზის და სან-პაულუს შტატის 21-გზის ჩემპიონი.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩამოყალიბდა 1930 წლის 25 იანვარს სან-პაულუ და ფლორესტას (პორტ. São Paulo da Floresta) სახელწოდებით — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბების — სან-პაულუს შტატის 11-გზის ჩემპიონის, პაულისტანოს (პორტ. Club Athletico Paulistano) და სან-პაულუს შტატის სამგზის ჩემპიონის, ატლეტიკო პალმეირასის (პორტ. Associação Atlética das Palmeiras) გაერთიანების შედეგად. ამჟამინდელი სახელწოდებით კლუბი 1935 წლიდან ასპარეზობს. კლუბის „ოქროს ხანად“ ითვლება 1980-იანების მეორე და 1990-იანების პირველი ნახევარი, როდესაც „სან-პაულუმ“ ორჯერ (1986, 1991) მოიპოვა ბრაზილიის ჩემპიონის ტიტული, ასევე ორ-ორჯერ ლიბერტადორესის თასის (1992, 1993), საკონტინენტთაშორისო თასისა (1992, 1993) და სამხრეთ ამერიკის რეკოპას (1993, 1994) მფლობელი გახდა. ამას გარდა თითოჯერ სამხრეთ ამერიკის სუპერთასსა (1993) და კონმებოლის თასს დაეუფლა (1994).
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩემპიონი (6): 1977, 1986, 1991, 2006, 2007, 2008
- ვიცე-ჩემპიონი (6): 1971, 1973, 1981, 1989, 1990, 2014
- ბრინჯაოს პრიზიორი (3): 2003, 2004, 2009
- ჩემპიონი (21): 1931, 1943, 1945, 1946, 1948, 1949, 1953, 1957, 1970, 1971, 1975, 1980, 1981, 1985, 1987, 1989, 1991, 1992, 1998, 2000, 2005
- თასის მფლობელი (3): 1980, 2006, 2007
- ჩემპიონი (3): 1932, 1940, 1945
- ჩემპიონი (1): 2002
- ჩემპიონი: 2001
- თასის მფლობელი (11): 1931, 1943, 1945, 1946, 1948, 1953, 1957, 1975, 1980, 1985, 1987
- ჩემპიონი (1): 2005
- თასის მფლობელი (2): 1992, 1993
- თასის მფლობელი (3): 1992, 1993, 2005
- თასის მფლობელი (1): 2012
- თასის მფლობელი (1): 1994
- თასის მფლობელი (1): 1993
- თასის მფლობელი (2): 1993, 1994
- თასის მფლობელი (1): 1996
ცნობილი ფეხბურთელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუიზინიო (1930–1934, 1941–1946) [2][3]
ტეიშერინია (1938–1956) [4][3]
ჟინუ ორლანდუ (1952–1963) [5][3][6]
დიდი (1964, 1966)
ჟერსონი (1972–1974)
ვალდირ პერესი (1973–1984)
სერჟინიო შულაპა (1973–1984) [7][3][6]
ჟოზე ოსკარ ბერნარდი (1980–1987)
კარეკა (1983–1987)
მიულერი (1984–1988, 1991–1994, 1996) [8][3]
პაულო რობერტო ფალკაო (1985–1986)
კაფუ (1989–1994)
ლეონარდო (1990–1991, 1993–1994, 2001)
ფრანსა (1996–2002) [9][3]
ლუის ფაბიანუ (2001–2004) [10][3]
კაკა (2001–2003, 2014)
ერნანესი (2005–2010, 2017, 2019–)
ოსკარი (2008–2010)
კაზემირო (2010–2013)
რივალდო (2011)
ალვარო პერეირა (2014)
ალეშანდრე პატო (2014–2015, 2019–)
ნენე (2018–2019)
დანიელ ალვესი (2019–)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Instagram · Facebook · Twitter |
ESPN · GloboEsporte.com · Soccerway · SPFCpédia · Transfermarkt · WorldFootball.net |
ენციკლოპედია ბრიტანიკა |
YouTube |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ranking CONMEBOL Libertadores para la edición 2020 დაარქივებული 2020-02-05 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 5 თებერვალი, 2020.
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ლუის მესკიტა დე ოლივეირას (პორტ. Luís Mesquita de Oliveira) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეექვსე ადგილი უკავია (173 გოლი 263 შეხვედრაში).
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 ATLETAS COM MAIS GOLS PELO SÃO PAULO FUTEBOL CLUBE DE MODO GERAL. SPFCpédia: A Enciclopédia Tricolor. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ტეიშერინიას (პორტ. Teixerinha) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეოთხე ადგილი უკავია (188 გოლი 525 შეხვედრაში).
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ჟინუ ორლანდუს (პორტ. Gino Orlando) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილი უკავია (233 გოლი 453 შეხვედრაში).
- ↑ 6.0 6.1 Segundo maior artilheiro do clube, Gino Orlando completaria 85 anos. Michael Serra e Érico Leonan. São Paulo Futebol Clube. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-15. ციტატა: „Com 233 gols em 453 jogos, centroavante escreveu o seu nome na história do São Paulo // Um dos maiores goleadores na história do São Paulo, o ex-atacante Gino Orlando completaria 85 anos de idade nesta quarta-feira (3). Com 233 gols em 453 jogos, o centroavante marcou época no Tricolor e participou das conquistas dos Campeonatos Paulistas de 1953 e 1957. O ex-jogador, que faleceu no dia 24 de abril de 2003 na capital paulista, era daqueles centroavantes que na década de 50/60 eram chamados de 'tanque'. Ficavam na frente à espera de um bom passe, um bom cruzamento ou uma boa bobeada da defesa inimiga para mandar a bola às redes, sem piedade. Não era técnico, mas brigador, voluntarioso, forte, amedrontador até. Assim, infernizou as defesas adversárias e se tornou o segundo maior artilheiro do clube, atrás apenas de Serginho Chulapa, que anotou 242 gols.“ ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2020.
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით სერჟინიო შულაპას (პორტ. Serginho Chulapa) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის პირველი ადგილი უკავია (242 გოლი 399 შეხვედრაში).
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ლუის ანტონიო კორეა და კოსტას (პორტ. Luís Antônio Corrêa da Costa; ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც მიულერი) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეშვიდე ადგილი უკავია (160 გოლი 387 შეხვედრაში).
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ფრანსას (პორტ. França) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეხუთე ადგილი უკავია (182 გოლი 327 შეხვედრაში).
- ↑ 2020 წლის 19 მაისისთვის არსებული კლუბის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ლუის ფაბიანუს (პორტ. Luís Fabiano Clemente) „სან-პაულუს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მესამე ადგილი უკავია (212 გოლი 352 შეხვედრაში).