რეალ სოსიედადი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეალ სოსიედადი
რეალ სოსიედადის ლოგო.svg
სრული სახელი Real Sociedad de Fútbol, S.A.D.
მეტსახელი სამეფო (ბას. Erreala)
თეთრ-ლურჯები (ბას. Txuri-urdinak)
დაარსდა 10 მაისი, 1909
სტადიონი ანოეტა
სან-სებასტიანი, ესპანეთი
(ტევადობა: 32,200 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხოკინ აპერიბაი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ეუსებიო საკრისტანი
კაპიტანი ესპანეთის დროშა ჩაბი პრიეტო
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2015-16 მე-9 ადგილი
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„რეალ სოსიედადი“ (ესპ. Real Sociedad de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სან-სებასტიანიდან. დაარსდა 1909 წლის 7 სექტემბერს და იყო პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი კლუბი 1928 წელს.

სამჯერ ითამაშა ევროპის მთავარ საფეხბურთო ტურნირში, 1981-82 წლების სეზონში „რეალ სოსიედადი“ პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას. მომდევნო სეზონში კი ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც გერმანულ „ჰამბურგთან“ დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგის 2003-04 წლების სეზონში კი მიაღწია მერვედფინალს.

2006-07 წლების სეზონში, ეროვნულ ჩემპიონატში, სოსიედადმა დაიკავა მე-19 ადგილი და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა, სადაც მომდევნო 3 სეზონის მანძილზე თამაშობდა. 2009-10 წლების სეზონში კლუბმა მოიგო სეგუნდა დივიზიონი და დაუბრუნდა პრიმერა დივიზიონს. 2011-12 წლების სეზონში, „რეალ სოსიედადმა“ დაიკავა მე-12 ადგილი, 2012-13 წლების სეზონში გავიდა მე-4 ადგილზე ჩემპიონატში და 2013-14 წლის სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა. ამ წარმატებული სეზონის შემდეგ „სოსიედადის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპ მონტანიემ კლუბი დატოვა და ფრანგულ „რენში“ წავიდა სამუშაოდ.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩემპიონი (2): 1980/81, 1981/82
გამარჯვებული (2): 1909. 1986/97
გამარჯვებული (1): 1982
ჩემპიონი (3): 1948/49, 1966/67, 2009/10

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[1]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 არგენტინის დროშა მეკარე ხერონიმო რული
2 ესპანეთის დროშა მცველი კარლოს მარტინესი
3 ესპანეთის დროშა მცველი მიკელ გონსალესი
4 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ასიერ ილიარამენდი
5 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი მარკელ ბერგარა
6 ესპანეთის დროშა მცველი ინიგო მარტინესი
7 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი ხუანმი
8 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ესტებან გრანერო
9 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი იმანოლ აგირეჩე
10 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ხაბი პრიეტო (კაპიტანი)
11 მექსიკის დროშა თავდამსხმელი კარლოს ველა
13 ბრაზილიის დროშა თავდამსხმელი ვილიან ჟოზე
ნომერი პოზიცია მოთამაშე
13 ესპანეთის დროშა მეკარე ანდერ ბარდახი
15 ესპანეთის დროშა მცველი არიც ელუსტონდო
16 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი სერხიო კანალესი
17 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი დავიდ სურუტუსა
18 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი მიკელ ოიარსაბალი
19 ესპანეთის დროშა მცველი იური ბერჩიჩე
20 ესპანეთის დროშა მცველი ხოსება სალდუა
22 ესპანეთის დროშა მცველი რაულ ნავასი
23 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ხონ გასტანიაგა
24 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი დავიდ კონჩა
25 ესპანეთის დროშა მეკარე ტონიო რამირესი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]