საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია
დაარსების თარიღი 7 აპრილი, 1919
ტიპი საფეხბურთო ორგანიზაცია
შტაბბინა პარიზი, საფრანგეთი
fff.fr


საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია (ფრანგ. Fédération Française de Football) — საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ფეხბურთს საფრანგეთში, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე და მონაკოში. დაარსდა 1919 წელს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ეწყობა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატები (ლიგა 1, ლიგა 2, საფრანგეთის საფეხბურთო თასი, საფრანგეთის ლიგის თასი). იგი ასევე აკონტროლებს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ძირითადი ფუნქციები:

  • ფეხბურთის განვითარება, კონტროლი და მონიტორინგი საფრანგეთში და მის ზღვისიქითა ტერიტორიებზე.
  • მის ცალკეულ წევრებს შორის ურთიერთობების გაღრმავება.
  • ფრანგული ფეხბურთის მატერიალური და მორალური ინტერესების დაცვა.
  • ურთიერთობა ფიფა-სთან დაკავშირებულ უცხოურ საფეხბურთო ორგანიზაციებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]