გირვანქა სტერლინგი
| გირვანქა სტერლინგი ინგლ. Pound sterling ირლ. Punt steirling შოტ.-გელ. Punnd Sasannach უელს. Punt sterling | |
|---|---|
| კოდი ISO 4217 | GBP |
| ოფიციალური მომხმარებლები |
თარგი:ქვეყნის მონაცემები სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები |
| არაოფიციალური მომხმარებლები |
|
| შედგება | 100 პენისაგან |
| სიმბოლო | £ |
| მონეტები | 1, 2, 5, 10, 20, 25, 50 პენი, 1, 2, 5 გირვანქა სტერლინგი |
| ბანკნოტები | 1, 5, 10, 20, 50, 100 გირვანქა სტერლინგი |
| ცენტრალური ბანკი | ინგლისის ბანკი |
| საიტი | [1] |
| გაცვლითი კურსი (11 ნოემბერი 2009 თვის) | |
| 1 USD | = 0.604 GBP |
| 1 EUR | = 0.9029 GBP |
| 1 GEL | = 0.3588 GBP |
გირვანქა სტერლინგი (ინგლ. pound sterling) — გაერთიანებული სამეფოს ფულის ერთეული. 1 ფუნტი = 100 პენსს (1971 წლიდან). სიმბოლო: £ (ლათ. Libra — ფუნტი). მიმოქცევაშია 5, 10, 20, 50 ფუნტის დენომინაციის ბანკნოტები, მონეტები 1/2 (თითქმის არ გვხვდება), 1, 2, 5, 10, 20, 50 პენსი, 1, 2, ფუნტი. ბრიტანეთის შემადგენელი ცალკეული ტერიტორიები (შოტლანდია, ოლსტერი, უელსი და ა. შ.) ბანკნოტებს საკუთარი დიზაინით ბეჭდავენ.
თავდაპირველად გირვანქა უტოლდებოდა 1 გირვანქა წმინდა ვერცხლს. ფულის ნიშნად იქცა ინგლისის ბანკის მიერ 1694 წელს ბანკნოტების გამოშვების შემდგომ. კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად გირვანქა განმტკიცდა. XIX საუკუნეში იქცა მსოფლიო ვალუტად. მეორე მსოფლიო ომმა და აშშ-ის სწრაფვამ, განემტკიცებინა დოლარი]ს საერთაშორისო პოზიცია, გირვანქა საგრძნობლად შეარყია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 166.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ინგლისური) (გერმანული) ფუნტი სტერლინგი - ბანკნოტები (გაერთიანებული სამეფო)
- (ინგლისური) (გერმანული) ფუნტი სტერლინგი (შოტლანდია)
- (ინგლისური) (გერმანული) ფუნტი სტერლინგი (ჩრდილოეთ ირლანდია)
- (ინგლისური) (გერმანული) ფუნტი სტერლინგი (ჯერსი)
- (ინგლისური) (გერმანული) ფუნტი სტერლინგი (გერნსი)
- (ინგლისური) (გერმანული) ფუნტი სტერლინგი (გიბრალტარი)