ხოსეპ ლუის ნუნიესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხოსეპ ლუის ნუნიესი
ხოსეპ ლუის ნუნიესი
„ბარსელონის“ 35-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ივლისი, 1978 – 23 ივლისი, 2000
წინამორბედირაიმონ კარასკო
მემკვიდრეხოან გასპარი

დაბადებული7 სექტემბერი, 1931 (1931-09-07) (87 წლის)
ბარაკალდო, ესპანეთი
მოქალაქეობაესპანეთის დროშა ესპანეთი
პროფესიაინჟინერი

ხოსეპ ლუის ნუნიეს კლემენტე (ესპ. Josép Luis Núñez Clemente; დ. 7 სექტემბერი, 1931, ბარაკალდო, ესპანეთი) — „ს.კ ბარსელონის“ პრეზიდენტი 1978-2000 წლებში. მისი მთავარი მიზანი იყო „ბარსელონა“ გამხდარიყო ფინანსურად სტაბილური მსოფლიო დონის კლუბი. ის ფლობს სამშენებლო კომპანიას და სასტუმროების ქსელს.

პრეზიდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუნიესის პრეზიდენტობის პერიოდში კლუბის სხვადასხვა სპორტული სახეობის გუნდებმა 176 ტიტულის მოგება შეძლეს - 30 ფეხბურთში, 36 კალათბურთში, 65 ხელბურთში და 45 როლერ ჰოკეიში. 1999 წელს ოთხივე სპორტის სახეობაში „ბარსელონას“ გუნდმა ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა, ასევე საფეხბურთო გუნდმა 1992 წელს შეძლო ჩემპიონთა თასის მოგება, რაც ისტორიაში პირველი იყო.

მისი პრეზიდენტობის დროს „ბარსელონაში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. კამპ ნოუზე გაიზარდა ტევადობა, ასევე გაიზარდა ფან-კლუბების რაოდენობა 96-დან 1 300-მდე (პირველად გაიხსნა ესპანეთის ფარგლებს გარეთ), მნიშვნელოვნად მოიმატა კლუბის ბიუჯეტმა. 1982 წელს აშენდა მინი ესტადი („ბარსელონა ბ“-ს საშინარო არენა), 1984 წელს გაიხსნა კლუბის მუზეუმი, შეძენილ იქნა მიწა ჟოან გამპერის სახელობის სიუდად დეპორტივას საწვრთნელი ბაზის ასაშენებლად, ასევე გაიხსნა ლა მასია („ბარსელონას“ ახალგაზრდული აკადემია).

ოცნების გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს კლუბში ატეხილი სკანდალის შემდეგ (რასაც გუნდის მთელი შემადგენლობის დათხოვნა მოჰყვა, გარდა ანდონი სუბისარეტასი) ნუნიესის მოწვევით „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გახდა ლეგენდარული იოჰან კრუიფი. მან ისეთ ნიჭიერ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიცაა ხოსეპ გვარდიოლა, ხრისტო სტოიჩკოვი, რონალდ კუმანი, რომარიო, მიკაელ ლაუდრუპი და გეორგე ჰაჯი, შეკრა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც ფანებმა „ოცნების გუნდი“ შეარქვეს. კრუიფის გუნდმა 1992 წელს შეძლო „ბარსელონას“ ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასის მოგება. 1996 წელს ხოსეპ ლუის ნუნიესს უთანხმოება მოუვიდა კრუიფთან, რის გამოც ჰოლანდიელს გუნდის დატოვება მოუწია.

ნუნიესი თანამდებობიდან 2000 წლის 23 ივლისს გადადგა, რითაც კლუბში 22 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა.

პრეზიდენტობის პერიოდში კლუბის მიერ მოგებული ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]