კადისი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კადისი
საფეხბურთო კლუბ კადისის ლოგო.svg
სრული სახელი Cádiz Club de Fútbol, SAD
მეტსახელი ყვითელი წყალქვეშა ნავი (ესპ. Submarino amarillo)
დაარსდა 1910; 107 წლის წინ (1910)
სტადიონი რამონ დე კარანსა
კადისი, ანდალუსია
(ტევადობა: 25,500 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა მანუელ ვისკაინო
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ალვარო სერვერა
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2015-16 მე-4 ადგილი სეგუნდა ბ-ში (აღზევდა)
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„კადისი“ (ესპ. Cádiz Club de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1910 წელს, ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ კადისში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ რამონ დე კარანსაზე, რომელიც 25 500 მაყურებელს იტევს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კადისი“ პრიმერა დივიზიონში პირველად 1977-78 წლების სეზონში აღზევდა. 1 სეზონის შემდეგ ისევ დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში. 1981-82 და 1983-84 წლების სეზონებში თითო წლით ბრუნდებოდა უმაღლეს დივიზიონში. 1985 წელს აღზევების შემდეგ კი მიჯრით 8 სეზონი გაატარა პრიმერა დივიზიონში.

1990-91 წლების სეზონში, სალვადორელი მახიკო გონსალესის წყალობით კლუბმა სასწაულებრივად შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს დივიზიონში. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის „კადისის“ აღზრდილ კიკოს. გვიანი 1980-იანი და ადრეულ 1990-იან წლებში კლუბი ცნობილი გახდა, როგორც „ყვითელი წყალქვეშა ნავი“, ვინაიდან ყოველი „მომავალი წლიდან“ შანსი ჰქონდა უმაღლეს დივიზიონში აღზევების, მიუხედავად ამისა ბევრჯერ „ჩაიძირა“.

2 სეზონში „კადისმა“ შეძლო დაქვეითებულიყო პრიმერა დივიზიონიდან დონით მესამე ჩემპიონატში. ესპანეთის სეგუნდა ბ-ში გატარებული დიდი ხნის შემდეგ, 2003 წელს კლუბი სეგუნდა დივიზიონში აღზევდა. 2006 წელს კი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა, ჩემპიონატის ბოლო ტურში დაამარცხა „ხერესი“ და დაიკავა პირველი ადგილი.

თუმცა „კადისი“ 1 სეზონის შემდეგ ისვ დაქვეითდა დონით მეორე დივიზიონში, 37-ე და ბოლო ტურში წაგებული მატჩის შემდეგ. ამავე სეზონში კლუბი ჩაიბარა კლუბის ყოფილმა მოთამაშემ, ოლიმ. რამდენიმე თვის შემდეგ მან პოსტი დატოვა.

2008 წლის ივნისში, „კადისი“ დაბრუნდა დონით მე-3 ჩემპიონაში. თუმცა 1 სეზონის შემდეგ დაბრუნდა სეგუნდა დივიზიონში, მხოლოდ 1 სეზონით.

2015-16 წლების სეზონის სეგუნდა ბ დივიზიონის გათამაშებაში, ჯგუფი 4-ში დაიკავა მე-4 ადგილი, აღსაზევებელ პლეი-ოფში დაამარცხა „ერკულესი“, ორივე მატჩში ანგარიშით 1-0 და 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა სეგუნდა დივიზიონში.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]