რაფაელ მარკესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაფაელ მარკესი
R marquez.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი რაფაელ მარკეს ალვარესი
დაბადების
თარიღი
13 თებერვალი, 1979
დაბადების
ადგილი
ზამორა, მექსიკა
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლეონი
ნომერი 4
ახალგაზრდული კარიერა
ატლასი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1996-1999 ატლასი 77 (6)
1999-2003 მონაკო 87 (5)
2003-2010 ბარსელონა 163 (9)
2010-2012 ნიუ-იორკ რედ ბულზი 44 (1)
2013- ლეონი 48 (1)
ეროვნული ნაკრები
1997- მექსიკა 123 (15)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 29 იანვარი, 2014.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
23 ივნისი, 2014.

რაფელ მარკესი (ესპ. Rafael Márquez; 13 თებერვალი 1979, ზამორა) — მექსიკელი ფეხბურთელი, მექსიკის ნაკრების კაპიტანი. თამაშობს ცენტრალური მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. ის პირველი მექსიკელი ფეხბურთელია, რომელმაც მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

მარკესმა მონაწილეობა მიიღო 2002 წლის მუნდიალზე. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა (ის მხოლოდ 23 წლის იყო), მწვრთნელმა ხავიერ აგირემ ის გუნდის კაპიტნად დანიშნა. გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გამოვარდა აშშ-ის ნაკრებთან. ამ მატჩის ბოლო წუთებზე მარკესმა წითელი ბარათი მიიღო.

ამის შემდეგ მარკესმა მონაწილეობა მიიღო 2006 წლის მუნდიალზე. მან ყველა მატჩში ითამაშა. მერვედფინალში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ მან პირველი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა მექსიკამ დამატებით დროში დათმო შეხვედრა ანგარიშით 1-2.

2010 წლის მუნდიალზე მარკესმა კვლავ გაიტანა ერთი გოლი, ამჯერად ჩემპიონატის გახსნის მატჩში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ. მექსიკა კვლავ მერვედფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას და კვლავ არგენტინასთან დამარცხდა.

2014 წლის მუნდიალზე მარკესმა პირველი გოლი ჯგუფური ეტაპის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში გაიტანა ხორვატიის წინააღმდეგ, ასევე გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა. მექსიკამ მატჩი 3-1 მოიგო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]