რომა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომა
სრული სახელი Associazione Sportiva Roma SpA
მეტსახელი Giallorossi (ყვითელ-წითლები)
La Maggica (ჯადოქრები)
Lupi (მგლები)
დაარსდა 22 ივლისი, 1927
(იტალო ფოშის მიერ)
სტადიონი სტადიო ოლიმპიკო
რომი, იტალია
(ტევადობა: 72,481 მაყურებელი)
პრეზიდენტი აშშ-ის დროშა დენ ფრიკინ
მწვრთნელი პორტუგალიის დროშა პაულუ ფონსეკა
ლიგა სერია ა
2019/2020 მე-5 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

რომა (იტალ. Associazione Sportiva Roma) — იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ რომიდან. იგი დააარსა 1927 წლის 22 ივლისს იტალო ფოშიმ. „რომამ“ არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იასპარეზა იტალიის დაბალ დივიზიონში, კერძოდ სერია B-ში, 1951-52 წლებში. მას შემდეგ კი მოყოლებული დღემდე იგი ასპარეზობს იტალიის სერია A-ში, ზედიზედ 58 სეზონი (სულ 77 სეზონი).

რომას სერია A მოგებული აქვს სამჯერ. პირველად ეს მათ 1941-42 წლების სეზონზე მოახერხეს. შემდეგ 1982-83 წლებში და ეს შედეგი 2000-01 წლებში გაიმეორეს. რომას ასევე მოგებული აქვს იტალიის თასი ცხრაჯერ. ევროპის სარბიელზე რომას მოგებული აქვს საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1960-61 წლებში. 1983-84 წლის სეზონზე რომაელები ახლოს იყვნენ ლიგის თასთან. თუმცა ისინი საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ ლივერპულთან პენალტების სერიაში. აგრეთვე მეორე ადგილზე გავიდა 1990-91 წლებში უეფას თასზე, დამარცხდა რა ინტერთან ორი მატჩის ჯამში.

საშინაო შეხვედრებს რომა სტადიო ოლიმპიკოზე ატარებს. ამ სტადიონზე ასევე მათი უშუალო მეტოქე, თანაქალაქელი ლაციო ასპარეზობს. მაყურებლის ტევადობით სტადიო ოლიმპიკო იტალიაში მეორე სტადიონია; მხოლოდ სან-სირო იტევს მეტ გულშემატკივარს. 2009 წლის სექტემბერში კლუბის ხელმძღვანელობამ გადაყვიტა ააშენოს ახალი 55,000 იანი სტადიონი რომის დასავლეთ ნაწილში. ეს სტადიონი აგებული იქნება ინგლისური სტილით, ანუ მაყურებლებს საშუალება მიეცემათ სათამაშო მოედანს უფრო ახლოდან და უკეთ ადევნონ თვალი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომა დაარსდა 1927 წლის ზაფხულში იტალო ფოშის მიერ. მისი ინიციატივა იყო, რომ იმ დროისთვის არსებული სამი რომაული კლუბი: Roman FC, SS Alba-Audace და Fortitudo-Pro Roma SGS გაერთიანებულიყო. გაერთიანების მიზანი იყო, რომ დედაქალაქს ყოლოდა ისეთი ძლიერი კლუბი, რომელიც შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას იმდროინდელი ჩრდილოეთ იტალიის დომინანტი კლუბებისათვის. ერთადერთი რომაული კლუბი, რომელიც არ დათანხმდა გაერთიანებას და აგრძელებდა არსებობას, იყო რომის ლაციო. რომა თავის პირველ შეხვედრებს ატარებდა სტადიონზე სახელად: Motovelodromo Appio. შემდეგ რომაული კლუბი რომის მე-20 რაიონში წავიდა, სადაც ხის სტადიონი (Campo Testaccio) აიგო. ეს სტადიონი 1929 წლის ნოემბერში გაიხსნა. პირველი დიდი წარმატება, რომელსაც კლუბმა მიაღწია იყო 1930-31 წლის სეზონი სერია A-ში, სადაც კლუბმა მეორე პოზიცია დაიკავა და მხოლოდ იუვენტუსმა გაუსწრო. იმ დროისთვის კლუბის წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ: კაპიტანი ატილიო ფერარი, გვიდო მასეტი, ფულვიო ბერნარდინი და როდოლფო ვოლკი.

პირველი გამარჯვება და პირველი მარცხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაღმასვლისა და წამყვანი ფეხბურთელების გუნდიდან წასვლის შემდეგ რომამ დაიმატა არგენტინელი ბომბარდირი ენრიკე გუაიტა. ლუიჯი ბარბესინიოს პრეზიდენტობისას რომაული კლუბი ახლოს იყო პირველ ტიტულთან 1935-36 წლების სეზონზე; იგი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ ჩემპიონ ბოლონიას.

1930 წლის ბოლოს უსახურად ჩატარებული თამაშების შემდეგ რომა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. 1941-42 წლის სეზონზე რომამ ყველას მოულოდნელად თავისი საწადელი აისრულა და პირველ სკუდეტოს დაეუფლა. ამადეო ამადეის მიერ მეთვრამეტე გატანილი გოლი აუცილებელი იყო ალფრედ შაფიორისთვის, რომელიც იმ დროს რომას წვრთნიდა. ამ დროისთვის იტალია მეორე მსოფლიო ომში ჩაება. ამიტომაც რომა თამაშობდა სტადიონზე სახელად Stadio del Partito Nazionale Fascista

ომის შემდეგ წლებში რომამ ვერ შეძლო ტიტულის შენარჩუნება. რომა მომდევნო ხუთი სეზონი ცხრილის დაბალ საფეხურებზე იმყოფებოდა, სანამ სერია B-ში არ ჩამოქვეითდა 1950-51 წლების სეზონისათვის. სერია B-დან კლუბი ჯუზეპე ვიანიმ ამოიყვანა.

სერია A-ში დაბრუნების შემდეგ რომა სტაბილურად ხვდებოდა ცხრილი ზედა საფეხურებზე. კლუბში იმ დროისთვის იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ეგისტო პანდოლფინი, დინო და კოსტა და დანიელი განაპირა მცველი ჰელგო ბრონიე. ამ შემადგენლობის საუკეთესო მიღწევა ის იყო, რომ 1954-55 წლების სეზონზე, ინგლისელი იესე კარვერის ხელმძღვანელობით, მეორე ადგილზე გავიდნენ მას შემდეგ, რაც უდინეზე კორუპციის გამო სერია ბეში დააქვეითეს. მომდევნო 4 ათწლეულის განმავლობაში რომამ ვერ შეაღწია ტოპ ოთხეულში. თუმცა, გუნდს წარმატებები ჰქონდა თასზე. მათი პირველი ტიტული ქვეყნის გარეთ იყო საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც მათ 1961-62 წლების სეზონზე მოიპოვეს. რომამ ფინალში დაამარცხა ბირმინგემ სიტი ანგარიშით 4-2. რამდენიმე წლის შემდეგ რომამ პირველად მოიგო კოპა იტალია. 1963-64 წლების სეზონზე რომამ დაამარცხა ტორინო მინიმალური ანგარიშით, 1-0.

1964-65 წლების სეზონის შემდეგ კლუბის მენეჯერმა ხუან კარლოს ლორენცომ განაცხადა, რომ კლუბს არ შეეძლო ფეხბურთელებისათვის ხელფასების გადახდა. გულშემატკივრებმა გადაარჩინეს კლუბი, რომლებმაც შეაგროვეს საკმარისი თანხა კლუბის არსებობის გასაგრძლებელად. არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი ფრანკო ევანგელისტი.

კლუბმა მეორე კოპა იტალია 1969 წელს მოიგო, როდესაც თასი პატარა ლიგის სისტემის თამაშდებოდა. ჯიაკომო ლოსიმ დაამყარა რეკორდი 1969 წელს, ჩაატარა რა 450 თამაში ყველა ჩემპიოატის გათვალისწინებით. მისი რეკორდი 38 წლის განმავლობაში ვერავინ გააუმჯობესა.

წარმატებების პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომამ შეძლო თასების კოლექციის გაზრდა ანგლო-იტალიური თასის მოპოვებით, დაამარცხა რა ბლექპული ანგარიშით 3-1. 70-იანი წლების უმეტეს პერიოდში რომა იშვიათად თუ ახერხებდა მაღალი პოზიციების დაკავებას. ამ ათწლეულის განმავლობაში კლუბმა საუკეთესო შედეგი მხოლოდ 1974-75 წლებში აჩვენა, ისიც მესამე ადგილი. ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბის შემობრუნება მოახერხეს, იყვნენ ნახევარმცველები ჯანკარლო დე სისტი და ფრანჩესკო როკა.

ახალი, წარმატებული პერიოდი რომას ისტორიაში კოპა იტალიის მოგებას ემთხვევა. რომაულმა კლუბმა დაამარცხა ტორინო 1980 წელს სათასო ფინალში პენალტების სერიით. რომამ მიაღწია ისეთ სიმაღლეს, რომლისთვისაც გუნდს დაახლოებით 40 წელიწადი არ ჰქონდა მიღწეული. კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა, ჩამორჩა მხოლოდ იუვენტუსს. მილანის ყოფილი ფეხბურთელი ნილს ლიდჰოლი წვრთნიდა გუნდს, როდესაც კლუბში იმყოფებოდნენ გამოჩენილი ფეხბურთელები: ბრუნო კონტი, აგუსტინო დი ბარტოლომეო, რობერტო პრუზო და ფალკაო.

მეორე სკუდეტოს მოპოვებისათვის რომას დიდი დრო აღარ დასჭირვებია. 1982-83 წლების სეზონზე რომაულმა კლუბმა მეორედ დაისაკუთრა ტიტული. შემდეგი სეზონი რომამ მეორე ადგილზე დაასრულა და ასევე მოიგო კოპა იტალია. რომა 1984 წელს ევროპის თასზე ფინალში დამარცდა. ევროპის თასის ფინალი ლივერპულთან ძირითად დროში 1-1 დამთავრდა. გოლი პრუზომ გაიტანა, მაგრამ რომა პენალტების სერიაში დამარცხდა. რომას წარმატებული სვლა 1985-86 წლებში სერია A-ში მეორე ადგილითა და იტალიის თასით დამთავრდა.

90-იანების დასაწყისში, კერძოდ 1992 წელს რომა გავიდა უეფას თასის ფინალში, სადაც დამარცხდა ინტერთან ანგარიშით 2-1. იმავე წელს რომამ მეშვიდედ მოიგო კოპა იტალია და მეორე ადგილზე გავიდა სერია აში. მომავალ წელს კი დამარცხდა სამპდორიაში იტალიის სუპერკოპას თასზე, სადაც პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. შემდეგი წლები კი რომას ისტორიაში ყველაზე თანასწორად შეგვიძლია შევრაცხოთ (ან რომა ყოველთვის ხვდებოდა ცხრილის შუა ნაწილში). მხოლოლ მეშვიდე ადგილი იყო მათი ყველაზე დიდი წარმატება... აგრეთვე 90-იანი წლიდან, კერძოდ კი 1992 წლიდან გამოჩნდა რომას მიერ აღზრდილი ნიჭიერი იმედისმომცემი თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც კლუბის მნიშვნელოვანი ფიგურა და კაპიტანია.

ახალ ათასწლეულში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

17 ივნისი, 2001 - რომა-პარმა 3-1: რომამ სკუდეტო მესამედ მოიგო. გულშემატკივრები კმაყოფილები არიან.

რომა ჩვეულ ფორმას 2000 წლისათვის დაუბრუნდა. ათწლეული რომამ გამარჯვებით დაიწყო, გახდა რა იტალიის ჩემპიონი და დაეუფლა სკუდეტოს მესამედ სერია A-ს 2000-01 წლების სეზონზე. ჩემპიონობა მათ ბოლო ტურში მოიპოვეს პარმას 3-1 დამარცხებით. რომამ იუვენტუსს ორი ქულით გაუსწრო. კლუბის კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ განაპირობა რომას გამარჯვება. იგი გახდა კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. მან დაამხო რამდენიმე რეკორდი. სხვა გამორჩეული ფეხბურთელები იმ დროისთვის იყვნენ: ალდაირი, კაფუ, გაბრიელ ბატისტუტა და ვინჩენცო მონტელა.

ფრანჩესკო ტოტი, კლუბის კაპიტანი, იტალიის თასით ხელში

კლუბმა ვერ შეძლო მომავალ წელს ტიტულის დაცვა და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. მაგრამ აღსანიშნავია ისიც რომ იუვენტუსმა რომაელებს მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრეს. ამის შემდეგ რომა ბევრჯერ გასულა მეორე ადგილზე როგორც სერია A-ში, ისევე იტალიის თასზე. 2002-03 წლების კოპა იტალიის თასის ფინალში რომა დამარცხდა მილანთან ანგარიშით 4-2 და ასევე მომდევნო წელს სწორედ მილანმა გაუსწრო რომას და დაიკავა პირველი ადგილი

2006 წლის სერია A-ს სკანდალის დროს ხუთი იტალიური კლუბი დაისაჯა. რომა კი მეორე ადგილზე ავიდა. იმავე სეზონში რომა კვლავ დამარცხდა კოპა იტალიას თასზე ფინალში მილანურ ინტერთან. მომდევნო ორ სეზონში რომა მეორე ადგილზე გავიდა. რომამ ამ ათწლეულში ყველაზე მეტჯერ გავიდა მოწინავე ორ პოზიციაზე. ასევე რომამ ორჯერ მიაღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს. მიუხედავად ცუდი სტარტისა რომამ გაასწრო ლონდონის ჩელსის და პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში. რომაული კლუბის ისტორიაში რომა პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე. თუმცა მერვედფინალში "ჯალაროსი" არსენალთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგასაც დაემშვიდობა.

საპრეზიდენტო ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომას ისტორიის მანძილზე ბევრი პრეზიდენტი ჰყავდა, რომელთაგან რამდენიმე კლუბის მეპატრონეც ყოფილა, დანარჩენები კი კლუბის საპატიო პრეზიდენტები იყვნენ. ფრანკო სენსი კლუბის მეპატრონე გარდაცვალებამდე, თავის ქალიშვილ როზელა სენსისთან ერთად, რომელიც კლუბის საპატიო პრეზიდენტი იყო. აქ არის ჩამონათვალი რომას პრეზიდენტებისა 1927 წლიდან დღემდე.

 
სახელი პრეზიდენტობის წლები
იტალო ფოში 1927–1928
რენატო ზაკერდოტი 1928–1934
ვიტორიო სიალოჯა 1934–1936
იგინო ბეტინი 1936–1941
ედგარდო ბაცინი 1941–1943
პიეტრო ბალდაზარი 1943–1949
პიერ კარლო რესტანგო 1949–1952
რომოლო ვასელი 1952
რენატო ზაკერდოტი 1952–1958
ანალეტო ჯიანი 1958–1962
ფრანჩესკო მარინი-დეტინა 1962–1965
 
სახელი პრეზიდენტობის წლები
ფრანკო ევანგელისტი 1965–1968
ფრანჩესკო რანუჩი 1968–1969
ალვარო მარჩინი 1969–1971
გაეტანო ანცალონე 1971–1979
დინო ვიოლა 1979–1991
ფლორა ვიოლა 1991
ჯუზეპე კარაპიკო 1991–1993
ჩირო დი მარტინო 1993
ფრანკო (ფრანჩესკო) სენსი 1993–2008
როზელა სენსი 2008–2011
ტომას დი ბენედეტო 2011-2012
ჯეიმზ პალოტა 2012-

სამწვრთნელო ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომას ყველა მწვრთნელი 1927 წლიდან მოყოლებული დღემდე.

 
სახელი ეროვნება წლები
ვილიამ კარბუტი ინგლისის დროშა 1927–1929
გვიდო ბაკანი იტალიის დროშა 1929–1930
ჰერბერტ ბაგინსი ინგლისის დროშა 1930–1932
იონას ბაარი უნგრეთის დროშა 1932–1933
ლაიოს კოვაჩი უნგრეთის დროშა 1933–1934
ლუიჯი ბარბესინიო იტალიის დროშა 1934–1938
გვიდო არა იტალიის დროშა 1938–1939
ალფრედ შაფიორი უნგრეთის დროშა 1939–1942
გეზა კერშეცი უნგრეთის დროშა 1942–1943
გვიდო მასეტი იტალიის დროშა 1943–1945
ჯოვანი დეგნი იტალიის დროშა 1945–1947
იმრე სენქეი უნგრეთის დროშა 1947–1948
ლუიჯი ბრუნელა იტალიის დროშა 1948–1949
ფულვიო ბერნანდინი იტალიის დროშა 1949–1950
ადოლფო ბალონჩიერი იტალიის დროშა 1950
პეტრო სერანტონი იტალიის დროშა 1950
გვიდო მასეტი იტალიის დროშა 1950–1951
ჯუზეპე ვიანი იტალიის დროშა 1951–1953
მარიო ვარგლინი იტალიის დროშა 1953–1954
იესე კარვერი ინგლისის დროშა 1954–1956
გეორგე საროსი უნგრეთის დროშა 1956
გვიდო მასეტი იტალიის დროშა 1956–1957
ალეკ სტოკი ინგლისის დროშა 1957–1958
გუნარ ნორდალი შვედეთის დროშა 1958–1959
გეორგე საროსი იტალიის დროშა 1959–1960
ალფრედო ფონი იტალიის დროშა 1960–1961
ლუის კარნიგლია არგენტინის დროშა 1961–1963
ნაიმ კრიეზიუ ალბანეთის დროშა 1963
ალფრედო ფონი იტალიის დროშა 1963–1964
ლუის მირო ესპანეთის დროშა 1964–1965
ხუან კარლოს ლორენცო არგენტინის დროშა 1965–1966
 
სახელი ეროვნება წლები
ორონცო პუგლიესე იტალიის დროშა 1966–1968
ჰელენიო ჰერერა არგენტინის დროშა 1968–1970
ლუჩიანო ტესარი იტალიის დროშა 1970
ჰელენიო ჰერერა არგენტინის დროშა 1971–1972
ტონინო ტრებიკინი იტალიის დროშა 1972–1973
ნილს ლიდჰოლი შვედეთის დროშა 1974–1977
გუსტავო ჯიაგნონი იტალიის დროშა 1978–1979
ფერუჩიო ვალკარეგი იტალიის დროშა 1979–1980
ნილს ლიდჰოლი შვედეთის დროშა 1980–1984
სვენ-გორან ერიქსონი შვედეთის დროშა 1984–1986
ანჯელო სორმანი იტალიის დროშა 1986–1988
ნილს ლიდჰოლი შვედეთის დროშა 1988
ლუჩიანო სპინოზა იტალიის დროშა 1988–1989
ჯიჯი რადიჩი იტალიის დროშა 1989–1990
ოტავიო ბიანკი იტალიის დროშა 1990–1992
ვუიადინ ბოსკოვი იუგოსლავიის დროშა 1992–1993
კარლო მაზონე იტალიის დროშა 1993–1996
კარლოს ბიანკი არგენტინის დროშა 1996
ნილს ლიდჰოლი შვედეთის დროშა 1996
ეზიო სელა იტალიის დროშა 1996
ზდენეკ ზემანი ჩეხეთის დროშა 1997–1999
ფაბიო კაპელო იტალიის დროშა 1999–2004
ჩეზარე პრანდელი იტალიის დროშა 2004
რუდი ფიოლერი გერმანიის დროშა 2004
ლუიჯი დელ ნერი იტალიის დროშა 2004–2005
ბურნო კონტი იტალიის დროშა 2005
ლუჩიანო სპალეტი იტალიის დროშა 2005–2009
კლაუდიო რანიერი იტალიის დროშა 2009–2011
ვინჩენცო მონტელა იტალიის დროშა 2011-2011
ლუის ენრიკე ესპანეთის დროშა 2011-
ზდენეკ ზემანი იტალიის დროშა 2012-2013
აურელიო ანდრეაცოლი იტალიის დროშა 2013
რუდი გარსია იტალიის დროშა 2013

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალური ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკო ტოტის ფრესკა. დაიხატა 2000-01 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც რომამ მესამედ მოიგო სკუდეტო.

სერია A:

  • გამარჯვებული (3): 1941–42; 1982–83; 2000–01
  • მეორე ადგილი (12): 1930–31; 1935–36; 1980–81; 1983–84; 1985–86; 2001–02; 2003–04; 2005–06; 2006–07; 2007–08; 2009-10; 2013-14

კოპა იტალია:

  • გამარჯვებული (9): 1963–64; 1968–69; 1979–80; 1980–81; 1983–84; 1985–86; 1990–91; 2006–07; 2007–08
  • მეორე ადგილი (6): 1936–37; 1940–41; 1992–93; 2002–03; 2004–05; 2005–06

სუპერკოპა:

  • გამარჯვებული (2): 2001; 2007
  • მეორე ადგილი (3): 1991; 2006; 2008

ევროპული ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის ჩემპიონთა თასი:

  • მეორე ადგილი (1): 1983–84

უეფას თასი:

  • მეორე ადგილი (1): 1990-91

საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი:

  • გამარჯვებული (1): 1960-61

უმნიშვნელო ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერია B:

  • გამარჯვებული (1): 1951-52

ანგლო-იტალიის თასი:

  • გამარჯვებული (1): 1971–72

ანგლო-იტალიის ლიგის თასი:

  • მეორე ადგილი (1): 1969

ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 28 თებერვლის მონაცემებით.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
2 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები რიკ კარსდორფი
4 ნახევარმცველი იტალია იტალია ბრიან კრისტანტე
5 მცველი ბრაზილია ბრაზილია ჟუან ჟეზუსი
6 მცველი ინგლისი ინგლისი კრის სმოლინგი (იჯარით მანჩესტერ იუნაიტედიდან
7 ნახევარმცველი იტალია იტალია ლორენცო პალეგრინი
8 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა დიეგო პეროტი
9 თავდამსხმელი ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინა ედინ ჯეკო (კაპიტანი)
11 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი პედრო
13 მეკარე ესპანეთი ესპანეთი პაუ ლოპესი
14 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი გონსალო ვილიარი
15 მცველი თურქეთი თურქეთი მერთ ჩეთინი
17 თავდამსხმელი თურქეთი თურქეთი ჯენგიზ უნდერი
18 მცველი იტალია იტალია დავიდე სანტონი
19 თავდამსხმელი ხორვატია ხორვატია ნიკოლა კალინიჩი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
20 მცველი არგენტინა არგენტინა ფედერიკო ფასიო
21 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი ჟორდან ვერეტუ
22 ნახევარმცველი იტალია იტალია ნიკოლო ძანოლო
23 მცველი იტალია იტალია ჯანლუკა მანჩინი
27 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა ხავიერ პასტორე
31 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი კარლეს პერესი
33 მცველი ბრაზილია ბრაზილია ბრუნო პერესი
37 მცველი იტალია იტალია ლეონარდო სპინაცოლა
41 მცველი ბრაზილია ბრაზილია როჟერ იბანესი (იჯარით ატალანტადან
42 ნახევარმცველი გვინეა გვინეა ამადუ დიავარა
63 მეკარე ბრაზილია ბრაზილია დანიელ ფუზატო
77 ნახევარმცველი სომხეთი სომხეთი ჰენრიხ მხითარიანი (იჯარით არსენალიდან
83 მეკარე იტალია იტალია ანტონიო მირანტე
99 ნახევარმცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები ჯასტინ კლიუივერტი

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი მწვრთნელის თანაშემწე პორტუგალიის დროშა პაულო ფონსეკა
მთავარი მწვრთნელის თანაშემწე პორტუგალიის დროშა ნუნუ კამპოსი
მეკარეთა მწვრთნელი იტალიის დროშა მარკო სავორანი
ფიზიოთერაპევტი პორტუგალიის დროშა ვალერიო ფლამინი
ფიზიკური მომზადების მწვრთნელი პორტუგალიის დროშა ნუნუ რომანიო
ფიზიკური მომზადების მწვრთნელი პორტუგალიის დროშა პედრო მორეირა
გუნდის მენეჯერი იტალიის დროშა მორგან დე სანტკტისი

მუდმივი ნომრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

6ბრაზილიის დროშა ალდაირი, მცველი, 1990–2003

მსოფლიო ჩემპიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იტალიის დროშა ატილიო ფერარი (იტალია 1934)
  • იტალიის დროშა ენრიკე ლუკას გონსალეს გუაიტა (იტალია 1934)
  • იტალიის დროშა გვიდო მასეტი (იტალია 1934) და (საფრანგეთი 1938)
  • იტალიის დროშა ალდო დონატი (საფრანგეთი 1938)
  • იტალიის დროშა ერალდო მონზეგლიო (საფრანგეთი 1938)
  • იტალიის დროშა პიეტრო სერანტონი (საფრანგეთი 1938)
  • იტალიის დროშა ბრუნო კონტი (ესპანეთი 1982))
  • იტალიის დროშა პიეტრო ვირკოვოდი (ესპანეთი 1982))
  • გერმანიის დროშა ტომას ბერთოლდი (იტალია 1990)
  • გერმანიის დროშა რუდი ფიოლერი (იტალია 1990)
  • ბრაზილიის დროშა ალდაირი (აშშ 1994)
  • საფრანგეთის დროშა ვინსენტ კანდელა (საფრანგეთი 1998)
  • ბრაზილიის დროშა კაფუ (კორეა-იაპონია 2002)
  • იტალიის დროშა დანიელე დე როსი (გერმანია 2006)
  • იტალიის დროშა სიმონე პეროტა (გერმანია 2006)
  • იტალიის დროშა ფრანჩესკო ტოტი (გერმანია 2006)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]