შინაარსზე გადასვლა

გერმანელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გერმანელი)
გერმანელები

პირველი რიგი
მარტინ ლუთერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიოტო ფონ ბისმარკიიმანუელ კანტი
მეორე რიგი
მაქს პლანკიიდა ნოდაკიანგელა მერკელიკლაუდია შიფერი
საერთო მოსახლეობა
დაახლ. 100–150 მილიონი[1]
ენები გერმანული
რელიგიები კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი
გერმანულენოვანი სივრცე ევროპაში

გერმანელებიხალხი, ინდოევროპული ენათა ოჯახის გერმანული ჯგუფის წარმომადგენლები (გერმანულად Deutsche), გერმანიის ძირითადი მოსახლენი (80,6 მლნ). სულ მსოფლიოში ეთნიკურ გერმანელთა რიცხვი 90,0 მლნ-ს შეადგენს, მათ შორის მნიშვნელოვანი დიასპორებია: აშშ-ში 5.1 მლნ, კანადაში 1.2 მლნ, რუსეთის ფედერაციაში 843 ათ., ბრაზილიაში 700 ათ., ყაზახეთში 958 ათ. მიეკუთვნებიან ევროპეიდული რასის ატლანტურ-ბალტიურ შტოს. გერმანული ეთნოსის საფუძველი ძველგერმანული ტომებია — ფრანკები, საქსები, ბავარები, ალემანები და სხვა.

გერმანულენოვანი სამყარო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანულენოვანი სამყაროს სრულად, ან ნაწილობრივ შეადგენს შემდეგი სახელმწოფოები, ან სახელმწიფოთა რეგიონები; ავსტრია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ბელგია, ლუქსემბურგი, სამხრეთი ტიროლი.

გერმანელი ხალხის მშობლიური ენა არის გერმანული. გერმანული ენა არის მშობლიური ენა ავსტრიის, შვეიცარიისა და ლიხტენშტაინის მოქალაქეთათვის, მაგრამ ამ ქვეყნების მოქალაქენი სამართლებრივად არ ითვლებიან გერმანელებად, რამეთუ მათ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეობა არ გააჩნიათ.
გერმანული ენა მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის გერმანული ჯგუფის დასავლეთგერმანულ ქვეჯგუფს. გამოიყოფა გერმანული ენების ორი ჯგუფი: ქვემოგერმანული და ზემოგემრანული. ზოგიეთი მკლევარი უკანასკნელისაგან გამოყოფოს საშუალოგერმანულ დიალექტებს. გერმანელთა დამრწელობა დაფუძნებულია ლათინურ გრაფიკაზე.საერთოდ, სალიტერატურო ენისგან პლატდოიჩე საკმაოდ განსხვავდება. ამ დიალექტზე, რომელიც ახლოსაა ჰოლანდიურთან, არსებობს საკმაოდ ვრცელი ლიტერატურა. არაერთი მღვდელი ქადაგებს ქვემოგერმანულზე. დღესაც გერმანიის ბევრი ოლქის (მიწის) მოსახლეობა საუბრისას დიალექტს იყენებს. განსხვავება დიალექტებს შორის იმდენად დიდია, რომ ზემო საქსონიის მცხოვრებთ არ ესმით ზღვისპირეთის რაიონებში მცხოვრებთა მეტყველება. ყველა გერმანელის სალიტერატურო ენაა ლუთერის მიერ გერმანულად თარგმნილი „ბიბლიის“ ენა. გერმანულ ენაზე 100 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.

გერმანელები, როგორც ეთნოსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანელი ერის კონცეფციის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს გერმანელთა კულტურული ერთობის იდეა, რომელიც დაახლ. XIX საუკუნის დასაწყისიდან დამკვიდრდა. ეს ეროვნული იდეოლოგია ეყრდნობა და მნიშვნელოვანწილად დავალებულია იოჰან გოტფრიდ ჰერდერისა და იოჰან გოტლიბ ფიხტეს ნააზრევზე. გერმანელი ნაცია იტალიელი ერის გვერდით ერთ-ერთი პირველია, რომელთა წიაღშიც შეიქმნა კულტურულ და ეთნიკურ ერთობაზე კონციპირებული ერის, ნაციის იდეა და წარმატებით განხორციელდა.

გერმანული ეთნოსის ეთნიკურ საფუძველს წარმოადგენდნენ ძველგერმანული ტომები, რომლებიც, ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში მდინარეებს-რეინსა და ოდერს შორის იყვნენ განსახლებულნი. კერძოდ, ესენი იყვნენ გერმიონული, ისტევონური (ისკევონური), და ინგევონური ტომობრივი ჯგუფები. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, ეს დასვლეთგერმანული ტომობრივი კავშირები საკულტო თვალსაზრისით იყნენ გაერთიენებულნი. პირველ, გერმინონულ საკულტო კავშირთნ (ჯგუფთან) (მას ეკუთვნოდნენ: სვევები, მაკრომანები, გერმუნდურები, სემნონები, კვადები, ლანგობარდები, ხატები, ალემანები...) დაკავშირებულები არიან სამხრეთ გერმანიის გვიანდელი ხალხები: ბავარები, შვაბები, ტიურინგები, ჰესელინები. მათი შთამომავალი არიან აგრეთვე თანამედროვე გერმანულენოვანი შვეიცარიელები და ავსტრიელები. მეორე ჯგუფი (ისტევონელთა საკულტო გაერთიანებაში) რეინთან დასახლებულ ფრანკთა ტომებს მოიცავდა (ბატავები, ბრუკტერები, ხამავები, უბიები, უზიპეტები, ტენკტერები, ხერუსკები), რომლენმაც გასკუთრებული როლი ითამაშეს არა მარტო გერმანიის, არამედ ადრე შუა საუკუნებიის სხვა სახელმწიფოების ისტორიაში. მესამე საკულტო სატომო ჯგუფში (ინგევონური) ფრიზების, საქსების, ანგლების, იუტების, ხალკების, ვარინების, ამპსივარიების ტომები შედიოდნენ. ამავე ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ კიმვრები და ტევტონები, რომლებიც ანტიკურმა სამყარომ საკმაოდ ადრე გაიცნო; ისინი ძვ. წ. II ს-ში საფრთხეს უქმნიდნენ რომს. შემდეგ (V ს.) ზოგიერთი ინგევონური ტომი-ანგლები, საქსების ნაწილი, ბრიტანეთის კუნძულზე გდასახლდა. ფრიზები ნაწილობრივ შეერწყნენ მეზობელ ხალხებს, ნაწილმა კი დღემდე შეინარჩუნა თავისთავადობა. ამ ქვემოგერმანულ ტომთა ჯგუფების უმეტესი ნაწილი დღევანდელი გერმანიის მასახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად იქცა.

ორი ქრისტიანული აღმსარებლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანელები ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებელი ხალხია. გერმანიაში მშვიდობიანად თანაარსებობს ქრისტიანული რელიგიის ორი მიმდინარეობა პროტესტანტიზმი (ძირითადად ლუთერანები) და კათოლიციზმი.

გერმანელთა ეთნიკურ-კულტურული ერთობის იდეა XVIII-XIX საუკუნეებში გაჩნდა სარწმუნოებრივად, ეთნიკურად და კულტურულად არაერთგვაროვან გერმანიაში, თუმცა ტერმინი გერმანელი („დოიჩ“) გაცილებით ძველია.

ეტიმოლოგიურად სიტყვა „გერმანელი“, ანუ გერმანული სახელქმევით „დიოჩ“-ი მომდინარეობს ძველზემოგერმანული ფორმა „დიუტისკისაგან“ (diutisc), არსებობს ამ ეთნონიმის მეორე, ზედსართაული ფორმაც, – „თეოდისკი“ (theodisk), რომელიც VIII საუკუნის საშუალო ლათინურ ტექსტშია შემონახული.

სიტყვა „დოიჩი“ X საუკუნიდან იწყებს დამკვიდრებას.

  1. Moser 2011, p. 171.