დემეტრიო ალბერტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემეტრიო ალბერტინი
Demetrio Albertini
Demetrio Albertini.JPG
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
23 აგვისტო, 1973
დაბადების
ადგილი
ბრიანცა, იტალია
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
მილანი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–2002 მილანი 293 (21)
1990–1991 პადოვა (იჯარა) 28 (5)
2002–2003 ატლეტიკო მადრიდი 28 (2)
2003–2004 ლაციო 23 (2)
2004 ატალანტა 14 (1)
2005 ბარსელონა 5 (0)
სულ 393 (31)
ეროვნული ნაკრები
1991–2002 იტალია 79 (3)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

დემეტრიო ალბერტინი (იტალ. Demetrio Albertini; დ. 23 აგვისტო, 1973) — იტალიელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი „მილანში“ გაატარა. კლუბთან ერთად მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და სხვა უამრავი ტიტული. ალბეტრინიმ ასევე ითამაშა ესპანურ „ბარსელონაში“.

ათი წლის განმავლობაში იცავდა იტალიის ნაკრების ღირსებას და გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრიო ალბერტინი მილანის გარეუბანში დაიბადა, ამიტომ ფეხბურთელის კარიერა „მილანის“ ბავშვთა გუნდში დაიწყო, სადაც 14 წელი გაატარა. 17 წლის ასაკში კი ძირითად გუნდში უხმეს და 1989 წელს მისი დებიუტიც შედგა. მომავალ სეზონში ახალგაზრდა ნახევარცველი პადოვაში 1 წლით გაანათხოვრეს. 1991-1992 წლების სეზონში მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტი ფაბიო კაპელომ დაიკავა და ალბერტინიც გუნდში დააბრუნა.

ევროპულ ფეხბურთში „მილანის“ ზეობის ხანა იწყებოდა და დემეტრიოც ამ დიდი გუნდის წევრი იყო. იმ სეზონში მილანმა სერია ა წაუგებლად დაასრულა და სკუდეტო მოიგო, შემდეგ იტალიის თასი. ტიტული მომდევნო სამ სეზონშიც დაიცვეს.

ალბერტინის კარიერაში განსაკუთრებული გამოდგა 1994 წელი. სკუდეტოსთან ერთად იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო. დაუვიწყარია ლიგის ფინალი, სადაც მილანელები კრუიფის გაწვრთნილ ბარსელონას დაუპირისპირდნენ და 4:0 გაანადგურეს მეტოქე. 1994 წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგა ალბერტინის კარიერაში პირველი და უკანასკნელი გამოდგა. „როსონერი“ მომდევნო სეზონშიც გავიდა ფინალში, მაგრამ ამსტერდამის აიაქსთან 0:1 დამარცხდა.

საერთო ჯამში ალბერტინიმ „მილანის“ შავ-წითელი მაისურით 300-მდე მატჩი ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგაში 41-ჯერ ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში 3-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ამდენჯერვე იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში (1993,1994,1995) ითამაშა, თუმცა მხოლოდ ერთხელ ასწია თასი. „მილანიდან“ კი 2002 წელს წავიდა.

მილანის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„როსონერიდან“ წასვლის შემდეგ დემეტრიო ალბერტინიმ სამშობლო დატოვა და მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა, ესპანეთში მხოლოდ ერთი სეზონი (2002-2003) გაატარა. იმ დროს ალბერტინი უკვე ვეტერანი ფეხბურთელი იყო და საქმე არც ისე კარგად წაუვიდა.

2003 წელს ალბერტინი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად „ლაციოსთან“ გააფორმა კონტრაქტი. იმ წელს ალბერტინიმ კარიერაში პირველი იტალიის თასი მოიგო, თუმცა არც რომში დარჩენილა დიდხანს, მომდევნო ერთი სეზონი ატალანტაში გაატარა, 2005 წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კვლავ ესპანეთში წავიდა და 33 წლის ასაკში ბარსელონას მაისური მოირგო. იმ დროს კატალონიელებს ალბერტინის ყოფილი თანაგუნდელი ფრანკ რეიკარდი წვრთნიდა. ბარსას შემადგენლობაში სულ 5 შეხვედრა ჩაატარა და შემდეგ კარიერა დაასრულა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრიო ლაბერტინიმ სანაკრებო კარიერა ჯერ კიდევ ასაკობრივ ნაკრებებიდან დაიწყო. საკუთარი ნიჭისა და კარგი თამაშოს წყალობით ალბერტინიმ მწვრთნელთა ყურადღება ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში მიიპყრო და ახალგაზრდა ნახევარმცველს 18 წლამდელთა ნაკრებში უხმეს, შემდეგ იყო 21 წლამდე ნაკრები, ძირითად გუნდშიც იმავე პერიოდში გამოიძახეს და ფაქტობრივად ორივე ნაკრებში უწევდა თამაში. 1991 წელს ალბერტინი ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაშიც იყო.

სკუადრა აძურაში მისი დებიუტი 1991 წლის დეკემბერში შედგა. მას შემდეგ სტაბილურად ირგებდა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურს. ნაკრების შემადგენლობაში იყო 1994 და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველ შემთხვევაში იტალიის ნაკრები ფინალში ბრაზილიასთა პენალტების სერიაში დამარცხდა, მეორე ჩემპიონატზე კი მასპინძელმა და მომავალმა ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა გამოთიშა ტურნირს.

ორი წლის შემდეგ ეს ორი ნაკრები უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინლაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, დემეტრიო მაშინაც ნაკრების ღირსებას იცავდა. თამაში დრამატული გამოდგა - იტალიელები მთელი მატჩის განმავლობაში 1:0 უგებდნენ ფრანგებს, თუმცა თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე სილვიენ ვილრტორდმა ანგარიში გაათანაბარა დამატებით დროში კი დავიდ ტრეზეგემ ”ოქროს გოლი” გაიტანა და აძურა ტიტულის გარეშე დატოვა.

დემეტრიო ალბერტინიმ რამდენიმეჯერ უკაპიტნა კიდეც ნაკრებს.

კარიერის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრიო ალბერტინი ფეხბურთიდან 2006 წლის 15 მარტს გააცილეს. ამხანაგური მატჩი სან სიროზე შედგა, ერთმანეთს მილანისა და ბარსელონას ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. იმ შეხვედრაში მარკო ვან ბასტენი, ფრანკ რეიკარდი, ფრანკო ბარეზი, რუუდ გულიტი და სხვა ვეტერანები იღებდნენ მონაწილეობას. ალბერტინიმ ერთი გოლი გაიტანა, ის შეხვედრა მილანმა 4:2 მოიგო.

2006 წლის იტალიური ფეხბურთის სკანდალის შემდეგ დემეტიო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტად დაინიშნა, თუმცა მას შემდეგ რაც გუიდო როსიომ პრეზიდენდის პოსტი დაიკავა, ალბერტინი თანამდებობიდან გადადგა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის ჩემპიონი: 1992, 1993, 1994, 1996, 1999

იტალიის სუპერთასი: 1992, 1993, 1994

ჩემპიონთა ლიგა: 1994

ევროპის სუპერთასი: 1994

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი: 1994
  • ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი: 2000

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: