შინაარსზე გადასვლა

ალექსის სანჩესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსის სანჩესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალექსის ალეხანდრო სანჩეს სანჩესი
დაბადების
თარიღი
19 დეკემბერი, 1988 (1988-12-19) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
სანტიაგო, ჩილე
სიმაღლე 169 სმ
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სევილია
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
2004–2005 კობრელოა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2006 კობრელოა 47 (12)
2006–2011 უდინეზე 95 (20)
2006–2007   კოლო-კოლო 32 (5)
2007–2008   რივერ პლეიტი 23 (4)
2011–2014 ბარსელონა 88 (39)
2014–2018 არსენალი 122 (60)
2018–2019 მან. იუნაიტედი 32 (3)
2019–2020   ინტერი 22 (4)
2020–2022 ინტერი 57 (12)
2022–2023 მარსელი 35 (14)
2023–2024 ინტერი 23 (2)
2024–2025 უდინეზე 13 (0)
2025– სევილია 5 (2)
ეროვნული ნაკრები
2007 ჩილე 20 12 (2)
2006– ჩილე 168 (51)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 ოქტომბერი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 6 ოქტომბერი, 2025

ალექსის ალეხანდრო სანჩეს სანჩესი (ესპ. Alexis Alejandro Sánchez Sánchez; დ. 19 დეკემბერი 1988, სანტიაგო) — ჩილელი ფეხბურთელი. საფეხბურთო კლუბ „სევილიასა“ და ჩილეს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

სანჩესი დაიბადა ჩილეს ქალაქ ტოკოპილაში, მეთევზის ოჯახში. მან კარიერა დაიწყო 15 წლის ასაკში, ადგილობრივი კლუბ „კობრელოაში“. ალექსისი სწორედ ამ კლუბში აღიზარდა. მისი დებიუტი ადრეულ ასაკში შედგა და უკვე 18 წლის ასაკში იგი გახდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და ითვლებოდა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად.

2006 წელს იგი იყიდა იტალიის სერია A-ს კლუბმა „უდინეზემ“ $3 მილიონად, რომელმაც იგი მშობლიურ „კოლო-კოლოში“ არენდით გაანათხოვრა. მან თითქმის 50 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. შემდეგ სეზონში იგი გადავიდა არგენტინულ კლუბ „რივერ პლეიტში“. 2008 წელს კი იგი კვლავ დაბრუნდა „უდინეზეში“ და იტალიური კლუბის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. 2008 წლის ზაფხულში საუბარი იყო სანჩესის გადასვლაზე „მანჩესტერ იუნაიტედში“, სადაც მას უნდა შეეცვალა კრიშტიანუ რონალდუ თუმცა ეს ტრანსფერი არ განხორციელდა.

2011 წლის 21 ივლისს ალექსის სანჩესი იყიდა კატალონიურმა კლუბმა „ბარსელონამ“. ახალ კლუბში იგი მოედანზე გამოჩნდა 9 ნომრიანი მაისურით. მისი დებიუტი „ბარსელონაში“ შედგა 14 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კატალონიის „ბარსელონა“ და სამეფო კლუბი „რეალ მადრიდი“. 2011 წლის 29 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში 46 წუთზე მან გაიტანა მისი პირველი გოლი „ვილიარეალის“ კარში „ბარსელონას“ მაისურით. 2011 წლის 1 ნოემბერს კი მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა, „ვიქტორია პლზენის“ წინააღმდეგ, სადაც იგი შეცვლაზე შემოვიდა ერიკ აბიდალის ნაცვლად. 12 თებერვალს კი მან გაიტანა მისი პირველი და მეორე გოლი ჩემპიონთა ლიგაზე „„ლევერკუზენის“ წინააღმდეგ.

2014 წლის 10 ივლისს, ოფიციალურად დადასტურდა სანჩესის ლონდონის „არსენალში“ გადასვლა[1]. ლონდონურ კლუბს ჩილელის ტრანსფერი დაახლოებით 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა[2]. მან 17-ნომრიანი მაისური მიიღო.„მეთოფეების“ შემადგენლობაში სანჩესმა იდებიუტა ინგლისის პრემიერლიგის გახსნითი ტურის საშინაო მატჩში „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ (2-1).ლონდონის „არსენალის“ მაისურით პირველი გოლი სანჩესმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფფში საშინაო მაჩში თურქულ „ბეშიქტაშს“ გაუტანა,რომელიც გამარჯვების გამოდგა (1-0). 2014\2015 წლების სეზონი ალექსის სანჩესისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა.სანჩესი შევიდა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (PFA) სეზონის გუნდში.

მანჩესტერ იუნაიტედი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 22 იანვარს დადასტურდა სანჩესის ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედში“. იგი გახდა პირველი ჩილელი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში. „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა: „სანჩესი ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია. უდავოა, რომ იგი სრულყოფილს გახდის და სტიმულს შემატებს ჩვენ კოლექტივს. დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები იმაყებენ ამ ტრანსფერით.“[3] [4]

ჩილეს ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2006 წლის 24 მაისს ამხანაგურ მატში ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან (1-0). მაშინ სანჩესი მხოლოდ 17 წლის იყო. 2007 წელს ჩილეს ახალგაზრდულ ნაკრებში მან მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში და მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდულ ნაკრებთა შორის. 2010 და 2014 წლებში იგი გამოიძახეს ჩილეს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატებისთვის, ხოლო 2011 წელს ითამაშა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში.

კლუბი სეზონი ლიგა თასი კონტინენტური სხვა სულ
მატჩიგოლიპასიმატჩიგოლიპასიმატჩიგოლიპასიმატჩიგოლიპასიმატჩიგოლიპასი
კობრელოა 2005 35330-383
2006 129129
Total 4712305012
კოლო-კოლო 2006 18491275
2007 14173214
Total 325164489
რივერ პლეიტი 2007-08 23480314
Total 23480314
უდინეზე 2008–09 32322009004332
2009–10 32534103663
2010–11 3112620033126
Total 9520118109001122111
ბარსელონა 2011–12 2512571062030041155
2012–13 000000000000000
სულ 2512571062030041155
სულ კარიერაში 2225316152042603002826116

ესპანეთის დროშა რივერ პლეიტი:(1)

ესპანეთის დროშა ბარსელონა:(6)

ინგლისის დროშა არსენალი:(3)

იტალიის დროშა ინტერ მილანი:(5)

ჩილეს დროშა ჩილე: (2)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: