ვილიარეალი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვილიარეალი
საფეხბურთო კლუბ ვილიარეალის ლოგო.svg
სრული სახელი Villarreal Club de Fútbol
მეტსახელი ყვითელი წყალქვეშა ნავი (ესპ. Submarino amarillo)
დაარსდა 10 მარტი 1923; 95 წლის წინ (1923-03-10)
სტადიონი ელ-მადრიგალი,
ვილიარეალი, ესპანეთი
(ტევადობა: 24.890 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ფერნანდო როჩ ალფონსო
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ფრან ესკრიბა
კაპიტანი ესპანეთის დროშა ბრუნო სორიანო
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2016-17 მე-5 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ვილიარეალი“ (ესპ. Villarreal Club de Fútbol) – ესპანეთის საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქიდან, კასტელონის პროვინცია, ვალენსიის ავტონომიური გაერთიანება. შეიქმნა 1923 წლის 10 მარტს. საშინაო მატჩებს მართავს სტადიონზე ელ-მადრიგალი, რომელიც 24 880 მაყურებელს იტევს.

კლუბის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფეხბურთო კლუბი „ვილიარეალი“ დაარსდა 1923 წლის 10 მარტს. სტადიონი იქირავეს თვეში 60 პესოდ, ბილეთის ფასები ნახევარი პესო იყო კაცზე, მეოთხედი ბავშვებზე, ქალები კი უფასოდ დაიშვებოდნენ. 21 ოქტომბერს კლუბმა ითამაშა თავისი პირველი მატჩი მის მთავარ მეტოქე „კასტელონთან“. ესპანეთის სამოქალაქო ომის დაწყებამდე „ვილიარელი“ ესპანეთის რეგიონალ ლიგებში თამაშობდა .

ლიგაში შესვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდეგ კლუბი თამაშობდა სხვადასხვა რეგიონალ ლიგებში, სანამ 1970–71 წლების სეზონში სეგუნდა დივიზიონში არ აღზევდა, სადაც „ვილიარეალმა“ ითამაშა 2 სეზონი და გავარდა უკან, ტერსერა დივიზიონში. 80-იანი წლების ბოლო რამდენი სეზონის შემდეგ სეგუნდა დივიზიონ ბ–ში გაატარა. 1991–92 წლების სეზონში გუნდმა მოახერხა და დაბრუდა ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში.

აღზევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლის 24 მაისს, „ვილიარეალმა“ მოიპოვა პრიმერა დივიზიონში თამაშის უფლება . სეზონი დაიწყო ურთულესად, მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე „რეალთან“ მატჩით. რთული სეზონი შემდეგ „ყვითლები“ გავარდნენ სეგუნდა დივიზიონში, თუმცა გავარდნის წელსვე, 1999–2000 წლების სეზონში, კლუბი მესამე ადგილზე გავიდა და დაბრუნდა პრიმერაში.

2005–06 წლები, ოქროს სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლიდან „ვილიარეალი“ აქტიურად იბრძოდა ევროსაგზურებისთვის, 2004–05 წლების სეზონში კლუბმა მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მომდევნო სეზონისთვის. წყალქვეშა ნავმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე, „ევერტონ“ი დაამარცხა (2 მატჩის ჯამში 4:2) და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ჯგუფში მოხვდა პორტუგალიის ჩემპიონ „ბენფიკასთან“, ფრანგულ „ლილთან“ და ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედთან“. „ვილიარეალი“ არ დამარცხებულა ჯგუფური ეტაპის არც ერთ მატჩში (2 მოგება, 4 ფრე) და გავიდა ტურნირის მერვედფინალში, სადაც შოტლანდიური „რეინჯერსი“ დაამარცხა სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით (1–1 შინ, 2:2 სტუმრად). მეოთხედფინალურ ეტაპზე „ვილიარეალს“ ბევრად ძლიერი მეტოქე, იტალიური „ინტერი“ შეხვდა, სან სიროზე „ვილიარეალი“ 2:1 დამარცხდა, ერთადერთი გოლი დიეგო ფორლანის ანგარიშზეა, ხოლო შინ 1:0 იმარჯვა და ისევ გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით გავიდა შემდეგ ეტაპზე. ნახევარფინალში ყვითლებს „არსენალი“ შეხვდათ, რომელთანაც 2 მატჩის ჯამში 1:0 წააგეს, აღსანიშნავია რომ განმეორებითი მატჩის ბოლო წუთზე იენს ლემანმა ხუან რომან რიკელმეს დარტმული პენალტი აიღო.

2005-06 წლების სეზონის შემდეგ „ვილიარეალი“ ევროპაში ერთ–ერთი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. 2010–11 წლების სეზონში გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, ევროპის ლიგაზე კი ნახევარფინალში „პორტუსთან“ დამარცხდა, რომელიც შემდეგ ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 ესპანეთის დროშა მეკარე სერხიო ასენხო
2 ესპანეთის დროშა მცველი მარიო გასპარი
3 ესპანეთის დროშა მცველი ხოსე ანხელი
5 არგენტინის დროშა მცველი მატეო მუსაკიო
6 ესპანეთის დროშა მცველი ვიქტორ რუისი
7 რუსეთის დროშა ნახევარმცველი დენის ჩერიშევი
8 მექსიკის დროშა ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი
9 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი რობერტო სოლდადო
11 ესპანეთის დროშა მცველი ხაუმე კოსტა
12 ესპანეთის დროშა მცველი ალვარო გონსალესი
13 ესპანეთის დროშა მეკარე ანდრეს ფერნანდესი
14 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი მანუ ტრიგეროსი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
15 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი ადრიან ლოპესი
16 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი როდრიგო ერნანდესი
17 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა თავდამსხმელი სედრიკ ბაკამბუ
18 იტალიის დროშა თავდამსხმელი ნიკოლა სანსონე
19 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი სამუ კასტილეხო
20 იტალიის დროშა ნახევარმცველი რობერტო სორიანო
21 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ბრუნო სორიანო (Captain sports.svg)
22 სერბეთის დროშა მცველი ანტონიო რუკავინა
23 იტალიის დროშა მცველი დანიელე ბონერა
24 კოლუმბიის დროშა თავდამსხმელი რაფალ სანტოს ბორე
25 არგენტინის დროშა მეკარე მარიანო ბარბოსა

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშინაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროტურირებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]