დინამო ზაგრები (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | Građanski nogometni klub Dinamo Zagreb | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | Plavi (ლურჯები) | ||
დაარსდა | 9 ივნისი, 1945 | ||
სტადიონი |
![]() (ტევადობა: 35 423) | ||
პრეზიდენტი |
![]() | ||
მწვრთნელი |
![]() | ||
კაპიტანი |
![]() | ||
ლიგა | პირველი ლიგა | ||
2019-20 |
![]() | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
| |||
![]() |
საფეხბურთო კლუბი დინამო ზაგრები (ხორ. Građanski nogometni klub Dinamo Zagreb) — ხორვატული საფეხბურთო კლუბი ზაგრებიდან. დაარსდა 1945 წელს, სამი ზაგრებული კლუბის, გრაჯიანსკის, კონკორდიასა და ჰაშკის ბაზაზე. კლუბი საშინაო მატჩებს ატარებს მაქსიმირის სტადიონზე. ტიტულების რაოდენობით, დამოუკიდებლობის პერიოდიდან ითვლება ხორვატიის საუკეთესო კლუბად. კლუბი ხორვატიის თხუთმეტგზის ჩემპიონი, ხორვატიის თასის თორმეტგზის მფლობელი და ხორვატიის სუპერთასის ოთხგზის მფლობელია. კლუბი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა, 1946 წლიდან 1991 წლამდე მონაწილეობას იღებდა იუგოსლავიის პირველ ლიგაში, ხოლო შემდეგ, 1992 წლიდან ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს.
დინამო ზაგრების დებიუტი იუგოსლავიის პირველ ლიგაში 1946-47 წლების სეზონზე შედგა და ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა. შემდეგ სეზონში დინამომ პირველი ადგილი დაიკავა და პირველი დიდი ჯილდოც მიიღო კლუბის ისტორიაში. შემდგომში დინამომ 7-ჯერ მოიგო იუგოსლავიის ჩემპიონატი და სამჯერ გახდა თასის მფლობელი, ხოლო 1991 წელს მათ იუგოსლავიის დაშლის გამო დატოვეს იუგოსლავიის ჩემპიონატი. ზაგრების დინამო ერთადერთი კლუბია ხორვატიაში, რომელსაც ევროპული ოქრო აქვს მინაღები. ის მათ 1966-1967 წლის ბაზრობათა თასზე მოიპოვეს, როცა ფინალში ლიდზ იუნაიტედი დაამარცხეს, ანგარიშით 2:0, ორი მატჩის ჯამში.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაარსება და ადრეული წლები (1945—1966)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1945 წლის მაისში, მეორე მსოფლიო ორის დამთავრებისთანავე სამი ყველაზე წარმატებული ზაგრებული კლუბი (ჰაშკი, გრაჯიანსკი და კონკორდია) კომუნისტური მთავრობის ბრძანების შესაბამისად დაიშალა. ისინი შეცვალა ახალმა სპორტულმა საზოგადოებამ, სახელად „დინამო“ (ხორვატულად: Fiskulturno drustvo Dinamo), რომელიც 1945 წლის 9 ივნისს დაარსდა. ახალმა კლბმა გრაჯიანსკიდან „მემკვიდრეობით მიიღო“ ფერი და ფანები, რადგან გრაჯიანსკის მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა კარიერა დინამოში გააგრძელა. პირველ წლებში კლუბი საშინაო მატჩებს კუტურაშკას სტადიონზე მართავდა, მაგრამ ისინი მალე გადავიდნენ საფეხბურთო კლუბ ჰაშკის სტადიონზე, მაქსიმირზე. დინამოს პირველი მწვრთნელი იყო უნგრელი სპეციალისტი მარტონ ბუკოვი. ყველაზე ცნობილი მოთამაშეები კი, რომლებიც დინამოს გრაჯიანსკიდან შეუერთდნენ იყვნენ: ავგუსტ ლესნიკი, მირკო კოკოტოვიჩი და ფრანიო ველფლი, ხოლო ჰაშკიდან კლუბს დაემატნენ: რატკო კაციანი და ჟელკო ჩაიკოვსკი.
ჩამოყალიბების შემდეგ, კლუბი იუგოსლავიის პირველი ლიგის გათამაშებაში ჩაერთო. 1946-47 წლების სეზონში დინამომ დაიკავა მეორე ადგილი და ჩემპიონ პარტიზანს (ბელგრადი) 5 ქულით ჩამორჩა. უკვე შემდგომ ჩემპიონატში დინამომ გაიმარჯვა და 5 ქულით გაუსწრო სპლიტის ჰაიდუკსა და პარტიზანს. 1951 წლის სეზონში კლუბმა დაიკავა მეორე ადგილი ლიგაში, თუმცა მოიგო თავისი პირველი იუგოსლავიის თასი, სადაც ფინალში ვოევოდინას სძლია ანგარიშით 4:0, ორი მატჩის ჯამში. შემდომში დინამო კიდევ დაეუფლა იუგოსავიის სამ თასს (1960, 1963 და 1965 წლებში) და ორჯერ მოიგო იუგოსლავიის ჩემპიონატი (1953-54 და 1957-58 წლებში). ამასთანავე მათ სამჯერ დაიკავეს მე-2 ადგილი იუგოსლავიის ჩემპიონატში (1950, 1964 და 1966 წლებში). დინამოს დებიუტი ევროთასებზე მოხდა ევროპის ჩემპიონთა თასის მეოთხე გათამაშებაზე, მათ ითამაშეს ჩეხოსლოვაკიური დუკლას წინააღმდეგ და წააგეს საერთო ანგარიშით 3:4 (2:2, 1:2). 1960-61 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე დინამომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, გავიდა ნახევარფინალში, სადაც იტალიურ ფიორენტინასთან დამარცხდა, საერთო ანგარიშით 2:4, ორი მატჩის ჯამში. 1961-62 წლის ბაზრობათა თასის გათამაშებაზე დინამო მეორე რაუნდამდე გავიდა, სადაც ესპანურ ბარსელონასთან დამარცხდა ორი მატჩის ჯამში 3:7 (1:5, 2:2). 1962-62 წლის ბაზრობათა თასის გათამაშებაში დინამომ ფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ მათ აქ ვალენსიასთან დათმეს შეხვედრა ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 1:4 (1:2, 0:2). შემდეგ სეზონში დინამომ მონაწილეობა მიიღო უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში და აქ ისინი მეორე რაუნდამდე გავიდნენ, სადაც დამარცხდნენ შოტლანდიურ სელტიკთან, ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 2:4 (0:3, 2:1). ამ დროისათვის უკვე დინამოს ბევრი ისეთი ფეხბურთელი იცავდა იუგოსლავიის ნაკრების ღირსებას, როგორებიც იყვნენ ჟელკო ჩაიკოვსკი, ზლატკო შკორიჩი, კრასნოდარ რორა, დრაჟენ ერკოვიჩი, ივან ხორვატი, სლავენ ზამბატა და რუდოლფ ბელინი.
1966-1967 წლის ბაზრობათა თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1966-67 წლის ბაზრობათა თასზე მონაწილეობას სამი იუგოსლავიური კლუბი იღებდა (დინამო ზაგრები, ცრვენა ზვეზდა და ოლიმპია). ოლიმპია პირველივე რაუნდში გავარდა უნგრულ ფერენცვაროშთან, ცრვენა ზვეზდა ბარსელონასთან გავარდა, ხოლო დინამომ გააგრძელა წინსვლა და მიაღწია, ჩაწერილიყო ისტორიაში, როგორც პირველი იუგოსლავიური კლუბი, რომელმაც მოიგო ევროპული თასი. პირველ ტურში დინამომ ითამაშა ჩეხოსლოვაკიურ სპარტაკთან, ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:2, ამის შემდეგ ააგდეს მონეტა და გამოვლინდა, რომ დინამო გადიოდა შემდეგ რაუნდში. მეორე ტურში დინამოს მოწინააღმდეგე იყო შოტლანდიური დანფერმლინ ატლეტიკი. დინამო მესამე რაუნდში გავიდა, სადაც დინამომ მოუგო რუმინულ პიტეშტის დინამოს, ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:0 (1:0, 0:0). შემდგომ, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში, შესაბამისად, სძლია იტალიურ იუვენტუსსა და გერმანულ აინტრახტს. ფინალში მათ ითამაშეს ინგლისური ლიდზ იუნაიტედის წინააღმდეგ. პირველ მატჩში დინამომ გაიმარჯვა ანგარიშით 2-0 საშინაო არენაზე 33000 მაყურებლის თვალწინ. მეორე მატჩი ჩატარდა ელანდ როუდზე, შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 0-0 და დინამომ მოიგო თავისი პირველი ევროპული ტურნირი.
წარუმატებელი პერიოდი (1967—1990)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1969 წელს დინამომ მეხუთეჯერ მოიგო იუგოსლავიის თასი და მიაღწია უეფას თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალამდე. XX საუკუნის 70-იან წლებში დინამოს არ მოუგია არც ერთი მნიშვნელოვანი ტიტული. კლუბმა სამჯერ მიიღო მონაწილეობა ბაზრობათა თასის გათამაშებაში. უეფას თასში კლუბმა შვიდჯერ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ მიაღწია ისეთ წარმატებებს, როგორსაც 60-იან წლებში აღწევდა. ბოლოსდაბოლოს, 1980-იანი წლების დასაწყისში, დინამომ მოიგო თავისი მეექვსე იუგოსლავიის თასი, ფინალში დაამარცხა ცრვენა ზვეზდა ანგარიშით 2:1 ორი მატჩის ჯამში. მათ მონაწილეობა მიიღეს 1980-81 წლების უეფას თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ პირველივე რაუნდში დამარცხდნენ პორტუგალიურ ბენფიკასთან, ანგარიშით 0:2 (0:0, 0:2) ორი მატჩის ჯამში. 1982 წელს დინამომ მოიგო იუგოსლავიის მეოთხე ჩემპიონატი. 1983 წელს დინამომ მოიგო თავისი მეშვიდე იუგოსლავიის თასი, ეს იყო იუგოსლავიის არსებობისას დინამოს მოგებული მოგებული უკანასკნელი ტიტული. 1982-1983 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში უკვე სხვა პორტუგალიურმა კლუბმა გადაუჭრა გზა დინამოს, ეს იყო ლისაბონის სპორტინგი, რომელმაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 1:3 (1:0, 0:3) სძლია დინამოს. 1983-84 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში დინამომ კვლავ პორტუგალიურ კლუბთან, ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან — პორტუსთან დათმო შეხვედრა, ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 2:2 (2:1, 0:1). კლუბმა ვერ მიაღწია ვერც ერთ წარმატებას 1980-იანი წლების მეორე ნახევარშიც.
1990-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მას შემდეგ, რაც იუგოსლავია დაიშალა, დინამომ მონაწილეობა მიიღ ხორვატიის ლიგის ჩამოყალიბებაში და ითამაშა საწყის სეზონში, 1992 წელს. ამავე წელს კლუბმა შეიცვალა სახელი და ჰაშკ გრადანსკი დაირქვა, მაგრამ უკვე ერთ წელიწადში სახელი კვლავ შეიცვალა და უკვე „ზაგრების ხორვატია“ ეწოდებოდა. სახელწოდების ცვლილება მიღებულ იქნა, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი ხელმძღვანელობის მხრიდან, რათა დაშორებოდნენ კლუბის კომუნისტურ წარსულს. 2000 წლის 14 თებერვალს კლუბმა კვლავ დაიბრუნა სახელი „დინამო“. ზაგრების ხორვატიას სახელით, კლუბმა ექვსჯერ მოიგო ხორვატიის ჩემპიონატი, მათ შორის, ხუთჯერ ზედიზედ 1996 წლიდან 2000 წლამდე. ამას გარდა, კლუბმა ოთხჯერ მოიგო ხორვატიის თასი.
1990-იანი წლების ბოლოს კლუბი ზედიზედ ორჯერ მონაწილეობდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. 1998-1999 წლების სეზონზე დინამო განაწილებული იყო ჯგუფში აიაქსთან, ოლიმპიაკოსთან და პორტუსთან ერთად. პირველ სამ წარუმატებელ მატჩის შემდეგ, რომლებშიც აიაქსთან სახლში ფრითა და ოლიპიაკოსთან და პორტუსთან გასვლით მატჩებზე მარცხით დასრულდა, გუნდმა დარჩენილ სამ მატჩში შედეგები გააუმჯობესა, მოუგო პორტუს სახლში, წააგო აიაქსთან გასვლაზე და ითამაშა ფრე ოლიმპიაკოსთან. მაგრამ დინამო ვერ გავიდა მეოთხედფინალში, რადგან მათ მეორე ადგილი დაიკავეს, ოლიმპიაკოსის შემდეგ. 1999-2000 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, გუნდი ჯგუფში მოხვდა ტურნირის წინა გამარჯვებულთან — მანჩესტერ იუნაიტედთან, მარსელთან და შტურმთან ერთად, დინამომ მეოთხე ადგილი დაიკავა ჯგუფში ორი ფრითა და ერთი გამარჯვებით. მათ მინიმალური ფრე ითამაშეს მანჩესტერთან ოლდ ტრაფორდზე სეზონის პირველ მატჩში.
ბოლო წლები (2000—ახლანდელი დრო)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლუბმა ზედიზედ მიიღო მონაწილეობა უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში, 2000, 2003, 2006, 2007 და 2008 წლებში. ისინი თამაშობნდენ მილანის, დინამო კიევის, არსენალის, ვერდერ ბრემენის, დონის შახტარის წინააღმდეგ და ვერ მოიგეს ვერც ერთი მატჩი, დამარცხდნენ ანგარიშით 1-6 ორი მატჩის ჯამში მილანთან, 1-5 _ კიევის დინამოსთან, შახტართან და არსენალთან, და 3 — 5 _ ვერდერთან. შესარჩევი ტურების შემდეგ ტურნირის ფორმატი შეიცვალა, 2009 წლის სეზონში დინამომ ვერ შეძლო ფლეი-ოფში გასვლა, რადგან დამარცხდა ანგარიშით 2-3 ორი მატჩის ჯამში ზალცბურგის რედ ბულთან. გუნდი გავიდა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე 2004-2005, 2007-2008 და 2008-2009 წლების სეზონებზე, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში მოახერხეს ფლეი-ოფში გასვლა. უეფას თასი შეიცვალა ევროპის ლიგით, სადაც რამდენიმედ შეიცვალა ფორმატი უეფას თასისგან განსხვავებით. დინამომ მოახერა უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ევროპის ლიგის პირველ გათამაშებაზე, მას შემდეგ, რაც მათ გაიმარჯვეს შოტლანდიურ ჰართ ოფ მიდლოტიანთან, ანგარიშით 4-2 ორი მატჩის ჯამში. შიდა შეჯიბრეგბებში, კლუბმა ხუთი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა ჩემპიონატში და ექვსჯერ მოიგო ხორვატიის თასი. აგრეთვე ოთხჯერ მოიგო სუპერთასი. კლუბმა აგრეთვე აღზარდა მრავალი ტალანტი, რომლებმაც წარმოადგინეს ხორვატია 2000-იან წლებში. მათ შორის ყველაზე ცნობილია ლუკა მოდრიჩი, ედუარდო, ვერდან ჩორლუკა, ნიკო კრანჩარი და ტომისლავ ბუტინა. დინამომ კვლავ მიიღო მონაწილეობა უეფას ევროპის ლიგაში, სადაც მესამე ადგილი დაიკავა D ჯგუფში.
სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „გრაჟდანსკი“ (Prvi hrvatski građanski športski klub) 1911—1945
- „დინამო“ (Dinamo) 1945—1991, 2000—н.в.
- ჰაშკ გრაჟდანსკი (HAŠK Građanski) 1991—1993
- „ხორვატია“ (Croatia) 1993—2000
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- იუგოსლავიის ჩემპიონი (9): 1923, 1926, 1928, 1937, 1940, 1947-48, 1953-54, 1957-58, 1981-82.
- ხორვატიის ჩემპიონი (21): 1943, 1992-93, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 1999-2000, 2002-03, 2005-06, 2006-07, 2007-08, 2008-09, 2009-10, 2010-11, 2011-12, 2012-13, 2013-14, 2014-15, 2015–16, 2017–18, 2018-19, 2019-20.
- იუგოსლავიის თასის მფლობელი (7): 1951, 1960, 1963, 1965, 1969, 1980, 1983.
- იუგოსლავიის თასის ფინალისტი (8): 1950, 1964, 1966, 1972, 1976, 1982, 1985, 1986.
- ხორვატიის თასის მფლობელი (15): 1994, 1996, 1997, 1998, 2001, 2002, 2004, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2015, 2016, 2018.
- ხორვატიის თასის ფინალისტი (5): 1992, 1993, 1995, 2000, 2014
- ხორვატიის სუპერთასის მფლობელი (5): 2002, 2003, 2006, 2010, 2013
- ბაზრობათა თასი
რეიტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უეფას საკლუბო რეიტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლებულია 2013 წლის 16 დეკემბერს
ადგილი | გუნდი | ქულა |
---|---|---|
82-83 | ![]() |
24.464 |
82-83 | ![]() |
24.464 |
84 | ![]() |
23.925 |
85 | ![]() |
23.899 |
86 | ![]() |
23.785 |
დინამო ევროთასებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი | ტურნირი | რაუნდი | მოწინააღმდეგე | სახლში | სტუმრად | საერთო ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
2000-01 | უეფას ჩემპიონთა ლიგა | სრ3 | ![]() |
0-3 | 1-3 | 1-6 |
უეფას თასი | რ1 | ![]() |
1-1 | 3-0 | 4-1 | |
რ1 | ![]() |
1-0 | 0-2 | 1-2 | ||
2001-02 | უეფას თასი | სრ | ![]() |
1-0 | 1-0 | 2-0 |
რ1 | ![]() |
2-2 | 1-1 | 3-3 ) | ||
2002-03 | უეფას თასი | რ1 | ![]() |
6-0 | 3-1 | 9-1 |
რ2 | ![]() |
0-3 | 1-2 | 1-5 | ||
2003-04 | უეფას ჩემპიონთა ლიგა | სრ2 | ![]() |
2-1 | 1-1 | 3-2 |
სრ3 | ![]() |
0-2 | 1-3 | 1-5 | ||
უეფას თასი | რ1 | ![]() |
3-1 | 0-0 | 3-1 | |
რ2 | ![]() |
0-2 | 1-1 | 1-3 | ||
2004-05 | უეფას თასი | სრ2 | ![]() |
4-0 | 0-2 | 4-2 |
რ1 | ![]() |
2-0 | 0-0 | 2-0 | ||
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
6-1 | - | - | ||
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
- | 0-2 | - | ||
ჯგუფური ეტაპი | თარგი:HOL ჰერენვენი | 2-2 | - | - | ||
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
- | 1-2 | - | ||
2006-07 | უეფას ჩემპიონთა ლიგა | სრ2 | თარგი:LIT ეკრანასი | 5-2 | 4-1 | 9-3 |
სრ3 | ![]() |
0-3 | 1-2 | 1-5 | ||
უეფას თასი | რ1 | ![]() |
1-2 | 1-3 | 2-5 | |
2007-08 | უეფას ჩემპიონთა ლიგა | სრ1 | ![]() |
3-1 | 1-1 | 4-2 |
სრ2 | ![]() |
3-1 | 2-1 | 5-2 | ||
სრ3 | ![]() |
2-3 | 1-2 | 3-5 | ||
უეფას თასი | რ1 | თარგი:HOL აიაქსი | 0-1 | 3-2 | 3-3 ) | |
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
0-0 | - | - | ||
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
- | 1-2 | - | ||
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
0-2 | - | - | ||
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
- | 1-1 | - | ||
2008-09 | უეფას ჩემპიონთა ლიგა | სრ1 | ლინფილდი | 1-1 | 2-0 | 3-1 |
სრ2 | ![]() |
3-2 | 3-0 | 6-2 | ||
სრ3 | ![]() |
1-3 | 0-2 | 1-5 | ||
უეფას თასი | რ1 | ![]() |
0-0 | 3-3 | 3-3 | |
ჯგუფური ეტაპი | თარგი:HOL ნეკ | 3-2 | - | - | ||
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
- | 0-4 | - | ||
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
0-1 | - | - | ||
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
- | 1-2 | - | ||
2009-10 | უეფას ჩემპიონთა ლიგა | სრ2 | ![]() |
3-0 | 0-0 | 3-0 |
სრ3 | ![]() |
1-2 | 1-1 | 2-3 | ||
ევროპის ლიგა | პლეი-ოფი | ![]() |
4-0 | 0-2 | 4-2 | |
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
0-2 | 1-0 | - | ||
ჯგუფური ეტაპი | თარგი:RUM ტიმიშოარა | 1-2 | 3-0 | - | ||
ჯგუფური ეტაპი | თარგი:HOL აიაქსი | 0-2 | 1-2 | - | ||
2010-11 | უეფას ჩემპიონთა ლიგა | სრ2 | ![]() |
5-1 | 0-3 | 5-4 |
სრ3 | თარგი:MOL შერიფი | 1-1 | 1-1 | (5-6 პ) | ||
ევროპის ლიგა | პლეი-ოფი | ![]() |
2-0 | 2-1 | 4-1 | |
ჯგუფური ეტაპი | თარგი:SPA ვილიარეალი | 2-0 | 0-3 | - | ||
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
0-1 | 0-1 | - | ||
ჯგუფური ეტაპი | ![]() |
0-0 | 2-0 | - |
სრ(1,2,3) = საკვალიფიკაციო რაუნდი (1,2,3); რ (1,2) = რაუნდი (1,2);
|