ჟირონა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟირონა
სრული სახელი Girona Futbol Club, S.A.D.
მეტსახელი თეთრ-წითლები (ესპ. Blanquivermell)
ჟირონელები (ესპ. Gironaistas)
დაარსდა 1930; 94 წლის წინ (1930)
სტადიონი მონტილივი
ჟირონა, კატალონია
(ტევადობა: 9,286 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა დელფი ჟელი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა პაბლო მაჩინი
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2016-17 სეგუნდა დივიზიონი, მე-2 ადგილი (აღზევდა)
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ჟირონა“ (ესპ. Girona Futbol Club) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1930 წელს, კატალონიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ჟირონაში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ მონტილივიზე, რომელიც 6 286 მაყურებელს იტევს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1930 წლის 23 ივლისს, „Unió Esportiva Girona“-ს დაშლის შედეგად, ეკონომიკური მიზეზების გამო. კლუბი შეუერთდა კატალონიის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონს, პირველი ოფიციალური მატჩი გამართა „კოლონია არტიგასის“ წინააღმდეგ.

1933-34 წლების სეზონი „ჟირონასთვის“ იყო პირველი სეგუნდა დივიზიონში, სადაც კლუბმა დაიკავა მე-4 ადგილი. შემდეგ სეზონში გახდა ჩემპიონატის გამარჯვებული, აღსაზევებელ პლეი-ოფში იასპარეზა „სელტას“, „რეალ სარაგოსას“, „რეალ მურსიის“ და „ხერესის“ წინააღმდეგ, თუმცა კლუბმა ასპარეზობა პრიმერა დივიზიონის აღსაზევებელ ზონაში ბოლოდან მე-2 ადგილზე დაასრულა.

ესპანეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, კლუბი მერყეობდა მე-2 და მე-3 დივიზიონებს შორის. 1968 წელს, სტადიონ მონტილივის მშენებლობა დაიწყო. ამ სტადიონზე საშინაო მატჩების ჩატარება კლუბმა 1970 წელს დაიწყო, მანამდე კლუბი „ვისტა ალეგრეზე“ მართავდა მატჩებს.

მომავალ წლებში „ჟირონა“ მე-3 და მე-4 დივიზიონებში ასპარეზოვდა, 3 სეზონით კი რეგიონალურ ჩემპიონატში დაქვეითდა (1982-83, 1997-99).[1] მე-3 დივიზიონში დაკავებული 1-ლი ადგილის შემდეგ, 2008 წლის 16 ივნისს, აღსაზევებელ პლეი-ოფში კლუბმა დაამარცხა „სეუტა“ და 49 წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა სეგუნდა დივიზიონში.[2][3]

2010 წლის 22 ივლისს, ლოკალურმა ბიზნეს ჯგუფმა, რამონ ვილაროს მეთაურობით შეიძინა კლუბის აქციების 72%, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ გუსო, და ხოსეპ როფესი ფლობდნენ. პრეზიდენტის პოსტიც ვილარომ დაიკავა, მთავარი მწვრთნელის პოსტი კი აჟნემ, რომელიც მანამდე „რეკრეატივოს“ მწვრთნელი იყო. 2012 წლის 14 ივნისს, ყოფილ კლუბთან 0-3 წაგების გამო აჟნემ კლუბი დატოვა.[4]

2011 წელს შეიქმნა „ჟირონას“ სარეზერვო გუნდი.[5] 2013 წლის 9 მაისს, დირექტორთა საბჭომ, სლოგან „El Girona FC también es mío“-თან („ჟირონა“ ჩემიც არის) ერთად გაზარდეს კლუბის კაპიტალი, €300 000 ევროთი.[6]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Historia Spanish. Girona's official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-04. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2013.
  2. El Girona entona el alirón Spanish. El Mundo Deportivo (16 ივნისი, 2008). ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2013.
  3. El Girona aconsegueix un ascens històric a la Segona Divisió en vèncer el Ceuta per la mínima (1–0) Catalan. Esport 3 (16 ივნისი, 2008). ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2013.
  4. Cesado por sus malos resultados deportivos Spanish. Huelva Ya (14 იანვარი, 2012). ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2013.
  5. El Llagostera entrena en el campo del Girona Spanish. El Mundo Deportivo (25 მაისი, 2011). ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2013.
  6. El Girona FC también es mío Spanish. Girona's official website (9 მაისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2013.