ტიაგო ალკანტარა
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტო | ||
| დაბადების თარიღი | 11 აპრილი, 1991 | ||
| დაბადების ადგილი | ბარი, იტალია | ||
| სიმაღლე | 174 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
| ახალგაზრდული კარიერა | |||
| 1995–1996 | ფლამენგო | ||
| 1996–2000 | ურეკა | ||
| 2000–2001 | კელმე | ||
| 2001–2005 | ფლამენგო | ||
| 2005–2008 | ბარსელონა | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 2008–2011 | ბარსელონა B | 59 | (3) |
| 2009–2013 | ბარსელონა | 68 | (7) |
| 2013–2020 | ბაიერნი | 150 | (17) |
| 2020– | ლივერპული | 68 | (2) |
| სულ | 341 | (28) | |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 2007 | ესპანეთი 16 | 1 | (0) |
| 2007–2008 | ესპანეთი 17 | 8 | (5) |
| 2009 | ესპანეთი 18 | 1 | (1) |
| 2009–2010 | ესპანეთი 19 | 11 | (4) |
| 2010–2013 | ესპანეთი 21 | 21 | (6) |
| 2011–2021 | ესპანეთი | 46 | (2) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება | |||
ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტო (პორტ. Thiago Alcântara do Nascimiento; ესპ. Thiago Alcántara do Nascimento (del Nascimento); დ. 11 აპრილი, 1991), საყოველთაოდ ცნობილი, როგორც ტიაგო — ესპანელი ფეხბურთელი, თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. 2016 და 2020 წლების ევროპის ჩემპიონატისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიაგო დაიბადა სან პიეტრო ვერნოტიკოში, იტალიაში, გაიზარდა ესპანეთში. მისი მამა არის ბრაზილიელი მსოფლიო თასის მფლობელი მაზინიო.[1] ფეხბურთის თამაში დაიწყო „ფლამენგოში“ ხუთი წლის ასაკში. შემდეგ მამამისი გადავიდა ესპანეთში და ტიაგომ თამაში განაგრძო გალისიურ კლუბ „ურეკაში“ ნიგრანში. 2001 წელს ის თამაშობდა „კელმეში“, როცა მამამისი თამაშობდა „ელჩეში“.[2][3] 2005 წელს, 10 წლის ასაკში ის დაბრუნდა „ფლამენგოში“, შემდეგ კვლავ ესპანეთში დაბრუნდა და კონტრაქტი გააფორმა „ბარსელონასთან“, სადაც თამაშობდა ასევე მისი ბიძაშვილიც.[4]
ბარსელონა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წლის 17 მაისს, 18 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი „ბარსელონას“ პირველ გუნდში, როცა შეცვალა ეიდურ გუდიონსენი 63-ე წუთზე, „მალიორკასთან“ მატჩში. 2010 წლის 20 თებერვალს იაია ტურეს ნაცვლად შემოვიდა 76-ე წუთზე და გაიტანა პირველი გოლი „რასინგთან“ 4-0 მოგებულ მატჩში, კამპ ნოუზე.[5][6] 2011 წლის 29 ივნისს ტიაგომ კლუბთან გააფორმა ახალი კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე, €30 მილიონის სატრანსფერო ღირებულებით.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიაგომ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატში, დაეხმარა ესპანეთს გათამაშების მოგებაში. ასევე ნაკრებში იმყოფებოდა 2011 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზეც, სადაც 40 იარდიდან თავისუფალი დარტყმით გოლი გაიტანა შვეიცარიასთან 4-0 მოგებულ მატჩში.[7]
ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2011 წლის 10 აგვისტოს იტალიასთან მატჩში. დებიუტი შედგა იმავე წლის 6 სექტემბერს, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე ლიხტენშტაინთან 6-0 მოგებულ მატჩში.
საკლუბო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ევროპა | სხვა [8] | Total | |||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
| ბარსელონა B | 2007–08 | 5 | 0 | – | 5 | 0 | |||||
| 2008–09 | 25 | 0 | – | 25 | 0 | ||||||
| 2009–10 | 18 | 3 | – | 18 | 3 | ||||||
| 2010–11 | 11 | 0 | – | 11 | 0 | ||||||
| ჯამში | 59 | 3 | – | 59 | 3 | ||||||
| ბარსელონა | 2008–09 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 |
| 2009–10 | 1 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 1 | |
| 2010–11 | 12 | 2 | 3 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | 17 | 3 | |
| 2011–12 | 27 | 2 | 8 | 2 | 7 | 0 | 3 | 0 | 45 | 4 | |
| ჯამში | 41 | 5 | 12 | 3 | 8 | 0 | 4 | 0 | 65 | 8 | |
| ჯამში კარიერაში | 100 | 8 | 12 | 3 | 8 | 0 | 4 | 0 | 124 | 11 | |
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
|---|---|---|---|
| ესპანეთი |
2011 | 3 | 0 |
| 2012 | 0 | 0 | |
| 2013 | 1 | 0 | |
| 2014 | 1 | 0 | |
| 2015 | 2 | 0 | |
| 2016 | 11 | 0 | |
| 2017 | 7 | 1 | |
| 2018 | 9 | 1 | |
| 2019 | 3 | 0 | |
| 2020 | 2 | 0 | |
| 2021 | 7 | 0 | |
| ჯამში | 46 | 2 | |
სანაკრებო გოლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| # | თარიღი | ადგილი | მეტოქე | შედეგი | გოლი | გათამაშება |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1. | 06.10.2017 | ესტადიო ხოსე რიკო პერეზი, ალიკანტე, ესპანეთი | 3–0 | 1 | 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | |
| 2. | 27.03.2018 | ვანდა მეტროპოლიტანო, ესპანეთი | 6–1 | 1 | ამხანაგური |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლა ლიგა (4): 2008–09, 2009–10, 2010–11, 2012–13
- ესპანეთის თასი (1): 2011–12; ვერცხლი 2010–11
- ესპანეთის სუპერთასი (3): 2010, 2011, 2013
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2010–11
- უეფა-ს სუპერთასი (1): 2011
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (1): 2011
- ბუნდესლიგა (7): 2013–14, 2014–15, 2015–16, 2016–17, 2017–18, 2018–19, 2019–20 [9]
- გერმანიის თასი (4): 2013–14, 2015–16, 2018–19, 2019–20
- გერმანიის სუპერთასი (3): 2016, 2017, 2018
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2019–20
- უეფა-ს სუპერთასი (1): 2013
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (1): 2013
ესპანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ევროპის 17-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი: 2008
- ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი: 2011
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Youth:Thiago Alcántara .. fcbtransfers.blogspot.com (2010-02-19). ციტირების თარიღი: 2010-02-19.
- ↑ Kelme official website დაარქივებული 2012-06-28 საიტზე Wayback Machine. . Kelme website. Retrieved on 2012-04-017.
- ↑ Thiago Alcántara, la nueva perla azulgrana დაარქივებული 2012-09-15 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. suite101.net. Retrieved on 2012-04-017.
- ↑ O melhor da Barra na web :: დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine. . PortalBARRA. Retrieved on 2011-07-03.
- ↑ FC Barcelona vs Racing de Santander. Goal.com (2010-02-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-21. ციტირების თარიღი: 2010-02-19.
- ↑ Racing de Santander vs FC Barcelona. fcbarcelona.com (2010-02-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-13. ციტირების თარიღი: 2010-02-19.
- ↑ Spain win tournament with victory over Switzerland. Daily Telegraph (27 June 2011). ციტირების თარიღი: 27 June 2011.
- ↑ შეიცავს სხვა გათამაშებებს, მათ შორის ესპანეთის სუპერთასს, უეფა-ს სუპერთასს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს.
- ↑ Bayern win the champions league. espn.com. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2020.
- დაბადებული 11 აპრილი
- დაბადებული 1991
- ესპანელი ფეხბურთელები
- ტერსერა დივიზიონის ფეხბურთელები
- სეგუნდა დივიზიონი B-ის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ბარსელონის ფეხბურთელები
- ბარსელონა B-ის ფეხბურთელები
- გერმანიის ბუნდესლიგის ფეხბურთელები
- მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელები
- ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები
- 2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ცოცხალი ადამიანები