სერხიო ბუსკეტსი
სერხიო ბუსკეტს ბურგოსი (დ. 16 ივლისი, 1988, საბადელი) — ესპანელი ფეხბურთელი, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ „ბარსელონას“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი.
ის სრულიად უცნობი ფეხბურთელი იყო გულშემატკივრისთის, როდესაც „ბარსელონას“ პირველ გუნდში მოხვდა 2008 წელს, მაგრამ დროის მოკლე პერიოდში გაითქვა სახელი. „ბარსელონაში“ დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ ის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს.
სექციების სია
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბუსკეტსი დაიბადა ბადია-დელ-ვალიესში, ბარსელონაში, კატალონიაში. 2005 წელს ის შეუერთდა „ბარსელონას“ ახალგაზრდულ კლუბს, სადაც 26 მატჩში გაიტანა შვიდი გოლი. ორი წლის შემდეგ ის მოხვდა „ბარსელონა B-ში“, რომელსაც წვრთნიდა ჟოზეპ გვარდიოლა, რომელიც დაეხმარა ფეხბურთელს მესამე დივიზიონში გადასვლაში. ბუსკეტსმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა ერთი გოლი.[1] იმავე სეზონში ბუსკეტის დებიუტი შედგა პირველ გუნდში კატალონიის თასზე, სადაც შეცვლაზე შემოვიდა. ის თამაშობს 16-ნომრიანი მაისურით სერხიოს სახელით, რაც ხშირად იწვევს დაბნეულობას.
2008 წლის 13 სექტემბერს შედგა ბუსკეტსის დებიუტი ლა ლიგაში, 90 წუთი ითამაშა სანტანდერის „რასინგის“ წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა ფრედ, 1-1.[2] 2008 წლის 22 ოქტომბერს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე „ბაზელთან“ სტუმრად გამართულ მატჩში მე-15 წუთზე გაიტანა მეორე გოლი, იმ მატჩში მისმა გუნდმა კი მოიგო 5-0.[3] 22 დეკემბერს ფეხბურთელს კლუბმა გაუხანგრძლივა კონტრაქტი 2013 წლამდე.[4][5]
2009 წლის 7 მარტს ბუსკეტსმა პირველი გოლი მიითვალა ლა ლიგაში ბილბაოს „ატლეტიკთან“ 2-0 მოგებულ მატჩში. ბუსკეტსმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მისმა გუნდმა დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2-0.
2010-2011 წლების სეზონში ბუსკეტსი კლუბში თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
2011 წლის 27 იანვარს ფეხბურთელმა კლუბთან გაახანგრძლივა კონტრაქტი 2015 წლამდე, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი კი განისაზღვრა 150 მილიონი ევროთი.[6]
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2008 წლის 11 ოქტომბერს შედგა ბუსკეტსის დებიუტი ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში 2009 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიაში. მე-17 წუთზე მან გაიტანა გოლი, მისმა ნაკრებმა წააგო 1-2, მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება დარჩათ ესპანელებს (4-3).
2009 წლის 6 თებერვალს გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ინგლისთან 11 თებერვალს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის.[7] ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება კი მიეცა 2009 წლის 1 აპრილს თურქეთის ნაკრებთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. მან 16 წუთი ითამაშა სტამბოლში, სადაც მისმა გუნდმა მოიგო 2-1.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებში ჰყავდა გამოძახებული ვისენტე დელ ბოსკეს სამხრეთ აფრიკაში.
საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სერხიო ბუსკეტს ბურგოსი | ||
დაბადების თარიღი | 16 ივლისი, 1988 | ||
დაბადების ადგილი | საბადელი, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 1,89 მ | ||
სათამაშო პოზიცია | საყრდენი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბარსელონა | ||
ნომერი | 5 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2003–2005 | უნიო ხაბაკი | ||
2005–2007 | ბარსელონა | ||
პროფესიონალური კარიერა† | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006 | ბარსელონა C | 1 | (0) |
2007–2008 | ბარსელონა B | 32 | (1) |
2008– | ბარსელონა | 280 | (6) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008–2009 | ესპანეთი 21 წლ. | 3 | (1) |
2009– | ესპანეთი | 96 | (2) |
2008– | კატალონია | 6 | (0) |
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 25 მაისი, 2017.
‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა: |
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ევროთასები | სხვა | სულ | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | ||
ბარსელონა C | 2006–07 | 1 | 0 | — | 1 | 0 | |||||
სულ | 1 | 0 | — | 1 | 0 | ||||||
ბარსელონა B | 2007–08 | 30 | 1 | — | 30 | 1 | |||||
2008–09 | 2 | 0 | — | 2 | 0 | ||||||
Total | 32 | 1 | — | 32 | 1 | ||||||
ბარსელონა | 2008–09 | 24 | 1 | 9 | 0 | 8 | 2 | — | 41 | 3 | |
2009–10 | 33 | 0 | 4 | 0 | 10 | 0 | 5 | 1 | 52 | 1 | |
2010–11 | 28 | 1 | 5 | 0 | 12 | 0 | 1 | 0 | 46 | 1 | |
2011–12 | 18 | 0 | 7 | 0 | 4 | 0 | 3 | 0 | 32 | 0 | |
სულ | 103 | 2 | 25 | 0 | 34 | 2 | 9 | 1 | 171 | 5 | |
სულ კარიერაში | 136 | 3 | 25 | 0 | 34 | 2 | 9 | 1 | 204 | 6 |
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბარსელონა:(24)
- ესპანეთის ლა ლიგა: 2008/09, 2009/10, 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16
- ესპანეთის თასი: 2008/09, 2011/12, 2014/15, 2015/16
- ესპანეთის სუპერთასი: 2009, 2010, 2011, 2013, 2016
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2008/09, 2010/11, 2014/15
- უეფა-ს სუპერთასი: 2009, 2011, 2015
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2009, 2011, 2015
ესპანეთის ეროვნული ნაკრები:(2)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სერხიო ბუსკეტსი — ფიფას ჩანაწერი (ინგლისური)
- პროფილი ბარსელონას ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2007–08 Tercera División. Wikipedia (31 December 2009). წაკითხვის თარიღი: 31 December 2009.
- ↑ Racing Santander vs. Barcelona. Soccerway (13 September 2008). წაკითხვის თარიღი: 13 September 2008.
- ↑ Basel overwhelmed by five-star Barça. UEFA.com (22 October 2008). წაკითხვის თარიღი: 22 October 2008.
- ↑ Busquets thrilled to commit future to Barça. UEFA.com (22 December 2008). წაკითხვის თარიღი: 22 December 2008.
- ↑ Busquets signs new Barcelona contract. TribalFootball (23 December 2008). წაკითხვის თარიღი: 23 December 2008.
- ↑ Busquets signs new Barca deal; ESPNsoccernet, 27 January 2011
- ↑ “Lista de convocados para el amistoso ante Inglaterra (Callup for friendly with England)“, Real Federación Española de Fútbol, 6 February 2009. წაკითხვის თარიღი: 6 February 2009. (Spanish)
|
|
|
|
|