შინაარსზე გადასვლა

ჟოან ლაპორტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟოან ლაპორტა
ჟოან ლაპორტა
„ბარსელონის“ 38-ე და 41-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივნისი, 2003  30 ივნისი, 2010
წინამორბედიენრიკ რეინა
მემკვიდრესანდრო როსელი
წინამორბედიხოსეპ ბართომეუ

დაბადებული29 ივნისი, 1962 (1962-06-29) (63 წლის)
ბარსელონა, ესპანეთი
მოქალაქეობაესპანეთი ესპანეთის დროშა ესპანეთი
პოლიტიკური პარტიაკატალონიის დემოკრატიული პარტია
მეუღლეკონსტანცა ეჩევარია
შვილებიპოლ ლაპორტა ეჩევარია
ხილეიმ ლაპორტა ეჩევარია
ხოან ლაპორტა ეჩევარია
პროფესიაადვოკატი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი

ჟოან ლაპორტა ესტრუჩი (ესპ. Joan Laporta i Estruch; დ. 29 ივნისი, 1962, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ადვოკატი, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ პრეზიდენტი, არჩეული იქნა ორჯერ. კლუბს პირველად მართავდა 2003-2010 წლებში, 2021 წლის 7 მარტიდან კი მეორედ ჩაუდგა სათავეში.

ლაპორტა პროფესიით ადვოკატია, დაამთავრა ბარსელონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მის მიერ დაფუძნებული „Laporta & Arbós“ დღემდე ერთ-ერთი გავლენიანი სააგენტოა ესპანეთში. ჟოანმა თავდაპირველი პოპულარობა პოლიტიკური კარიერით მოიპოვა. 1990-იან წლებში იყო „კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა“ ლიდერი, თუმცა პარტია 1998 წელს გაუქმდა.

2002 წლიდან მუშაობა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“. 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა უმეტესობა, 52.7% მიიღო და გახდა კატალონიური გრანდის პრეზიდენტი. მისი უდიდესი მიღწევა პრეზიდენტობის პერიოდში კლუბის მსოფლიოს ვარსკვლავი ფეხბურთელებით დაკომპლექტება იყო.(რონალდინიო, დეკუ, სამუელ ეტოო, ტიერი ანრი და სხვ) ლაპორტას დროს „ბარსელონამ“ ფრანკ რეიკარდის ხელმძღვანელობით შეძლო 14 წლიანი პაუზის შემდეგ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება, პეპ გუარდიოლას გაწრთვნილმა კლუბმა კი 2008/09 წლების სეზონში ტრიპლეტის დაუფლებით (ლა ლიფა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა) დაიწყო ახალი ერა კლუბისა და ფეხბურთის ისტორიაში.

ჟოან ლაპორტას საპრეზიდენტო ვადა 2010 წლის 30 ივნისს ამოეწურა, რის შემდეგაც დაუბრუნდა პოლიტიკურ კარიერას. ის სათავეში ჩაუდგა პარტიას, „კატალონიური სოლიდარობა დამოუკიდებლობისთვის“, რომელიც 2011 წელს დატოვა და შეუერთდა კატალონიის დემოკრატიულ პარტიას. 2010-2012 წლებში იყო კატალონიის პარლამენტის სრულუფლებიანი წევრი.

„ბარსელონის“ ტიტულები მისი პრეზიდენტობის პერიოდში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაპორტას შეძენილი ფეხბურთელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რანგიმოთამაშეყოფილი კლუბისატრანსფერო ფასიწელი
1.შვედეთის დროშა ზლატან იბრაჰიმოვიჩიიტალიის დროშა ინტერი79,000,000 ევრო2009
2.ესპანეთის დროშა დავიდ ვილიაესპანეთის დროშა ვალენსია40,000,000 ევრო2010
3.ბრაზილიის დროშა დანიელ ალვესიესპანეთის დროშა სევილია36,000,000 ევრო2008
4.უკრაინის დროშა დიმიტრი ჩიგრინსკიუკრაინის დროშა შახტარი28,000,000 ევრო2009
5.ბრაზილიის დროშა რონალდინიოსაფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი27,000,000 ევრო2003
6.კამერუნის დროშა სამუელ ეტოოესპანეთის დროშა მალიორკა24,000,000ევრო2004
7.საფრანგეთის დროშა ტიერი ანრიინგლისის დროშა არსენალი24,000,000 ევრო2007
8.პორტუგალიის დროშა დეკუპორტუგალიის დროშა პორტუ21,000,000 ევრო2004
9.არგენტინის დროშა გაბრიელ მილიტოესპანეთის დროშა რეალ სარაგოსა17,000,000 ევრო2007
10.პორტუგალიის დროშა რიკარდუ კვარეშმაპორტუგალიის დროშა პორტუ16,500,000 ევრო2003
11.ურუგვაის დროშა მარტინ კასერესიესპანეთის დროშა ვილიარეალი16,000,000 ევრო2008
12.საფრანგეთის დროშა ერიკ აბიდალისაფრანგეთის დროშა ლიონი15,000,000 ევრო2007
13.მალის დროშა სეიდუ კეიტაესპანეთის დროშა სევილია14,000,000 ევრო2008
14.ბრაზილიის დროშა კეირისონიბრაზილიის დროშა პალმეირასი14,000,000 ევრო2009
15.იტალიის დროშა ჯანლუკა ძამბროტაიტალიის დროშა იუვენტუსი13,500,000 ევრო2006
16.ისლანდიის დროშა ეიდურ გუდიონსენიინგლისის დროშა ჩელსი12,000,000 ევრო2006
17.ბელარუსის დროშა ალექსანდრ გლებიინგლისის დროშა არსენალი11,800,000 ევრო2008
18.ბრაზილიის დროშა ენრიკებრაზილიის დროშა პალმეირასი10,000,000 ევრო2008
19.კოტ-დ’ივუარის დროშა იაია ტურესაფრანგეთის დროშა მონაკო9,000,000 ევრო2007
20.საფრანგეთის დროშა ლუდოვიკ ჟიულისაფრანგეთის დროშა მონაკო8,500,000 ევრო2004
21.ბრაზილიის დროშა ედმილსონისაფრანგეთის დროშა ლიონი8,000,000 ევრო2004
22.ესპანეთის დროშა ჟერარდ პიკეინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი5,000,000 ევრო2008
23.საფრანგეთის დროშა ლილიან ტურამიიტალიის დროშა იუვენტუსი5,000,000 ევრო2006
24.ბრაზილიის დროშა მაქსველიიტალიის დროშა ინტერი4,500,000 ევრო2009
25.ბრაზილიის დროშა ჟულიანო ბელეტიესპანეთის დროშა ვილიარეალი3,700,000 ევრო2004
26.მექსიკის დროშა რაფაელ მარკესისაფრანგეთის დროშა მონაკო3,250,000 ევრო2003
27.ბრაზილიის დროშა სილვინიოესპანეთის დროშა სელტა ვიგო2,000,000 ევრო2004
28.ნიდერლანდების დროშა ჯოვანი ვან ბრონხორსტიინგლისის დროშა არსენალი2,000,000 ევრო2003
29.ესპანეთის დროშა ხოსე მანუელ პინტოესპანეთის დროშა სელტა ვიგო500,000 ევრო2008
30.ნიდერლანდების დროშა ედგარ დავიდსიიტალიის დროშა იუვენტუსიიჯარა2004
31.ნიდერლანდების დროშა ლუკ დე იონგიესპანეთის დროშა სევილიაიჯარა2021
32.ავსტრიის დროშა იუსუფ დემირიავსტრიის დროშა რაპიდი ვენაიჯარა2021
33.შვედეთის დროშა ჰენრიკ ლარსონიშოტლანდიის დროშა სელტიკიუფასოდ2004
34.ნიდერლანდების დროშა მარკ ვან ბომელი ნიდერლანდების დროშა პსვ ეინდჰოვენიუფასოდ2005
35.ესპანეთის დროშა სანტიაგო ესკეროესპანეთის დროშა ატლეტიკ ბილბაოუფასოდ2005
36.არგენტინის დროშა სერხიო აგუეროინგლისის დროშა მანჩესტერ სიტიუფასოდ2021
37.ესპანეთის დროშა ერიკ გარსიაინგლისის დროშა მანჩესტერ სიტიუფასოდ2021
38.ნიდერლანდების დროშა მემფის დეპაისაფრანგეთის დროშა ლიონიუფასოდ2021

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]