ზლატან იბრაჰიმოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Manchester United v Zorya Luhansk, September 2016 (08) - Zlatan Ibrahimović (edited).jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი
დაბადების
თარიღი
3 ოქტომბერი, 1981 (1981-10-03) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
მალმე, შვედეთი
სიმაღლე 1.95 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
როზენგარდი
ბალკანი
მალმე
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2001 მალმე 40 (16)
2001–2004 აიაქსი 74 (35)
2004–2006 იუვენტუსი 70 (23)
2006–2009 ინტერი 88 (57)
2009–2011 ბარსელონა 29 (16)
2010–2011 მილანი (იჯარით) 29 (14)
2011–2012 მილანი 32 (28)
2012- პარი სენ-ჟერმენი 99 (84)
ეროვნული ნაკრები
2001 შვედეთი 21 7 (6)
2001- შვედეთი 109 (59)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 7 ნოემბერი, 2015.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
12 ოქტომბერი, 2015.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედ. Zlatan Ibrahimović; დ. 3 ოქტომბერი, 1981, მალმე, შვედეთი) — შვედი ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 2006-15 წლებში ზედიზედ ცხრაჯერ დასახელდა შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიბადა შვედეთში, ქალაქ მალმიოში 1981 წლის 3 ოქტომბერს.

მისი მამა იყო ბოსნიელი, დედა კი ხორვატი. ”ახმახი” შვედი თავდამსხმელი ”ბარსელონას” თავისი კარიერის პიკზე შეუერთდა. დღესდღეობით იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. იგი კარგად თამაშობს მეორე სართულზე, არის სწრაფი, შედეგიანი, ეფექტური. მისი სათამაშო სტილი თანაგუნდელებს უკეთ თამაშის საშუალებას აძლევს.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალმიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფეხბურთო კარიერა იბრაჰიმოვიჩმა "მალმიოში” დაიწყო, 2001 წელს კი "აიაქსში” გადაბარგდა. ამსტერდამულ კლუბში იბრაჰიმოვიჩმა დაიწყო იმ თამაშის ჩვენება, რომლის წყალობითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. "აიაქსში” შვედის მწვრთნელი, წარსულში "ბარსელონას” ვარსკვლავი, რონალდ კუმანი იყო.

აიაქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლანდიაში გატარებული სამი წლის განმავლობაშიც მან ჰოლანდიის ჩემპიონატი სამჯერ, ასევე ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. შემდეგ კი დადგა იტალიური ერის დრო. "აიაქსიდან” ზლატანი ტურინის "იუვენტუსში” გადაბარგდა, სადაც მისი დამრიგებელი ფაბიო კაპელო იყო.

იუვენტუსი და ინტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურინულ კლუბში შვედი თავდამსხმელი ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში "იუვემ” ორჯერ მოახერხა იტალიის სერია A-ს მოგება, მაგრამ ცნობილი სკანდალის, კერძოდ "კალჩოპოლის" გამო, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით გუნდს ორივე ტიტული ჩამოერთვა და სერია B-ში იქნა დაქვეითებული. იბრაჰიმოვიჩმა მეორე დივიზიონში თამაშს კვლავ სერია A-ში ასპარეზობა არჩია და მილანის "ინტერში” გადაბარგდა, სადაც ზედიზედ სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. შვედი ფეხბურთელი თავდასხმის ლიდერი იყო როგორც მანჩინის, ასევე მაურინიოს მწვრთნელობის დროსაც.

ბარსელონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბრაჰიმოვიჩი ბარსელონაში ყოფნისას.

"ბარსელონაში” იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაცია 2009 წლის 27 ივლისს შედგა და მას 60,000 გულშემატკივარი დაესწრო, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

მილანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 28 აგვისტოს ზლატანი "მილანში" გადავიდა ერთ წლიანი იჯარით, მაგრამ კონტრაქტის თანახმად მილანელებს სეზონის დასრულების შემდეგ შეუძლიათ შვედი ფორვარდის სრულად გამოსყიდვა 24 მილიონ ევროდ. მისი დებიუტი 11 სექტემბერს ჩეზენას წინააღმდეგ შედგა სადაც "მილანი" 2-0 დამარცხდა. იბრაჰიმოვიჩმა თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ოსერის წინააღმდეგ გაიტანა ის მატჩი "მილანმა" 2-0 მოიგო ზლატანის დუბლის წყალობით.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბრაჰიმოვიჩი .

ზლატანი ასევე წამყვანი ფეხბურთელია შვედეთის ნაკრებშიც. მას ნაკრების მაისურით 99 თამაშში 50 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით ის შვედეთის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. ზლატანი ამჟამად შვედეთის ნაკრების კაპიტანი და გუნდის უდავო ლიდერია.

თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ითვლებოდა განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ ფეხბურთელად, რომელსაც არაერთი ულამაზესი გოლი აქვს გატანილი. იტალიაში მას ზედმეტსახელად ”იბრაკადაბრა” შეარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ შვედი 195 სანტიმეტრია, იგი მაინც შესანიშნავ ტექნიკას ფლობს, არის ფიზიკურად ძლიერი. გასულ სეზონში მან „ინტერის“ შემადგენლობაში, იტალიის ჩემპიონატში 25 გოლის გატანა მოახერხა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიაქსი

იუვენტუსი

  • სერია A (2): 2004–05, 2005–06 (კლუბს ჩამოერთვა ორივე ტიტული ცნობილი სკანდალის - კალჩოპოლის გამო)

ინტერი

ბარსელონა

მილანი

ინდივიდუალური

  • შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (3): 2005, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: