სევილია (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | Sevilla Fútbol Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
სევილიელები (ესპ. Sevillistas) წითელ-თეთრები (ესპ. Los Rojiblancos) ნერვიონელები (ესპ. Los Nervionenses) | |||
დაარსდა | 14 ოქტომბერი, 1905 | |||
სტადიონი |
რამონ სანჩეს პისხუანი, სევილია, ანდალუსია, ესპანეთი (ტევადობა: 45.500 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ხოსე კასტრო კარმონა [1] | |||
მწვრთნელი | იულენ ლოპეტეგი [2] | |||
კაპიტანი | ხესუს ნავასი | |||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | |||
2019–20 | მე-4 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„სევილია“ (ესპ. Sevilla Fútbol Club S.A.D) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქიდან. დაარსდა 1905 წლის 14 ოქტომბერს. ამგვარად უძველესი კლუბია სევილიაში და მეორე ანდალუსიაში.
„სევილია“ ყველაზე წარმატებულია კლუბია ანდალუსიაში. ესპანეთის ჩემპიონი, ესპანეთის თასის ხუთგზის, ესპანეთის სუპერთასის, უეფა-ს ევროპა ლიგის თასის ექვსგზის და უეფა-ს სუპერთასის მფლობელი. „სევილიის“ ადგილობრივი მეტოქე არის „რეალ ბეტისი“. მათ დაპირისპირებას სევილიური დერბი ეწოდება.
„სევილია“ საშინაო მატჩებს „რამონ სანჩეს პისხუანის“ სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც იტევს 45 500 მაყურებელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფეხბურთო კლუბი „სევილია“ დაარსდა 1905 წელს, ანდალუსიის გუბერნატორის ხელშეწყობით, კლუბის პრეზიდენტი გახდა ხოსე ლუის გალიეგოსი. კლუბმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა 1908 წელს, ეს იყო შეხვედრა კიდევ ერთ ანდალუსიურ კლუბთან, „რეკრეატივოსთან“. 1909 წელს მოხდა კონფლიქტი კლუბის ხელმძღვანელობაში, რის გამოც სევილიის კლუბს გამოეყო საფეხბურთო კლუბი „ბეტისი“ და ეს გუნდი გახდა „სევილიის“ მთავარი მოწინააღმდეგე. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად „სევილიის“ გულშემატკივარი არის ქალაქის მოსახლეობის 40%.
1916/17 წლის სეზონიდან კლუბი რეგულარულად იგებდა ანდალუსიის თასს. 1929 წელს „სევილია“ გახდა სეგუნდა დივიზიონის გამარჯვებული, მაგრამ პლეი-ოფში ვერ შეძლო „რასინგ სანტანდერის“ დამარცხება და დარჩა სეგუნდაში. მეორე მცდელობა პრიმერა დივიზიონში მოხვედრისთვის იყო 1930-31 წლების სეზონში, თუმცა კლუბს ცოტა დააკლდა და მხოლოდ მე-2 ადგილზე გავიდა სეგუნდაში. 1931/32 წლის სეზონში „ბეტისმა“ შეძლო და მოიპოვა უფლება პრიმერაში თამაშის. 2 წლის შემდეგ კი „სევილიაც“ გადავიდა უმაღლეს დივიზიონში. 1935 წელს კი ორივე სევილიური კლუბი გახდა ორი მთავარი ესპანური პრიზის გამარჯვებული - „რეალ ბეტისი“ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, „სევილია“ კი დაეუფლა ესპანეთის თასს.
სამოქალაქო ომის დროს ჩემპიონატი არ იმართებოდა და გაგრძელდა 1939 წელს, „სევილია“ შევიდა ესპანური ფეხბურთის ლიდერ კლუბთა სიაში, მეორედ მოიგო ქვეყნის თასი, 1939/40 წლის სეზონში კი დაიკავა მე-2 ადგილი, ეს შედეგი გაიმეორა კლუბმა 1942-43 წლებში. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი კლუბი პირველად გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ეს იყო 1945/46 წლების სეზონი, ამის შემდეგ კლუბი აღარ გამხდარა ჩემპიონი. კლუბის ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღოდა „სევილიის“ მწვრთნელს რამონ ენსინასას. ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით კლუბი კიდევ ერთხელ დაეუფლა ქვეყნის თასს, 1947/48 წლის სეზონში.
კიდევ ერთი მცდელობა ჩემპიონობისთვის იყო 1950-51 წლებში, მაშინ „სევილიას“ მადრიდის „ატლეტიკომ“ გაუსწრო 2 ქულით. 1958 წელს დაარსდა კლუბის სარეზერვო გუნდი სევილია ატლეტიკო. 1968 წელს გუნდი გავარდა სეგუნდაში. მომავალ წელს დაბრუნდა, თუმცა 1970 წელს ისევ გავარდა და პრიმერაშიაღზევება 1974-75 წლებში შეძლო. 1990 წლამდე კი დაიწყო პერიოდი, როდესაც კლუბი მხოლოდ დაბალ პოზიციებს იკავებდა. მე-20 საუკუნის ბოლო წლების რამდენიმე სეზონი სეგუნდა დივიზიონში გაატარა.
2000-01 წლების სეზონში „სევილიამ“ მოიგო ესპანეთის დონით მეორე ჩემპიონატი. 2003-04 წლებში გააღწია ესპანეთის თასის ნახევარფინალამდე, რაც საკმარისი იყო ევროთასების საგზურის მოსაპოვებლად.
ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობით, კლუბი ისტორიაში პირველად გახდა უეფას თასი-ს გამარჯვებული, „სევილიამ“ ფინალში ინგლისური „მიდლზბროს“ დამარცხება შეძლო, ანგარიშით 4:0. ასევე მოიგო უეფა-ს სუპერთასი, სადაც „ბარსელონა“ 3:0 დაამარცხა. 2006-07 წლების ესპანეთის თასის გათამაშებაში „სევილია“ გამარჯვებული გახდა და ამავდროულად მოიგო უეფა-ს თასი. „სევილიამ“ „ესპანიოლის“ დამარცხება შეძლო პენალტების სერიაში. იმავე წელს კლუბი პირველად დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს.
ამ ტრიუმფების შემდეგ კლუბი დატოვა ხუანდე რამოსმა, მისი ადგილი მანოლო ხიმენესმა დაიკავა, რომელმაც 2007-08 წლების სეზონში კლუბი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. აგვისტოში მოხდა ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი სამყარო, მოედანზე თამაშისას გონება დაკარგა და მალევე გარდაიცვალა 22 წლის ანტონიო პუერტა, რომელიც ითვლებოდა გუნდის უმთავრეს მოთამაშედ და განიხილებოდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატად.
ხიმენესი დაეხმარა კლუბს ჩემპიონატში მე-3 ადგილის დაკავებაში და თასის მოპოვებაში, ამის შემდეგ დაიწყო პერიოდი, რომელშიც ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები. ეს დასრულდა 2013 წელს, როდესაც კლუბში მოვიდა უნაი ემერი. 2012-13 წლების სეზონში კლუბმა მე09 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში, რაც ყველაზე ცუდი შედეგი იყო უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, თუმცა იმის წყალობით, რომ „მალაგას“ და „რაიო ვალეკანოს“ არ ჰქონდათ მოგვარებული ფინანსური პრობლემები, ისინი ვერ მოხვდნენ უეფას გათამაშებაში. „სევილიას“ მიეცა ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება.
ამ პერიოდში, ფინანსური კრიზისის გამო კლუბმა „მანჩესტერ სიტიში“ გაყიდა ორი ლიდერი, ალვარო ნეგრედო და ხესუს ნავასი. მათ სანაცვლოდ მოიყვანეს ახალგაზრდა ფეხბურთელები, კარლოს ბაკა და კევინ გამეირო. მათი დახმარებით, 2014 წლის 14 მაისს, 2014 წლის უეფა-ს ევროპა ლიგის ფინალში ემერიმ შეძლო პორტუგალიური „ბენფიკას“ დამარცხება, თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში.[3] კლუბი გახდა ისტორიაში პირველი, რომელმაც 4-ჯერ მოიგო უეფას თასის / ევროპა ლიგის გათამაშება.[4]სეზონის დასრულების შემდეგ, „სევილიამ“ ივან რაკიტიჩი „ბარსელონაში“ გაყიდა €16 მილიონ გირვანქა სტერლინგად, ხოლო ბომბარდირი კარლოს ბაკა „მილანში“, €30 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ. მათ მაგივრად „სევილიაში“ მოვიდნენ გჟეგოჟ კრიხოვიაკი და ევერ ბანეგა.
2015 წლის 27 მაისს, „სევილიამ“ გაიმეორა შედეგი და ფინალში უკრაინული „დნიპროს“ დამარცხების (3-2) შემდეგ, მეორედ გახდა ევროპა ლიგის გამარჯვებული.[5] ამ შედეგით „სევილია“ გახდა პირველი კლუბი, რომელმაც 2-ჯერ შეძლო ამ ტურნირის ჩემპიონობა.
„სევილია“ მომავალ სეზონშიც ევროპა ლიგაზე ასპარეზობდა. ფინალი ბაზელში გაიმართა, ამ მატჩი ანდალუსიური კლუბის მეტოქე „ლივერპული“ იყო. პირველი ტაიმი ინგლისელთა სასარგებლოდ, 1-0 დასრულდა. საბოლოოდ გამარჯვებული „სევილია“ გამოვიდა, რომელმაც მე-2 ტაიმში 3 გოლის გატანა შეძლო, 1 გოლი კევინ გამეირომ გაიტანა, ხოლო ორი კლუბის კაპიტანმა კოკემ.[6] ამ გამარჯვებით „სევილიამ“ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, მესამედ მოიგო ევროპა ლიგა. ჯამში კლუბს ეს ჩემპიონატი მოგებული აქვს 5-ჯერ, ბოლო 10 წლის მანძილზე.
მიუხედავად ევროპა ლიგაზე წარმატებით გამოსვლისა, პრიმერა დივიზიონის 2015-16 წლების გათამაშებაში „სევილიამ“ დაიკავა მე-7 ადგილი. კარმონამ გადაწყვიტა გუნდის გაძლიერება, მწვრთნელად დაინიშნა არგენტინელი ხორხე სამპაოლი, ხოლო უნაი ემერი „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელი გახდა.
მიმდინარე შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრიმერა დივიზიონი[7] | ესპანეთის თასი | ესპანეთის სუპერთასი | უეფა-ს ევროპა ლიგა | უეფა-ს სუპერთასი | ანდალუსიის თასი |
---|---|---|---|---|---|
ჩემპიონი (1): 1945/46 |
ჩემპიონი (5): 1935, 1939, 1948, 2007, 2010 |
ჩემპიონი (1): 2007 |
ჩემპიონი (7): 2006, 2007, 2014, 2015, 2016, 2020,[8] 2023 |
ჩემპიონი (1): 2006 |
ჩემპიონი (17): 1916/17, 1918/19, 1919/20, 1920/21, 1921/22, 1922/23, 1923/24, 1924/25, 1925/26, 1926/27, 1928/29, 1929/30, 1930/31, 1931/32, 1935/36, 1938/39, 1939/40 |
ვიცე-ჩემპიონი (4): 1939/40, 1942/43, 1950/51, 1956/57 |
ვიცე-ჩემპიონი (4): 1954/55, 1961/62, 2015/16, 2017/18 |
ვიცე-ჩემპიონი (3): 2010, 2016, 2018 |
ვიცე-ჩემპიონი (4): 2007, 2014, 2015, 2016 |
ვიცე-ჩემპიონი (3): 1915/16, 1917/1918, 1927/28 |
ამხანაგური ტურნირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამხანაგური ტურნირები | თასის მფლობელი | ფინალისტი |
---|---|---|
ანტონიო პუერტას თასი[9] | 2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2017, 2019 (რეკორდი) | 2010, 2016 |
ქალაქ სევილიის თასი[10] | 1972, 1973, 1976, 1978, 1982, 1984, 1994 (რეკორდი) | 1975, 1977, 1980, 1981, |
რამონ დე კარანსას თასი[11] | 1955, 1956, 1957, 2004, 2008, 2009, 2013 | 1958, 1981, 1994 |
კოლომბინოს თასი[12] | 1975, 1985, 1996, 2005 | 1967, 1991, 1997 |
ტერეზა ერერას თასი[13] | 1946, 1954, 1960, 2011 | |
ქალაქ ლა-ლინეას თასი[14] | 2001, 2002 | 1970, 1989, 1993, 1998 |
ბალომბედიკა ლინენსეს თასი[15] | 2003 | |
ქალაქ პუერტოლიანოს თასი[16] | 1984 | |
ლა-სალის თასი[17] | 1975, 1997, 2010 | |
მზიური სანაპიროს თასი[18] | 1964, 2004 | 1961, 1979 |
ოლივოს თასი[19] | 2000, 2013 | 2001, 2008 |
ვენდიმიას თასი[20] | 1956, 2005 | 1957 |
ქალაქ ვიგოს თასი[21] | 1995, 2003 | 1990 |
DirecTV-ის თასი[22] | 2013, 2013 | 2013 |
ქალაქ მარბელას თასი[23] | 1980, 1981 | |
ქალაქ ესტელას თასი[24] | 1987, 1988 | |
ევროამერიკული თასი[25] | 2013-I, 2013-V | |
ევროამერიკული სუპერთასი[26] | 2016 | 2015 |
ლოს კარმენესის თასი[27] | 2016 | 2019 |
კორპუს ორენსეს თასი[28] | 1960 | |
ქალაქ მელილიას თასი[29] | 1987 | |
ხუან აკუნიას თასი[30] | 1994 | |
ალავას თასი[31] | 2003 | |
შანხაის საერთაშორისო ტურნირი[32] | 2005 | |
რუსეთის რკინიგზის თასი[33] | 2008 | |
ბორტოლოტის თასი[34] | 2010 | |
ხერესის თასი[35] | 2011 | |
კოსტა ბრავას თასი[36] | 2012 | |
ანტონიო კამაჩოს თასი[37] | 2012 | |
ოპელის თასი[38] | 2019 | |
ევა დუარტეს თასი[39] | 1948 | |
ემა კუერვოს თასი[40] | 1956 | |
Festa d'Elx-ის თასი[41] | 1963 | |
მადრიდის თასი[42] | 1983 | |
ტეიდეს თასი[43] | 1984 | |
კონდე დე ფონტაოს თასი[44] | 1985 | |
ქალაქ ალბასეტეს თასი[45] | 1994 | |
ალკარიას თასი[46] | 1997 | |
ალმენდრალეხოს თასი[47] | 1998 | |
ლუის ოტეროს თასი[48] | 1998 | |
ქალაქ ვალიადოლიდის თასი[49] | 2004 | |
ქალაქ ლას-პალმასის თასი[50] | 2006 | |
ჩიკაგოს თასი[51] | 2007 | |
ემირატების თასი[52] | 2017 |
სხვა მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანდალუსიის მედალი (2005),[53] მიიღო ანდალუსიის რეგიონალური მთავრობისგან.
- მსოფლიოს 2006 და 2007 წლების საუკეთესო გუნდი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით (IFFHS).
- საუკეთესო გუნდი, ანდალუსიის სპორტულ ჟურნალისტა ასოციაციის ვერსიით. (2006).
- 2006 წლის საუკეთესო გუნდი, ესპანეთის სპორტული პრესის ასოციაციის ვერსიით.[54]
- 2007 წლის იანვარში, „სევილიამ“ სევილიის პრესის ასოციაციის მიერ მიიღო მე-15 საკომუნიკაციო ჯილდო.[55]
- სპორტის დამსახურებული სამეფო ორდენი, მიიღო სპორტის უზენაესი საბჭოს მიერ.[56]
- ოქროს მედალი კომერციის პალატისგან, საუკეთესო ეკონომიკურ-ადმინისტრაციული მართვისთვის.
Gallery
-
რამონ დე კარანსას პირველი პრიზი (6)
-
კოლომბინოს თასი (4)
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პიჩიჩი (1):
- ხუან არსა (პრიმერა დივიზიონი, 1955)
- სარას პრიზი (2):
- ალვარო ნეგრედო (პრიმერა დივიზიონი, 2011, 2013}
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fórum Europa Tribuna Andalucía con José Castro Carmona
- ↑ Sevilla 3-2 Inter Milan - Julen Lopetegui & Luuk de Jong UEL Winning Post Match Press Conference
- ↑ Sevilla 0–0 Benfica (AET, 4–2 on pens). BBC Sport (14 მაისი, 2014). ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2014.
- ↑ Carlos Bacca double breaks Dnipro hearts for Sevilla to make history. Guardian (28 May 2015). ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2015.
- ↑ Europa League – Sevilla break Dnipro hearts to defend title.
- ↑ Sevilla make it three in row at Liverpool's expense.
- ↑ Estadísticas del Sevilla Fútbol Club, SAD en la LFP
- ↑ Драма Лукаку: автогол помог «Севилье» снова покорить ЛЕ
- ↑ Trofeo Antonio Puerta
- ↑ Trofeo Ciudad de Sevilla
- ↑ Trofeo Ramón de Carranza
- ↑ Trofeo Colombino
- ↑ Trofeo Teresa Herrera
- ↑ Trofeo Ciudad de La Línea
- ↑ Trofeo Balompédica Linense
- ↑ Trofeo Ciudad de Puertollano
- ↑ Trofeo de la Sal
- ↑ Trofeo Costa del Sol
- ↑ Trofeo del Olivo
- ↑ Trofeo de la Vendimia
- ↑ Trofeo Ciudad de Vigo
- ↑ Trofeo DirecTV de la Copa EuroAmericana
- ↑ Trofeo Ciudad de Marbella
- ↑ Trofeo Ciudad de Estella
- ↑ Copa Euroamericana
- ↑ Supercopa Euroamericana
- ↑ Trofeo Los Cármenes
- ↑ Trofeo Corpus de Ourense
- ↑ Trofeo Ciudad de Melilla
- ↑ Trofeo Juan Acuña
- ↑ Trofeo Diputación Foral de Álava
- ↑ Torneo Internacional de Shanghái
- ↑ Copa de los Ferrocarriles de Rusia
- ↑ Trofeo Bortolotti
- ↑ Trofeo Fundación Xerez CD
- ↑ Trofeo Costa Brava
- ↑ Memorial Antonio Camacho
- ↑ Opel Cup
- ↑ Copa Eva Duarte
- ↑ Trofeo Emma Cuervo
- ↑ Trofeo Festa d'Elx
- ↑ Trofeo Villa de Madrid
- ↑ Trofeo Teide
- ↑ Trofeo Conde de Fontao
- ↑ Trofeo Ciudad de Albacete
- ↑ Trofeo Alcarria
- ↑ Trofeo Ciudad de Almendralejo
- ↑ Trofeo Luis Otero
- ↑ Trofeo Ciudad de Valladolid
- ↑ Trofeo Ciudad de Las Palmas
- ↑ Chicago Trophy
- ↑ Copa Emirates
- ↑ Histórico de Medallas de Andalucía. juntadeandalucia.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-14. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2010.
- ↑ El Sevilla, premiado por la Asociación Nacional de la Prensa Deportiva. eldesmarque.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-20. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2010.
- ↑ XV Premio de Comunicación de la Asociación de la Prensa Sevillana. sevillafc.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-02. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2010.
- ↑ Real Orden del Mérito Deportivo otorgada al Sevilla F. C.. eldesmarque.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-20. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2010.
|
|
|