პედრი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | პედრო გონსალეს ლოპესი | ||
დაბადების თარიღი | 25 ნოემბერი, 2002 | ||
დაბადების ადგილი |
ტეგესტე, სანტა-კრუს-დე-ტენერიფე, კანარის კუნძულები, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 174 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბარსელონა | ||
ნომერი | 16 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
ტეგესტე | |||
ხუვენტუდ ლაგუნა | |||
2018–2019 | ლას-პალმასი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2019–2020 | ლას-პალმასი | 36 | (4) |
2020– | ბარსელონა | 12 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2019 | ესპანეთი (17 წლ.) | 5 | (0) |
2019 | ესპანეთი (18 წლ.) | 2 | (1) |
2020 | ესპანეთი (19 წლ.) | 1 | (0) |
2020– | ესპანეთი 21 წლ. | 3 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 ნოემბერი, 2020 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 13 ოქტომბერი, 2020 |
პედრო გონსალეს ლოპესი (ესპ. Pedro González López; დ. 25 ნოემბერი, 2002, ტეგესტე, სანტა-კრუს-დე-ტენერიფე, კანარის კუნძულები, ესპანეთი), ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც პედრი (ესპ. Pedri) — ესპანელი ფეხბურთელი. „ბარსელონასა“ და ესპანეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.
საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლას-პალმასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პედრი ესპანეთის კანარის კუნძულებზე, სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს პროვინციის ტეგესტეს მუნიციპალიტეტში, 2002 წლის 25 ნოემბერს დაიბადა.[1]
გამოდიოდა საფეხბურთო კლუბების „ტეგესტესა“ და „ხუვენტუდ ლაგუნას“ ახალგაზრდული გუნდების შემადგენლობაში. 2018 წლიდან „ლას-პალმასის“ საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელი ხდება.[2][3][4]
2019 წლის ივლისში 16 წლის პედრი თავის პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს აფორმებს „ლას-პალმასთან“[5].
გუნდის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი 2019 წლის 18 აგვისტოს სეგუნდა დივიზიონის კალენდარულ მატჩში, „უესკას“ წინააღმდეგ შედგა. შეხვედრა მასპინძლებმა, ანგარიშით 0–1 დათმეს.[6][7]
2019 წლის 19 სექტემბერს პედრიმ თავისი პირველი გოლი ხიხონის „სპორტინგს“ გაუტანა.[8] ამ გატანილი გოლით, — 16 წლის, 9 თვისა და 23 დღის ასაკში, „ლას-პალმასის“ ისტორიაში იგი ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორად იქცა.[9][10].
ბარსელონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019 წლის 2 სექტემბერს „ბარსელონამ“ მომდევნო, 2020 წლის ივლისისთვის, 5 მილიონ ევროდ პედრის კატალონიელთა კლუბში გადასვლის შესახებ „ლას-პალმასთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადა. „ბარსელონასა“ და ფეხბურთელს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.[11]
გუნდის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი იმავე წლის 27 სექტემბერს, „კამპ ნოუზე“, პრიმერა დივიზიონის კალენდარულ მატჩში, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ შედგა. პედრიმ შეხვედრის 70-ე წუთზე ფელიპე კოუტინიო შეცვალა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 4–0 დამთავრდა.[12].
სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019 წლიდან იცავდა ესპანეთის 17 წლამდე, 18 წლამდე და 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებას. 2020 წლიდან ესპანეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაშია.
სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- განახლდა: 7 ნოემბერი, 2020
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | ევროპა | სხვა | ჯამი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
ლას-პალმასი | 2019–20 | სეგუნდა დივიზიონი | 36 | 4 | 1 | 0 | – | – | 37 | 4 | ||
ბარსელონა | 2020–21 | პრიმერა დივიზიონი | 7 | 1 | 0 | 0 | 3 | 1 | — | 10 | 2 | |
კარიერა | 42 | 4 | 1 | 0 | 3 | 1 | 0 | 0 | 47 | 6 |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Pedro González “Pedri” se incorpora mañana a la pretemporada del primer equipo. UD Las Palmas. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
- ↑ El Tenerife desestimó a Pedri porque era pequeñito y flaco. Tinta Amarilla. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
- ↑ 'Pedri', el tinerfeño que Pepe Mel quiere para la UD Las Palmas. El Diario. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
- ↑ 10 Facts About Footballer Pedro González López. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
- ↑ El juvenil Pedri firma contrato profesional con la UD Las Palmas. UD Las Palmas. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
- ↑ Las Palmas vs. Huesca. Soccerway.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
- ↑ El Huesca se lleva el triunfo gracias a un gol de Álex Gallar en la segunda parte. Marca. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
- ↑ Las Palmas vs. Sporting Gijón. Soccerway.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
- ↑ Pedri es una estrella: golazo y primera victoria de Las Palmas. Diario AS. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
- ↑ 10 things about Pedri. FCBarcelona.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
- ↑ Barça i Las Palmas arriben a un acord per al traspàs de Pedri. FCBarcelona.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
- ↑ Barcelona vs. Villarreal. Soccerway.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.
|