შინაარსზე გადასვლა

ჰენრიკ ლარსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრიკ ლარსონი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Henrik Edward Larsson
ჰენრიკ ედვარდ ლარსონი
დაბადების
თარიღი
20 სექტემბერი, 1971 (1971-09-20) (54 წლის)
დაბადების
ადგილი
ჰელსინბორგი, შვედეთი
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1977–1988 ჰეგაბორგი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–1992 ჰეგაბორგი 64 (23)
1992–1993 ჰელსინგბორგი 56 (50)
1993–1997 ფეიენორდი 101 (26)
1997–2004 სელტიკი 221 (174)
2004–2006 ბარსელონა 40 (13)
2006–2009 ჰელსინგბორგი 84 (38)
2007მანჩ. იუნ. (იჯარა) 7 (1)
2012 როო 1 (0)
2013 ჰეგაბორგი 1 (0)
სულ 575 (325)
ეროვნული ნაკრები
1993–2009 შვედეთი 106 (37)
სამწვრთნელო კარიერა
2009–2012 ლანდსკრუნა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჰენრიკ ედვარდ ლარსონი (დ. 20 სექტემბერი, 1971) — ყოფილი შვედი ფეხბურთელი და საფეხბურთო კლუბ „ლანდსკრუნას“ მწვრთნელი.

ლარსონმა თავისი კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ჰეგაბორგში“. შემდეგ ის გადავიდა „ჰელსინგბორგში“, სადაც ის იყო ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, როდესაც ისინი გამოდიოდნენ შვედეთის ოლსვენსკაში, 1993 წელს. შემდეგ ლარსონი გადავიდა „ფეიენორდში“, ოთხი წლის შემდეგ კი გადავიდა „სელტიკში“, 1997 წელს. მან „სელტიკთან“ ერთად მოიგო ოთხი ტიტული შვიდი წლის განმავლობაში და 315 მატჩში გაიტანა 242 გოლი. 2004 წელს ლარსონი გადავიდა „ბარსელონაში“, სადა მოიგო ორი ტიტული და 2006 წლის ჩემპიონთა ლიგა. „ბარსელონასთან“ კონტრაქტის დამთავრების შემდეგ, ის დაბრუნდა მშობლლიური ქალაქის გუნდში, „ჰელსინბორგში“ და იჯარით გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2007 წლის მარტიდან იანვრამდე. მან ფეხბურთიდან წასვლის დღედ დანიშნა 2009 წლის 20 ოქტომბერი.[1]

ლარსონმა შვედეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სამჯერ და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე სამჯერ. იყო შვედეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 106 საერთაშორისო შეხვედრაში გაიტანა 37 გოლი.

ლარსონი დაიბადა ჰელსინბორგში, სკონეში. მისი მამა, ფრანსისკო როხა კაბო-ვერდელია,[2] ხოლო დედა, ევა ლარსონი, შვედი.[3] მისი მშობლები არასდროს ყოფილან ოფიციალურ ქორწინებაში და დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც ჰენრიკი იყო 12 წლის.[3] მან გადაწყვიტა დედის გვარზე გადასვლა, რათა უფრო მიღებული ყოფილიყო შვედეთში.[4] ჰენრიკი მამამისის დამსახურებად მიიჩნევს მის ფეხბურთისადმი სიყვარულს.[3] მამამისმა ჯერ კიდევ 16 თვის ასაკში აჩუქა შვილს ფეხბურთის ბურთი.[5] ის ასე იხსენებდა სკოლაში გატარებულ წლებს: „მე გამოვცადე რასიზმი, რადგან უჩვეულო იყო შავკანიანი ბავშვი სკოლაში, მე ვიყავი ერთ-ერთი რამდენიმე შავკანიანს შორის“.[6] ის თვალს ადევნებდა ბრიტანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს ტელევიზორით. მას მშობლებმა აჩუქეს პელეს ცხოვრების ისტორიის ამსახველი ვიდეომასალა, რომელმაც ძალიან მოხიბლა ლარსონი.[6]

ლარსონმა კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ჰოგაბორგსში“, როდესაც ის იყო ექვსი წლის[6] და პროფესიონალური კარიერა დაიწყო 17 წლის ასაკში, როდესაც ის გადავიდა „ჰელსინბორგში“. მან აქ 56 მატჩში 50 გოლი გაიტანა. მალე მისით დაინტერესდა ნიდერლანდების კლუბი „ფეიენოორდი“, რომელმაც მასში გადაიხადა 295 000 ფუნტი სტერლინგი, 1993 წელს. მას იმ პერიოდებში ასევე ჰქონდა მოლაპარაკებები შვეიცარიის საფეხბურთო კლუბ ციურიხის „გრასჰოპერსთან“.

1997 წლის ივლისში „ფეიენოორდიდან“ გადავიდა „სელტიკში“ 650 000 ფუნტი სტერლინგის საფასურად.[7] მისი დებიუტი შედგა „ჰიბერნიანის“ წინააღმდეგ, ის შეცვლაზე შემოვიდა. მისი უყურადღებო თამაშით ისარგებლა „ჰიბერნიანის“ ფეხბურთელმა და გაიტანა გოლი „სელტიკის“ კარში. ის მატჩი 2-1 დასრულდა „ჰიბერნიანის“ სასარგბლოდ.[8] მან საკუთარ კარში გაიტანა „სელტიკის“ მაისურით ჩატარებულ პირველი საევროთასო მატჩში, რომელი „სელტიკმა“ მოიგო ანგარიშით 6-3, „ტიროლ ინსბრუკის“ წინააღმდეგ. ცუდი სტარტის შემდეგ მან 18 გოლი გაიტანა „სელტიკის“ მაისურით და გახდა კლუბის ბომბარდირი. 1997 წლის ნოემბერში მან კლუბთან ერთად მოიგო პირველი ტიტული, შოტლანდიის საფეხბურთო ლიგის თასი.

2002-03 წლების სეზონში სელტიკი გავიდა უეფას თასის ფინალში, სადაც დამარცხდა პორტუგალიის საფეხბურთო კლუბ „პორტუსთან“, ანგარიშით 2-3.

წარმატებული გამოდგა ლარსონის მეშვიდე და ბოლო სეზონი „სელტიკში“, მათ მოიგეს შოტლანდიის პრემიერლიგა და თასი.

მანჩესტერ იუნაიტედი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბრუნება ჰელსინბორგში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთიდან წასვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო გოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გოლითარიღიადგილიმოწინააღმდეგეანგარიშიშედეგიტურნირი
113 ოქტომბერი 1993რასუნდა, სტოკჰოლმიფინეთის დროშა ფინეთი2–13–21994 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
220 თებერვალი 1994ჯო რობი სთედიუმუ, მაიამიაშშ-ის დროშა აშშ1–13–1ჯო რობის თასი
320 აპრილი 1994Racecourse Ground, რექსემიუელსის დროშა უელსი1–02–0ამხანაგური მატჩი
45 მაისი 1994რასუნდა, სტოკჰოლმინიგერიის დროშა ნიგერია2–03–1ამხანაგური
516 ივლისი 1994როუ ბოული, პასადენაბულგარეთის დროშა ბულგარეთი3–04–01994 წლის მსოფლიო თასის მატჩი მესამე ადგილისთვის
617 აგვისტო 1994რასუნდა, სტოკჰოლმილიეტუვის დროშა ლიეტუვა4–24–2ამხანაგური
71 ივნისი 1996რასუნდა, სტოკჰოლმიბელარუსის დროშა ბელარუსი5–15–11998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
814 ოქტომბერი 1998ნეფტოხიმიკის სტადიონი, ბურგასიბულგარეთის დროშა ბულგარეთი1–01–0ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
927 მარტი 1999ულევი, გოტენბურგილუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი2–02–0ევრო 2000-ს შესარევი
109 ოქტომბერი 1999რასუნდა, სტოკჰოლმიპოლონეთის დროშა პოლონეთი2–02–0ევრო 2000-ს შესარევი
1119 ივნისი 2000ფილიფს სთედიუმი, ეინდჰოვენიიტალიის დროშა იტალია1–11–2ევრო 2000
127 ოქტომბერი 2000ულევი, გოტენბურგითურქეთის დროშა თურქეთი1–01–12002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
1328 თებერვალი 2001ტა'ქალი სთედიუმი, ტა'ქალიმალტის დროშა მალტა2–03–0ამხანაგური
146 ივნისი 2001ულევი, გოტენბურგიმოლდოვის დროშა მოლდოვა1–06–02002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
152–0
163–0
176–0
1815 აგვისტო 2001რასუნდა, სტოკჰოლმისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა1–03–0ამხანაგური
191 სექტემბერი 2001სითი სთედიმი, სკოპიეჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონია1–02–12002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
205 სექტემბერი 2001ალი სემი იენის სტადიონი, სტამბოლითურქეთის დროშა თურქეთი1–12–12002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
217 ოქტომბერი 2001რასუნდა, სტოკჰოლმიაზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი2–03–02002 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი
227 June 2002კობე უინგ სთედიმი, კობენიგერიის დროშა ნიგერია1–12–12002 წლის მსოფლიო თასი
232–1
2416 ივნისი 2002ოიტა სთედიუმი, ოიტასენეგალის დროშა სენეგალი1–11–22002 წლის მსოფლიო თასი
255 ივნისი 2004რასუნდა, სტოკჰოლმიპოლონეთის დროშა პოლონეთი1–03–1ამხანაგური
2614 ივნისი 2004ჟოზე ალვალადე, ლისაბონიბულგარეთის დროშა ბულგარეთი2–05–02004 წლის ევროპის თასი
273–0
2822 ივნისი 2004Estádio do Bessa Século XXI, პორტოდანიის დროშა დანია1–12–2ევრო 2004
294 სექტემბერი 2004ეროვნული სტადიონი, ტა'ქალიმალტის დროშა მალტა7–07–02006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
309 ოქტომბერი 2004რასუნდა, სტოკჰოლმიუნგრეთის დროშა უნგრეთი2–03–02006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
3113 ოქტომბერი 2004Laugardalsvöllur, რეიკიავიკიისლანდიის დროშა ისლანდია1–04–12006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
323–0
3317 აგვისტო 2005ულევი, გოტენბურგიჩეხეთის დროშა ჩეხეთი1–02–1ამხანაგური
3412 სექტემბერი 2005რასუნდა, სტოკჰოლმიისლანდიის დროშა ისლანდია2–13–12006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი
352 ივნისი 2006რასუნდა, სტოკჰოლმიჩილეს დროშა ჩილე1–01–1ამხანაგური
3620 ივნისი 2006რაინენერგიაშტადიონი, კიოლნიინგლისის დროშა ინგლისი2–22–22006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
3720 აგვისტო 2008ულევი, გოტენბურგისაფრანგეთის დროშა საფრანგეთი1–02–3ამხანაგური

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Celtic legend Larsson to retire from football“. STV Sport. 20 October 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 20 October 2009.
  2. Christenson, Marcus (18 May 2003). „Signing off in style: Profile: Henrik Larsson“. The Observer. Guardian News and Media. ციტირების თარიღი: 16 August 2009.
  3. 1 2 3 Asthana, Anushka (20 April 2003). „The big interview Henrik Larsson“. Times Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 სექტემბერი 2024. ციტირების თარიღი: 4 May 2010.
  4. „Larsson: The Untold Story“. Sunday Mail. 22 April 2001. ციტირების თარიღი: 9 June 2010.
  5. Henrik Larsson Bio – Swedish Striker in 2002 World Cup KidzWorld, 2002
  6. 1 2 3 Ghod Speaks დაარქივებული 2012-04-02 საიტზე Wayback Machine. Manchester Celtic Supporters Club
  7. Henrik Larsson: His first Celtic interview დაარქივებული 2011-10-07 საიტზე Wayback Machine. , STV Sport, 23 October 2009
  8. McPherson, Archie (4 August 1997). „Celtic left standing by slick Charnley“. The Independent. ციტირების თარიღი: 15 June 2009.