ესპანეთის პრიმერა დივიზიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი)
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 1929
დივიზიონები 1
კლუბ. რაოდენობა 20 (1997–98 სეზონიდან)
ქვეითდება სეგუნდა დივიზიონი
საშინაო თასები ესპანეთის თასი
ესპანეთის სუპერთასი
საერთაშ. თას(ებ)ი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
უეფა-ს ევროპა ლიგა
მოქ. ჩემპიონი „ატლეტიკო მადრიდი“ (11-ჯერ)
ყველაზე ტიტულოვანი „რეალ მადრიდი“ (34-ჯერ)
საიტი ოფიციალური
2018-19

ესპანეთის პრიმერა დივიზიონი (ესპ. Primera División de España) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ესპანური კლუბებისთვის. წარმოადგენს ესპანეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. ინგლისურენოვან ქვეყნებში მოიხსენიებენ ლა ლიგად. ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 20 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან სეზონის ბოლოს 3 ყველაზე დაბალი ქულის მქონე ქვეითდება სეგუნდა დივიზიონში, სეგუნდადან კი პირველი 3 გუნდი პრიმერა დივიზიონში ღზევდება.

პრიმერა დივიზიონში მისი დაარსებიდან დღემდე სულ 60 კლუბს უთამაშია. ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 9 კლუბი. ჩემპიონატს ორი დომინანტი გუნდი ჰყავდა ყოველთვის „რეალ მადრიდის“ (34 ტიტული) და „ბარსელონას“ (25) სახით. სხვადასხვა წლებში ჩემპიონატს ასევე იგებდნენ „ატლეტიკო მადრიდი“ (10), „ატლეტიკ ბილბაო“ (8), „ვალენსია“ (6), „რეალ სოსიედადი“ (2), „დეპორტივო“ (1), „სევილია“ და „რეალ ბეტისი“ (1). მოქმედი ჩემპიონია „ატლეტიკო მადრიდი".

უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, პრიმერა დივიზიონი პირველ ადგილს იკავებს 2012–13 წლების სეზონიდან მოყოლებული[1]. 2015–16 წლების სეზონში პრიმერა დივიზიონის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 28.168[2], რითიც მესამე ადგილზე გავიდა გერმანიის ბუნდესლიგის და ინგლისის პრემიერლიგის შემდეგ.

ჩემპიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი ჩემპიონი მე-2 ადგილი ჩემპიონობის წლები
რეალ მადრიდი 35 23 1932, 1933, 1954, 1955, 1957, 1958, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1967, 1968, 1969, 1972, 1975, 1976, 1978, 1979, 1980, 1986, 1987, 1988, 1989, 1990, 1995, 1997, 2001, 2003, 2007, 2008, 2012, 2017, 2020, 2022
ბარსელონა 27 25 1929, 1945, 1948, 1949, 1952, 1953, 1959, 1960, 1974, 1985, 1991, 1992, 1993, 1994, 1998, 1999, 2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013, 2015, 2016, 2018, 2019, 2023
ატლეტიკო მადრიდი 11 9 1940, 1941, 1950, 1951, 1966, 1970, 1973, 1977, 1996, 2014, 2021
ატლეტიკ ბილბაო 8 7 1930, 1931, 1934, 1936, 1943, 1956, 1983, 1984
ვალენსია 6 6 1942, 1944, 1947, 1971, 2002, 2004
რეალ სოსიედადი 2 3 1981, 1982
დეპორტივო 1 5 2000
სევილია 1 4 1946
რეალ ბეტისი 1 0 1935
ვილიარეალი 0 1
სპორტინგი ხიხონი 0 1
რეალ სარაგოსა 0 1
ლას-პალმასი 0 1
რასინგი სანტანდერი 0 1

ბომბარდირები სეზონების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ეროვნება მოთამაშე[3] კლუბი გოლების რაოდენობა
1929 ესპანეთის დროშა პაკო ბენსობასი რეალ სოსიედადი 14
1929–30 ესპანეთის დროშა გილიერმო გოროსტისა ატლეტიკ ბილბაო 19
1930–31 ესპანეთის დროშა ბატა ატლეტიკ ბილბაო 27
1931–32 ესპანეთის დროშა გილიერმო გოროსტისა (2) ატლეტიკ ბილბაო 12
1932–33 ესპანეთის დროშა მანუელ ოლივარესი რეალ მადრიდი 16
1933–34 ესპანეთის დროშა ისიდრო ლანგარა რეალ ოვიედო 27
1934–35 ესპანეთის დროშა ისიდრო ლანგარა (2) რეალ ოვიედო 26
1935–36 ესპანეთის დროშა ისიდრო ლანგარა (3) რეალ ოვიედო 27
1939–40 ესპანეთის დროშა ვიქტორ უნამუნო ატლეტიკ ბილბაო 20
1940–41 ესპანეთის დროშა პრუდენი ატლეტიკო მადრიდი 30
1941–42 ესპანეთის დროშა ედმუნდო სუარესი ვალენსია 27
1942–43 ესპანეთის დროშა მარიანო მარტინი ბარსელონა 32
1943–44 ესპანეთის დროშა ედმუნდო სუარესი (2) ვალენსია 27
1944–45 ესპანეთის დროშა ტელმო სარრა ატლეტიკ ბილბაო 19
1945–46 ესპანეთის დროშა ტელმო სარრა (2) ატლეტიკ ბილბაო 24
1946–47 ესპანეთის დროშა ტელმო სარრა (3) ატლეტიკ ბილბაო 34
1947–48 ესპანეთის დროშა პაინიო სელტა 23
1948–49 ესპანეთის დროშა სესარ როდრიგეს ალვარესი ბარსელონა 28
1949–50 ესპანეთის დროშა ტელმო სარრა (4) ატლეტიკ ბილბაო 25
1950–51 ესპანეთის დროშა ტელმო სარრა (5) ატლეტიკ ბილბაო 38
1951–52 ესპანეთის დროშა პაინიო (2) რეალ მადრიდი 28
1952–53 ესპანეთის დროშა ტელმო სარრა (6) ატლეტიკ ბილბაო 24
1953–54 არგენტინის დროშა ალფრედო დი სტეფანო რეალ მადრიდი 27
1954–55 ესპანეთის დროშა ხუან არსა სევილია 28
1955–56 არგენტინის დროშა ალფრედო დი სტეფანო (2) რეალ მადრიდი 24
1956–57 არგენტინის დროშა ალფრედო დი სტეფანო (3) რეალ მადრიდი 31
1957–58 ესპანეთის დროშა მანუელ ბადენესი რეალ ვალიადოლიდი 19
არგენტინის დროშა ალფრედო დი სტეფანო (4) რეალ მადრიდი
ესპანეთის დროშა რიკარდო ალოსი ვალენსია
1958–59 არგენტინის დროშა ალფრედო დი სტეფანო (5) რეალ მადრიდი 23
1959–60 უნგრეთის დროშა ფერენც პუშკაში რეალ მადრიდი 26
1960–61 უნგრეთის დროშა ფერენც პუშკაში (2) რეალ მადრიდი 27
1961–62 პერუს დროშა ხუან სემინარიო რეალ სარაგოსა 25
1962–63 უნგრეთის დროშა ფერენც პუშკაში (3) რეალ მადრიდი 26
1963–64 უნგრეთის დროშა ფერენც პუშკაში (4) რეალ მადრიდი 20
1964–65 პარაგვაის დროშა კაიეტანო რე ბარსელონა 25
1965–66 ესპანეთის დროშა ვავა ელჩე 19
1966–67 ბრაზილიის დროშა ვალდო მაშადო ვალენსია 24
1967–68 ესპანეთის დროშა ფიდელ ურიარტე ატლეტიკ ბილბაო 22
1968–69 ესპანეთის დროშა ამანსიო ამარო რეალ მადრიდი 14
არგენტინის დროშა ხოსე ეულოხიო გარატე ატლეტიკო მადრიდი
1969–70 ესპანეთის დროშა ამანსიო ამარო (2) რეალ მადრიდი 16
ესპანეთის დროშა ლუის არაგონესი ატლეტიკო მადრიდი
არგენტინის დროშა ხოსე ეულოხიო გარატე (2) ატლეტიკო მადრიდი
1970–71 არგენტინის დროშა ხოსე ეულოხიო გარატე (3) ატლეტიკო მადრიდი 17
ესპანეთის დროშა კარლეს რეშაკი ბარსელონა
1971–72 ესპანეთის დროშა ენრიკე პორტა გრანადა 20
1972–73 ესპანეთის დროშა მარიანინი რეალ ოვიედო 19
1973–74 ესპანეთის დროშა კინი სპორტინგი ხიხონი 20
1974–75 ესპანეთის დროშა კარლოსი ატლეტიკ ბილბაო 19
1975–76 ესპანეთის დროშა კინი (2) სპორტინგი ხიხონი 21
1976–77 არგენტინის დროშა მარიო კემპესი ვალენსია 24
1977–78 არგენტინის დროშა მარიო კემპესი (2) ვალენსია 28
1978–79 ავსტრიის დროშა ჰანს კრანკლი ბარსელონა 29
1979–80 ესპანეთის დროშა კინი (3) სპორტინგი ხიხონი 24
1980–81 ესპანეთის დროშა კინი (4) ბარსელონა 20
1981–82 ესპანეთის დროშა კინი (5) ბარსელონა 26
1982–83 ესპანეთის დროშა იპოლიტო რინკონი რეალ ბეტისი 20
1983–84 ურუგვაის დროშა ხორხე და სილვა რეალ ვალიადოლიდი 17
ესპანეთის დროშა ხუანიტო რეალ მადრიდი
1984–85 მექსიკის დროშა უგო სანჩესი ატლეტიკო მადრიდი 19
1985–86 მექსიკის დროშა უგო სანჩესი (2) რეალ მადრიდი 22
1986–87 მექსიკის დროშა უგო სანჩესი (3) რეალ მადრიდი 34
1987–88 მექსიკის დროშა უგო სანჩესი (4) რეალ მადრიდი 29
1988–89 ბრაზილიის დროშა ბალთაზარი ატლეტიკო მადრიდი 35
1989–90 მექსიკის დროშა უგო სანჩესი (5) რეალ მადრიდი 38
1990–91 ესპანეთის დროშა ემილიო ბუტრაგენიო რეალ მადრიდი 19
1991–92 ესპანეთის დროშა მანოლო ატლეტიკო მადრიდი 27
1992–93 ბრაზილიის დროშა ბებეტო დეპორტივო 29
1993–94 ბრაზილიის დროშა რომარიო ბარსელონა 30
1994–95 ჩილეს დროშა ივან სამორანო რეალ მადრიდი 28
1995–96 არგენტინის დროშა ხუან ანტონიო პიცი ტენერიფე 31
1996–97 ბრაზილიის დროშა რონალდო ბარსელონა 34
1997–98 იტალიის დროშა კრისტიან ვიერი ატლეტიკო მადრიდი 24
1998–99 ესპანეთის დროშა რაული რეალ მადრიდი 25
1999–2000 ესპანეთის დროშა სალვა ბალიესტა რასინგი სანტანდერი 27
2000–01 ესპანეთის დროშა რაული (2) რეალ მადრიდი 24
2001–02 ესპანეთის დროშა დიეგო ტრისტანი დეპორტივო 21
2002–03 ნიდერლანდების დროშა როი მაკაი დეპორტივო 29
2003–04 ბრაზილიის დროშა რონალდო (2) რეალ მადრიდი 25
2004–05 ურუგვაის დროშა დიეგო ფორლანი ვილიარეალი 25
2005–06 კამერუნის დროშა სამუელ ეტო’ო ბარსელონა 26
2006–07 ნიდერლანდების დროშა რუდ ვან ნისტელროი რეალ მადრიდი 25
2007–08 ესპანეთის დროშა დანიელ გუისა მალიორკა 27
2008–09 ურუგვაის დროშა დიეგო ფორლანი (2) ატლეტიკო მადრიდი 32
2009–10 არგენტინის დროშა ლიონელ მესი ბარსელონა 34
2010–11 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ რეალ მადრიდი 40
2011–12 არგენტინის დროშა ლიონელ მესი (2) ბარსელონა 50
2012–13 არგენტინის დროშა ლიონელ მესი (3) ბარსელონა 46
2013–14 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ (2) რეალ მადრიდი 31
2014–15 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ (3) რეალ მადრიდი 48
2015–16 ურუგვაის დროშა ლუის სუარესი ბარსელონა 40
2016–17 არგენტინის დროშა ლიონელ მესი (4) ბარსელონა 37
2017–18 არგენტინის დროშა ლიონელ მესი (5) ბარსელონა 34

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე მეტი გოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიონელ მესი
ადგილი ფეხბურთელი[4] წლები გოლი
1 არგენტინის დროშა ლიონელ მესი 2004– 404
2 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ 2009–2018 311
3 ესპანეთის დროშა ტელმო სარრა 1940–1955 251
4 მექსიკის დროშა უგო სანჩესი 1981–1994 234
5 ესპანეთის დროშა რაული 1994–2010 228
6 ესპანეთის დროშა ალფრედო დი სტეფანო 1953–1966 227
7 ესპანეთის დროშა სესარ როდრიგეს ალვარესი 1939–1955 223
8 ესპანეთის დროშა კინი 1970–1987 219
9 ესპანეთის დროშა პაინიო 1943–1956 210
10 ესპანეთის დროშა ედმუნდო სუარესი 1939–1950 195

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდონი სუბისარეტა
ადგილი ფეხბურთელი[5] წლები მატჩი
1 ესპანეთის დროშა ანდონი სუბისარეტა 1981–1998 622
2 ესპანეთის დროშა რაული 1994–2010 550
3 ესპანეთის დროშა ეუსებიო საკრისტანი 1983–2002 543
4 ესპანეთის დროშა ფრანსისკო ბუიო 1980–1997 542
5 ესპანეთის დროშა მანუელ სანჩისი 1983–2001 523
6 ესპანეთის დროშა იკერ კასილიასი 1999–2015 510
7 ესპანეთის დროშა შავი ერნანდესი 1998–2015 505
8 ესპანეთის დროშა მიკელ სოლერი 1983–2003 504
9 ესპანეთის დროშა ფერნანდო იერო 1987–2003 497
10 ესპანეთის დროშა ხოაკინ სანჩესი 2002– 488

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიგელ მუნიოსი
მწვრთნელი[6] ჩემპიონი ჩემპიონობის წლები
ესპანეთის დროშა მიგელ მუნიოსი 9 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1967, 1968, 1969, 1972
არგენტინის დროშა ელენიო ერერა 4 1950, 1951, 1959, 1960
ნიდერლანდების დროშა იოჰან კრუიფი 1991, 1992, 1993, 1994
ურუგვაის დროშა ენრიკე ფერნანდესი 3 1948, 1949, 1954
ჩეხოსლოვაკიის დროშა ფერდინანდ დაუჩიკი 1952, 1953, 1956
ესპანეთის დროშა ლუის მოლოვნი 1978, 1979, 1986
ნიდერლანდების დროშა ლეო ბენჰაკერი 1987, 1988, 1989
ესპანეთის დროშა პეპ გვარდიოლა 2009, 2010, 2011
ინგლისის დროშა ფრედ პენტლანდი 2 1930, 1931
ესპანეთის დროშა რიკარდო სამორა 1940, 1941
ესპანეთის დროშა რამონ ენსინასი 1942, 1946
ესპანეთის დროშა ხოსე ვილიალონგა 1955, 1957
იუგოსლავიის დროშა მილიან მილიანიჩი 1975, 1976
ესპანეთის დროშა ალბერტო ორმაეჩეა 1981, 1982
ესპანეთის დროშა ხავიერ კლემენტე 1983, 1984
იტალიის დროშა ფაბიო კაპელო 1997, 2007
ნიდერლანდების დროშა ლუი ვან გალი 1998, 1999
ესპანეთის დროშა ვისენტე დელ ბოსკე 2001, 2003
ესპანეთის დროშა რაფაელ ბენიტესი 2002, 2004
ნიდერლანდების დროშა ფრანკ რაიკარდი 2005, 2006
ესპანეთის დროშა ლუის ენრიკე 2015, 2016

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UEFA rankings for club competitions. uefa.com. ციტირების თარიღი: 10 April 2017.
  2. Primera División 2015/2016 » Attendance » Home matches. worldfootball.net. ციტირების თარიღი: 10 April 2017.
  3. Spain - List of Topscorers ("Pichichi"). rsssf.com. ციტირების თარიღი: 11 April 2017.
  4. „Ranking Goals 1ª“. bdfutbol.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  5. „Ranking Played Matches 1ª“. bdfutbol.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  6. Spain - Coaches of Championship Teams (Primera División 1929-2017). rsssf.com. ციტირების თარიღი: 29 September 2017.