ფილიპ კოკუ
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ფილიპ ჯონ უილიამ კოკუ | ||
დაბადების თარიღი | 29 ოქტომბერი, 1970 | ||
დაბადების ადგილი | ეინდჰოვენი, ნიდერლანდები | ||
სიმაღლე | 185 | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1988–1990 | ალკმარი | 50 | (8) |
1990–1995 | ვიტესი | 137 | (25) |
1995–1998 | პსვ | 95 | (31) |
1998–2004 | ბარსელონა | 205 | (31) |
2004–2007 | პსვ | 94 | (23) |
2006–2007 | ალ-ჯაზირა | 17 | (4) |
სულ | 598 | (122) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1996–2006 | ნიდერლანდები | 101 | (10) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2008–2012 | ნიდერლანდები (ასისტენტი) | ||
2012 | პსვ (ასისტენტი) | ||
2013–2018 | პსვ | ||
2018 | ფენერბახჩე | ||
2019–2020 | დერბი ქაუნთი | ||
2022–2023 | ვიტესი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფილიპ კოკუ (ნიდერლ. Phillip Cocu; დ. 29 ოქტომბერი 1970, ეინდჰოვენი) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოკუმ პროფესიონალური კარიერა 1988 წელს დაიწყო „ალკმარში“, სადაც ორი სეზონის განმავლობაში 50 მატჩში 8 გოლი გაიტანა. შემდეგ გადავიდა „ვიტესში“, რომლის მაისურითაც 1990–95 წლებში 137 მატჩში 25 გოლი შეაგდო. წარმატებული გამოსვლების შემდეგ, 1995 წელს „პსვ ეინდჰოვენს“ შეუერთდა, სადაც 95 შეხვედრაში 31-ჯერ შეძლო მეტოეთა კარის აღება და 1996–97 წლების სეზონში ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა.
1998 წელს კოკუ შეუერთდა ესპანურ გრანდ „ბარსელონას“. იქ მან 205 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 1998–99 წლებში მოიგო ლა ლიგა. იყო გუნდის კაპიტანი და ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
2004 წელს კოკუ დაბრუნდა „პსვ“-ში, სადაც კიდევ სამჯერ მოიგო ერედივიზია და 2004–05 წლებში ნიდერლანდების თასი მოიპოვა. საკლუბო კარიერის ბოლო ეტაპზე, 2006–07 წლებში, თამაშობდა არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბ „ალ-ჯაზირაში“, სადაც 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კოკუმ 1996−2006 წლებში 101 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მონაწილეობდა მსოფლიოს 1998 და 2006 წლების ჩემპიონატებზე, ასევე ევროპის 1996, 2000 და 2004 წლების ჩემპიონატებზე.
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
ნიდერლანდები![]() |
1996 | 9 | 2 |
1997 | 6 | 0 | |
1998 | 15 | 2 | |
1999 | 7 | 0 | |
2000 | 13 | 0 | |
2001 | 8 | 1 | |
2002 | 7 | 1 | |
2003 | 9 | 1 | |
2004 | 13 | 1 | |
2005 | 7 | 2 | |
2006 | 7 | 0 | |
ჯამში | 101 | 10 |
სამწვრთნელო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, კოკუმ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. 2008–12 წლებში იყო ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, შემდეგ „პსვ“-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ხოლო 2013–18 წლებში „პსვ“-ს მთავარი მწვრთნელი. მის ხელმძღვანელობით „პსვ“-მ სამჯერ მოიგო ერედივიზია.
2018 წელს კოკუ გახდა თურქული „ფენერბახჩეს“ მთავარი მწვრთნელი, ხოლო 2019–20 წლებში სათავეში ედგა ინგლისურ „დერბი ქაუნთის“. 2022–23 წლებში „ვიტესის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ერედივიზია: 1996–97, 2004–05, 2005–06, 2006–07
- ნიდერლანდების თასი: 1995–96, 2004–05
- ნიდერლანდების სუპერთასი: 1996, 1997
- სპარსეთის ყურის ჩემპიონთა თასი: 2007
სამწვრთნელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ერედივიზია: 2014–15, 2015–16, 2017–18
- ნიდერლანდების თასი: 2011–12
- ნიდერლანდების სუპერთასი: 2015, 2016
ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რინუს მიხელსის ჯილდო: 2015, 2018
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფილიპ კოკუ — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Barcelona 1998–99: Statistics. BDFutbol.
|
|
|
|
- დაბადებული 29 ოქტომბერი
- დაბადებული 1970
- ნიდერლანდელი ფეხბურთელები
- ნიდერლანდების პირველი დივიზიონის ფეხბურთელები
- ერედივიზიის ფეხბურთელები
- ალკმარის ფეხბურთელები
- არნემის ვიტესის ფეხბურთელები
- ეინდჰოვენის პსვ-ს ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ბარსელონის ფეხბურთელები
- ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელები
- 1996 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2000 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2004 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ნიდერლანდელი ფეხბურთის მწვრთნელები
- სუპერლიგის მწვრთნელები
- ფენერბახჩეს მწვრთნელები