ავსტრალია (კონტინენტი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ავსტრალია.
ავსტრალიის კონტინენტის ადგილმდებარეობა

ავსტრალია (Australia < ლათ. australis - სამხრეთი) — კონტინენტი აღმოსავლეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში.

სექციების სია

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ავსტრალიის გეოგრაფია.

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება]

ავსტრალიის ტოპოგრაფიული რუკა

ავსტრალია გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 3200 კმ-ზე, სამხრეთის განედი 10°41´-იდან (იორკის კონცხი 10°41′21″ ს. გ. 142°31′50″ ა. გ. / 10.68917° ს. გ. 142.53056° ა. გ. / -10.68917; 142.53056) ს. გ. 39°08´-მდე (სამხრეთ-აღმოსავლეთის კონცხი 39°08′20″ ს. გ. 146°22′26″ ა. გ. / 39.13889° ს. გ. 146.37389° ა. გ. / -39.13889; 146.37389) (თუ კუნძულ ტასმანიას განვიხილავთ, როგორც კონტინენტის ნაწილს, მაშინ საუტ-ისტ-კეიპის კონცხი 43°38′40″ ს. გ. 146°49′30″ ა. გ. / 43.64444° ს. გ. 146.82500° ა. გ. / -43.64444; 146.82500)[1]) და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 4100 კმ-ზე, აღმოსავლეთის გრძედი 113°09´-იდან (სტიპ-პოინტის კონცხი 26°09′05″ ს. გ. 113°09′18″ ა. გ. / 26.15139° ს. გ. 113.15500° ა. გ. / -26.15139; 113.15500) ა. გ. 153°38´-მდე (ბაირონის კონცხი 28°38′15″ ს. გ. 153°38′14″ ა. გ. / 28.63750° ს. გ. 153.63722° ა. გ. / -28.63750; 153.63722). კონტინენტის სანაპირო ზოლის სიგრძეა (კუნძულების გარეშე) 35 900 კმ. სამხრეთი ტროპიკი თითქმის შუაზე კვეთს. დასავლეთით და სამხრეთით აკრავს ინდოეთის ოკეანე, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით — წყნარი ოკეანე. ზღვები: ტასმანიის, მარჯნის, ტიმორის და არაფურის. ფართობი — 7631,5 ათ. კმ², კუნძულების ტასმანიის, მელვილის, კენგურუს და სხვების ჩათვლით — 7704,5 ათ. კმ²-მდე.

ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, 2000 კმ-ზე მეტ სიგრძეზე გადაჭიმულია მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯნის რიფი — დიდი ბარიერული რიფი[2].

რელიეფი[რედაქტირება]

ჭარბობს დაბლობები და შედეგად კონტინენტის ზედაპირის დაახლოებით 95 % სიმაღლეში არ აჭარბებს 600 მეტრს ზღვის დონიდან. დასავლეთ-ავსტრალიის პლატოზე (ინგლ. West-Australian Plateau)) — საშუალო სიმაღლეები 400—500 მეტრზეა, ამოწეული გვერდებით: აღმოსავლეთით — მასგრეივის (ინგლ. Musgrave Ranges) მთები (უმაღლესი წერტილი — ვუდროფის მთა, 1440 მეტრი) და მაკ-დონელის ქედი (უმაღლესი წერტილი — ზილის მთა, 1511 მეტრი), ჩრდილოეთით — კიმბერლის პლატო (სიმაღლე 936 მეტრამდე), დასავლეთით — ჰამერსლის ქვიშოვანი ქედი (უმაღლესი წერტილი — მეჰარის მთა, 1251 მეტრი), სამხრეთ-დასავლეთით — დარლინგის ქედი (უმაღლესი წერტილი — კუკის, მთა 571 მეტრი). ცენტრალურ დაბლობზე ჭარბობს ზღვის დონიდან 100 მეტრამდე სიმაღლეები. ეირის ტბის რაიონში უმდაბლესი წერტილი — 16 მეტრია ზღვის დონიდან დაბლა. სამხრეთ-დასავლეთით — მაუნტ-ლოფტის ქედი. დიდი წყალგამყოფი ქედი, საშუალო სიმაღლისაა, მომრგვალებული მთის წვერით, ციცაბო, დასავლეთის მთის ძირში გადადის გორაკებში. სამხრეთით ავსტრალიის ალპებში უმაღლესი წერტილი — კოსციუშკოს მთა, 2230 მეტრი.

ნიადაგი[რედაქტირება]

ავსტრალიაში ბუნებრივი თანმიმდევრობით წარმოდგენილია ნიადაგის ყველა სახეობა, რომელიც ახასიათებს ტროპიკულ, სუბეკვატორულ და სუბტროპიკულ გეოგრაფიულ სარტყელებს.

ნოტიო ტროპიკული ტყეების რაიონებში ჩრდილოეთით გავრცელებულია წითელი ნიადაგი, რომელიც სამხრეთის მიმართულებით იცვლება მურა-წითელ და ყავისფერ ნიადაგად ნოტიო სავანებში და ნაცრისფერ-ყავისფრად მშრალ სავანებში. მურა-წითელი და ყავისფერი ნიადაგი, რომლებიც შეიცავენ ორგანულ სასუქებს — ცოტ-ცოტა ფოსფორს და კალიუმს, საუკეთესოა სასოფლო სამეურნეო გამოყენებისათვის. მურა-წითელი ზონის ნიადაგის ზღვარზე ხდება ავსტრალიის ხორბლის ძირითადი დათესვა.

ცენტრალური დაბლობის განაპირა რაიონებში (მაგალითად, მდინარე მურეის აუზში), სადაც განვითარებულია ხელოვნური მორწყვა და იყენებენ ბევრ სასუქს, ნაცრისფერნიადაგიან მიწაზე მოჰყავთ ყურძენი, ხილი, საკვები კულტურები.

ნახევარუდაბნოთი და განსაკუთრებით სტეპური რაიონებით გარშემორტყმული შიდა უდაბნოს ტერიტორიები, სადაც არსებობს ბალახოვანი, ხოლო ალაგ-ალაგ ხე-ბუჩქოვანი საფარი, გავრცელებულია ნაცრისფერ-ყავისფერი სტეპური ნიადაგი. მათი სიმძლავრე უმნიშვნელოა. ისინი შეიცავენ ნაკლებ ორგანულ სასუქს და ფოსფორს, ამიტომ მათი ცხვრებისათვის და მსხვილი რქოსანი პირუტყვისთვის საძოვრებად გამოყენებისთვისაც კი აუცილებელია ნიადაგში ფოსფორიანი სასუქის შეტანა.

გეოლოგია[რედაქტირება]

ავსტრალიის გეოლოგია მოიცავს დროის ყველა გეოლოგიური პერიოდის პრაქტიკულად ყველა მთის ჯიშების ცნობილ სახეობებს, რომელიც განეკუთვნება დედამიწის ისტორიის 3,8 მილიარდ წელზე მეტს. ავსტრალია მდებარეობს ავსტრალიის ბაქანზე.

ავსტრალიის გეოლოგიური აგებულება[რედაქტირება]

ავსტრალიის ძირითადი გეოლოგიური რეგიონები.

ავსტრალია მდებარეობს კრატონზე, რომელიც აღმოსავლეთიდან შეზღუდულია ჰერცინის დანაოჭების ზონით — ტასმანიის სინკლინით, ანუ პალეოზოური დანაოჭების ტასმანიის სარტყელით. ბაქნის დასავლეთ ნაწილში, ორი დიდი ფარის ზღვარზე (იილგარნი და პილბარა) და რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელ გამონაშვერებში (გოლერი, მასგრეივი, არანტა და სხვა) მჟღავნდება არქეული ეონისებური კრისტალური ფუნდამენტი. მის შემადგენლობაში შედიან ძველი გრანიტულ-გნაისური და გრანულიტური კომპლექსები, რომელთა ასაკი განისაზღვრება 2700-3400 მილიონი წლით, ასევე მწვანე-ქვიანი სარტყლების ნაკლებად მეტამორფიზმული კომპლექსები (ასაკი 3300 მილიონი წლიდან 2600 მილიონ წლამდე). უკანასკნელები წარმოდგენილია ძირითადი და ულტრაძირითადი მეტავულკანიტებით, მეტადანალექი და ერთმანეთზე ფენებად დადებული ჯიშებით — რკინისებული კვარციტებით, გრაუვაკებით, გაქვავებული ჯიშებით. ბაქნის აღმოსავლეთის ნაწილის ფუნდამენტი შედგება ქვედა პროტეროზოური ეონის მეტამორფოზირებული ვულკანოგენურ-დანალექი წარმონაქმნებით (ჯორჯთაუნის და სხვა რაიონები), რომელთანაც დაკავშირებულია ტყვია-თუთიისებური მინერალიზაცია (ბროკენ-ჰილის რაიონი). ფარების გრანიტის კომპლექსთან და ბაქნის ფუნდამენტის გამონაშვერებთან დაკავშირებულია ლითიუმის, ტანტალის, ნიობიუმის, ბერილიუმის და სხვა იშვიათი ლითონების წიაღისეულის საბადოები, ასევე ძვირფასი ქვები. დოკემბრიული პერიოდის წარმონაქმნებიდან ყველაზე უფრო დიდი მინერალოგიური მნიშვნელობა აქვთ დასავლეთ ავსტრალიის მწვანექვიანი სარტყლის ზემო არქეული ეონის სერიებს, რომელთა მეტაბაზალტები და დიაბაზები დაკავშირებულია ოქროს წიაღისეულის საბადოებთან, ჰიპერბაზიტები — სულფიდური ნიკელის საბადოებთან, ასევე ქრიზოტილური და ამფიბოლური აზბესტის ტიტანომაგნეტიტური ვანადიუმის წიაღისეულის საბადოებთან. კრისტალურ ფუნდამენტზე დალექილია დანალექი და ვულკანოგენური სარჩულის კომპლექსები.

ავსტრალიის სეისმური რუკა.

დასავლეთ ავსტრალიაში სარჩულის უძველესი ჰორიზონტი მიეკუთვნება ქვედა პროტეროზოური ეონის შრეს და წარმოდგენილია ქვიშაქვებით, რომელიც თანდათან გადადის რკინოვან-ქვიანი ჯიშის ბაზალტში (მასთანაა დაკავშირებული ყველაზე უფრო მსხვილი რკინის წიაღისეულის საბადო — ჰამერსლის აუზი), დოლომიტებში და მჟავე ეფუზიებში.

ჩრდილოეთ ავსტრალიაში ქვედა პროტეროზოური ეონის შრის სარჩულის ტერიგენული ფენები გადადიან პაინ-კრიკის (რომელთანაც დაკავშირებულია ურანის სტრატიფორმული საბადოები), ტენანტ-კრიკის და სხვა მიოსინკლინური გადახრის დანალექების ფორმაციაში, რომლებიც იფარება ტერიგენული ფორმაციებით და ვულკანო-პლუტომიური მჟავის კომპლექსებით. ზემო პროტეროზოური ეონის და პალეოზოური ჯგუფის სარჩულის ჰორიზონტები წარმოდგენილია ტერიგენული თიხოვან-კარბონატული დანალექებით, რომლებიც ავსებენ კარნარვონის, კანინგის სინეკლიზას და ამადიესის, მაკ-არტურის, ჯორჯინას და სხვების გადახრებს. ამ დანალექებში ცნობილია ფოსფორიტების, თაბაშირის, ქვამარილის, მანგანუმის, სტრატიფორმული პოლიმეტალური საბადოები.

სამხრეთ ავსტრალიაში ანალოგიურ სისქეს შეადგენენ ადელაიდას ნაოჭების სისტემები, რომელიც გამოშვერილია მერიდიონალური მიმართულებით. ბაქნის სარჩულის მეზოზოური და კაინოზოური ჯგუფის ფენები უპირატესად წარმოადგენენ ქვიშოვან-თიხოვანს, ხშირად ნახშირბად შემცველი დანალექებით; მხოლოდ პერთის გრაბენში, რომელიც მდებარეობს კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, მის გარდა ცნობილია ტრიასული და ცარცული სისტემის ზღვის დანალექები.

აღმოსავლეთი ავსტრალია მდებარეობს ავსტრალიის ბაქნის აღმოსავლეთ ნაწილში და მისი შერწყმის ზონა პალეოზოური დანაოჭების ტასმანიის სარტყელთან გადაფარულია მეზოზოურ-კაინოზოური ჯგუფის სარჩულით, რომელიც ავსებს შიდა აღმოსავლეთ ავსტრალიის აუზის ღრმულს (დიდი არტეზიული აუზი). ტასმანიის სარტყელის დიდი ნაწილი უკავია ლაკლანის დანაოჭების სისტემას. ტასმანიის სინკლინის კომპლექსის საფუძვლები შიშვლდება რამდენიმე იზოლირებულ ბლოკებში და შედგება გნაისებისგან და ქვედა პროტეროზოური ეონის კვარციტებისაგან (ჯორჯთაუნის რაიონი) ან ზედაპროტეროზოური-ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებისგან (ბრიზბენის რაიონი).

ლაკლანის სისტემის ფარგლებში გავრცელებულია ძლიერი გეოსინკლენალური ფორმაციები ქვედა და საშუალო პალეოზოურ ჯგუფს — კამბრიული სისტემის ოფიოლითები, კონგლომერატები, ქვიშაქვები და ფილიტები, ორდოვიციული და სილურული სისტემის კარბონატული ჯიშები, ქვედა და საშუალო დევონური სისტემა სქელი ტერიგენული ჯიშები, დაფარული ეფუზიებით და ტუფებით. საშუალო დევონური სისტემის ბოლოს დანაოჭება აქ თან უძღოდა მაგმატიზმის ძლიერი გამოვლინებები. საშუალო დევონური სისტემის დანალექებთან დაკავშირებულია კალის, ვოლფრამის, მოლიბდენის, ბისმუტის, სპილენძის, ტყვიის და თუთიის წიაღისეულის საბადოები. კონტინენტული წითელფერიანი დანალექები და ზედა დევონური სისტემის ვულკანოგენური ფენის მჟავები, კარბონები და პერმული სისტემა გვაგონებენ ცალკეულ გრაბენებს და ოროგენულ ღრმულებს. ახალი ინგლისის დანაოჭების სისტემაში საფუძვლის კომპლექსის ჯიშებზე დალექილია ძლიერი გრაუვაკის ფენები სპილიტის ნარევით, კერატოფირები, ანდეზიტები და დევონური სისტემის ორგანოგენული კირქვის ლინზები. კარბონის დანალექი წარმოდგენილია ქვიშოვან-ალევროლიტური ფენებით, კირქვის ფენების შემცველობით, გაქვავებული ფიქლებით და კონგლომერატებით; პერმულ-ტრიასული დანალექები — ვულკანოგენური ჯიშების მჟავე და ტუტე შემადგენლობით (რომლებთანაც დაკავშირებულია ოქრო-სპილენძის, კალა-ვოლფრამის, მოლიბდენ-ბისმუტის საბადოები), ასევე ზღვის და კონტინენტური ნახშირბადშემცველი ქვიშა-თიხოვანი ფენები, რომლებიც ავსებენ გრაბენებს (ყველაზე დიდებია ბოუენის და სიდნეის).

აღმოსავლეთ ავსტრალიის და ტასმანიის დანაოჭების რაიონი კაინოზოური ჯგუფის პერიოდში დაიპყრო ვულკანიზმის პროცესებმა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ბაზალტური პლატოების სერია და შეიქმნა სარტყელი კუინზლენდიდან ტასმანიამდე. ვულკანური ფენების შემადგენლობაში, ბაზალტების გარდა, არსებობენ ტუტე ჯიშებიც. პოსტკრეიდულ პერიოდში კონტინენტზე მიმდინარეობდა დედამიწის ქერქის გამოქარვის ინტენსიური განვითარება, ხშირად ლატერიტული ტიპის — მასთან დაკავშირებულია ბოქსიტების, ნიკელის სილიკატების და ურანის წიაღისეულის საბადოები. მიმდინარეობდა ზღვის სანაპირო პლაჟების ჩამოყალიბება, რომელთა დანალექებში განვითარებულია ცირკონით, მონაციტით, ილმენიტით, რუტილით გამდიდრებული მძიმე ქვიშების საბადოები.

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება]

ავსტრალია მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულით. უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე კონტინენტზე მინერალური საბადოების აღმოჩენამ მატერიკი მსოფლიოში დააყენა ერთ-ერთ პირველ ადგილზე წიაღისეულის მარაგების მხრივ და ისეთი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში, როგორებიცაა რკინის მადანი, ბოქსიტი, ტყვია-თუთიის მადანი.

ავსტრალიაში რკინის მადნის ყველაზე დიდი საბადო, რომლის დამუშავებაც დაიწყო XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, მდებარეობს ჰამერსლის ქედის რაიონში, მატერიკის ჩრდილო-დასავლეთით (მაუნტ-ნიუმენის, მაუნტ-გოლდსუერტას და სხვა საბადოები). რკინის მადანი ასევე არსებობს სამხრეთი ავსტრალიის შტატში მიდლბეკის ქედზე (აირონ-ნობი და სხვა).

პოლიმეტალების დიდი საბადო (ტყვია, თუთია ვერცხლის მინარევებით და სპილენძი) მდებარეობს ახალი სამხრეთი უელსის შტატის დასავლეთ უდაბნოს ნაწილში — ბროკენ-ჰილის საბადო. ფერადი ლითონების მოპოვების მთავარი ცენტრი (სპილენძი, ტყვია, თუთია) დაახლოებით მდებარეობს მაუნტ-აიზას საბადოსთან (კუინზლენდის შტატი). სპილენძის მარაგი ასევე არსებობს ტენანტ-კრიკში (ჩრდილოეთი ტერიტორია) და სხვა ადგილებში.

ოქროს ძირითადი მარაგი თავმოყრილია დოკემბრიული პერიოდის ფუნდამენტის გამონაშვერებში და მატერიკის სამხრეთ-დასავლეთში (დასავლეთ ავსტრალიის შტატი), ქალაქების კალგურლის, კულგარდი, ნორსმენი და უილუნას რაიონებში, ასევე კუინზლენდის შტატში. უფრო მცირე მოცულობის საბადოები გვხვდება თითქმის ყველა შტატში.

ბოქსიტების საბადოები მდებარეობენ კეიპ-იორკის (უეიპას საბადო) და არნემ-ლენდის (გოვის საბადო) ნახევარკუნძულებზე, ასევე სამხრეთ-დასავლეთში, დარლინგის ქედზე (ჯარადეილის საბადო).

მანგანუმის შემცველი წიაღისეული მდებარეობს კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით — პილბარის რაიონში. ურანის წიაღისეული აღმოჩენილია მატერიკის სხვადასხვა ნაწილებში: ჩრდილოეთით (არნემ-ლენდის ნახევარკუნძული) — საუტის და ისტ-ალიგეიტორის მდინარეების შორიახლოს, სამხრეთ ავსტრალიის შტატში — ფრომის ტბასთან ახლოს, კუინზლენდის შტატში — მერი-კატლინის საბადო და კონტინენტის დასავლეთ ნაწილში — იილირის საბადო.

ქვანახშირის ძირითადი მარაგი მდებარეობს მატერიკის აღმოსავლეთ ნაწილში. ქვანახშირის ყველაზე უფრო დიდი საბადოები, როგორც კოქსიანი, ისევე არაკოქსიანი, მოიპოვება ისეთი ქალაქების სიახლოვეს, როგორებიცაა: ნიუკასლი, ლითგოუ (ახალი სამხრეთ უელსის შტატი), კოლინსვილი, ბლერ-ატოლი, ბლაფი, ბარალაბა და მოურა-კიანგა (კუინზლენდის შტატი).

გეოლოგიური გამოკვლევებით დადგენილია, რომ ავსტრალიის მატერიკის წიაღში და მისი ნაპირების შელფზე მდებარეობს ნავთობის და ბუნებრივი აირის დიდი საბადოები. ნავთობი აღმოჩენილია და მოიპოვება კუინზლენდის შტატში (მუნის, ოლტონის და ბენეტის საბადოები), კუნძულ ბაროუზე მატერიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, ასევე კონტინენტალურ შელფზე ვიქტორიას შტატის სამხრეთ სანაპიროსთან (კინგფიშის საბადო). ბუნებრივი აირის და ნავთობის საბადო (რანკენის მსხვილი საბადო) ასევე აღმოჩენილია მატერიკის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირის შელფთან.

ავსტრალიაში არსებობს ქრომის მსხვილი საბადოები (კუინზლენდის შტატი), გინგინი, დონგარა, მანდარა (დასავლეთი ავსტრალია), მარლინი (ვიქტორიას შტატი).

არალითონური სასარგებლო წიაღისეულიდან გვხვდება თავისი თვისებებით და საწარმოო გამოყენებით სხვადასხვა თიხა, ქვიშა, კირქვა, აზბესტი. ავსტრალია მდიდარია ძვირფასი ოპალით.

წყლის რესურსები[რედაქტირება]

კონტინენტი წყლის რესურსებით ღარიბია. ავსტრალია — ეს მდინარეებით ყველაზე ღარიბი მატერიკია. მდინარეები, რომლებიც მიედინებიან დიდი წყალგამყოფი ქედის აღმოსავლეთის ფერდოებიდან, — სიგრძით მოკლეებია, სათავეებიდან მოედინებიან ვიწრო ხეობებში. მათი გამოყენება სრულიად შესაძლებელია, ხოლო ზოგჯერ უკვე გამოიყენება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში. სანაპირო დაბლობებში შემოსვლის დროს მდინარეები ამცირებენ თავიანთ სიჩქარეს და მათი სიღრმე ღრმავდება.

ბევრ მათგანში ოკეანეებთან შეერთების ადგილებთან ზოგჯერ დიდ ოკეანის გემებსაც შეუძლიათ შესვლა. მდინარეული ჩამონადენის მოცულობა და ამ მდინარეების რეჟიმი განსხვავებულია და დამოკიდებულია ნალექების რაოდენობაზე მათი მოსვლის დროზე.

დიდი წყალგამყოფი ქედის დასავლეთის ფერდოებზე სათავეს იღებენ მდინარეები, რომლებიც თავის გზას იკვლევენ შიდა დაბლობებში. კოსციუშკოს მთის რაიონში იწყება ავსტრალიის ყველაზე გრძელი მდინარე — მურეი (2375 კმ)[3]. მთებშივე იღებენ სათავეს მისი ყველაზე დიდი შენაკადები — მარამბიჯი (1485 კმ), დარლინგი (1472 კმ), გოულბერი და ზოგიერთი სხვები[3].

მდინარე მურეის და მის შენაკადებს უმთავრესად კვებავს წვიმის წყალი და ნაკლებად თოვლი. ეს მდინარეები ყველაზე უფრო წყალუხვია ზაფხულის დასაწყისში, როდესაც მთებში თოვლი დნება. წელიწადის მშრალ დროს ისინი საკმაოდ მეჩხერები ხდებიან, ხოლო მურეის ზოგიერთი შენაკადი იყოფა ცალკეულ მდგარ წყალსატევებად. მუდმივი დინება (განსაკუთრებით გვალვიანი წლების გარდა) ინახავს მხოლოდ მურეის და მარამბიჯის. დარლინგიც კი, ავსტრალიის სიგრძით მესამე მდინარე, ზაფხულის გვალვების დროს, ქვიშაში დამალული, ყოველთვის ვერ აღწევს მურეიმდე. მურეის სისტემის თითქმის ყველა მდინარეებზე აშენებულია კაშხლები და ხელოვნური წყალსატევები, რომელთა სიახლოვეს შექმნილია წყალსაცავები, სადაც გუბდება წყალმოვარდნილი წყლები, რომელიც გამოიყენება მინდვრების, ბაღების და საძოვრების მოსარწყავად.

ავსტრალიის ჩრდილოეთი და დასავლეთი სანაპიროების მდინარეები წყალმეჩხერია და შედარებით პატარებია. მათგან ყველაზე გრძელი — ფლინდერზი ჩაედინება კარპენტარიის ყურეში. ამ მდინარეებს აქვთ წვიმის კვება და მათი წყლის მოცულობა საკმაოდ იცვლება წელიწადის სხვადასხვა დროს.

მდინარეებს, რომელთა ჩამონადენი მიმართულია მატერიკის შიდა რაიონებში, ისეთების როგორებიცაა კუპერს-კრიკი (ბარკუ), დაიმანტინა და სხვები, არა აქვთ არა მარტო მუდმივი ჩამონადენი, არამედ მუდმივი, მკაფიოდ გამოხატული კალაპოტიც. ავსტრალიაში ასეთ დროებით მდინარეებს ეძახიან «კრიკებს» (ინგლ. creek). ისინი წყლით ივსებიან მხოლოდ ხანმოკლე თავსხმა წვიმების დროს. წვიმის შემდეგ მდინარის კალაპოტი უმალვე ხელახლა გადაიქცევა მშრალ ქვიშიან ხევად, რომელსაც ხშირად გამოკვეთილი მოხაზულობაც კი არ გააჩნია.

ავსტრალიის ტბების უმრავლესობა, როგორც მდინარეები, იკვებებიან წვიმის წყლებით. მათ არა აქვთ არც მუდმივი დონე, არც ჩამონადენი. ზაფხულში ტბები შრებიან და წარმოადგენენ მცირე სიღრმის დამარილებული ნიადაგის მქონე ღრმულებს. ფსკერზე მარილის ფენა ზოგჯერ აღწევს 1,5 მეტრს.

ავსტრალიის გარშემო მყოფ ზღვებში იჭერენ ზღვის ცხოველებს და თევზებს. ზღვის წყლებში ამრავლებენ საკვებ ხამანწკებს. თბილ სანაპირო წყლებში ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმდინარეობს ზღვის ტრეპანგების, ნიანგების და მოლუსკების რეწვა. მათი ხელოვნური გამრავლების ძირითადი ცენტრი მდებარეობს კობერგის ნახევარკუნძულის რაიონში (არნემ-ლენდი). ზუსტად აქ, არაფურის ზღვის და ვან-დიმენის ყურის თბილ წყლებში, განხორციელდა სპეციალური ჩანასახის შექმნის პირველი ცდები. ამ ცდებს ატარებდა ავსტრალიის ერთ-ერთი კომპანია იაპონელი სპეციალისტების მონაწილეობით. დადგინდა, რომ ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროს თბილ წყლებში გამრავლებული მოლუსკები იძლევიან უფრო მსხვილ მარგალიტს და გაცილებით უფრო მოკლე დროში, ვიდრე იაპონიის ნაპირებთან. დღეისათვის მოლუსკების გამრავლება ფართედ გავრცელდა ჩრდილოეთ და ნაწილობრივ ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებზე.

რაოდენობით და სიდიდით საკმაოდ მნიშვნელოვანი ავსტრალიის ტბები წელიწადის დიდი ნაწილის განმავლობაში წარმოადგენენ ჭაობებს. სპენსერის ყურიდან ჩრდილოეთით მდებარეობს ქვიშის დიუნებით გარშემორტყმული ტორენსის ტბა, რომელსაც აქვს 225 კმ გარშემოწერილობა. კიდევ უფრო ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 12 მეტრით დაბლა, მდებარეობს ყველაზე დიდი ეირის ტბა, ხოლო მისგან აღმოსავლეთით გრეგორის ტბა, რომელიც ხანდახან იყოფა რამდენიმე ცალკეულ ტბებად. ტორენსის ტბის დასავლეთით გორაკიან ადგილზე, 115 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს დიდი გერდნერის ტბა, რომელიც, როგორც იმ ადგილებში არსებული მრავალი პატარა ტბები, საკმაოდ უხვია მარილით და სავარაუდოდ მხოლოდ უახლოეს პერიოდში გამოეყო ზღვის წყლებს. საერთოდ არსებობს აშკარა ნიშნები იმისა, რომ მატერიკის სამხრეთი სანაპირო ჯერ კიდევ აგრძელებს ზღვის წყლებიდან ნელ-ნელა ამოწევას.

კლიმატი[რედაქტირება]

ავსტრალიის კლიმატური რუკა

ავსტრალიის კონტინენტი მდებარეობს სამხრეთი ნახევარსფეროს სამი ძირითადი თბილი კლიმატური სარტყლის ფარგლებში: სუბეკვატორული (ჩრდილოეთით), ტროპიკული (ცენტრალურ ნაწილში) და სუბტროპიკული (სამხრეთში). მხოლოდ კუნძულ ტასმანიის მცირე ნაწილი მდებარეობს ზომიერი სარტყლების ფარგლებში.

სუბეკვატორული სარტყელი[რედაქტირება]

სუბეკვატორული სარტყელი, რომელიც დამახასიათებელია კონტინენტის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისათვის, გამოირჩევა ტემპერატურის თანაბარი მიმდინარეობით (წლის განმავლობაში ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 23-24 °C) და ნალექების დიდი რაოდენობით (1000 მმ-დან 1500 მმ-მდე, ხოლო ზოგიერთ ადგილებში 2000 მმ-ზე მეტი.). ნალექებს აქ იწვევენ ნოტიო ჩრდილო-დასავლეთი მუსონები, და უმთავრესად ისინი მოდიან ზაფხულში. ზამთარში, წლის მშრალ პერიოდში, მხოლოდ ეპიზოდურად წვიმს. ამ დროს მატერიკის შიდა ნაწილიდან ქრის მშრალი, ცხელი ქარი, რომელიც ზოგჯერ წარმოშობს გვალვებს.

ტროპიკული სარტყელი[რედაქტირება]

ტროპიკული სარტყელში ავსტრალიის კონტინენტზე ყალიბდება კლიმატის ორი ძირითადი ტიპი: ნოტიო ტროპიკული და მშრალი ტროპიკული. ნოტიო ტროპიკული კლიმატი დამახასიათებელია ავსტრალიის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც შედის სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატური ქარების მოქმედების ზონაში. ამ ქარებს მატერიკზე მოაქვთ ტენით გაჟღენთილი ჰაერის მასები წყნარი ოკეანიდან. ამიტომ სანაპირო ვაკე ადგილების და დიდი წყალგამყოფი ქედის აღმოსავლეთის ფერდოების მთელი რაიონი კარგადაა დატენიანებული (საშუალოდ მოდის 1000 მმ-დან 1500 მმ-მდე ნალექი) და აქვს რბილი თბილი კლიმატი (სიდნეის ყველაზე თბილი თვის ტემპერატურა — 22-25 °C-ია, ხოლო ყველაზე ცივი — 11,5-13 °C). წყნარი ოკეანიდან მოტანილი ტენიანი ჰაერის მასები აღწევს დიდ წყალგამყოფ ქედს იქითაც, რომელიც გზაში კარგავს ტენის მნიშვნელოვან რაოდენობას, რის გამოც ნალექი მოდის მხოლოდ ქედის დასავლეთ ფერდოებზე და მთის წინა რაიონში.

ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ განედებზე განლაგებული, სადაც მზის რადიაცია საკმაოდ დიდია, ავსტრალიის მატერიკი ძლიერ ცხელდება. სანაპირო ზოლის სუსტი დაკლაკნილობისა და უკიდურესი ნაწილების ამოწევის გამო, რომლითაც გარშემორტყმულია მატერიკი, ზღვების ზემოქმედება სუსტად აისახება შიდა ნაწილებზე.

ავსტრალია — დედამიწის ყველაზე მშრალი კონტინენტია, და მისი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამახასიათებელი თვისებაა — უდაბნოების ფართედ გავრცელება, რომლებსაც უკავია უზარმაზარი სივრცეები და გადაჭიმულია თითქმის 2,5 ათას კმ-ზე ინდოეთის ოკეანის ნაპირებიდან დიდი წყალგამყოფი ქედის მთის წინა რაიონებამდე.

მატერიკის ცენტრალურ და დასავლეთი ნაწილებისთვის დამახასიათებელია ტროპიკული უდაბნოს კლიმატი. ზაფხულში (დეკემბერი — თებერვალი) აქ საშუალო ტემპერატურა მატულობს 30 °C-მდე, ხოლო ზოგჯერ უფრო მაღლა, ზამთარში კი (ივნისი — აგვისტო) ეცემა საშუალოდ 10—15 °C-მდე. ავსტრალიის ყველაზე უფრო ცხელი რაიონია — ჩრდილო-დასავლეთი, სადაც დიდ ქვიშიან უდაბნოში ტემპერატურა თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში დგას 35 °C დონეზე და უფრო მაღლაც. ზამთრის პერიოდში ის უმნიშვნელოდ ეცემა (დაახლოებით 20—25 °C-მდე). მატერიკის ცენტრში, ქალაქ ალის-სპრინგსის რაიონში, ზაფხულის პერიოდში დღის ტემპერატურა იწევს 45 °C-მდე, ხოლო ღამით ეცემა ნულამდე და უფრო ქვემოთაც (-4-6 °C).

ავსტრალიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში, ანუ მისი ტერიტორიის დაახლოებით ნახევარში, საშუალოდ მოდის 250—300 მმ ნალექი წელიწადში, ხოლო ეირის ტბის შემოგარენში — 200 მმ-ზე ნაკლები; მაგრამ ეს უმნიშვნელო ნალექებიც კი მოდის არათანაბრად. ზოგჯერ გადაბმულად რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოდის წვიმები, ხოლო ზოგჯერ ორ-სამ დღეში, ხანდახან კი რამდენიმე საათში მოდის მთელი წლის რაოდენობის ნალექი. წყლის ნაწილს სწრაფად და ღრმად შეიწოვს წყალგამტარი ნიადაგი და მიუღწევადია მცენარეულობისათვის, ხოლო ნაწილი ორთქლდება მზის ცხელი სხივების საშუალებით და ნიადაგის ზედა ფენა თითქმის მშრალი რჩება.

სუბტროპიკული სარტყელი[რედაქტირება]

სუბტროპიკული სარტყელის ფარგლებში გამოიყოფა კლიმატის სამი ტიპი: ხმელთაშუაზღვის, სუბტროპიკული კონტინენტალური და ნოტიო სუბტროპიკული.

ხმელთაშუაზღვის კლიმატი დამახასიათებელია ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისათვის. როგორც დასახელებიდან ჩანს, მატერიკის ამ ნაწილის კლიმატი მსგავსია ევროპული ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების კლიმატთან (მაგალითად ესპანეთის და სამხრეთი საფრანგეთის. ზაფხული აქ ცხელია და როგორც წესი მშრალია, ხოლო ზამთარი თბილი და ნოტიო. ხასიათდება ტემპერატურის შედარებით უმნიშვნელო მერყეობით წელიწადის განმავლობაში (იანვარი — 23-27 °C, ივნისი — 12-14 °C) და ნალექების საკმაო რაოდენობით (500 მმ-დან 1000 მმ-მდე).

სუბტროპიკული კონტინენტალური კლიმატის ზონა მოიცავს სამხრეთ, რომელიც ახლო იმყოფება მატერიკის ნაწილ ავსტრალიის დიდ ყურესთან, მოიცავს ქალაქ ადელაიდას შემოგარენს და გადაჭიმულია შორს აღმოსავლეთისაკენ, შტატ ახალი სამხრეთი უელსის დასავლეთით. ამ კლიმატის ძირითადი მახასიათებლებია — ნალექების მცირე რაოდენობა და ტემპერატურის შედარებით მაღალი წლიური ცვალებადობა.

სუბტროპიკული ნოტიო კლიმატის ზონა თავის საზღვრებში მოიცავს ვიქტორიის მთელ შტატს და ახალი სამხრეთი უელსის შტატის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინა ნაწილს. მთლიანად მთელი ეს ზონა გამოირჩევა რბილი კლიმატით და ნალექების მნიშვნელოვანი რაოდენობით (500 მმ-დან 600 მმ-მდე), უპირველეს ყოვლისა სანაპირო რაიონებში (ნალექების შეღწევა კონტინენტის სიღრმეში მცირდება). ზაფხულში ტემპერატურა იწევს საშუალოდ 20-24 °C-მდე, მაგრამ ზამთარში საკმაოდ დაბლა ეშვება — 8-10 °C-მდე. მატერიკის ამ ნაწილის კლიმატი სასარგებლოა ხილის, სხვადასხვა ბოსტნეულის და საკვები ბალახის მოსაყვანად. თუმცა, მაღალი მოსავლის მოსაყვანად გამოიყენება სარწყავი სისტემები, რადგანაც ზაფხულის პერიოდში ტენი ნიადაგში არასაკმარის რაოდენობას შეიცავს. ამ რაიონებში ამრავლებენ რძის მომტან პირუტყვს და ცხვარს.

მატერიკის ბევრ რაიონში ცხელ კლიმატს და უმნიშვნელო და არათანაბარი ნალექების მოსვლას ის შედეგი მოაქვს, რომ მისი ტერიტორიის თითქმის 60 %-ს არა აქვს მდინარეული ჩამონადენი ოკეანეში და მხოლოდ აქვს დროებითი წყლის დინების კალაპოტის იშვიათი ქსელი. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ სხვა მატერიკზე არ არის ასეთი სუსტად განვითარებული შიდა წყლების ქსელი, როგორც ავსტრალიაში.

მცენარეული სამყარო[რედაქტირება]

რადგანაც ავსტრალიის მატერიკი, ცარცული სისტემის პერიოდის შუიდან დაწყებული, იმყოფებოდა დედამიწის სხვა ნაწილებისგან იზოლირებულ პირობებში, მისი მცენარეული სამყარო მეტად თავისებურია. 12 ათასი მაღალი სახეობის მცენარეებიდან 9 ათასზე მეტი — ენდემურია, ანუ იზრდება მხოლოდ ავსტრალიის კონტინენტზე. ენდემურებს შორის — ევკალიპტების და აკაციების ბევრი სახეობაა, ავსტრალიისთვის ყველაზე უფრო ტიპიური მცენარეების ოჯახი. ამავდროულად აქ გვხვდება ისეთი მცენარეებიც, რომლებიც დამახასიათებელია სამხრეთ ამერიკაში (მაგალითად, ნოტოფაგუსი (ლათ. Nothofágus)), სამხრეთ აფრიკაში (პროტეინების (ლათ. Proteáceae) ოჯახის წარმომადგენლები) და მალაის არქიპელაგის კუნძულებზე (ფიკუსი, პანდანუსი და სხვა). ეს იმაზე მეტყველებს, რომ რამდენიმე მილიონი წლის წინ მატერიკებს შორის არსებობდა სახმელეთო კავშირი.

რადგანაც ავსტრალიის ტერიტორიის დიდი ნაწილის კლიმატი გამოირჩევა მკვეთრი სიმშრალით, მის ფლორაში ბატონობენ მშრალი კლიმატის მოყვარული მცენარეები: განსაკუთრებული მარცვლოვანნი, ევკალიპტები, ქოლგისებური აკაციები, სუკულენტები (ლათ. succulentus) (ბოაბი (ლათ. Adansonia gregorii) და სხვა). ამ ჯგუფს მიკუთვნებულ ხეებს აქვთ ძლიერი ფესვოვანი სისტემა, რომელიც 10-20, ხოლო ზოგჯერ 30 მეტრით ჩადის მიწაში, რისი მეშვეობითაც ისინი, როგორც ტუმბოები, იწოვენ ტენს მიწის დიდი სიღრმიდან. ასეთი ხეების ვიწრო და მშრალ ფოთლებს უფრო მეტად აქვთ არამბზინავი მონაცისფრო-მომწვანო ფერი. ზოგიერთი მათგანის ფოთლები მიმართულია მზისკენ, რაც ხელს უწყობს მათი ზედაპირიდან წყლის აორთქლების შემცირებას.

კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთში და ჩრდილო-დასავლეთში, სადაც ცხელა და თბილ ჩრდილო-დასავლეთის მუსონებს მოაქვთ ტენი, იზრდებიან ტროპიკული ტყეები. მერქნის შემადგენლობის მიხედვით ჭარბობენ გიგანტური ევკალიპტები, ფიკუსები, პალმები, ვიწრო გრძელფოთლიანი პანდანუსები და სხვა. ხეების ხშირი ფოთლები ქმნის თითქმის დაბურულ საფარს, რომელიც მთლიანად ჩრდილავს მიწას. ზოგ ადგილას პირდაპირ სანაპიროზე გვხვდება ბამბუკის ნარგავები. იმ ადგილებში, სადაც ნაპირი სწორია და ხავსიანია, განვითარებულია მანგროს ტყეები.

წვიმის ტყეები ვიწრო გალერეების სახით გადაჭიმულია შედარებით მცირე სიგრძეზე მატერიკის შიგნით მდინარეების ხეობებში. სამხრეთისაკენ სიღრმეში კლიმატი კიდევ უფრო მშრალი ხდება და ძლიერად იგრძნობა უდაბნოს სიმხურვალე. ტყის საფარი თანდათან იშვიათდება. ევკალიპტები და ქოლგური აკაციები ჯგუფ-ჯგუფად გვხვდება. ეს ნოტიო სავანების ზონაა, რომელიც გადაჭიმულია განივი მიმართულებით ტროპიკული ტყეების ზონის სამხრეთით. სავანები თავისი შეხედულებით, ხეების იშვიათი ჯგუფებით, გვაგონებენ პარკებს. ბუჩქები მათში არ არსებობს. ტყიანი სავანა — მშვენიერი საძოვარია ცხვრებისთვის და მსხვილი რქოსანი პირუტყვისათვის.

მატერიკის ნაწილის ცენტრალური უდაბნოებისთვის, სადაც საკმაოდ ცხელა და გვალვებია, დამახასიათებელია ხშირი, თითქმის გაუვალი, ეკლიანი, დაბალი სიმაღლის ბუჩქები, რომელიც უპირველეს ყოვლისა შედგება ევკალიპტებისგან და აკაციებისგან. ავსტრალიაში ასეთი ტიპის ნარგავებს ეძახიან სკრებებს. ზოგ ადგილებში სკრები შერეულია ფართე, მცენარეულობების გარეშე არსებულ ქვიშოვან, ქვიან ან თიხოვან უდაბნოს მონაკვეთებთან, ხოლო ზოგან — მაღალი ძლიერფესვებიან მარცვლოვანებთან (სპინიფექსი).

დიდი წყალგამყოფი ქედის აღმოსავლეთითი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ფერდოები, სადაც ბევრი ნალექი მოდის, დაფარულია ხშირი ტროპიკული და სუბტროპიკული მარადმწვანე ტყეებით. ამ ტყეებში უფრო მეტად, როგორც ყველგან ავსტრალიაში, ევკალიპტებია. ევკალიპტები ფასიანია სამრეწველო თვალსაზრისით. ამ ხეებს ტოლი არა ჰყავთ სიმაღლეში მყარი მერქნის ჯიშის ხეებს შორის; მათი ზოგიერთი სახეობა სიმაღლეში აღწევს 150 მეტრს და 10 მეტრს დიამეტრში. მერქნის ზრდა ევკალიპტების ტყეებში დიდია და ამიტომ ისინი საკმაოდ პროდუქტიულია. ტყეებში ბევრია ისეთი მერქნიანი ლათ. Equisétum და გვიმრები, რომლებიც აღწევენ 10-20 მეტრ სიმაღლეს. თავის სიმაღლის ბოლოში მერქნიანი გვიმრები ატარებენ მსხვილ (სიგრძით 2 მეტრამდე) ბუმბულოვან ფოთლებს. თავისი მბზინავი და გამოკვეთილი სიმწვანით ისინი რამდენადმე ახალისებენ ფერმკრთალი ევკალიპტების ტყეების მოცისფრო-მომწვანო პეიზაჟს. მაღალ მთებში შეინიშნება ფიჭვი-დამარას და წიფელის ნარევი.

ამ ტყეებში ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარი მრავალფეროვანია და ხშირია. ამ ტყეების დაბალი სინოტივის ვარიანტებში მეორე იარუსი ქმნის ბალახოვან ხეებს.

მატერიკის სამხრეთ-დასავლეთით ტყეები ფარავენ დარლინგის ქედის დასავლეთის ფერდოებს, რომელიც ზღვისკენ იყურება. ეს ტყეები თითქმის მთლიანად შედგება ევკალიპტებისგან, რომლებიც მნიშვნელოვან სიმაღლეებს აღწევენ. აქ ენდემური სახეობების რიცხვი განსაკუთრებით დიდია. ევკალიპტების გარდა ფართედ გავრცელებულია ჭურჭლოვანი სახეობის ხეები. მათ აქვთ ორიგინალური ბოთლისებური ღერო, ძირში მსხვილი და ზემოთ მკვეთრად შევიწროებული. წლის წვიმიან დროს ხეების ღეროებში გროვდება ტენის ბევრი მარაგი, რომელიც იხარჯება მშრალი ამინდების პერიოდში. ამ ტყეების ახალგაზრდა ხეებთან ბევრი ნაირფეროვანი მბზინავი ბუჩქი და ბალახებია.

მთლიანად ავსტრალიის ტყის რესურსები მცირეა. ტყეების საერთო ფართობი, სპეციალური ნარგავების ჩათვლით, რომლებიც ძირითადად შედგებიან ისეთი სახეობებისაგან, რომლებსაც აქვთ რბილი მერქანი, 1970-იანი წლების ბოლოს სულ შეადგენდა კონტინენტის ტერიტორიის 5,6 %-ს.

პირველმა კოლონისტებმა მატერიკზე ვერ აღმოაჩინეს ევროპისთვის დამახასიათებელი მცენარეების სახეობები. შემდგომში ავსტრალიაში შეიტანეს ევროპული და სხვა სახეობების ხეები, ბუჩქები და ბალახი. აქ კარგად მოერგო ვაზი, ბამბა, მარცვლეული (ხორბალი, ქერი, შვრია, ბრინჯი, სიმინდი და სხვა), ბოსტნეული, ბევრი ხილის ხე და ასე შემდეგ.

ცხოველთა სამყარო[რედაქტირება]

ავსტრალიის ფაუნა მოიცავს დაახლოებით 200 000 სახეობის ცხოველებს, რომელთა შორის დიდი რაოდენობა უნიკალურია. ძუძუმწოვრების 83 %, ქვეწარმავლების 89 %, თევზების და მწერების 90 % და ამფიბიების 93 % ავსტრალიისთვის ენდემურია.[4]

ავსტრალიის ცხოველთა ნაირსახეობები მცირეა: სულ ცნობილია ძუძუმწოვრების 379 სახეობა, ფრინველების — 800, ქვეწარმავლების — 950 და ამფიბიების — 216 სახეობა, რომლებიც ცხოვრობენ ამ კონტინენტზე და მის ირგვლივ მყოფ კუნძულებზე.

ძუძუმწოვრები[რედაქტირება]

ავსტრალია და მისი გარშემო წყლები მოიცავს ძუძუმწოვრების 379 სახეობას, მათ შორის 159 ჩანთოსანს, 76 ხელფრთიანს, 69 მღრღნელს (5 შემოყვანილი), 44 ვეშაპისნაირს, 10 ფარფლფეხიანს, 3 პლაცენტალურ ხმელეთის მტაცებელს (2 თანამედროვე და 1 სუბრეცენტულ ინტროდუცენტი), 13 შემოყვანილ ჩლიქოსანს, 2 შემოყვანილ ოთხმჭრელიანს და 1 დუგონისნაირს. (სისტემატიკა და ნომენკლატურა Van Dyck and Strahan-ის მიხედვით[5]. სახეობების ჩამონათვალი Menkhorst and Knight-ის მიხედვით[6] Gardner and Groves-ის დამატებებით[7]).

ავსტრალიის ძუძუმწოვრების 83 % სხვაგან არსად არ გვხვდება და ისინი მხოლოდ ადგილობრივი ენდემებია. მატერიკისთვის ენდემური რამდენიმე გვარი და ოჯახია.

ქვეწარმავლები[რედაქტირება]

ავსტრალიის ფაუნაში ბინადრობს 950 სახეობაზე მეტი ქვეწარმავალი[8]

ამფიბიები[რედაქტირება]

ავსტრალიის ტერიტორიაზე არ არსებობენ კუდიანი და უფეხო ამფიბიები. მატერიკზე ბინადრობს ავსტრალიური სახეობის 216 უკუდო ამფიბიების ოჯახი და ერთი შემოყვანილი — აგა.

ფრინველები[რედაქტირება]

ავსტრალიის ფრინველთა ფაუნა მოიცავს 800-მდე სახეობას.[9]

ამ ზოოგეოგრაფიული რეგიონის ფრინველთა დაახლოებით 350 სახეობა ენდემურია (ემუ, კუდქნარა), ახალი გვინეის, ახალი კალედონიის (კაგუ) და ახალი ზელანდიის (კივი) ჩათვლით.

მწერები[რედაქტირება]

ავსტრალიის ცხოველთა 200 000 სახეობიდან თითქმის 96 % მოდის უხერხემლოებზე და 90 % მწერებზე და მოლუსკებზე.

მწერებს შორის ყველაზე უფრო დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ხოჭოების რიგი, რომელსაც ავსტრალიაში წარმოადგენს დაახლოებით 28 000 სახეობა (უპირველეს ყოვლისა ოჯახები Scarabaeoidea და Curculionoidea. ქერცლფრთიანების (Lepidoptera) რიგი აქ წარმოდგენილია 20 816 სახეობით, სიფრიფანაფრთიანების (Hymenoptera) რიგი — 12 781 სახეობით (მათ შორის ჭიანჭველების — 1275 სახეობა და ქვესახეობა). ორფრთიანების რიგი (Diptera, კოღოები და ბუზები) — 7786 სახეობა.

ავსტრალიაში ტკიპების ფაუნა მოიცავს 2700 სახეობას 240 ოჯახიდან (რიგების მიხედვით: Astigmata — 330 სახეობა, Oribatida — 330 სახეობა, Prostigmata — 1270 სახეობა, Ixodida — 80 სახეობა, Holothyrida — 3 სახეობა, Mesostigmata — 675 სახეობა). ყველაზე დიდი ოჯახები: Atopomelidae (98 სახეობა), Steganacaridae (63 სახეობა), Eriophyidae (49 სახეობა), Trombiculidae (114 სახეობა), აბლაბუდატკიპასებრნი (54 სახეობა), Frythraeidae (102 სახეობა), იქსოდისებრი ტკიპები (68 სახეობა), Laelapidae (147 სახეობა), Phytoseiidae (109 სახეობა) და Rhinonyssidae (90 სახეობა)[10].

ავსტრალია ცნობილია ობობების მრავალრიცხოვანი ენდემებით.

თევზები[რედაქტირება]

ავსტრალიის და მისი შემოგარენის წყლებში 4400-ზე მეტი სახეობის თევზია აღმოჩენილი,[11] მათგან 90 % ენდემურია. მაგრამ მხოლოდ 170 სახეობაა მტკნარი წყლის.

ისტორია[რედაქტირება]

ავსტრალია ევროპელების მოსვლამდე (1606 წლამდე)[რედაქტირება]

ავსტრალიელი აბორიგენების წინაპრები ავსტრალიაში გამოჩნდნენ 40—60 ათასი წლის წინ (სხვა მონაცემებით — დაახლოებით 70 ათასი წლის წინ)[12][13]. ადამიანები ავსტრალიაში მოვიდნენ ზღვით მაშინ, როდესაც ახალი გვინეა და ტასმანია იყო კონტინენტის ნაწილი, რის გამოც ისინი ითვლებიან ყველაზე ადრეულ ზღვის მოგზაურებად მსოფლიოში[14]. კონტინენტის ადამიანებით დასახლება დაიწყო 42—48 ათასი წლის წინ[15].

ყველაზე ადრეული ადამიანის ნაშთები ნაპოვნია მუნგოს ტბაზე, დამშრალ ტბაზე ახალი სამხრეთი უელსის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ეს ნაშთები მსოფლიოში ნაპოვნი კრემაციის ერთ-ერთი უძველესია ნიმუშია, რაც ამტკიცებს ავსტრალიის აბორიგენებს შორის რელიგიური რიტუალების ადრეულ არსებობაზე[16].

აბორიგენთა ხელოვნება ითვლება მსოფლიოს მიმდინარე ხელოვნების ტრადიციებში უძველესად [17]. მისი ასაკი შეფასებულია 30 000 წლით და ის გვხვდება ავსტრალიის მთელ ტერიტორიაზე (კერძოდ, ულურუზე და კაკადუს ეროვნულ პარკში)[18][19]. ასაკისა და უამრავი ნახატებიდან გამომდინარე, კლდეზე ხატვის ხელოვნება ავსტრალიაში დაკავშირებულია ლასკოს და ალტამირის მღვიმეებთან ევროპაში[20][21].

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 10—12 ათასი წლის წინა პერიოდში ტასმანია იზოლირდება მატერიკიდან და ზოგიერთმა ქვის ტექნოლოგიამ ვერ მიაღწია ტასმანიელ აბორიგენებამდე (მაგალითად, ბუმერანგის გამოყენება)[22]. ავსტრალიის უძველესი ისტორიის პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში ხშირად ხდებოდა ვულკანების ამოფრქვევა[23]. ამ რეგიონში, კონდაჰის ტბაზე, ვიქტორიას შტატში, ნაპოვნია ნახევრადმუდმივი დასახლება საკვების დიდი მარაგით[24]. საუკუნეების განმავლობაში მაკასარები ვაჭრობდნენ ავსტრალიელ აბორიგენებთან, კერძოდ იოლნგუს ხალხთან არნემ-ლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

ავსტრალიის გამოკვლევა და კოლონიალური პერიოდი (1606—1900 წლები)[რედაქტირება]

ავსტრალიის სანაპირო ზოლის გამოკვლევა (1606—1788 წლები)[რედაქტირება]

ავსტრალიის გამოკვლევა ევროპელი მეზღვაურების მიერ (1812 წლამდე)

██ 1606 — ვილემ იანსზონი

██ 1606 — ლუის ვაეს დე ტორესი

██ 1616 — დერკ ჰარტოგი

██ 1619 — ფრედერიკ დე ჰაუტმანი

██ 1644 — აბელ ტასმანი

██ 1696 — ვილემ დე ვლამინკი

██ 1699 — უილიამ დამპირი

██ 1770 — ჯეიმზ კუკი

██ 1797—1799 — ჯორჯ ბასი

██ 1801—1803 — მეტიუ ფლინდერსი

ზოგიერთი ავტორები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ევროპელები ესტუმრნენ ავსტრალიას ჯერ კიდევ XVI საუკუნეში. კენეტ მაკინტაირი და სხვა ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ პორტუგალიელებმა საიდუმლოდ აღმოაჩინეს ავსტრალია XVI საუკუნის 20-იან წლებში[25]. მათ მიერ დიეპის რუკებზე არსებული «ჟავ-ლა-გრანდის» (ფრანგ. Jave La Grande) წარწერები ხშირად აღიქმებოდა, როგორც «პორტუგალიური აღმოჩენის» მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, დიეპის რუკები ასახავენ იმ ეპოქის გეოგრაფიული ცოდნის დაუმთავრებელ მდგომარეობას, როგორც ფაქტიურის, ისევე თეორიულის[26]. თუმცა XVII საუკუნემდე ევროპელთა ვიზიტების თეორიები ჯერ კიდევ ბევრ ინტერესს იწვევს ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში, ისინი, როგორც წესი, ითვლება საკამათოდ და საკმარისად არ არის დამტკიცებული.

ავსტრალიის აღმოჩენა მოხდა 1606 წელს, როდესაც გემ დაიფკენით მცურავი ვილემ იანსზონი გადავიდა ავსტრალიის სანაპიროზე[27], დაარქვა მას ახალი ჰოლანდია და გამოაცხადა ჰოლანდიის სამფლობელოდ (ჰოლანდიელების მიერ ავსტრალია არასოდეს არ ათვისებულა). იმავე წელს პედრო ფერნანდეს კიროსის ესპანური ექსპედიცია გადავიდა ახალი ჰებრიდების არქიპელაგზე და, ჩათვალა, რომ ეს — სამხრეთი კონტინენტია, მას დაარქვა წმინდა სულის სამხრეთის მიწა (ესპ. Austrialis del Espiritu Santo)[28][29]. მოგვიანებით, ამავე წელს კიროსის მოადგილემ ლუის ვაეს დე ტორესმა გაცურა ტორესის სრუტეში და, ალბათ, დაინახა ავსტრალიის ჩრდილოეთი ნაპირი[30].

ახალი ჰოლანდიის რუკა, დათარიღებულია 1644 წლით.

1642 წელს ჰოლანდიელმა აბელ ტასმანმა მოგზაურობისას აღმოაჩინა ვან-დიმენის მიწა (შემდგომში მას სახელად ტასმანია დაერქვა) და ახალი ზელანდია, რითაც მნიშვნელოვანი წილი შეიტანა ავსტრალიის გამოკვლევაში. 1644 წელს მან გაცურა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპიროს გვერდით ახალი გვინეის სამხრეთ სანაპიროსკენ, როდესაც ასრულებდა თავის მეორე მოგზაურობას. მან გამოტოვა ტორესის სრუტე ახალ გვინეასა და ავსტრალიას შორის და ცურვა გააგრძელა დასავლეთისკენ, ავსტრალიის სანაპიროს გასწვრივ და საბოლოო ჯამში, მის მიერ, რუკებზე გამოისახა ავსტრალიის დასავლეთი სანაპირო[31][32].

XVII საუკუნის 50-იანი წლებისთვის, ჰოლანდიელი ზღვაოსნების მეშვეობით, ავსტრალიის გარშემოწირულობა რუკებზე საკმაოდ მკაფიოდ იყო გამოხაზული.

ჰოლანდიური გამოკვლევების გარდა ავსტრალიის დასავლეთი სანაპირო რჩებოდა გამოუკვლევი ჯეიმზ კუკის პირველ გაცურვამდე. მსჯავრდებულებისათვის სამხრეთ ოკეანეში ან Terra Australis-ში კოლონიის დაფუძნების საწყისი იდეა წამოაყენა ჯონ კალანდერმა.

1769 წელს ლეიტენანტი ჯეიმზ კუკი, რომელიც გემ ინდევორს (ინგლ. HMS Endeavour) მეთაურობდა, მოგზაურობდა ტაიტიზე, რომ დაენახა ვენერას ტრანზიტი. კუკი ასევე ასრულებდა საადმირალოს საიდუმლო ინსტრუქციებს სამხრეთი კონტინენტის მოძიების თაობაზე[33].

1770 წლის 19 აპრილს გემ ინდევორის ეკიპაჟმა დაინახა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპირო და ათი დღის შემდეგ გადავიდა ბოტანის უბეში. კუკმა გამოიკვლია აღმოსავლეთის სანაპირო, ხოლო შემდეგ, გემის ნატურალისტ ჯოზეფ ბენქსთან ერთად, შეატყობინა ბოტანის უბეში კოლონიის დაარსებისთვის საუკეთესო სიტუაციაზე.

დიდ ბრიტანეთზე დამოკიდებულება (1788—1901 წლები)[რედაქტირება]

კონტინენტზე პირველი ბრიტანული კოლონია, ახალ სამხრეთ უელსში, დაარსდა 1788 წლის 26 იანვარს, როდესაც სამეფო ფლოტის ადმირალმა არტურ ფილიპმა მიიყვანა პირველი ფლოტი პორტ-ჯექსონში[34]. ეს დღე შემდგომში გახდა ეროვნული დღესასწაული — ავსტრალიის დღე. ვან-დიმენის მიწა (თანამედროვე ტასმანია) ადამიანებით დასახლდა 1803 წელს და 1825 წელს მიიღო ცალკე კოლონიის სტატუსი[35]. გაერთიანებულმა სამეფომ ავსტრალიის დასავლეთი ნაწილი ფორმალურად გამოაცხადა თავის საკუთრებად 1828 წელს[36], რის შემდეგაც დაიწყო მთელი კონტინენტის დაკავება.

დროთა განმავლობაში ახალი სამხრეთ უელსის ნაწილებისგან შეიქმნა ცალკეული კოლონიები: სამხრეთი ავსტრალია 1836 წელს, ვიქტორიას შტატი 1851 წელს და კუინზლენდი — 1859 წელს[37]. ჩრდილოეთი ტერიტორია დაარსდა 1911 წელს სამხრეთ ავსტრალიისგან ტერიტორიის ნაწილის გამოყოფის მეშვეობით[38]. სამხრეთი ავსტრალია, ვიქტორია და დასავლეთი ავსტრალია დაარსდნენ, როგორც ეგრედ წოდებული «თავისუფალი კოლონიები», ანუ იქ არასდროს არ შეჰყავდათ პატიმრები[39], მაგრამ უკანასკნელ ორ კოლონიაში მალე ასევე დაიწყეს მათი შეყვანა[40][41]. ახალი სამხრეთი უელსის მოსახლეობის უარის თქმამ პატიმრების მიღებაზე მოიტანა ამ კოლონიაში მათი შეყვანის შეწყვეტა; პატიმრებით უკანასკნელი გემი აქ მოვიდა 1848 წელს[42].

მკვიდრი აბორიგენი მოსახლეობის რაოდენობა, ავსტრალიის ევროპელებით დასახლებამდე შეადგენდა 750 000-დან 1 000 000-მდე ადამიანს[43], მკვეთრად შემცირდა 150 წელიწადში ევროპელებით პირველი დასახლებების შემდეგ, ძირითადად ინფექციური დაავადებების გამო, რომლებიც ევროპელებმა შემოიტანეს[44]. «წართმეული თაობის» (ინგლ. Stolen Generations) პროგრამა (ავსტრალიელი აბორიგენების მშობლებისთვის ბავშვების წართმევა) დღეისათვის ბევრი ისტორიკოსის აზრით ითვლება მკვიდრი მოსახლეობის გენოციდად[45], ავსტრალიელი აბორიგენების რაოდენობის შემცირების შესაძლო ხელშემწყობად. აბორიგენების ისტორიის ასეთ ინტერპრეტაციას ეკამათება ბევრი კონსერვატორი, როგორიცაა ყოფილი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯონ ჰოვარდი, და ისინი თვლიან მას გადაჭარბებულად ან შეთხზულად პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზეზების გამო[46]. ავსტრალიაში «წართმეული თაობის» ირგვლივ დებატებმა სახელად მიიღო — «ისტორიული ომები»[47]. ფედერალურმა მთავრობამ მიიღო უფლება მიეღო კანონები აბორიგენებთან მიმართებაში 1967 წელს ჩატარებული ავსტრალიის რეფერენდუმის შემდეგ[48]. აბორიგენების უფლებები მიწაზე (ინგლ. Native title in Australia) არ იყო აღიარებული 1992 წლამდე, როდესაც ავსტრალიის უმაღლესმა სასამართლომ მაბო კუინზლენდის წინააღმდეგ (2) (ინგლ. Mabo v Queensland (No 2)) საქმის განხილვისას გააუქმა ავსტრალიის აღქმა, როგორც terra nullius («მიწა, რომელიც არავის არ ეკუთვნის»), რომელიც არსებობდა ევროპელებით დასახლებამდე[49].

XIX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ავსტრალიაში დაიწყო ოქროს ციებ-ცხელება[50]. შემდგომ, 1854 წელს მოხდა იურიკის ამბოხი (ინგლ. Eureka Rebellion) სამთო წარმოებაში სამუშაოების ლიცენზიისათვის ფულის აკრეფის წინააღმდეგ, რომელიც იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება[51]. 1855 და 1890 წლებს შორის ექვსმა კოლონიამ ინდივიდუალურად მიიღო პასუხისმგებელი მთავრობა (ინგლ. Responsible government), რომლებიც მართავდნენ კოლონიის საქმეთა დიდ ნაწილს, ამასთან ისინი რჩებოდნენ ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში[52]. ბრიტანეთის იმპერიის კოლონიების საქმეთა სამინისტრომ ლონდონში შეინარჩუნა საკუთარი კონტროლი ზოგიერთ საკითხებზე, კერძოდ საგარეო საქმეებზე[53], обороной[54] და საერთაშორისო ნაოსნობაზე.

ფედერაცია (1901 წელი — დღევანდელი დღე)[რედაქტირება]

1901 წლის 1 იანვარს ათწლიანი დაგეგმის, კონსულტაციების და ხმის მიცემის გზით დაარსდა ავსტრალიის ფედერაცია — ავსტრალიის კავშირი[55]. 1907 წელს კავშირმა მიიღო ბრიტანეთის იმპერიის დომინიონის სტატუსი. დედაქალაქის ფედერალური ტერიტორია (მოგვიანებით შეიცვალა ფედერალურ ტერიტორიად) შეიქმნა 1911 წელს, როგორც ფედერაციის მომავალი დედაქალაქის ადგილი, სახელად კანბერა. ავსტრალიის კავშირის შექმნის თარიღიდან 1927 წლის ჩათვლით — კანბერის მშენებლობის დამთავრებამდე დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა მელბურნი[56]. 1911 წელს სამხრეთ ავსტრალიის შტატის ჩრდილოეთი ტერიტორიებისგან შეიქმნა ჩრდილოეთი ტერიტორია[57]. 1914 წელს ავსტრალიამ საკუთარი ნებით მიიღო მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში ბრიტანეთის იმპერიის მხარეზე[58][59]. ომის დროს ავსტრალიელებმა მონაწილეობა მიიღეს ბევრ დიდ ბრძოლებში დასავლეთის ფრონტზე[60]. დაახლოებით 416 ათასი ავსტრალიელიდან, რომლებმაც ომში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 60 ათასი დაიღუპა, ხოლო 152 ათასი — დაიჭრა[61]. ბევრი ავსტრალიელი ავსტრალიურ-ახალზელანდიური საჯარისო კორპუსის დარდანელის ოპერაციის დროს გალიპოლისთან წაგებას თვლის, როგორც ერის დაბადების მომენტს, მის პირველ დიდ სამხედრო მოქმედებად[62][63]. ანალოგიურ მოვლენად ითვლება კოკოდუსათვის ბრძოლა 1942 წელს[64].

ვესტმინსტერის სტატუსის შესაბამისად ერთადერთ კონსტიტუციურ კავშირად ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის დარჩა სახელმწიფოს საერთო მეთაური — ბრიტანეთის მონარქი. ავსტრალიამ იგი მიიღო 1942 წელს[65], მაგრამ მიღების თარიღი ოფიციალურად იქნა ჩანიშნული 1939 წელს იმისათვის, რომ დაემტკიცებინა კანონმდებლობის საფუძვლიანობა, რომელიც ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროს[66]. 1942 წელს აზიაში დიდი ბრიტანეთის დამარცხების შედეგად გამოწვეული შოკი და იაპონიის შემოჭრის საფრთხე გახდა ავსტრალიის და ამერიკის შეერთებული შტატების დაახლოების საფუძველი[67]. 1951 წლიდან, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და აშშ-ის დაცვის ხელშეკრულების პირობებით, ავსტრალია ხდება აშშ-ის ფორმალური სამხედრო მოკავშირე[68].

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრალიაში დაიწყო ევროპიდან იმიგრაციის ხელშეწყობა. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, «თეთრი ავსტრალიის» პოლიტიკის გაუქმების შემდეგ, გაიზარდა აზიიდან იმიგრაციის დონე[69]. შედეგად შეიცვალა ავსტრალიის დემოგრაფიული მონაცემები, კულტურა და ავსტრალიელების თვითშეფასება (მთლიანად ერის შეფასება)[70]. 1986 წელს, ავსტრალიის აქტის მიღების შედეგად, რისი საშუალებითაც გაუქმდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის უპირატესობა ავსტრალიის ცალკეული შტატების პარლამენტებზე და ასევე დიდი ბრიტანეთის სასამართლოს უპირატესობა, საბოლოოდ გაუქმდა კავშირი ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის[71].

1999 წლის ავსტრალიის რეფერენდუმის დროს ავსტრალიელთა 55 პროცენტმა უარყო პროექტი ავსტრალიის რესპუბლიკად გარდაქმნის თაობაზე[72]. 1972 წელს გოფ უიტლემის არჩევის დროიდან[73] დღევანდელ დღემდე ავსტრალიის საგარეო პოლიტიკაში დაიწყო კავშირების განვითარება წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებთან, ამასთან ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირებს ტრადიციულ მოკავშირეებთან და ავსტრალიის სავაჭრო პარტნიორებთან[74].

მოსახლეობა[რედაქტირება]

ავსტრალიის მოსახლეობა შეადგენს 21 507 719 ადამიანს[75] (2011 წლის აღწერა).

XVIII ბოლომდე ავსტრალიის მოსახლეობას შეადგენდა 40—50 ათასი წლის წინ მოსული ავსტრალიელი აბორიგენები, ტორესის სრუტის კუნძულების აბორიგენები და ტასმანიელი აბორიგენები (ამ სამ ჯგუფს შორის არსებობს კულტურული და აღნაგობრივი განსხვავებებიც).

ავსტრალიის მოსახლეობის უმრავლესობა — XIX და XX საუკუნეების იმიგრანტების შთამომავლებია, ამასთან ამ იმიგრანტების უმრავლესობა აქ მოვიდა დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან. ავსტრალიის ბრიტანეთის კუნძულებიდან ჩამოსულებით დასახლება დაიწყო 1788 წელს, როდესაც ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაპირზე გადმოვიდა გადასახლებულთა პირველი პარტია და დაარსდა პირველი ინგლისური დასახლება პორტ-ჯექსონი (მომავალი სიდნეი). ინგლისიდან ნებაყოფლობითმა იმიგრაციამ მიიღო მნიშვნელოვანი ზომები მხოლოდ 1820-იან წლებში, როდესაც ავსტრალიაში დაიწყო სწრაფი განვითარება მეცხვარეობამ. ავსტრალიაში ოქროს აღმოჩენის შემდეგ აქ ინგლისიდან და ნაწილობრივ სხვა ქვეყნებიდან მოვიდა იმიგრანტების საკმაო რაოდენობა. უკანასკნელი 10 წლის (1851—1861 წლები) განმავლობაში ავსტრალიის მოსახლეობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 1 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

1838 წლიდან 1900 წლის ჩათვლით პერიოდში ავსტრალიაში ჩავიდა 18 ათასზე მეტი გერმანელი, რომლებიც ძირითადად დასახლდნენ ქვეყნის სამხრეთში; 1890 წლისთვის გერმანელები კონტინენტზე წარმოადგენდნენ მოსახლეობის რაოდენობით მეორე ეთნიკურ ჯგუფს. მათ შორის იყვნენ დევნილი ლუთერანები, ეკონომიკური და პოლიტიკური დევნილები — მაგალითად, ისინი, ვინც დატოვა გერმანია 1848 წლის რევოლუციური მოვლენების შემდეგ.

1901 წელს ავსტრალიური კოლონიები გაერთიანდნენ ფედერაციულ სახელმწიფოდ. ავსტრალიური ერის კონსოლიდაცია დაჩქარდა XX საუკუნის პირველ ათწლეულში, როდესაც საბოლოოდ გამყარდა ავსტრალიის საერთოეროვნული ეკონომიკა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ავსტრალიის მოსახლეობა ორჯერ გაიზარდა (პირველი მსოფლიო ომის შემდეგ — ოთხჯერ) იმიგრაციის სტიმულირების ამბიციური პროგრამის განხორციელების გამო. 2001 წელს ავსტრალიის მოსახლეობის 27,4 % შეადგენდა უცხოეთში დაბადებულ ადამიანებს. მათ შორის ყველაზე დიდი ჯგუფებია ბრიტანელები და ირლანდიელები, ახალზელანდიელები, იტალიელები, ბერძნები, ნიდერლანდელები, გერმანელები, იუგოსლაველები, ვიეტნამელები და ჩინელები.

ავსტრალიის ყველაზე დიდი ქალაქია — სიდნეი, ყველაზე დასახლებული შტატის — ახალი სამხრეთი უელსის დედაქალაქი.

ფედერალური ტერიტორია ავსტრალიის კავშირის შემადგენლობაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სუბიექტია — მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 151,49 ად./კმ²-ზე.

თუ დავტოვებთ სანაპირო ზოლს და შევალთ მატერიკის სიღრმეში დაახლოებით 200 კილომეტრით, დაიწყება კონტინენტის მცირედდასახლებული რაიონები. ნოტიო ტყეები და მდიდარი სასოფლო სამეურნეო სავარგულები იცვლება ცხელი, მშრალი, ღია ადგილებით, სადაც შეიძლება შევხვდეთ მხოლოდ ბუჩქებს და მარცვლოვნებს. მაგრამ ამ ადგილებში ასევე არსებობს სიცოცხლე. ასობით კილომეტრზე გადაჭიმულია ცხვრების და ძროხების დიდი საძოვრები, ანუ რანჩო. უფრო ღრმად, მატერიკის სიღრმეში, იწყება მზისგან გახურებული უდაბნოები.

ავსტრალია მრავალკონფესიური ქვეყანაა და არა აქვს ოფიციალური რელიგია.

ქრისტიანობას ავსტრალიაში ყველაზე უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს. 2006 წლის აღწერის მონაცემებით, რაოდენობით ყველაზე უფრო დიდი რელიგიური მიმდინარეობაა კათოლიციზმი, რომელსაც ეკუთვნის მოსახლეობის 25,8 %. შემდეგი დიდი კონფესიაა ანგლიკანიზმი, რომელსაც ეკუთვნის მოსახლეობის 18,7 %. სხვა ქრისტიანული კონფესიების წევრები შეადგენენ მოსახლეობის 19,4 %-ს.

ავსტრალიის რელიგიურ უმცირესობას ასევე შეადგენენ ბუდისტები (მოსახლეობის 2,1 %), მუსულმანები (1,7 %), ინდუსები (0,7 %) და იუდეველები (0,4 %). მოსახლეობის 2 %-მა განაცხადა, რომ ისინი სხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან, როგორებიცაა სიქიზმი და ავსტრალიელ აბორიგენთა რელიგია, ასევე 18,7 %-მა განაცხადა, რომ ისინი არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნებიან, 11,2 %-მა კი თავი შეიკავა.[76]

ავსტრალიის კონსტიტუცია უკრძალავს მთავრობას გამოაცხადოს სახელმწიფო რელიგია და ჩაერიოს რელიგიური აღმსარებლობის საკითხებში, მაგრამ, ცალკეული შტატები თავისუფლები არიან საკუთარი კონსტიტუციის შეცვლის საკითხებში და შეუძლიათ გავლენა იქონიონ რელიგიურ ცხოვრებაში, თუმცა ასეთი პრეცენდენტები ჯერ არ ყოფილა. ურთიერთობა კავშირის მთავრობებსა და რელიგიებს შორის უფრო თავისუფალია, ვიდრე აშშ-ში. მთავრობებთან მუშაობენ რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლებას, ჯანდაცვას და სხვა სოციალურ მომსახურებას.

ოფიციალური ენა — ინგლისურია (დიალექტი, ცნობილი როგორც ავსტრალიური ინგლისური). თუმცა ავსტრალიაში არსებობს ინგლისური ენის საკუთარი დიალექტი, რომელსაც არაოფიციალურად ქვია «სტრაინი» (ინგლ. strine, სიტყვა «Australian»-ის ავსტრალიური წარმოთქმის შედეგად).

წერითი ავსტრალიური ინგლისური ძირითადად ემორჩილება ბრიტანული ინგლისურის წესებს (მაგალითად, სიტყვების ბოლოს გამოიყენება -our (colour), -re (centre), -ise (modernise), და ასე შემდეგ).

წინადადებების წარმოთქმა ამერიკული ინგლისური ენით მაინც აღწევს ავსტრალიის მოსახლეობაში პოპულარული ტელეპროგრამების საშუალებით, რომლის ტრანსლირებასაც CNN ახორციელებს (მაგალითად, ახალგაზრდობაში პოპულარული სერიალი «სიმპსონები»). ახალგაზრდობა ბაძავს პოპულარული ტელეგმირების წარმოთქმის სტილს.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ავსტრალიის ეკონომიკა ერთ-ერთი მსხვილი ეკონომიკური სისტემაა მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტით (მშპ) 1,57 ტრილიონი აშშ დოლარით.[77] ავსტრალიის ჯამური სიმდიდრე შეადგენს 6,4 ტრილიონ დოლარს. 2012 წელს, ავსტრალიას ეკავა 12-ე ადგილი ყველაზე მსხვილი ეროვნული ეკონომიკების სიაში ნომინალური მშპ-ს მიხედვით[78] და 18-ე ადგილი მშპ-ს (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (მუპ)) მიხედვით. ავსტრალიის ეკონომიკის წილი შეადგენს მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 1,7 %-ს. ავსტრალიას უკავია 19-ე ადგილი მსოფლიოში ერთდროულად იმპორტში და ექსპორტში. ავსტრალიის სარეზერვო ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს ეკონომიკური პროგნოზების უმრავლესობის პუბლიკაციებს.

ავსტრალიის ეკონომიკაში ჭარბობს მომსახურების სექტორი, რომელიც მოიცავს მშპ-ს დაახლოებით 68 %-ს. სამთომომპოვებელი სექტორი შეადგენს მშპ-ს 10 %-ს; ეკონომიკის სექტორები, რომლებიც დაკავშირებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან შეადგენს მშპ-ს 9 %-ს – ჯამურად სამთომომპოვებელი სექტორი შეადგენს მშპ-ს 19 %-ს.[79] ეკონომიკური ზრდა საკმაოდაა დამოკიდებული სამთომომპოვებელ და სასოფლო სამეურნეო სექტორებზე, რომელთა პროდუქტები უპირველეს ყოვლისა ექსპორტირდება აღმოსავლეთი აზიის ბაზრებზე.[80]

ავსტრალიის საფონდო ბირჟა (Australian Securities Exchange) სიდნეიში — ავსტრალიის და წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილის ყველაზე დიდი საფონდო ბირჟაა[81], რომელსაც უკავია 9-ე ადგილი მსოფლიოში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით და შეადგენს 1,4 ტრილიონ დოლარს. [82] ავსტრალია სამშობლოა მსოფლიოს მთელი რიგი მსხვილი კომპანიებისა, ისეთების როგორებიცაა: BHP Billiton, National Australia Bank, Commonwealth Bank, Rio Tinto, ANZ, Westpac, Telstra, Macquarie Group, Woolworths Limited და AMP Limited — ავსტრალიაში 10 მსხვილი კომპანია.[83] ავსტრალიური დოლარი — ავსტრალიის კავშირის და მისი ტერიტორიების ვალუტაა, შობის კუნძულის, ქოქოსის კუნძულების და ნორფოლკის ჩათვლით. ეს ასევე რამდენიმე წყნარი ოკეანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ოფიციალური ვალუტაა: კირიბატი, ნაურუ და ტუვალუ.

ავსტრალია აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის, G20-ის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებებს თავისუფალ ვაჭრობაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან, ჩილესთან, ახალ ზელანდიასთან და აშშთან.[84] ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის 1983 წელს მიღებულმა ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესების შესახებ სავაჭრო შეთანხმებებმა, რომელიც ეხება იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებზე შეზღუდვის თანდათანობით მოხსნას, შეძლო მნიშვნელოვნად დახმარებოდა ახალი ზელანდიის ეკონომიკასთან ინტეგრაციაში და 2011 წელს მიღებული იქნა ერთიანი ავსტრალაზიური ეკონომიკური ბაზრის ჩამოყალიბების გეგმა 2015 წლისთვის.[85]

საერთო მონაცემები[რედაქტირება]

ავსტრალიის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მაღალია ვიდრე დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და საფრანგეთში ვალუტის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (მუპ) მიხედვით. ავსტრალიის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მუპ) იმყოფება მეხუთე ადგილზე მსოფლიოში (საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2011). ქვეყანას მიენიჭა მეორე ადგილი 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოქვეყნებული ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით და 2005 წელს მეექვსე ადგილი ჟურნალ The Economist-ში გამოქვეყნებული ცხოვრების ხარისხის მსოფლიო ინდექსის მიხედვით. [1] [2] ავსტრალიის კრედიტუნარიანობის შეფასება — "AAA" მაღალია ვიდრე აშშ-ში.

მსოფლიო ჯამური სიმდიდრის შესახებ 2011 წლის Credit Suisse-ის მოხსენების თანახმად, ავსტრალიაში საშუალო სიმდიდრე უტოლდება 222 000 $, რაც ყველაზე მაღალია მსოფლიოში და თითქმის ოთხჯერ მაღალია ვიდრე ეს მოდის აშშ-ის უფროსი ასაკის ადამიანზე.[86] მათი პროპორცია ვინც ფლობს 100 000 $ მეტ სიმდიდრეს ყველაზე მაღალია მსოფლიოში — რვაჯერ მაღალი ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში.[86] საშუალო სიმდიდრე შეადგენს 397 000 $-ს, რაც მეორე მაჩვენებელია მსოფლიოში შვეიცარიის შემდეგ.

მოხმარების საგნების ექსპორტზე აქცენტმა, და არა საწარმოო ნაკეთობებისაზე მიიყვანა ავსტრალიური იმპორტის და ექსპორტის ფასების შეფარდების მნიშვნელოვან გაზრდამდე საქონლის ფასების ზრდის მომენტიდან 2000 წლიდან დაწყებული. ავსტრალიაში მიმდინარე ოპერაციების ანგარიში 2,6 %-ია უარყოფითი მშპ-დან: ავსტრალიას ჰქონდა მუდმივი მსხვილი დეფიციტი მიმდინარე ოპერაციების ანგარიშში 50 წელზე უფრო მეტი ხანს.[87]

როგორც წესი ინფლაცია შეადგენს 2–3 %-ს, ხოლო ძირითადი პროცენტული განაკვეთი 5–6 %-ს. ეკონომიკაში მომსახურების სექტორი, ტურიზმის, განათლების და ფინანსური მომსახურების ჩათვლით შეადგენს მშპ-ს 69 %-ს.[88] ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი კანბერაში მხარს უჭერს ავსტრალიის ეკონომიკისათვის პროცენტული განაკვეთის პროგნოზირების პროექტს, რომელიც გამოითვლება სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პედაგოგთა შემადგენლობის ეგრედ წოდებული "ჩრდილოვანი" წევრების მიერ.[89]

ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ავსტრალია სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია, განსაკუთრებით ხორბლის და მატყლის, სასარგებლო წიაღისეულით: რკინის მადანი და ოქრო, ასევე ენერგია შეკუმშული ბუნებრივი აირის ფორმით და ნახშირი. თუმცა ავსტრალიის სოფლის მეურნეობა და ბუნებრივი რესურსები სულ შეადგენენ მშპ-ს 3 %-ს და 5 %-ს, შესაბამისად, მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ექსპორტის აქტივობაში. ავსტრალიისთვის მსხვილი საექსპორტო ბაზრები არიან იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და აშშ.[90]

განვლილ ათწლეულში, ერთ-ერთი მთავარი სექტორული ეკონომიკის ტრენდი იყო სამთომომპოვებელი სექტორის (ნავთობის ჩათვლით) ზრდა (შედარებით გამოხატულებაში). მშპ-ში შენატანის მიხედვით, ეს სექტორი გაიზარდა 4,5 %-დან 1993–1994 წლებში, თითქმის 8 %-მდე 2006–2007 წლებში.

მომსახურების სექტორიც ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა, მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია კერძო საკუთრებასთან და საქმიან მომსახურებასთან გაიზარდა მშპ-ს 10 %-დან 14,5 %-მდე იმავე პერიოდში, რაც მას ქმნის მშპ-ს ყველაზე უფრო მსხვილ კომპონენტად (სექტორულ გამოხატვაში). ეს ზრდა ნაწილობრივ გამოწვეულია საწარმოო სექტორის როლის შემცირებით, რომელიც 2006–2007 წლებში შეადგენდა მშპ-ს 12 %-ს. დეკადით ადრე, ეს იყო მსხვილი სექტორი ეკონომიკაში, რომელიც შეადგენდა მშპ-ს 15 %-ზე მეტს.

რეგიონალური დიფერინცირება[რედაქტირება]

ავსტრალიის ეკონომიკური ზრდა დიდ ნაწილად ქვეყნის იმ ნაწილებში შეიმჩნევა, სადაც კონცენტრირებულია სამთო მრეწველობა და რესურსებზე დამოკიდებული წარმოება და სერვისები. დასავლეთი ავსტრალია და ჩრდილოეთი ტერიტორია ერთადერთი შტატების რომლებშიც აღინიშნება ეკონომიკური ზრდა.[91][92][93] 2012 და 2013 წლების განმავლობაში, ფედერალურ ტერიტორიის, კუინზლენდის, ტასმანიის, სამხრეთი ავსტრალიის, ახალი სამხრეთი უელსის და ვიქტორიის შტატებში შეიმჩნევა რეცესია ეკონომიკაში.[91][94][95][96][97][98][99] ავსტრალიის ეკონომიკა ხასიათდება, როგორც "ორი სიჩქარის ეკონომიკა".[100][101][102][103][104][105][106] 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით ვიქტორიის შტატში აღინიშნა რეცესია. 2012 წელს შტატის მთავრობა იძულებული იყო 10 %-ით შეემცირებინა ყველა სამუშაო ადგილი კომუნალურ მეურნეობაში.[107][108]

ფინანსური და ფულადი პოლიტიკა[რედაქტირება]

ქვეყნის ცენტრალური ბანკია ავსტრალიის სარეზერვო ბანკი (RBA). წესდების თანახმად მისი ამოცანა ფულადი და საბანკო პოლიტიკის გატარებაა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ვალუტის სტაბილურობის უზრუნველყოფა, მთლიანი დასაქმების ხელშეწყობა, ეკონომიკური აყვავება და მოსახლეობის კეთილდღეობა. ამ ამოცანების გადაჭრის ერთ-ერთი ხერხია — სამომხმარებლო ფასების ინფლაციის შეჩერება წელიწადში 2-3 %-ის ფარგლებში. ფულადი პოლიტიკის შეცვლის გადაწყვეტილებას იღებენ კონსენსუსის საფუძველზე ცენტრალური ბანკის ფულადი პოლიტიკის კომიტეტში, რომელშიც შედიან: ბანკის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, ხაზინის მდივანი და მთავრობის დანიშნული ექვსი დამოუკიდებელი წევრი[109].

ნავთობის და აირის სექტორი[რედაქტირება]

ავსტრალიაში აქტიურად ვითარდება შეკუმშული ბუნებრივი აირის წარმოება. ქვეყანაში რეალიზდება ამ სფეროს ყველა ახალი პროექტის 60 %. საბადოების ბაზაზე, რომლებიც იმყოფებიან კარნარვონის (ინგლ. Carnarvon) აუზში, დასავლეთ ავსტრალიაში, შენდება შეკუმშული ბუნებრივი აირის წარმოების ერთ-ერთი მსხვილი ქარხანა — Pluto.

კომპანია Shell აშენებს შეკუმშული ბუნებრივი აირის წარმოების მსოფლიოში პირველ მცურავ ქარხანას, რომელიც 25 წელი განლაგდება წყლის ზედაპირზე, Prelude-ის საბადოზე. პროგნოზების მიხედვით წარმოება მოიპოვებს დაახლოებით 110 ათას ბარელ ნავთობის ეკვივალენტს დღე-ღამეში, 5,3 მილიონი ტონა თხევადი ნახშირწყალბადის ჩათვლით წელიწადში, მათ შორის 3,6 მილიონ ტონა შეკუმშულ ბუნებრივ აირს წელიწადში.

ასევე არსებობენ ნახშირის მეთანის გადამუშავების რამდენიმე პერსპექტიული პროექტები. უკვე 2015 წლისთვის, PricewaterhouseCoopers მონაცემებით, ავსტრალიიდან აირის ექსპორტი გაიზრდება 78 %-ით.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება]

ავსტრალიის სასოფლო სამეურნეო რუკა

██ თევზჭერა

██ მსხვილი რქოსანი პირუტყვი

██ სატყეო მეურნეობა

██ საბაღე მეურნეობა

██ საძოვრები

██ მებოსტნეობა

██ დაუმუშავებელი მიწები

██ მეცხოველეობა

██ აკვაკულტურა

სოფლის მეურნეობა — ავსტრალიის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი დარგია. სოფლის მეურნეობის წილი ავსტრალიის მშპ-ში — 3 %-ია, დამატებითი ღირებულების ხვედრითი მოცულობა სოფლის მეურნეობაში და მეცხოველეობაში — 155 მილიარდ ავსტრალიურ დოლარზე მეტი. ქვეყნის ფართობის 61 %-ს ფარავს 135 996 ფერმერული და მეცხოველეობის მეურნეობები, ხელოვნური მორწყვის გარეშე მორწყულ მიწებთან ერთად.[110]

ავსტრალიაში არსებობს სამი ძირითადი საოფლო სამეურნეო ზონა:

  • ბევრი ნალექების ზონა, რომელშიც შედის კუნძული ტასმანია და აღმოსავლეთის სანაპიროს ვიწრო სანაპირო ზონა (ძირითადად გამოიყენება რძის და ხორცის წარმოებისათვის);
  • მინდვრების ზონა გამოიყენება გამოსაზამთრებელი ხორბლის დათესვისათვის და მატყლის და ხორცის მიღებისთვის საჭირო ცხვრების საკვებად;
  • საძოვარი ზონა ხასიათდება მცირე რაოდენობის ნალექებით და ნაკლებად ნაყოფიერი ნიადაგით, გამოიყენება მსხვილი რქოსანი პირუტყვის გამოსაკვებად.[111]

ავსტრალიაში მაღალია პირველადი წარმოების პროცენტი, როგორც ექსპორტისთვის, ასევე შიდა მოხმარებისათვის. მარცვლოვანი, ზეთოვანი და პარკოსანი კულტურები მოიყვანება დიდი მასშტაბებით, როგორც ადამიანის მოხმარებისათვის, ასევე ცხოველთა საკვებადაც. ხორბლის მოსაყვანი მინდვრების წილი ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში ფართობის მიხედვით. ავსტრალიის ეკონომიკისთვის ასევე მნიშვნელოვანი კულტურაა შაქრის ლერწამი.

ავსტრალია აწარმოებს დიდი რაოდენობით ხილს, კაკალს და ბოსტნეულს. ძირითად პროდუქციებს შეადგენენ: ფორთოხალი[112], ვაშლი[113], ბანანი[114], წაბლი[115], კარტოფილი[116], სტაფილო[117] და პომიდორი.[117] კუინზლენდის შტატი და ჩრდილოეთი ტერიტორია მანგოს[118] და ანანასის მიმწოდებლებია.[119]

ავსტრალია — ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელიც ეწევა ხაშხაშის მოყვანას ფარმაცევტული მიზნებისათვის.[120][121] მისი წარმოება კუნძულ ტასმანიაზე იმყოფება სახელმწიფოს მკაცრ კონტროლ ქვეშ.

ხორცის ექსპორტისგან საერთო შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 996,5 მილიონ ავსტრალიურ დოლარს. მსხვილი რქოსანი საქონელის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 662 მილიონ ავსტრალიურ დოლარს, ცხვრის ხორციდან მიღებული შემოსავალი — 323 მილიონ ავსტრალიურ დოლარს. ავსტრალიური ხორცის ყველაზე უფრო დიდი მომხმარებელია ინდონეზია.[122]

ავსტრალიის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი მატყლია. ავსტრალიის მატყლის წარმოება მთელ მსოფლიოში აღიარებულია ყველაზე მაღალხარისხიანი მუტონის წარმოების გამო. 2001 წლიდან დაწყებული ავსტრალიური მატყლის წარმოება შეადგენს მსოფლიო წარმოების 9 %-ს. ამასთან ავსტრალია დომინირებს თხელი მატყლის სექტორში, რომელიც აწარმოებს მსოფლიოში ნაწარმოები მუტონის 50 %-ს. მიუხედავად იმისა, რომ ცხვარი მოშენებულია მთელ ავსტრალიაში, სულადობის 36 % იმყოფება ახალ სამხრეთ უელსში.[123][124]

ავსტრალიაში უდაბნოების დიდი ფართობის, ასევე ნალექების არარეგულარული მოსვლის გამო, სოფლის მეურნეობისათვის აუცილებელია ხელოვნური სარწყავები. ხელოვნურ მორწყვასთან ერთად, ძირითადი პრობლემები, რომელიც ავსტრალიის სოფლის მეურნეობის წინაშე დგას — გვალვა, ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება, სარეველა მცენარეები, კლიმატის შეცვლის გამო გამოწვეული გლობალური დათბობა, ბიოუსაფრთხოება (ბიოლოგიური საფრთხეები, გამოწვეული იმპორტული პროდუქტებისგან და მეცხოველეობისგან), იმპორტიორ ქვეყნებში ავსტრალიურ ექსპორტზე ტარიფები (კერძოდ, ევროპაში და იაპონიაში), ვალუტის კურსის რყევა და ფასების არასტაბილურობა.[125]

ტრანსპორტი[რედაქტირება]

ტრანსპორტი ავსტრალიის ეკონომიკის ინფრასტრუქტურის მთავარი ნაწილია, რადგანაც ქვეყანას აქვს უზარმაზარი ტერიტორია და მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვე.[126]

საავტომობილო ტრანსპორტი[რედაქტირება]

ავსტრალია მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ავტომობილების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე. საშუალოდ ქვეყანაში ავტოგზების სიგრძე ერთ ადამიანზე სამჯერ-ოთხჯერ მეტია ვიდრე ევროპის ქვეყნებში და შვიდ-ცხრაჯერ მეტი ვიდრე აზიის ქვეყნებში. ავსტრალია ასევე მსოფლიოში იმყოფება მესამე ადგილზე ბენზინის მოხმარების მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე. პერთი, ადელაიდა და ბრიზბენი შეფასებულებია, როგორც ავტომობილზე ყველაზე უფრო დამოკიდებული ქალაქები მსოფლიოში, სიდნეი და მელბურნი მათგან შორიახლო მდებარეობენ[127]. ამას გარდა, ავტომობილით გავლილი საშუალო მანძილი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალია მსოფლიოში და მხოლოდ აშშს და კანადას ჩამორჩება[126].

ავსტრალიის ავტოგზების სისტემა დაყოფილია 3 კატეგორიად:

  • ფფედერალური ავტოგზები
  • შტატების ავტოგზები
  • ადგილობრივი ავტოგზები

ავტოგზების ქსელი საკმაოდ განვითარებულია, ავტოგზების საერთო სიგრძე შეადგენს 913 000 კმ-ს, მათ შორის:[128]:

  • ხელოვნური საფარით: — 353 331 კმ (ავტომაგისტრალების ჩათვლით — 2863,2 კმ)
  • გრუნტიანი: — 559 669 კმ (1996 წელი)
  • მშენებარე ავტომაგისტრალები: — 267,6 კმ

ავსტრალიაში საავტომობილო გვირაბების ძირითადი ნაწილის მშენებლობა დაიწყო 1990-იან წლებში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი[რედაქტირება]

საწვავზე ფასების ზრდა და ავტოგზებზე მზარდი საცობები ხელს უწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და განახლებას[129]. ავტობუსები დადიან ავსტრალიის ყველა დიდ ქალაქში. ჩქაროსნული სარკინიგზო გზა მოსახლეობას ემსახურება ადელაიდაში, ბრიზბენში, ჯილონგში, გოლდ-კოსტში, მელბურნში, ნიუკასლში, პერთში და სიდნეიში. ბორანი ფუნქციონირებს ბრიზბენში, მელბურნში, ნიუკასლში, პერთში, სიდნეიში და სხვა პატარა ქალაქებში. ტრამვაი მოძრაობს ადელაიდაში და მელბურნში. მეტროტრამით მოსახლეობა სარგებლობს მელბურნში და სიდნეიში.

რკინიგზის ტრანსპორტი[რედაქტირება]

ავსტრალიის რკინიგზის ტრანსპორტის სქემა
სახელმწიფო რკინიგზის ხაზები:

██ Queensland Rail

██ NSW TrainLink

██ V/Line

██ Transwa

სამხრეთის დიდი რკინიგზის ხაზი:

██ Indian Pacific

██ The Overland

██ განი

ავსტრალიაში რკინიგზის ტრანსპორტი საკმაოდ განვითარებულია, რკინიგზის საერთო სიგრძე შეადგენს 33 819 კმ-ს (2540 კმ ელექტროფიცირებულია): 3719 კმ განიერლიანდაგიანია, 15 422 კმ ევროპული სიგანისაა, 14 506 კმ ვიწროლიანდაგიანია და 172 კმ ორლიანდაგიანია. რკინიგზის ტრანსპორტი სხვადასხვა კოლონიებში შენდებოდა სხვადასხვა დროს. კერძო რკინიგზა ვითარდებოდა უფრო აქტიურად, ვიდრე სახელმწიფო და შესაბამისად უფრო მალე მოიცვა ვრცელი ტერიტორიები. იმის გამო, რომ რკინიგზებს აშენებდნენ სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის არ არსებობდა შეთანხმება მშენებლობის სტანდარტებზე, შედეგად აშენდა სხვადასხვა სიგანის რკინიგზები, რომლებზეც გამოიყენებოდა სხვადასხვა მოძრავი შემადგენლობა.

რეგიონთაშორისი რკინიგზები[რედაქტირება]

სამხრეთის დიდი რკინიგზა, რომელიც ეკუთვნის «Serco Group»-ს, ემსახურება სამ ხაზს: «Indian Pacific» (სიდნეი — ადელაიდა — პერთი), «განი» (ადელაიდა — ალის-სპრინგსი — დარვინი) და «The Overland» (მელბურნი — ადელაიდა)[130]. ახალი სამხრეთ უელსის შტატის კუთვნილი კომპანია «CountryLink» ემსახურება მონაკვეთებს ბრიზბენიდან კანბერამდე და მელბურნამდე სიდნეის გავლით. 2004 წელს ალის-სპრინგსსა და დარვინს შორის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ავსტრალიის ყველა მატერიკული დედაქალაქი ერთმანეთს შეუერთდა ევროპული სტანდარტული სიგანის სარკინიგზო ხაზით.

რეგიონსშიგა რკინიგზები[რედაქტირება]

ავსტრალიის სხვადასხვა შტატებში და ქალაქებში მოშაობენ სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან რკინიგზის ტრანსპორტს. მათ შორის ყველაზე მთავარია: V/Line (რეგიონალური მატარებლები და ავტობუსები ვიქტორიის შტატში); Connex Melbourne ემსახურება მელბურნის სარკინიგზო ქსელს; RailCorp ემსახურება სამგზავრო სარკინიგზო გადაყვანებს ახალ სამხრეთ უელსში (CityRail-ის და CountryLink-ის ჩათვლით); Queensland Rail (QR) ემსახურება Traveltrain-ის და Citytrain-ის მატარებლებს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუინზლენდში; Transwa უზრუნველყოფს სარკინიგზო და საავტობუსო გადაყვანებს დასავლეთ ავსტრალიაში.

მეტრო[რედაქტირება]

ავსტრალიის მსხვილ ქალაქებს არა აქვთ მეტროპოლიტენის სრულფასოვანი სისტემა. სიდნეის და მელბურნის საქალაქო მატარებლების სისტემას მხოლოდ აქვს რამდენიმე მიწისქვეშა სადგური. ორივე ქალაქში არსებობს მეტროს სრულფასოვანი ხაზების მშენებლობის გეგმა.

საბადოს რკინიგზები[რედაქტირება]

დასავლეთი ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთში ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტული სიგანის ოთხი საწარმოო ხაზი, რისი საშუალებითაც მადანი მიეწოდება საზღვაო პორტებს. ეს ხაზები იზოლირებულია სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი ქსელისგან და მათი საშუალებით არ ხდება არანაირი სხვა გადაზიდვების განხორციელება.

2006 წელს გამოჩნდა საბადოს რკინიგზის მეხუთე ხაზის მშენებლობის პროექტები, რომელსაც ამუშავებს კომპანია Fortescue Metals Group, ამავე დროს შემოვიდა მეექვსე ხაზის პროექტები ქალაქ ოაკაჯის პორტში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ჯერალდტონიდან ცოტა ჩრდილოეთით.

შაქრის ლერწმის რკინიგზები[რედაქტირება]

კუინზლენდში არსებობს დაახლოებით 15 შაქრის ქარხანა, რომლებსაც აქვთ ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზი შაქრის ლერწმის ქარხანაში მისაწოდებლად.

მილსადენი ტრანსპორტი[რედაქტირება]

არსებობს რამდენიმე მილსადენი სისტემა, მათ შორის:

მშენებარე ან დაგეგმილი მილსადენები:
ვიქტორიას შტატი

საწყლოსნო გზები[რედაქტირება]

ავსტრალიის შიდა წყლის ტრანსპორტს არა აქვს მთავარი სატრანსპორტო მნიშვნელობა. XIX საუკუნეში, თბომავალი გემები გამოიყენებოდა მდინარეებზე მურეი და დარლინგი მატყლის და მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის. მაგრამ წყლის დონის ხშირი ცვალებადობის გამო, თბომავალმა გემებმა ვერ გაუძლეს რკინიგზის ტრანსპორტთან კონკურენციას. დღეისათვის მდინარეებზე მოძრაობა უფრო მეტად ხორციელდება კერძო გემებით.

პორტები და ნავსაყუდლები[რედაქტირება]

მატერიკული[რედაქტირება]

ძირითადი:
ადელაიდა, ბრიზბენი, კერნსი, დარვინი, ფრიმანტლი, ჯილონგი, გლადსტონი, მაკაი, მელბურნი, ნიუკასლი, სიდნეი, ტაუნზვილი, ვულონგონგი, პორტ-ლინკოლნი

მადნების:
დამპირი, პორტ-ჰედლანდი, ჯერალდტონი, ოაკაჯი, ესპერანსე, პორტ-ლინკოლნი

ტასმანია[რედაქტირება]

დევონპორტი, ლონსესტონი, ჰობარტი

საჰაერო ტრანსპორტი[რედაქტირება]

ავიაკომპანიები:

2004 წლის მდგომარეობით ავსტრალიაში არსებობს 448 აეროპორტი ხელოვნური და გრუნტის საფარით. ყველაზე დიდი აეროპორტებია:

აეროპორტები ხელოვნური საფარით[რედაქტირება]

სულ: 305

  • 3047 მეტრზე მეტი: 10
  • 2438 მეტრიდან 3047 მეტრამდე: 12
  • 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე: 131
  • 914 მეტრიდან 1523 მეტრამდე: 139
  • 914 მეტრამდე: 13 (2004 წლის შეფასება)
აეროპორტები გრუნტიანი საფარით[რედაქტირება]

სულ:143

  • 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე: 17
  • 914 მეტრიდან 1523 მეტრამდე: 112[128]

სოციალური სფერო[რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება]

სასკოლო განათლება[რედაქტირება]

სასკოლო განათლების სისტემა ავსტრალიაში აგებულია ინგლისურ საფუძველზე. ავსტრალიაში ჭარბობს სახელმწიფო სკოლები და მოსწავლეების 70 % იქ სწავლობს, დანარჩენები — კერძოში (ავსტრალიაში მოქმედებს დაახლოებით 950 კერძო სკოლა). ზოგიერთი ასეთი სკოლა მონასტრებს ეკუთვნის. კერძო სასწავლო დაწესებულებებს შორის გვზვდება სკოლა-პანსიონები, რომლებიც ბავშვებს იღებენ უცხოეთიდან მეექვსე კლასიდან დაწყებული. ყველაზე უფრო პრესტიჟულ სკოლაში მოსაწყობად, ბავშვმა კარგად უნდა იცოდეს ინგლისური ენა და ჩააბაროს მისაღები გამოცდები.

ამას გარდა, გამორჩეული უნარის ბავშვებისთვის არსებობენ ცალკე კლასები და ცალკეული სკოლები (selective). იქ მოსაწყობად აუცილებელია მისაღები გამოცდების ჩაბარება.

ავსტრალიელი ბავშვები სკოლაში სიარულს 5 წლის ასაკიდან იწყებენ. საშუალო განათლება ავსტრალიაში 13 წელი გრძელდება — პირველი წელი მოსამზადებელ კლასში (kindergarten ახალ სამხრეთ უელსში და ფედერალურ ტერიტორიაში ან preschool დანარჩენ შტატებში) და 12 წელი, საკუთრივ, სკოლაში. 10 კლასის შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ საკუთარ არჩევანს და შეუძლიათ დატოვონ სკოლა.

უმაღლესი განათლება[რედაქტირება]

ავსტრალიის უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები არ არსებობს. სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ადგილის მიღება მთლიანად დამოკიდებულია სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებზე, რომელიც ასახულია სკოლის დამთავრების მოწმობაში The Higher School Certificate (HSC). სერტიფიკატის დასახელება ვარირებს შტატებთან და ტერიტორიებთან მიმართებაში, მაგრამ, დასახელების მიუხედავად ყველა მათგანს აქვს ერთნაირი «წონა» ავსტრალიის უნივერსიტეტებისთვის.

2009 წლის მდგომარეობით ავსტრალიის უმაღლესი განათლების სისტემაში მოქმედებს 41 უნივერსიტეტი (37 სახელმწიფო, 2 კერძო და 2 ფაკულტეტი უცხოეთის უნივერსიტეტებში). ავსტრალიის ექვსი უძველესი უნივერსიტეტი ქმნის ქვიშაქვის უნივერსიტეტების (ინგლ. Sandstone universities) ჯგუფს (აგებულია ქვიშაქვისგან ძველ დროში), ხოლო რვა მსხვილი უნივერსიტეტი — პრესტიჟულ რვის ჯგუფს (ინგლ. G8).

პენსიებით უზრუნველყოფა[რედაქტირება]

ავსტრალიაში პენსიაზე გასვლის ასაკი შეადგენს 65 წელს. არსებობს პენსიონერული უზრუნველყოფის დონის შეზღუდვის სისტემა. ავსტრალიელთა 70 % მაქსიმალურ პენსიას იღებს, მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას პენსიას უმცირებენ მათი შემოსავლების სიდიდის გათვალისწინებით. იმისათვის, რომ დაიცვან ასეთი მოქალაქეები, ქვეყანაში დანერგილია პროფესიონალური საპენსიო დაზღვევის სისტემა, რომელიც მოიცავს მომუშავეთა 90 %-ს. თითოეული მომუშავე და დამსაქმებელი ვალდებულია შეიტანოს შენატანი ნებისმიერ კერძო საპენსიო ფონდში, თანაც საპენსიო შენატანები არ ნიეკუთვნება საგადასახადო ბაზას. საპენსიო დაზღვევის ავსტრალიურ სისტემას აქვს სავალდებულო ხასიათი და დღეისათვის ითვლება ყველაზე თანამედროვედ ყველა მოდელებს შორის, რომლებიც დანერგილია მრეწველობის განვითარებულ ქვეყნებში.

ჯანდაცვა[რედაქტირება]

ავსტრალიას სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით უკავია მეოთხე ადგილი მსოფლიოში ისლანდიის, იაპონიის და ჰონგ-კონგის შემდეგ. 2010 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა ავსტრალიაში შეადგენდა 79,5 წელს მამაკაცებისთვის და 84,0 წელს ქალებისათვის.[135] ავსტრალიას აქვს ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში კანის კიბოს დაავადების მიხედვით, მაშინ, როდესაც სიგარეტის მოწევა გარდაცვალებისა და დაავადებების ყველაზე უფრო დიდი მიზეზია ქვეყანაში, რომელიც შეადგენს საერთო სიკვდილიანობისა და დაავადებების 7,8 %-ს. მეორე ადგილი უკავია ჰიპერტონიას 7,6 %-ით, ხოლო სიმსუქნე მესამე ადგილზეა 7,5 %-ით.[136] ავსტრალია უფროსი ასაკის მოსახლეობის სიმსუქნის მიხედვით მსოფლიოში 35-ე ადგილზეა, ხოლო განვითარებულ ქვეყნებს შორის ზედა ნაწილშია მოქცეული.[137]

ჯანდაცვაზე საერთო ხარჯები (კერძო სექტორის ხარჯების ჩათვლით) შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 9,8 %-ს.[138] ავსტრალიამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვა 1975 წელს.[139] ცნობილი როგორც "მედიკერი", რომელიც დღეისათვის ნომინალურად ფინანსირდება საშემოსავლო გადასახადიდან, რომელსაც ეძახიან მედიკერის გადასახადს და დღეისათვის შეადგენს 1,5 %-ს.[140] შტატების მთავრობები მართავენ საავადმყოფოებს და მათზე მიმაგრებული პოლიკლინიკების მომსახურებას, მაშინ როდესაც ცენტრალური ხელისუფლება განაგებს ფარმაცევტული შეღავათების თანხებს (მედიკამენტების შესყიდვის ხარჯების სუბსიდირება) და საერთო პრაქტიკას.[139]

კულტურა[რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება]

ავსტრალიაში გამოგონილია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სასულე ინსტრუმენტი — დიჯერიდუ.

მსოფლიო აღიარება მოიპოვეს ავსტრალიურმა ალტერნატიული და როკ-მუსიკის ჯგუფებმა Jet, ბი ჯიზი, AC/DC, ნიკ კეივი, Airbourne, INXS, Savage Garden, Silverchair, The Temper Trap, Midnight Oil, The Living End, Pendulum, The Amity Affliction, 5 Seconds of Summer.

ავსტრალიური წარმოშობის პოპ-შემსრულებლებს შორის ცნობილია კაილი მინოუგი, ნატალი იმბრულია, ოლივია ნიუტონ-ჯონი, კიტ ურბანი, დანი მინოუგი, დარენ ჰეიზი, გაბრიელა ჩილმი, ჯეისონ დონოვანი, ჯიმი ბარნსი, ასევე ახალგაზრდა შემსრულებელი კოდი სიმპსონი.

ცეკვა და ბალეტი[რედაქტირება]

ავსტრალიის ცეკვა მოიცავს ავსტრალიაში წარმოდგენილი 200 ეროვნების სტილის საკმაო ფართე სპექტრს, აბორიგენულიდან ტრადიციულ ავსტრალიურ „ბუშის“ ცევამდე და კლასიკური ბალეტიდან და სამეჯლისო ცეკვებიდან თანამედროვე ცეკვებამდე და მულტიკულტურალურ საცეკვაო ტრადიციებამდე.

ყველაზე უფრო სახელოვანი ავსტრალიელი მოცეკვავეები არიან ედუარდ ბოროვანსკი, რობერტ ჰელპმანი და პოლ მერკურიო.

ავსტრალიაში მოქმედებს ავსტრალიის საცეკვაო საბჭო (ინგლ. Australian Dance Council, Ausdance) — ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია ქვეყანაში ცეკვების მხარდასაჭერად და 1997 წლიდან ანიჭებს ავსტრალიის საცეკვაო პრემიებს.

ავსტრალიელ აბორიგენთა ცეკვები[რედაქტირება]

ავსტრალიელი აბორიგენების ტრადიციულ ცეკვებს თან სდევდა სიმღერები და წარმოადგენდა სიზმრების დროის (ინგლ. Dreamtime) თეატრალურ წარმოდგენას. ზოგჯერ ადამიანები ცეკვაში იმიტირებენ ცხოველების ქცევას. მათ ქვეყანაში ადამიანებისთვის ცეკვები განსაზღვრავდნენ როლებს, ვალდებულებებს და თვით საცხოვრებელ ადგილს. ეს რიტუალური წარმოდგენები აბორიგენებს აძლევდნენ საკუთარი ადგილის შეგრძნებას სოციალურ, გეოგრაფიულ და ბუნებრივ ძალებთან ურთიერთმოქმედებაში. ეს წარმოდგენები დაკავშირებული იყო გარკვეულ ადგილებთან და საცეკვაო მოედნები ხშირად წმინდა ადგილები იყო. მორთულობა და სპეციფიკური ჟესტები დამოკიდებული იყო მოცეკვავის წარმოშობასთან (მაგალითად ეს ეხება სიზმრების დროის არსებებს, რომლებთანაც დაკავშირებულია გარკვეული პირები და ჯგუფები). ავსტრალიელი აბორიგენების უმრავლესობისთვის ეს ცეკვები საღვთო საიდუმლობები იყო, სქესსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მამაკაცები და ქალები ემორჩილებოდნენ სხვადასხვა ტრადიციებს[141].

აბორიგენების ტრადიციული ცეკვების აღნიშვნისთვის გამოიყენება ტერმინი კორობორი (ინგლ. corroboree), რომელიც წარმოდგება სიდნეის რეგიონის მოსახლეობის ლექსიკონიდან. ზოგიერთ ადგილებში ავსტრალიელი აბორიგენები ასრულებენ „კორობორის“ ცეკვებს ტურისტებისათვის.

XX საუკუნის ბოლოს ავსტრალიის სცენურმა და თანამედროვე ცეკვებმა ავსტრალიელი აბორიგენების თანამედროვე ცეკვების გავლენა განიცადა. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია ავსტრალიის კუნძულელების და აბორიგენების წეს-ჩვეულებების განვითარების ეროვნული ასოციაციის (ინგლ. National Aboriginal Islander Skills Development Association) მოღვაწეობით, რომელიც ავსტრალიელ აბორიგენებს ასწავლის ცეკვებს, ასევე ბანგარის ცეკვის თეატრის გახსნით.

ცეკვის სხვა სახეობები[რედაქტირება]

ბუშის ცეკვა (ინგლ. Bush dance) ავსტრალიაში ვითარდებოდა, როგორც ხალხური ცეკვის ფორმა და რომელიც არის ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის და სხვა ევროპული ქვეყნების ხალხურ ცეკვებთან ნარევი. თემებში საყვარელი ცეკვები იყო ევროპული წარმოშობის ცეკვები — ირლანდიური კეილი «ერინის სიამაყე» (ინგლ. Pride of Erin) და კადრილი «The Lancers». ლოკალურად აღმოცენებულ ცეკვებს ეძახიან «ბონდის ხმებს» (ინგლ. Waves of Bondi), მელბურნის შაფლი (ინგლ. Shuffle) და ნიუ-ვოგის ცეკვა (ინგლ. New Vogue).

მოსვლისას იმიგრანტებს თან მოჰქონდათ საკუთარი ქვეყნის საცეკვაო ტრადიციები. იმიგრანტების და მათი ოჯახების ენთუზიაზმის მეოხებით, ავსტრალიაში გაჩნდა სხვადასხვა ხალხის ტრადიციული ცეკვები. ავსტრალიაში საკმაოდ ხშირად გვხვდება ბალტიისპირული, შოტლანდიური, ირლანდიური, ინდური, ინდონეზიური ან აფრიკული ხალხური ცეკვები, რომლების შესწავლაც შესაძლებელია ავსტრალიის საზოგადოებრივ ცენტრებში და საცეკვაო სკოლებში.

მიუხედავად ამისა ბევრი საცეკვაო ჯგუფი იყენებს სხვადასხვა წარმოშობის ცეკვებს, ევროპული სამეფო კარის და ისტორიული ცეკვების ჩათვლით, ასევე ტრადიციულ ნაბიჯებს და თანამედროვე მუსიკას და სტილს.

ავსტრალიის ბალეტი (ინგლ. The Australian Ballet) ავსტრალიის კლასიკური ბალეტის მოცეკვავეთა ანსამბლია. ის 1962 წელს დააარსა ინგლისელმა ბალერინა პეგი ვან პრაამ (ინგლ. Peggy van Praagh) და დღეისათვის საერთაშორისო საბალეტო ანსამბლების მიერ აღიარებულია ერთ-ერთ დიდ ბალეტად მსოფლიოში[142]. ანსამბლი მდებარეობს მელბურნში და პუბლიკას უჩვენებს დადგმებს, როგორც კლასიკური რეპერტუარიდან, ასევე ავსტრალიელი და უცხოელი ქორეოგრაფების თანამედროვე ნამუშევრებს. 2010 წლიდან დაწყებული ანსამბლმა მაყურებელს უჩვენა 200-ზე მეტი წარმოდგენა მთელი ავსტრალიის სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებში და საზღვარგარეთულ ტურნეებში. რეგულარული გამოსვლები ტარდება მელბურნის ხელოვნების ცენტრში (ინგლ. The Arts Centre), სიდნეის ოპერის თეატრში (ინგლ. Sydney Opera House), სიდნეის თეატრში (ინგლ. Sydney Theatre), ადელაიდას საფესტივალო ცენტრში (ინგლ. Adelaide Festival Centre) და საშემსრულებლო ხელოვნების კუინზლენდის ცენტრში (ინგლ. Queensland Performing Arts Centre)[143].

გრემ მერფი მსოფლიოში ბალეტის ერთ-ერთი გამოჩენილი დამდგმელია.

თეატრი[რედაქტირება]

სიდნეის ოპერის შენობა — ავსტრალიის სავიზიტო ბარათი

ავსტრალიის თეატრი ავსტრალიის კულტურის მთავარი ნაწილია. თეატრი კონტინენტზე შემოვიდა პირველ დასახლებულებთან ერთად და ვითარდებოდა აბორიგენების და ინგლისელების კულტურების შერწყმასთან ერთად, ითვისებდა ბრიტანული და ირლანდიური თეატრების საუკეთესო ტრადიციებს. ავსტრალიელ დრამატურგებს აქვთ საკუთარი განუმეორებელი კოლორიტი, რომელიც ცნობილია ბევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 1788 წელს ახალი კონტინენტის კულტურა მსოფლიოს მოევლინა.

ავსტრალიაში მდებარეობენ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავსტრალიური თეატრალური ცენტრები — სიდნეის ოპერის თეატრი და დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი (ინგლ. National Institute of Dramatic Art). ავსტრალიური თეატრალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლებს შორის შეიძლება აღინიშნოს სერ რობერტ ჰელპმანი (ინგლ. Robert Helpmann), ქალბატონი ჯოან საზერლენდი, ბარი ჰამფრისი და დევიდ უილიამსონი (ინგლ. David Williamson), კეიტ ბლანშეტი, ჯეფრი რაში და ჯუდი დეივისი.

შეუფასებელი გავლენა ავსტრალიურ თეატრზე მოახდინა კორობორიმ — ავსტრალიელი აბორიგენების ცერემონიალურმა ცეკვამ, რომლის ისტორია საკმაოდ გვიანდელ წლებში მიდის, პირველ დამსახლებლებამდე (მეცნიერთა გათვლით 40 000-60 000 წლის წინ)[144].

ევროპული ტრადიციები კონტინენტზე მოვიდა პირველ დასახლებულებთან ერთად 1788 წელს. ყველაზე პირველად დაიდგა ირლანდიელი დრამატურგის ჯორჯ ფარკერის პიესა «ოფიცერი-დამქირავებელი» (ინგლ. The Recruiting Officer), რომელიც ნაჩვენები იქნა 1789 წელს პატიმრების მიერ[145]. ორი ასწლეულის შემდეგ პირველი ავსტრალიური თეატრალური დადგმების ისტორია დაიწერა ტიმბერლეიკ უერტენბეიკერის პიესაში «ჩვენს ქვეყანაში კარგია» (ინგლ. Our Country's Good), რომელიც ყვებოდა პატიმარ-მსახიობებზე ზედამხედველების მხრიდან შეურაწყოფაზე. პიესის საფუძველში ჩაიდო ტომას კინელის რომანი «გამთამაშებელი» (ინგლ. The Playmaker)[145].

1837 წელს ჰობარტში გაიხსნა სამეფო თეატრი, რომელიც ავსტრალიის უძველესი თეატრია[146]. თეატრი ფართედ იყო ცნობილი მთელ მსოფლიოში. ნოელ კაუარდმა მას დაარქვა — ოცნების თეატრი, ხოლო ლორენს ოლივიე პირადად დადგა მის დასაცავად, როდესაც 1940-იან წლებში შენობა დანგრევის საფრთხის წინაშე იდგა[146].

1901 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ავსტრალიის თეატრი გახდა ეროვნული თვითიდენტიფიცირების ძლიერი ინსტრუმენტი. პირველი პიესა, რომელიც 1912 წელს დაიდგა და არაჩვეულებრივად პოპულარული გახდა, იყო სტილ რადის პიესა «ჩვენი არჩევანი» (ინგლ. On Our Selection). მასში მოთხრობილი იყო გლეხის ოჯახზე — პირველი დასახლებულების ერთ-ერთ პიონერზე.

1904 წელს პერთში გაიხსნა «მისი სამეფო უდიდებულესობის თეატრი» (ინგლ. His Majesty's Theatre). შენობა ედუარდ VII-ს მმართველობის პერიოდის ეგრედ წოდებული «ავსტრალიის თეატრალური არქიტექტურის» მაგალითია[147]. ამავე სტილში 1924 წელს აშენდა სიდნეის დედაქალაქის თეატრის (ინგლ. Grand Capitol Theatre) შენობა, რომელიც ავსტრალიის ერთ-ერთი საუკეთესო თეატრალური დარბაზია[148].

1940-იან წლებში ჯონ ენტილმა დაწერა მუსიკა თავისი განთქმული ბალეტისათვის «კორობორი», რომელიც ეფუძნებოდა ტრადიციულ ავსტრალიურ კორობორის. 1950-იანი წლების განმავლობაში ბალეტის ანსამბლი გასტროლებს ატარებდა მთელ ავსტრალიაში. «ავსტრალიის სამეფო ტურის» დროს მის სპექტაკლებს დაესწრო ელისაბედ II. ეს ბალეტი იყო პირველი წარმატებული ცდა ორი კულტურის შერწყმისა — დასავლური და აბორიგენების ტრადიციული კულტურის, რომელიც დღემდე გამოიყენება სხვადასხვა თეატრალურ კოლექტივებში, ისეთებში როგორიცაა «ცეკვა ბანგარას თეატრი» (ინგლ. Bangarra Dance Theatre)[149][150].

1955 წელს «უნიონ თეატრმა» (ინგლ. Union Theatre) მიიწვია დამწყები მსახიობი ბარი ჰამფრისი ვიქტორიის შტატში გასტროლებზე სპექტაკლში «მეთორმეტე ღამე». ქალაქიდან ქალაქში ღამით მგზავრობის დროს, სანამ მეთორმეტე ღამის პიესის რეჟისორი რეი ლოულერი მუშაობდა ახალ პიესაზე «ჩვიდმეტი წლის თოჯინის ზაფხული» (ინგლ. Summer of the Seventeenth Doll), ჰამფრისი ანსამბლის წევრებს ართობდა თავის მიერ გამოგონილი პერსონაჟით — მელბურნის გარეუბნის დიასახლის ედნა ევერეჯით. შემდგომში, ლოულერის პიესამ და ჰამფრისის პერსონაჟმა დიდი გავლენა მოახდინა ავსტრალიურ თეატრზე. პიესაში ასახული იყო ავსტრალიისთვის დამახასიათებელი ტიპაჟი. ლოულერის დაჟინებით, 1955 წლის ბოლოს ჰამფრისმა აჩვენა თავისი დამა ედნა მელბურნის უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე. 1956 წელს მელბურნში უნდა ჩატარებულიყო 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ამიტომ ედნა ევერეჯმა მოყვა თავისი მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო ეს თამაშები[151]. პერსონაჟს ჰქონდა არნახული წარმატება, ხოლო მელბურნის რაიონ — მუნი პაუნდსს, რომელშიც ვითომდა დამა ედნა ცხოვრობდა, სახელი გაეთქვა მთელ მსოფლიოში. ჰამფრისმა, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლისაც არ იყო დაიპყრო ლონდონის სცენა, მონაწილეობა მიიღო ლაიონელ ბარტის განთქმულ მუზიკლში «ოლივერი!» (ინგლ. Oliver!). ჰამფრისის მიერ შესრულებული პერსონაჟები — დიასახლისი ედნა ევერეჯი, ხოლო მოგვიანებით მუდამ ნასვამი ავსტრალიელი ატაშე კულტურის დარგში სერ ლეს პატერსონი, აღიარებული იყო ავსტრალიური თეატრალური სცენის ნამდვილ შედევრებად, როგორც მსახიობის სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ვესტ-ენდში და ბროდვეის თეატრში[152].

დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი შეიქმნა სიდნეიში 1958 წელს, რომელიც დაამთავრეს — კეიტ ბლანშეტმა, ტონი კოლეტმა, მელ გიბსონმა და ბეზ ლურმენმა[153].

1960 წელს მელბურნში დაიწყო «კულტურული რაიონის» (ინგლ. Melbourne Arts Precinct) მშენებლობა. მისი ძირითადი ნაწილი გახდა 1973 წელს როი გრაუნდსის პროექტის მიხედვით აშენებული «კულტურის ცენტრი» (ინგლ. Melbourne Arts Centre). 1982 წელს ცენტრში გაიხსნა საკონცერტო დარბაზი «ჰამერ ჰოლი» (ინგლ. Hamer Hall), ხოლო 1984 წელს გაიხსნა თეატრალური მოედნები. დღეისათვის კულტურის ცენტრი მელბურნის თეატრის სახლია. მის სცენაზე გამოდის მელბურნის სიმფონიური ორკესტრი, ტარდება ავსტრალიის ოპერისა და ბალეტის სპექტაკლები, ასევე მთელი მსოფლიოს თეატრალური კოლექტივების სპექტაკლები[154].

«ავსტრალიის ბალეტი» (ინგლ. The Australian Ballet) — ყველაზე ცნობილი კლასიკური ბალეტის თეატრია ავსტრალიაში, რომელიც ბრიტანელმა ბალერინა პეგი ვან პრაამ 1962 წელს დააარსა და დღეისათვის აღიარებულია მსოფლიო ბალეტის ერთ-ერთ ძირითად თეატრად[155]. თეატრის ძირითადი მოედანი მდებარეობს მელბურნში. თეატრის რეპერტუარი წარმოდგენილია, როგორც კლასიკური ბალეტის სახით, ასევე თანამედროვე ქორეოგრაფების დადგმებით ავსტრალიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. 2010 წლისთვის თეატრმა წარმოადგინა დაახლოებით 200 წარმოდგენა ავსტრალიის საუკეთესო მოედნებზე — «მელბურნის კულტურის ცენტრში», «სიდნეის ოპერაში», «ადელაიდის საფესტივლო მოედანზე», «კუინზლენდის თეატრალურ ცენტრში»[156].

1970 წელს ქალაქ ადელაიდაში თეატრალური ფესტივლის ჩატარებისთვის დაიწყო «საფესტივალო მოედნის» (ინგლ. Adelaide Festival Centre) მშენებლობა, რომლის დირექტორი გახდა სერ რობერტ ჰელპმანი[157][158].

1973 წელს სიდნეიში აშენდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი თეატრალური შენობა — «სიდნეის ოპერის» (ინგლ. Sydney Opera House) შენობა, რომელიც გახდა სახლი «ავსტრალიის ოპერისათვის» (ინგლ. Opera Australia), რომლის დივაა (ინგლ. Diva) განთქმული ჯოან საზერლენდი.

1978 წელს გაიხსნა ავსტრალიის ერთ-ერთი ცნობილი თეატრი — სიდნეის თეატრი, რომლის სპექტაკლები ტარდება სიდნეის საოპერო თეატრის «დრამატულ სცენაზე»[159]. თეატრმა დიდება მოუტანა ისეთ მსახიობებს, როგორებიცაა მელ გიბსონი, ჯუდი დეივისი, ჰუგო უივინგი, დევიდ ვენჰამი და ტონი კოლეტი. დღეისათვის თეატრის მხატვრული ზელმძღვანელები არიან ოსკაროსანი მსახიობი ქალი კეიტ ბლანშეტი და მისი ქმარი, დრამატურგი და რეჟისორი ენდრიუ აპტონი.

1979 წელს ორი ღარიბი ახალგაზრდა მსახიობი, რომლებიც ასრულებდნენ როლებს სიდნეის თეატრის დადგმაში «გოდოს მოლოდინში», ერთ ორადგილიან ბინას ქირაობდნენ. ესენი იყვნენ ყველასათვის უცნობი მელ გიბსონი და ჯეფრი რაში[160]. გიბსონმა დაამთავრა დრამატული ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტი, სადაც მას სცენაზე დებიუტი ჰქონდა თავის ჯგუფელ ჯუდი დევისთან სტუდენტურ სპექტაკლში «რომეო და ჯულიეტა». 1979 წელს გიბსონი ფილმ «თავზეხელაღებული მაქსი»ს გადაღების შემდეგ მსოფლიოში აღიარებული ხდება[161]. რაში 1980-იან წლებში უერთდება თეატრ «შუქურას» ანსამბლს და იძენს ავსტრალიაში ყველაზე მოთხოვნადი თეატრალური მსახიობის რეპუტაციას, სანამ 1997 წელს არ მიიღო ოსკარი საუკეთესო მამაკაცის როლისთვის ფილმში «სიკაშკაშე».

1990 წელს შეიქმნა «ბელის შექსპირული ანსამბლი» (ინგლ. Bell Shakespeare Company), რომელიც უმალვე გახდა პოპულარული. ჯონი ო’კიფის და პიტერ ალენის მუზიკლებს(ინგლ. Peter Allen) საკმაო წარმატებები მოჰქონდა. ალენის მუზიკლმა «The Boy from Oz» დესკის დრამის და ტონის პრემია მიაღებინა მსახიობ ჰიუ ჯეკმენს.

ავსტრალიელი დრამატურგები, როგორებიცაა დევიდ უილიამსონი (ინგლ. David Williamson), ალან სეიმური (ინგლ. Alan Seymour), ნიკ ენრაიტი (ინგლ. Nick Enright) და ჯასტინ ფლემინგი (ინგლ. Justin Fleming)[162] ხშირად მიმართავდნენ ავსტრალიელებისთვის მთავარ თემებს. მაგალითად, სპექტაკლი «წელიწადში ერთადერთი დღე» (ინგლ. The One Day of the Year) ალან სეიმურის პიესის მიხედვით, მოთხრობილია ანზაკის დღის შესახებ — დარდანელის ოპერაციის დროს დამარცხების დღის მოსაგონრად. სპექტაკლში «ნჯაპარტჯი ნჯაპარტჯი» (ინგლ. Ngapartji Ngapartji) სკოტ რენკინის და ტრევორ ჯემისონის პიესის მიხედვით, მოთხრობილია უდაბნოში პიტჯანტჯატჯარას ხალხზე (ინგლ. Pitjantjatjara people) ბირთვული გამოცდების ზემოქმედებაზე. სპექტაკლი მკაფიო გამოხატულებაა ტრადიციული ავსტრალიელი აბორიგენების კულტურის ბერძნულ, ავღანურ, იაპონურ და ახალზელანდიურ კულტურებთან შერევისა[163].

ცირკი[რედაქტირება]

როგორც ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, ავსტრალიაში ცირკისათვის არ არსებობენ სტაციონარული შენობები. ცირკები მოგზაურობენ ქალაქიდან ქალაქში და შლიან შაპიტოებს სპეციალურად მომზადებულ მოედნებზე. ავსტრალიაში ყველაზე უფრო პოპულარული საცირკო ჯგუფებია:

  • Circus Oz — შტაბ-ბინა მელბურნში.
  • Cirque du Soleil — კვებეკში (კანადა) დაარსებულ ცირკს დღეისათვის აქვს წარმომადგენლობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ავსტრალიის ჩათვლით.

ჯგუფს, რომელიც გამოდის ავსტრალიის სხვადასხვა ქალაქებში, სახელით Moscow Circus არავითარი კავშირი მოსკოვის ცირკთან არ აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

ავსტრალიის ლიტერატურა — ინგლისურენოვანი ლიტერატურაა, რომელიც იქმნებოდა და იქმნება ავსტრალიის ტერიტორიაზე.

200 წელზე მეტი ხნის ავსტრალიის ლიტერატურის განვითარება იყოფა სამ პერიოდათ:

  • კოლონიალური, ანუ ინგლისურ-ავსტრალიური ეპოქა (1788—1880 წლები);
  • ეროვნული ეპოქა (1880—1920 წლები);
  • თანამედროვე ეპოქა (1920 წლიდან — დღევანდელ დღემდე).

ავსტრალიის პირველი ლიტერატურული ძეგლები გახდა ჯონ უაიტის (1756—1832), უოტკინ ტენჩის (1758—1833) და დევიდ კოლინზის (1756—1810) მემუარები და საგზაო ჩანაწერები, ხოლო ჯონ ტაკერმა თავის რომანებში მხატვრულად აღწერა კატორღელთა მძიმე ცხოვრება.

პირველი პოეტური ნაწარმოებები შექმნეს ჩარლზ ტომპსონმა (1806—1883) და ჩარლზ ვენტვორტმა (1790—1872). იმ დროის გამოჩენილი პოეტები იყვნენ ირლანდიელი კატორღელის შთამომავალი ჩარლზ გარპური (1813—1868) და ჰენრი კენდალი (1839—1882).

ავსტრალიის ლიტერატურის ეროვნული ეპოქა დაიწყო ყოველკვირეულმა გამოცემა «ბიულეტენმა» (ინგლ. The Bulletin), რომელიც დააარსეს ჟიულ ფრანსუა არჩიბალდმა და ჯონ ჰაინსმა. ამ გამოცემის მეშვეობით შეიძინა პოპულარობა ისეთმა პოეტებმა, როგორებიცაა ენდრიუ ბარტონ პატერსონი, ფსევდონიმით ბანჯო (1864—1941) თავისი ბალადებით ავსტრალიურ ბუშზე, ჩარლზ ბრენანი და ჯონ ნილსონი, რომლებიც უფრო მეტად ორიენტაციას აკეთებდნენ ინგლისურ და ფრანგულ ესტეთიზმზე და სიმბოლიზმზე. ჰენრი ლოუსონის (1867—1922) პოეზია სამოქალაქო ლირიკის საუკეთესო მაგალითია.

1920-იანი წლების დასაწყისიდან ავსტრალიის ლიტერატურა ევროპული და ამერიკული ლიტერატურული მიმდინარეობებისათვის უფრო ღია გახდა. ლირიკაში გახსნილობისკენ სწრაფვა დაეტყო ისეთი პოეტების ქმნილებებს, როგორებიცაა კ. მაკენზი, ჯეიმს მაკოლი, ალეკ დერვენტ ჰოუპი, რომლებისთვისაც დამახასიათებელია კომკრეტულად მგრძნობიარე ლექსები რეალურ სამყაროზე. ჯუდიტ რაიტი, ფრენსის უები და ბრიუს დეივი ისწრაფოდნენ პეიზაჟულ-სიმბოლიკური ლირიკისკენ და პიროვნულ პოეზიისკენ. როზმარი დობსონი და რ. დ. ფიცჯერალდი უპირატესობას აძლევდნენ ისტორიულ თემატიკას.

50-იან წლებში გამოჩნდა ეგრედ წოდებული მელბურნის უნივერსიტეტის (ინგლ. Melbourne University Poets) პოეზიური სკოლა, რომლის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ვინსენტ ბაკლი, რონალდ სიმპსონი, კრის უოლეს-კრები, ივენ ჯონსი, ნოელ მაკეინში, ენდრიუ ტეილორი. ამ სკოლის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებდნენ რთულ ფორმებს და ინტელექტუალურ ალუზიას. XXI საუკუნის დასაწყისის ავსტრალიის პოეზია წარმოდგენილია ლესლი ლებკოვიცის შემოქმედებით.

XX საუკუნის ავსტრალიურმა რომანმა გამოსცადა ამერიკული და ევროპული ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა. რომანების მთავარი თემა იყო ადამიანის შიდა სამყაროს ფსიქოლოგიური აღწერა, ავსტრალიის საზოგადოების საწყისების გამოკვლევა. 20-იანი წლების ტიპიური რომანი იყო გ. რიჩარდსონის «რიჩარდ მაჰოუნის ბედი», რომელშიც წარსულის ინტერესი ერწყმოდა სულიერი მარტოობის თემას. მსგავსი ტენდენციები შეიმჩნევა სხვა პროზაიკოსების ნამუშევრებში: მ. ბოიდი, ბრაიან პენტონი, მარჯორი ბერნარდი, ფლორა ელდერშოუ.

სოციალ-კრიტიკული თემები, კერძოდ ცხოვრების თემა გარეუბნებში, აინტერესებდათ ისეთ რომანტიკოსებს, როგორებიცაა კატარინა პრიჩარდი, ფრენკ დელბი დევიდსონი, ლეონარდ მანი, ფრენკ ჰარდი. სოციალური პრობლემების სატირული გაშუქება დამახასიათებელია ჰ. ჰერბერტის, სამნერ ლოკა ელიოტის, კ. მაკენზის შემოქმედებაში.

1973 წელს პროზაიკოსმა პატრიკ უაიტმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. მასთან ავსტრალიური კონტექსტით და სტილისტიკით ახლოსაა რ. შოუს, კრისტოფერ კოჰის, გეილ პორტერის ნაწარმოებები.

ავსტრალიური ნოველებმა ახალი აყვავება განიცადა XX საუკუნის 40-იან წლებში. ამ პერიოდის ავსტრალიურ ნოველებში დამახასიათებელია ჯეიმზ ჯოისის, ერნესტ ჰემინგუეის და ჯონ დოს პასოსის სტილისტიკის გავლენა. ნოველის ჟანრის განვითარებისათვის მთავარი იყო From Coast to Coast-ს ყოველწლიური ანტილოგიები, რომელსაც გამოსცემდა უეინს პალმერი. ნოველების მთავარი ავტორები არიან: თია ესტლი, მიურეი ბეილი, მარჯორი ბერნარდი, გევინ კესი, პიტერ კოვანი, ფრენკ მორჰაუზი, უეინს პალმერი, გეილ პორტერი, კრისტინა სტიდი და სხვები.

თვითმყოფადი ავსტრალიური დრამა განვითარდა მხოლოდ არტ-ნუვოს ეპოქაში. დრამის განვითარებას მთავარი თეორიული და პრაქტიკული იმპულსები მისცა ლუის ესონმა (1879—1943). ავსტრალიის გამოჩენილი დრამატურგებია: კატარინა პრიჩარდი (უფრო პოლიტიკური დრამა), უეინ პალმერი («შავი ცხენი», 1924), ბეტი როლანდი, ჰენრიეტა დრეიკ-ბროკმანი, დევიდ უილიამსი, ალექსანდრ ბუზო, ჯონ რომერილი, დოროთი ჰიუიტი, ალენ სეიმური, პიტერ კენა, ტომ ჰანგერფორდი, ტომას შეპკოტი.

არქიტექტურა[რედაქტირება]

ავსტრალიის არქიტექტურა მოიცავს ავსტრალიის და მისი მკვიდრი და კოლონიური საზოგადოების არქიტექტურას. კოლონიალური პერიოდის არქიტექტურული სტილი იმყოფებოდა ბრიტანული კულტურის ძლიერი გავლენის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის უნიკალურ კლიმატთან ადაპტაციის აუცილებლობამ და XX საუკუნის ახალმა სიომ მოიტანა ამერიკული ქალაქის დიზაინის მზარდი გავლენა, კულტურული გემოვნების დივერსიფიკაცია და მულტიკულტურალიზებული ავსტრალიური საზოგადოების უფრო მეტი მოთხოვნები.

კოლონიალურ პერიოდში პირველი ევროპული შენობები იყვნენ იმ დროის ევროპული მოდის შესაბამისები. სამთავრობო შენობები და მდიდრების სახლები შენდებოდა გეორგიანული არქიტექტურის (ინგლ. Georgian architecture) სტილში. ავსტრალიაში ოქროს ციებ-ცხელების დაწყებიდან XIX საუკუნის შუაში მელბურნში და სიდნეიში, და ნაკლები ხარისხით რეგიონალურ ცენტრებში, გაჩნდა დიდი შენობები, ვიქტორიანული არქიტექტურის სტილში. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არქიტექტურული სიო ავსტრალიის არქიტექტურაში იყო «ფედერაციული არქიტექტურის» (ინგლ. Federation architecture) სტილი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე და XX საუკუნის ბოლოს თანამედროვე სტილი.

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი ითამაშა ამერიკელმა არქიტექტორმა და ლანდშაფტების დიზაინერმა უოლტერ ბერლი გრიფინმა. მისი უნიკალური დიზაინის კვალი იკვეთება მელბურნის და სიდნეის გარეუბან კასლკრეგის შენობებზე. გრიფინის დაგეგმარებულ კასლკრეგს აქვს მთელი ორგანული მოდერნისტული სტილით აგებული რიგი სახლები, რომელიც ოსტატმა შეიმუშავა პრერის სკოლის შთაბეჭდილებების გავლენით, რომლის ჩარჩოებშიც ის მუშაობდა თავისი კარიერის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატებში. კოტეჯების უბრალო, ბრტყელი სახურავები, რომლებიც გრიფინმა ააშენა კანბერაში, გამოყენებულია ინოვაციური, დაპატენტირებული ბეტონით მშენებლობის მეთოდი.

როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყანებში, ავსტრალიური არქიტექტურის ფორმირებაში თავისი როლი ითამაშა სოციალურ-პოლიტიკურმა ფაქტორებმა. XX საუკუნის დასაწყისში ავსტრალიის ყველა ქალაქში აკრძალული იყო 150 ფუტზე (45 მეტრი) უფრო მაღალი შენობების აშენება, რაც ხელს უშლიდა ცათამბჯენების მშენებლობის განვითარებას ამერიკულ სტილში იქამდე, სანამ აკრძალვა არ მოიხსნა 1950-იანი წლების ბოლოს. ასევე პოპულარული გახდა «ავსტრალიური ოცნების» არსი, როდესაც ოჯახები ისწრაფვიან ჰქონდეთ საკუთარი სახლები მიწის ნაკვეთით.

1960-იან წლებში, XVIII საუკუნის ისტორიული შენობების დანგრევის და პარკულ ზონაში ნაგებობების მშენებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით (მაგალითად, სიდნეის სამეფო ბოტანიკური ბაღი), დაიწყო ცათამბჯენების ბუმი, განსაკუთრებით სიდნეიში.

XXI საუკუნეში, ბევრმა ავსტრალიელმა არქიტექტორმა დიზაინთან მიმართებაში მიიღო ავანგარდისტული მიდგომა, რამაც ხელი შეუწყო ნამდვილი უნიკალური შენობების შექმნას, რომლებიც გამოხატავდნენ ავსტრალიის კულტურას და ფასეულობებს. შედეგად ავსტრალიის გამოცდილება იწყებს გაავრცელოს თავისი გავლენა უცხოეთში, და არა პირიქით, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა.

საცხოვრებელი არქიტექტურის ცნობილ ავსტრალიელ არქიტექტურულ სტილებს შორისაა — «კუინზლანდერი» (ინგლ. Queenslander, ქალაქის ხის კერძო სახლები ხიმინჯებზე, ჰაერის კარგი ცირკულაციისათვის და ტერმიტებისგან დასაცავად), ასევე «ფედერაციული არქიტექტურა» (ინგლ. Federation architecture, პოპულარული იყო 1890—1920 წლებში). ავსტრალიის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებს შორისაა: — სიდნეის ოპერის თეატრი, სამეფო საგამოფენო დარბაზი და ავსტრალიის საპატიმროები.

მასმედია[რედაქტირება]

ავსტრალიის მასმედია ეკონომიკის მთავარი კომპონენტია. იგი ყველასათვის მისაღებია და ემსახურება აუდიტორიის ფართე სპექტრს. ავსტრალიის ოჯახთა 99 %-ს აქვს ტელევიზორი, ყველა ოჯახს აქვს უკიდურეს შემთხვევაში ერთი რადიომიმღები.

საზოგადოებრივი მედია[რედაქტირება]

ავსტრალიაში ორი მედია კომპანია ფინანსირდება სახელმწიფოს მიერ: ავსტრალიის რადიოსამაუწყებლო კორპორაცია (ABC) და სპეციალური სამაუწყებლო სერვისი (SBS). ორივე მოსახლეობას წარუდგენს უფასო ტრანსლიაციებს სატელევიზიო ეთერით, რადიოთი და ინტერნეტით. ორივე ეკუთვნის ავსტრალიის მთავრობას.

ტელემაუწყებლობა[რედაქტირება]

ავსტრალიაში პირველად ტელევიზია გაიხსნა 1956 წელს, პიონერები გახდნენ ახალი სამხრეთი უელსის და ვიქტორიის შტატები. ბოლო შტატი, სადაც 1971 წელს გამოჩნდა ტელევიზია, გახდა ჩრდილოეთი ტერიტორია. ფერადი ტელევიზორი პირველად გამოჩნდა 1975 წელს[164].

საზოგადოებრივი ტელევიზიების გარდა, რომლებიც ავსტრალიის თითქმის მთელი მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი, არსებობს სამი ძირითადი კომერციული სატელევიზიო არხი: Nine Network, Seven Network და Network Ten, ისინი ფარავენ ქვეყნის მჭიდროდდასახლებული ქალაქების უმრავლესობას. პროვინციებში არჩევანი გაცილებით შეზღუდულია, ხშირად ადგილობრივი ახალი ამბები ეთერში გადის მოკლე გამოშვებების სახით ერთ-ერთი მსხვილი არხით. ასეთი რეგიონალური არხის მაგალითია Imparja.

ციფრული მაუწყებლობა დაიწყო 2001 წლის 1 იანვრიდან. ანალოგიური მაუწყებლობა საწყის ეტაპზე იგეგმებოდა ჩართულიყო 2008 წლისთვის, მაგრამ ის გადაიდო 2013 წლისთვის.

2000-იანი წლების დასაწყისში ცხარე დებატების შემდეგ შენარჩუნდა 1992 წლის კანონპროექტი, რომელიც უკრძალავდა უცხოურ ფირმებს ეყიდა 20 %-ზე მეტი ადგილობრივი ტელერადიოკომპანია.

ფასიანი ტელევიზიები[რედაქტირება]

ავსტრალიელ ოჯახთა დაახლოებით 25 %-ს 2005 წლის ბოლოსათვის ჰქონდათ ფასიანი ტელევიზიით მომსახურების შესაძლებლობა. საქალაქო რაიონებში ძირითადი ოპერატორები არიან Foxtel და Optus, ასევე Austar რეგიონალურ და სასოფლო რაიონებში. უფრო მცირე ოპერატორებია - Selectv და UBI World TV.

რადიო[რედაქტირება]

ქვეყანაში პირველი რადიოგადაცემა განხორციელდა 1923 წლის 13 ნოემბერს რადიოსადგურით ​​2SB (შემდგომში 2BL) სიდნეიში. ავსტრალიის რადიოსამაუწყებლო კორპორაციამ მაუწყებლობა დაიწყო 1932 წელს[165].

დღეისათვის მუშაობს 274 კომერციული (რეკლამის ხარჯზე) და 341 საზოგადოებრივი (ფინანსდება სახელმწიფოს მიერ) რადიოსადგური[166].

პრესა[რედაქტირება]

ყოველდღიურ გაზეთებს შორისაა: 2 ეროვნული, 10 შტატების / ტერიტორიის გაზეთი, 37 რეგიონალური და 470 სხვა ადგილობრივი და საგარეუბნო გაზეთი. ყველა ძირითადი გაზეთი ეკუთვნის ან News Limited-ს, News Corporation-ის შვილობილ კომპანიას, ან Fairfax Media-ს. ყველაზე ცნობილ გაზეთებს შორისაა — Sydney Morning Herald, Daily Telegraph, Herald Sun (მელბურნი) და ყველაზე უფრო გავლენიანი ფინანსური გაზეთი The Australian Financial Review. არსებობს რამდენიმე პოპულარული დამოუკიდებელი ახალი ამბების წყარო, მათ შორის ონლაინ-ჟურნალი Crikey.

ავსტრალიაში გამოცემული 1600 ჟურნალიდან, 30-ს აქვს ტირაჟი 80 000-ზე მეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Continental Extremities. Geoscience Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-03-ში. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი 2011.
  2. UNEP World Conservation Monitoring Centre. (1980)Protected Areas and World Heritage - Great Barrier Reef World Heritage Area. Department of the Environment and Heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან 2006-08-31-ში. წაკითხვის თარიღი: 31-03-2008.
  3. 3.0 3.1 Longest Rivers. Geoscience Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-03-ში. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი 2011.
  4. Williams, J. et al. 2001. Biodiversity, Australia State of the Environment Report 2001 (Theme Report). — CSIRO Publishing on behalf of the Department of the Environment and Heritage, Canberra. — ISBN 0-643-06749-3 .pdf[მკვდარი ბმული]
  5. Van Dyke, S. and Strahan, R. (eds.) (2008) The Mammals of Australia, Third Edition, New Holland / Queensland Museum, Brisbane ISBN 9781877069253
  6. Menkhorst, P. and Knight, F. (2001) A Field Guide to the Mammals of Australia, Oxford University Press, Melbourne ISBN 0-19-550870-X
  7. Wilson, D. E., & Reeder, D. M. ed. (2005) Mammal Species of the World, (3rd ed.). Johns Hopkins University Press. pp. 1-70. ISBN 0-801-88221-4.
  8. The Reptile Database: Australia
  9. ავსტრალიის ფრინველთა სია.
  10. Halliday Robert B. (1998). Mites of Australia: A Checklist and Bibliography. CSIRO (Australia) Series: Monographs on invertebrate taxonomy; vol 5. Csiro Publishing. 1998. Pp.1870— 2842. ISBN 0-643-06370-6
  11. CSIRO. 2004. Standard Names of Australian Fish
  12. Peter Hiscock (2008). Archaeology of Ancient Australia. Routledge: London. ISBN 0-415-33811-5.
  13. John Mulvaney and Johan Kamminga (1999). Prehistory of Australia. Allen and Unwin, Sydney. ISBN 1 864489502.
  14. Ron Laidlaw «Aboriginal Society before European settlement» in Tim Gurry (ed) (1984) The European Occupation. Heinemann Educational Australia, Richmond. p. 40. ISBN 0 85859 2509.
  15. Gillespie, Richard (2002). „Dating the First Australians (full text)“ (PDF). Radiocarbon 44 (2): გვ. 455—472. წაკითხვის თარიღი: 2010-12-07. 
  16. Bowler, J. M. 1971. Pleistocene salinities and climatic change: Evidence from lakes and lunettes in southeastern Australia. In: Mulvaney, D. J. and Golson, J. (eds), Aboriginal Man and Environment in Australia. Canberra: Australian National University Press, pp. 47—65.
  17. The Indigenous Collection. The Ian Potter Centre: NGV Australia. National Gallery of Victoria. დაარქივებულია ორიგინალიდან 2010-12-06-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-12-06.
  18. Environment.gov.au. Environment.gov.au (2011-07-08). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-07-14.
  19. Environment.gov.au. Environment.gov.au (2011-07-08). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-07-14.
  20. Indigenous art. Australian Culture and Recreation Portal. Australia Government. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-09-26.
  21. Australia. (2011-07-01)Australianmuseum.net.au. Australianmuseum.net.au. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-07-14.
  22. Julia Clark (c. 1992) «Aboriginal People of Tasmania», p. 3 in Aboriginal Australia, produced by Aboriginal and Torres Strait Islander Commission (ATSIC) ISBN 0-644-24277-9.
  23. Richard Broome (1984) Arriving, p. 6.
  24. Richard Broome (1984) Arriving, p. 8.
  25. McIntyre, K. G. (1977) The Secret Discovery of Australia, Portuguese ventures 200 years before Cook, Souvenir Press, Menindie ISBN 028562303 6.
  26. Robert J. King, «The Jagiellonian Globe, a Key to the Puzzle of Jave la Grande», The Globe: Journal of the Australian Map Circle, no. 62, 2009, pp. 1—50.
  27. J. P. Sigmond and L. H. Zuiderbaan (1979) Dutch Discoveries of Australia. Rigby Ltd, Australia. p. 19—30 ISBN 0-7270-0800-5.
  28. ADB.online.anu.edu.au. ADB.online.anu.edu.au. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-07-14.
  29. NLA.gov.au. NLA.gov.au. დაარქივებულია ორიგინალიდან 2006-09-06-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-07-14.
  30. ADBonline.anu.edu.au. ADBonline.anu.edu.au. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-07-14.
  31. Serle, Percival (1949). „Tasman, Abel“. Dictionary of Australian Biography. Sydney: Angus and Robertson. http://gutenberg.net.au/dictbiog/0-dict-biogT-V.html#tasman1.
  32. Edward Duyker (ed.) The Discovery of Tasmania: Journal Extracts from the Expeditions of Abel Janszoon Tasman and Marc-Joseph Marion Dufresne 1642 & 1772, St David’s Park Publishing/Tasmanian Government Printing Office, Hobart, 1992, pp. 106, ISBN 0-7246-2241-1.
  33. Andrew Cook, Introduction to An account of the discoveries made in the South Pacifick Ocean / by Alexander Dalrymple; first printed in 1767, reissued with a foreword by Kevin Fewster and an essay by Andrew Cook, Potts Point (NSW), Hordern House Rare Books for the Australian National Maritime Museum, 1996, pp. 38—9.
  34. Davison, Hirst and Macintyre, pp. 157, 254.
  35. Davison, Hirst and Macintyre, pp. 464—65, 628—29.
  36. Davison, Hirst and Macintyre, p. 678.
  37. Davison, Hirst and Macintyre, p. 464.
  38. Davison, Hirst and Macintyre, p. 470.
  39. Davison, Hirst and Macintyre, p. 598.
  40. Davison, Hirst and Macintyre, p. 679.
  41. Convict Records Public Record office of Victoria.
  42. 1300.1 — New South Wales Year Book, 1998. Australian Bureau of Statistics (1988). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში.
  43. Briscoe, Gordon; Smith, Len (2002). The Aboriginal Population Revisited: 70,000 years to the present. Canberra, Australia: Aboriginal History Inc, გვ. 12. ISBN 9780958563765. 
  44. „Smallpox Through History“. Smallpox Through History. http://encarta.msn.com/media_701508643/Smallpox_Through_History.html.
  45. Tatz, Colin. (1999)Genocide in Australia. AIATSIS Research Discussion Papers No 8. Australian Institute of Aboriginal and Torres Strait Islander Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან 2005-08-08-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-09-13.
  46. Davison, Hirst and Macintyre, pp. 72—73.
  47. Mark, David. (27 August 2009)Rudd calls for end to 'history wars'. Australian Broadcasting Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-04-23.
  48. Dawkins, Kezia. (1 February 2004)1967 Referendum. Australian Broadcasting Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-30.
  49. Davison, Hirst and Macintyre, pp. 5—7, 402.
  50. Davison, Hirst and Macintyre, pp. 283—85.
  51. Davison, Hirst and Macintyre, pp. 227—29.
  52. Davison, Hirst and Macintyre, p. 556.
  53. Davison, Hirst and Macintyre, pp. 138—39.
  54. Colonial Defence and Imperial Repudiation“, 13 November 1860. წაკითხვის თარიღი: 2010-04-04. 
  55. Davison, Hirst and Macintyre, pp. 243—44.
  56. Otto, Kristin. (25 June — 9 July 2007)When Melbourne was Australia’s capital city. University of Melbourne. დაარქივებულია ორიგინალიდან 2008-09-12-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-29.
  57. (1957) Official year book of the Commonwealth of Australia. Australian Bureau of Statistics. წაკითხვის თარიღი: 2010-03-29. 
  58. Bean, C. Ed. Volume I — The Story of Anzac: the first phase. — First World War Official Histories 11th Edition. — 1941.
  59. Stuart Macintyre, The Oxford History of Australia: vol 4 (1986), p. 142.
  60. First World War 1914—1918. Australian War Memorial. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2006-12-05.
  61. Tucker, Spencer (2005). Encyclopedia of World War I. Santa Barbara, CA: ABC-CLIO, გვ. 273. ISBN 1-85109-420-2. წაკითხვის თარიღი: 2010-05-07. 
  62. Macintyre, 151—53.
  63. Reed, Liz (2004). Bigger than Gallipoli: war, history, and memory in Australia. Crawley, WA: University of Western Australia, გვ. 5. ISBN 1-920694-19-6. 
  64. Nelson, Hank (1997). „Gallipoli, Kokoda and the Making of National Identity“. Journal of Australian Studies 53 (1): გვ. 148—60. 
  65. Davison, Hirst and Macintyre, p. 609.
  66. Statute of Westminster Adoption Act 1942 (Cth). National Archives of Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-30.
  67. Davison, Hirst and Macintyre, pp. 22—23.
  68. Davison, Hirst and Macintyre, p. 30.
  69. Davison, Hirst and Macintyre, pp. 338—39, 681—82.
  70. Davison, Hirst and Macintyre, pp. 442—43.
  71. Australia Act 1986. Australasian Legal Information Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-06-17.
  72. 1999 Referendum Report and Statistics — Key results. Australian Electoral Commission (8 June 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში.
  73. Woodard, Garry. “Whitlam turned focus on to Asia“, The Age, 11 November 2005. წაკითხვის თარიღი: 2010-03-30. 
  74. Thompson, Roger C. (1994). The Pacific Basin since 1945: A history of the foreign relations of the Asian, Australasian, and American rim states and the Pacific islands. Longman. ISBN 0-582-02127-8. 
  75. მოსახლეობის აღწერა (2011)
  76. 2914.0.55.002 – 2006 Census of Population and Housing: Media Releases and Fact Sheets, 2006. Abs.gov.au (27 June 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-05-31-ში. წაკითხვის თარიღი: 7 September 2010.
  77. Central Intelligence Agency. Cia.gov. წაკითხვის თარიღი: 2012-07-24.
  78. Field listing – GDP (official exchange rate), CIA World Factbook
  79. Tim Colebatch. “Economic Irrationalism“, Sydney Morning Herald, 24 October 2009. წაკითხვის თარიღი: 2012-07-25. 
  80. Australia’s trade with East Asia, the Americas, and the European Union: 2010 |Australian Government Department of Foreign Affairs and Trade
  81. http://wfe.if5.com/ReportGen.aspx?year=2012&month=10&currency=usd&type=pdf&idTable=0
  82. http://www.sfc.hk/web/doc/EN/research/stat/a01.pdf
  83. Australia's 40 Largest Companies“, Forbes, 3 December 2007. 
  84. International agreements on trade and investment. Austrade. წაკითხვის თარიღი: 11 September 2011.
  85. Australia New Zealand Closer Economic Agreement (ANZCERTA). Austrade.gov.au (1 January 2007). წაკითხვის თარიღი: 11 September 2011.
  86. 86.0 86.1 Australia wealthiest nation in world: report. Finance.ninemsn.com.au (20 October 2011). წაკითხვის თარიღი: 2012-07-24.
  87. The Australian economy: Downwonder The "lucky country" may not be so for too much longer“, The Economist, 29 March 2007. წაკითხვის თარიღი: 11 June 2011. 
  88. Department of Foreign Affairs and Trade (2003). Advancing the National Interest, Appendix 1[მკვდარი ბმული]
  89. PRO-POL: Probabilistic interest rate setting project - CAMA - ANU
  90. Australian Government, DFAT, Composition of Trade Australia 2008–09 http://web.archive.org/web/20110317002414/http://www.dfat.gov.au/publications/stats-pubs/cot_fy_2008_09.pdf
  91. 91.0 91.1 Economy grows but some non-mining states in recession.
  92. Tim Colebatch. “State close to recession“, Sydney Morning Herald, 8 March 2012. წაკითხვის თარიღი: 2012-07-25. 
  93. Tim Colebatch. “No place for political stunts in tackling economic crisis“, Sydney Morning Herald, 24 October 2009. წაკითხვის თარიღი: 2012-07-25. 
  94. Non-mining Australia “in recession” last quarter | | MacroBusiness
  95. David Walsh: MONA economic benefits for Tasmania. Crikey (8 June 2012). წაკითხვის თარიღი: 2012-07-24.
  96. South Australia is in recession, Westpac warns. adelaidenow (4 April 2012). წაკითხვის თარიღი: 2012-07-24.
  97. Rate cut may save NSW sliding into recession. The Daily Telegraph (10 June 2012). წაკითხვის თარიღი: 2012-07-24.
  98. Victoria in a state of decay“, Herald Sun, 10 March 2012. 
  99. State close to recession – National News – National – General. Melbourne Times Weekly (8 March 2012). წაკითხვის თარიღი: 2012-07-24.
  100. Creighton, Adam. “Reserve Bank governor says Australia has long had a two-speed economy“, The Australian, 8 June 2012. 
  101. Smith, Adam. “HIA bursts Swan's economic bubble“, 07 Jun 2012. წაკითხვის თარიღი: 2015-03-18. 
  102. Banking made tricky by '10-speed' economy: Clyne“, The Sydney Morning Herald, 14 August 2012. 
  103. Tim Colebatch. “No place for political stunts in tackling economic crisis“, The Age, 24 October 2009. წაკითხვის თარიღი: 2012-07-24. 
  104. Flow across Tasman tipped to reverse. Stuff.co.nz (9 June 2012). წაკითხვის თარიღი: 2012-07-24.
  105. Warning to drop recession row. Australian Broadcasting Corporation (7 June 2012). წაკითხვის თარიღი: 2012-07-24.
  106. Giddings rejects figures. The Mercury – The Voice of Tasmania (7 June 2012). წაკითხვის თარიღი: 2012-07-24.
  107. Australia: Victorian premier removed as state slides into recession - World Socialist Web Site
  108. http://www.melbournetimesweekly.com.au/story/1345419/victoria-sa-tasmania-slide-into-recession/?cs=12
  109. ქეთი ლინი 2012.
  110. New reference reveals facts about Australian farming Retrieved 2011-1-30.
  111. Shaw, John H., «Collins Australian Encyclopedia», William Collins Pty Ltd., Sydney, 1984, ISBN 0-00-217315-8.
  112. Citrus Industry Annual Reports. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-01-24.
  113. Apple and Pear Industry Annual Reports. Horticulture Australia, Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-01-24.
  114. Banana Industry Annual Reports. Horticulture Australia, Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-01-24.
  115. Chestnut Industry Annual Reports. Horticulture Australia, Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-01-24.
  116. Potato Industry Annual Reports. Horticulture Australia, Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-01-24.
  117. 117.0 117.1 Vegetable Industry Annual Reports. Horticulture Australia, Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-01-24.
  118. Mango Industry Annual Reports. Horticulture Australia, Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-01-24.
  119. Pineapple Industry Annual Reports. Horticulture Australia, Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-01-24.
  120. The Tasmanian Poppy Industry: A Case Study of the Application of Science and Technology. Australian Society of Agronomy. წაკითხვის თარიღი: 2012-01-24.
  121. Leaders in Poppy Production. GlaxoSmithKline Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-02-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-01-24.
  122. Country Leader newspaper, 15 February 2010, Record high for foreign demand, p. 5, Rural Press, Tamworth, NSW.
  123. Pink angers Australian government“, BBC News, 20 December 2006. წაკითხვის თარიღი: 2007-01-09. 
  124. Peter Wilkinson. (8 November 2004)In the News. Australian Wool Growers Association. დაარქივებულია ორიგინალიდან 2006-09-24-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-01-09.
  125. http://www.abareconomics.com/interactive/ausNZ_ag/htm/au_change.htm Retrieved 25-01-09
  126. 126.0 126.1 Transport in Australia. iRAP. დაარქივებულია ორიგინალიდან 2008-07-05-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-02-17.
  127. Urban Australia: Where most of us live
  128. 128.0 128.1 CIA World Fact Book
  129. 1301.0 — Year Book Australia, 2005
  130. http://www.gsr.com.au/trains.htm[მკვდარი ბმული]
  131. Our Water, Our Future — Goldfields Superpipe
  132. Our Water, Our Future — Sugarloaf Pipeline
  133. Our Water, Our Future — Wimmera-Mallee Pipeline
  134. Our Water, Our Future — Melbourne-Geelong Pipeline
  135. Life expectancy. Australian Bureau of Statistics. წაკითხვის თარიღი: 16 August 2012.
  136. Smoking – A Leading Cause of Death. The National Tobacco Campaign.
  137. About Overweight and Obesity. Department of Health and Ageing. დაარქივებულია ორიგინალიდან 7 May 2010-ში.
  138. Health care in Australia. About Australia. Department of Foreign Affairs and Trade (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან 4 April 2010-ში.
  139. 139.0 139.1 Biggs, Amanda. (29 October 2004)Medicare – Background Brief. Parliament of Australia: Parliamentary Library. Commonwealth of Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან 14 April 2010-ში. წაკითხვის თარიღი: 16 April 2010.
  140. Australian Taxation Office. (19 June 2007)What is the Medicare levy?. Australian Taxation Office website. Australian Government. დაარქივებულია ორიგინალიდან 10 June 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 17 April 2010.
  141. ცეკვები ავსტრალიელი აბორიგენების ენციკლოპედიაში (ინგლ. Encyclopaedia of Aboriginal Australia), ტომი 1 — ფურცლები 255—257
  142. ანსამბლის ისტორია
  143. The Australian Ballet-ის ანსამბლის შესახებ
  144. Australian indigenous ceremony - song, music and dance - australia.gov.au
  145. 145.0 145.1 Our Country’s Good: The Recruiting Officer
  146. 146.0 146.1 Theatre Royal — a great night out!
  147. His Majestys Theatre: History of Western Australia’s most-loved heritage icon
  148. capitoltheatre
  149. Australia Dancing — Corroboree
  150. Bangarra Dance Theatre.
  151. Cookies must be enabled. // The Australian
  152. The man behind Dame Edna Everage. // BBC NEWS|Entertainment
  153. NIDA About Us — National Institute of Dramatic Art — NIDA
  154. Our Story — The Arts Centre — the home of the performing arts in Melbourne
  155. The Australian Ballet: History.
  156. The Australian Ballet: About us.
  157. History — Adelaide Festival Centre.
  158. Robert Helpmann.
  159. Sydney Theatre Company - About
  160. Geoffrey Rush: Full of surprises. // BBC News|ENTERTAINMENT
  161. Mel Gibson Biography — Yahoo! Movies
  162. Play search. // AustralianPlays.org
  163. Review: Ngapartji Ngapartji, Belvoir Street Theatre. // thetelegraph.com.au
  164. Aus. TV history
  165. Celebrating 100 Years of Radio - History of ABC Radio
  166. Department of Broadband, Communications and the Digital Economy Updated: 3/5/10