მაგმატიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაგმატიზმიმაგმის გამოდნობის, კრისტალიზაციის, გადაადგილებისა და შემცველ ქანებთან ურთიერთქმედების პროცესები. დედამიწის ქერქის გეოლოგიური ისტორიისა და სტრუქტურის შესაბამისად განარჩევენ გეოსინკლინურ, ბაქნურ, ოკეანური (რიფტების, კუნძულთა რკალებისა და დედამიწის ცხელი ლაქების) და აქტივიზებული არეების მაგმატიზმებს; მაგმის გაცივების სიღრმის მიხედვით — აბისალურ, ჰიპაბისალურ, სუბვულკანურსა და ზედაპირულ მაგმატიზმებს, ხოლო მაგმის შედგენილობის მიხედვით — ულტრაფუძე, ფუძე, მჟავა და ტუტე მაგმატიზმებს.

მაგმატიზმი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს გეოსინკლინებში; მისი გამოვლინების ცალკეული ფორმა დაკავშირებულია გეოსინკლინის განვითარების გარკვეულ ეტაპთან. თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში მაგმატიზმი განსაკუთრებით ფართოდ არის განვითარებული წყნაროკეანურ გეოსინკლინურ სარტყელში, შუაოკეანურ ქედებზე, აფრიკის რიფტულ ზონაში, ხმელთაშუა ზღვის აუზში და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]