ჯილონგი
Jump to navigation
Jump to search
ქალაქი | ||
---|---|---|
ჯილონგი ინგლ. Geelong | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
შტატი | ვიქტორია | |
კოორდინატები | 38°09′00″ ს. გ. 144°21′00″ ა. გ. / 38.15000° ს. გ. 144.35000° ა. გ. | |
დაარსდა | 1838 | |
ფართობი | 1240 კმ² | |
ცენტრის სიმაღლე | 14 მეტრი | |
მოსახლეობა | 143 921 კაცი (2011) | |
სიმჭიდროვე | 116,07 კაცი/კმ² | |
სასაათო სარტყელი | UTC+10 | |
ოფიციალური საიტი | geelong.vic.gov.au | |
| ||
ჯილონგი (ინგლ. Geelong) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში. 2011 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 143 921 ადამიანს[1]. ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით ქალაქ ჯილონგს 12-ე ადგილი უკავია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 116,07 ადამიანს. ფართობი — 1240 კმ². ჯილონგი 75 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნს. ჯილონგის ირგვლივ შექმნილია აგლომერაცია, რომლის შემადგენლობაშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი. ჯილონგი დაარსდა 1836 წელს. გაშენებულია პორტ-ფილიპის ყურის სანაპიროზე, ჯილონგში ჩამოედინება მდინარე ბარვონი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 552.7 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Official Geelong Government Site დაარქივებული 2010-01-09 საიტზე Wayback Machine.
- Official Website of the Geelong Otway Tourism Region of the Great Ocean Road
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|