შინაარსზე გადასვლა

ევრაზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევრაზიის კონტინენტი

ევრაზიადედამიწის ყველაზე დიდი კონტინენტი[1], მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (გარდა ზოგიერთი კუნძულისა). საერთო ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 53,4 მლნ კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 4,1 მილიარდს. კონტინენტს გარს აკრავს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, წყნარი, ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები და მათი ზღვები. კუნძულების ფართობი 3,75 მლნ კმ²-ია.[2]

ევრაზიაში შედის ორი კონტინენტური ნაწილი: ევროპა და აზია. მათ შორის საზღვარი გადის შემდეგ ხაზზე: ურალის მთები, მდინარე ვოლგა, მდინარე ემბა, მდინარე კუმა, კუმა-მანიჩის ღრმული, მდინარე მანიჩი, კავკასიონის ჩრდილოეთ დაბოლოება, შავი ზღვა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები.


იხილეთ აგრეთვე

  1. Nield, Ted. Continental Divide. Geological Society. ციტირების თარიღი: 8 August 2012
  2. Итенберг И. М., Колосова Л. Н. Атлас мира. — Главное управление геодезии и картографии. Министерство геологии и охраны недр СССР, 1962. — стр. 51, 84, 165 c., 250000 экз.