მაკაი (ავსტრალია)
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
მაკაი ინგლ. Mackay | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | კვინსლენდი |
კოორდინატები | 21°08′28″ ს. გ. 149°11′10″ ა. გ. / 21.14111° ს. გ. 149.18611° ა. გ. |
დაარსდა | 1862 |
პირველი ხსენება | 1860 |
ცენტრის სიმაღლე | 10 მ |
მოსახლეობა | 74 219 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+10 |
საფოსტო ინდექსი | 4740 |
ოფიციალური საიტი | mackay.qld.gov.au |
მაკაი (ინგლ. Mackay) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 74 219 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლებობის მიხედვით ამ ქალაქს 21–ე ადგილი უკავია. მაკაი შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენიდან დაშორებულია 972 კილომეტრით, ქალაქ კერნზიდან 737 კილომეტრით. მდებარეობს ზღვის დონიდან 10 მეტრზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მაკაი დაარსდა 1862 წელს, ქალაქის სტატუსი კი მიიღო 1903 წელს. იგი გაშენებულია ტასმანიის ზღვის სანაპიროზე.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე ცხელი თვეებია დეკემბერი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 1533.4 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-02-20.
|