ტორენსის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტორენსის ტბა
სტიუარტ-კრიკი ტორენსის ტბასთან ერთად (უკან)
სტიუარტ-კრიკი ტორენსის ტბასთან ერთად (უკან)
კოორდინატები: 31°02′40″ ს. გ. 137°51′35″ ა. გ. / 31.04444° ს. გ. 137.85972° ა. გ. / -31.04444; 137.85972
მდებარეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ტერიტორიული ერთეული სამხრეთი ავსტრალია
სიმაღლე ზღვის დონიდან 28 
სიგრძე 250 კმ
სიგანე 30 კმ
ფართობი 5745 კმ²
მაქსიმალური სიღრმე
ტორენსის ტბა — ავსტრალია
ტორენსის ტბა
ტორენსის ტბა — სამხრეთი ავსტრალია
ტორენსის ტბა

ტორენსის ტბა (ინგლ. Lake Torrens) — გაუდინარი მლაშე ტბა ავსტრალიაში, სამხრეთ ავსტრალიაში. მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში, ფლინდერსის ქედის დასავლეთით, ზღვის დონიდან 28 მ სიმაღლეზე. გაწოლილია ქალაქ პორტ-ოგასტიდან 65 კმ-ში, ხოლო ქალაქ ადელაიდიდან ჩრდილოეთთ 345 კმ-ში. ფართობი ძლიერ ცვალებადია სეზონის მიხედვით: ზამთარში, წვიმების შემდეგ, ფართობი აღწევს 5,7 ათ. კმ²-ს, ზაფხულში თითქმის მთლიანად შრება და იფარება მარილის ქერქით. მაქსიმალური სიგრძე 250 კმ, სიგანე 30 კმ, მაქსიმალური სიღრმე 1 მ. ირგლივ ბუჩქნარები გვხვდება, მათ შორის ნაცარქათამა. უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში ტორენსი მთლიანად მხოლოდ ერთხელ აივსო. ტბა აღმოაჩინა ედვარდ ჯონ ეირმა 1839 წელს, შემდეგი 20 წლის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ტორენსის ტბა ნალის ფორმის დიდი წყალმარჩხი მარილიანი ტბაა, რომელიც შემოზღუდავს ფლინდერსის ქედს და აბრკოლებს გზას ქვეყნის შიდა ნაწილში. პირველი ევროპელი, რომელმაც დაძლია აღნიშნული ბარიერი იყო ოგასტეს ჩარლზ გრეგორი. ტბა წყლით აივსო 1897 წელს და კვლავ 1989 წლის აპრილში. დაახლოებით 35 000 წლის წინ წყალი ტბაში სუსტად მარილიანი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მარილიანობის ხარისხმა მოიმატა. ტბას სახელი უწოდა ედვარდ ჯონ ეირმა ბრიტანელი ოფიცერისა და ეკონომისტის რობერტ ტორენსის პატივსაცემად. ამჟამად შედის ტორენსის ტბის ეროვნული პარკის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]