აღმოსავლეთი ნახევარსფერო
აღმოსავლეთი ნახევარსფერო (ინგლისურენოვან ლიტერატურაში: აღმოსავლეთი ჰემისფერო) — დედამიწის ნახევარსფერო, რომელიც მდებარეობს გრინვიჩის მერიდიანის აღმოსავლეთით და 180-ე მერიდიანის დასავლეთით.[1] აღმოსავლეთი ნახევარსფერო აღნიშნავს ევროპის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის კონტინენტებს, საპირისპიროდ დასავლეთი ნახევარსფეროსა, რომელიც ამერიკას მოიცავს. გარდა ამისა, ტერმინი „აღმოსავლეთი ნახევარსფერო“ კულტურული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც „ძველი სამყაროს“ სინონიმი.
აღმოსავლეთი და დასავლეთი ნახევარსფეროების დემარკაციის ხაზს დაუსაბუთებელი შეთანხმება წარმოადგენს, განსხვავებით ეკვატორისგან (წარმოსახვითი გადაკვეთის ხაზი დედამიწის ზედაპირის სიბრტყეზე), რომელიც ჰყოფს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს. ნულოვანი მერიდიანი (გრძედისა) და დემარკაციული ხაზი, დაახლოებით გრძედის 180-ე მერიდიანი პირობითად მიღებული საზღვრებია, რამეთუ ისინი აღმოსავლეთ გრძედს დასავლეთ გრძედისაგან ყოფენ.
აღნიშნული შეთანხმება დაიდო 1884 წელს მერიდიანის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა. აღნიშნული დადგენილი საზღვრების მიხედვით დასავლეთი ევროპა, აფრიკა და აღმოსავლეთი რუსეთი ექცევა დასავლეთ ნახევარსფეროში, ხოლო ევრაზია და აფრიკა როგორც წესი, მოქცეულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროში.
აღმოსავლეთი ნახევარსფეროში მოქცეულია როგორც ხმელეთი ისე წყალი. ხმელეთის უმაღლესი წერტილია ევერესტი (8848 მ), ხოლო უდაბლესი მკვდარი ზღვა (– 423 მ). ამასთანავე აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ხმელეთი უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთ ნახევარსფეროში. ინდოეთის, ატლანტისა და წყნარის ოკეანეები აგრეთვე აღმოსავლეთი ნახევარსფეროს შემადგენელი ნაწილებია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Latitude and Longitude დაარქივებული 2008-06-09 საიტზე Wayback Machine. at britannica.com, accessed 2008-05-24