შინაარსზე გადასვლა

მდინარის ჩამონადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მდინარეული ჩამონადენი)
მდინარე იანძის ჩამონადენი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში

მდინარის ჩამონადენიწყლის გადაადგილება ნაკადის სახით მდინარის კალაპოტში. იქმნება გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად. წარმოადგენს წყლის წრებრუნვის უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რის შედეგადაც ხდება წყლის გადაადგილება ხმელეთიდან ოკეანეში ან გაუდინარ არეში. დროის ერთეულში ჩამონადენის რაოდენობრივ მაჩვენებელს ეწოდება წყლის ხარჯი, რომელიც წარმოადგენს ნაკადის ცოცხალ კვეთში გავლილ წყლის საშუალო, მინიმალურ ან მაქსიმალურ ხარჯს. ზედაპირულ ჩამონადენში განარჩევენ კალთურ ჩამონადენსა და კალაპოტურ ჩამონადენს.

მდინარის ჩამონადენის რეგულირება ეწოდება მდინარის ჩამონადენის მოცულობის განაწილებას დროის განმავლობაში, მისი რეჟიმის შეცვლას სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის მოთხოვნათა შესაბამისად.

10 უდიდესი მდინარის წლიური ჩამონადენი
სახელიჩამონადენის მოცულობა წლის განმავლობაში. კმ³
ამაზონი, სამხრეთი ამერიკა6903
კონგო, აფრიკა1445
იანძი, აზია1080
ორინოკო, სამხრეთი ამერიკა913
ენისეი, აზია624
მისისიპი, ჩრდილოეთი ამერიკა598
პარანა, სამხრეთი ამერიკა551
ლენა, აზია536
ტოკანტინსი, სამხრეთი ამერიკა513
ზამბეზი, აფრიკა504

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Соколовский Д. Л., Речной сток, Л., 1968;
  • Мировой водный баланс и водные ресурсы Земли, Л., 1974.