კრიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრიკების სისტემა (ავსტრალია)

კრიკი (ინგლ. creek) — პერიოდული მდინარეების სახელწოდება ავსტრალიაში. დამახასიათებელია დროდადრო დინება და ხშირ შემთხვევაში კალაპოტის არყოფნა. ასეთი მდინარეები გავრცელებულია ავსტრალიის შიგა ნაწილებში. კრიკები იბადებიან (არსებობენ) მხოლოდ ძლიერ წვიმების დროს და შემდეგ მთლიანად ქრებიან დიდი ხნის განმავლობაში.

ზოგიერთი კრიკი იყოფა მრავალრიცხოვან ცალკეულ ტოტებად. რუკებზე აღინიშნება პუნქტირით.

ტერმინი კრიკი გამოიყენება, როგორც წესი ავსტრალიის მშრალი (პერიოდული) მდინარეების აღსანიშნავად, თუმცა ანალოგიური ხასიათის მდინარეები მსოფლიოს სხვა ადგილებშიც გვხვდება (მაგ., აშშ). ცნობილი კრიკებია მდინარე კუპერ-კრიკი (სიგრძე 1300 კმ) და დაიმანტინა (სიგრძე 900 კმ), რომლებიც დიდი არტეზიული აუზის ფარგლებში გაედინებიან და საბოლოოდ შესართავს ეირის ტბის დეპრესიაში პოულობენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Пармурзин Ю.П., Карпов Г.В. Словарь по физической географии. Учебное издание. М.: Просвещение, 1994.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კრიკი&oldid=2837625“-დან