ფლინდერზი (მდინარე)
იერსახე
| ფლინდერზი | |
|---|---|
|
წყალდიდობა მდინარე ფლინდერსზე (1917) | |
| ქვეყანა |
|
| სათავე | დიდი წყალგამყოფი ქედი |
| სიგრძე | 840 კმ |
| აუზის ფართობი | 109 000 კმ² |
ფლინდერზი (ინგლ. Flinders River) — მდინარე ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. წარმოადგენს ავსტრალიის შტატის ქვინზლენდის უგრძეს მდინარეს. სიგრძე 1004 კმ,[1] აუზის ფართობი 109 000 კმ².[2] სათავე აქვს ბურის ქედზე, რომელიც დიდი წყალგამყოფი ქედის ნაწილს წარმოადგენს. მდინარე ფლინდერზი გაედინება ჯერ სამხრეთ-დასავლეთისაკენ, შემდეგ დასავლეთისაკენ უხვევს, რის შემდეგ შესართავამდე ჩრდილოეთ-დასავლურ მიმართულებას ექვემდებარება.
ერთვის კარპენტარიის ყურეს. მთავარი შენაკადებია კლონკარი და კორელა.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Longest Rivers. Geoscience Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-07. ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2009.
- ↑ 2.0 2.1 Flood Warning System For The Flinders River. Bureau of Meteorology. ციტირების თარიღი: 3 July 2011.