დაიმანტინა (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაიმანტინა
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
სათავე ქალაქ ლონგრიჩიდან ჩრდილო-დასავლეთით
სიგრძე 941 კმ
აუზის ფართობი 157,000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} დაიმანტინა ვიკისაწყობში

დაიმანტინა (ინგლ. Diamantina River) — მდინარე სამხრეთ-დასავლეთ კუინზლენდში და ჩრდილოეთ სამხრეთ ავსტრალიაში. მდინარის სიგრძე 941 კმ-ია,[1] ხოლო აუზის ფართობი 157,000 კვ. კმ,[2] რომლის უდიდეს ნაწილს (დაახლ. 140,000 კვ. კმ) სოფლის მეურნეობაში იყენებენ. ერთვის გოიდერ-ლაგუნის ჭაობს, რომელიც იმყოფება სტშელეცკის უდაბნოდან ჩრდილოეთით.[3]

მდინარის აუზის დიდ ნაწილს დაბლობი ხასიათი აქვს, ყველაზე მაღალი რაიონები ვრცელდება ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც აუზი ზღვის დონიდან 500 მ-მდე ადის. ის ტერიტორიები სადაც მდინარე დაიმანტინა გაედინება გამოირჩევა ცხელი და მშრალი კლიმატით. იანვარში დღისით ტემპერატურა 37 °C-ს უდრის, ხოლო ღამით დაახლ. 24 °C-ს. წაყინვები იშვიათია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Longest Rivers. Geoscience Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-07. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  2. Australian Natural Resources Atlas დაარქივებული 2008-08-08 საიტზე Wayback Machine. retrieved 7 May 2008
  3. Diamantina River. Encyclopædia Britannica Online. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.